მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემდეგი სამიზნე ქვეყანა პუტინის სიაში" - ავსტრალიური გამოცემის სტატია საქართველოს შესახებ
"შემდეგი სამიზნე ქვეყანა პუტინის სიაში" - ავსტრალიური გამოცემის სტატია საქართველოს შესახებ

"შემ­დე­გი სა­მიზ­ნე ქვე­ყა­ნა პუ­ტი­ნის სი­ა­ში“- ამ სა­თა­უ­რით სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ვრცელ სტა­ტი­ას ავ­სტრა­ლი­უ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა news.com.au ავ­რცე­ლებს.

ჟურ­ნა­ლის­ტი ალექ­სის ქერი სა­კუ­თარ პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ნამ უკ­რა­ი­ნა­ში და­მან­გრე­ვე­ლი შეჭ­რა გრძელ­დე­ბა, მას­თან ახ­ლომ­დე­ბა­რე ქვე­ყა­ნა­ში არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბავ­მა პო­ტენ­ცი­უ­რი ახა­ლი კრი­ზი­სი გა­მო­ავ­ლი­ნა.

"პა­ტა­რა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის სე­პა­რა­ტის­ტულ­მა რე­გი­ონ­მა რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის შო­კის­მომ­გვრე­ლი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და, რა­მაც მო­მა­ვა­ლი კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ შიში გა­მო­იწ­ვია“, - აღ­ნიშ­ნავს ავ­ტო­რი სტა­ტი­ა­ში და ე.წ სამ­ხრეთ ოსე­თის ე.წ პრე­ზი­დენ­ტის, ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვის მიერ გუ­შინ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მელ­მაც რე­ფე­რენ­დუ­მის შე­საძ­ლო გა­მარ­თვის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და, რის მი­ხედ­ვი­თაც კრემ­ლის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნი რუ­სეთს შე­უ­ერ­თდე­ბა.

ავ­სტრა­ლი­უ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა ბი­ბი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბას ცი­ტი­რებს, სა­დაც მან აღ­ნიშ­ნა, რომ ამ კუ­თხით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გმე­ბა.

"ოსი ხალ­ხი გა­ყო­ფი­ლია და მათი ის­ტო­რი­უ­ლი და სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნი ერთ სა­ხელ­მწი­ფო­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბაა. ეს სა­ხელ­მწი­ფო არის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია“- ცი­ტი­რებს news.com.au ბი­ბი­ლოვს.

ჟურ­ნა­ლის­ტი იქვე აღ­ნიშ­ნავს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც პუ­ტინ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რა უკ­რა­ი­ნის დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი და რომ არ­სე­ბობს შიში, სა­ქარ­თვე­ლოს სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნის ეს ნა­ბი­ჯი რუ­სე­თის ანექ­სი­ის ამ­ბი­ცი­ე­ბის ეს­კა­ლა­ცი­ა­ზე მი­უ­თი­თებ­დეს.

გა­მო­ცე­მა დას­ძენს, რომ ამ ში­შებს ემა­ტე­ბა ის ფაქ­ტიც, რომ რუს­მა პო­ლი­ტი­კოს­მა ან­დრეი კლი­მოვ­მა სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ტას­თან“ და­უ­დას­ტუ­რა, რომ კრემ­ლი მზად არის "სამ­ხრეთ ოსე­თის“ სა­კუ­თარ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მი­სა­ღე­ბად.

პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­რე სე­პა­რა­ტის­ტულ­მა რე­გი­ონ­მა, აფხა­ზეთ­მა, ასე­ვე გა­მო­ხა­ტა მხარ­და­ჭე­რა ამ ნა­ბი­ჯის მი­მართ, აფხა­ზე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა სერ­გეი შამ­ბამ "ტასს“ გა­ნუ­ცხა­და, რომ სამ­ხრეთ ოსე­თის "ის­ტო­რი­უ­ლი ბედი" იყო რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბა.

სტა­ტი­ა­ში, ავ­ტო­რი პუ­ტი­ნის მზაკ­ვრულ გეგ­მად მო­იხ­სე­ნი­ებს ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის საბ­ჭო­თა კავ­ში­რის აღ­დგე­ნის სურ­ვილს, რა­ზეც უამ­რა­ვი ექ­სპერ­ტი ვა­რა­უ­დობს, რომ ამ კუ­თხით უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რა მხო­ლოდ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი იყო.

"ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბი: ეს­ტო­ნე­თი, ლატ­ვია და ლიტ­ვა, ისე­ვე რო­გორც, მოლ­დო­ვა და სა­ქარ­თვე­ლო შე­საძ­ლოა საფრ­თხის ქვეშ აღ­მოჩ­ნდნენ. პუ­ტინს შე­უძ­ლია გა­აძ­ლი­ე­როს ზე­წო­ლა ევ­რო­კავ­შირ­თან უფრო მჭიდ­რო კავ­შირ­ში მყოფ ქვეყ­ნებ­ზე, რო­გო­რი­ცაა მოლ­დო­ვა და სა­ქარ­თვე­ლო - მა­გა­ლი­თად, დნესტრის­პი­რე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბით ან სამ­ხრეთ ოსე­თის ანექ­სი­ით“, - დას­ძენს ავ­ტო­რი.

ავ­სტრა­ლი­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს რთულ ის­ტო­რი­ა­საც მოკ­ლედ მი­მო­ი­ხი­ლავს და დას­ძენს, რომ 2008 წელს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­უ­ა­რეს­და, რის შე­დე­გა­დაც ომი და­ი­წყო.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

ასეთ რუკას რატომ უკეთებთ რეკლამას?

 

ლიკა
2

ასედაც დაკარგულია სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და ისედაც დაკარგული იქნება! რომელი ერთი ჩადიხართ იქ თუ დეფაქტოა?! რა გინდათ,რატომ პროვოცირებთ საომარ მდგომარეობებს?! საქმეს მიხედეთ,საქმეს 🤜💪 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"შემდეგი სამიზნე ქვეყანა პუტინის სიაში" - ავსტრალიური გამოცემის სტატია საქართველოს შესახებ

"შემდეგი სამიზნე ქვეყანა პუტინის სიაში" - ავსტრალიური გამოცემის სტატია საქართველოს შესახებ

"შემდეგი სამიზნე ქვეყანა პუტინის სიაში“- ამ სათაურით საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას ავსტრალიური მედიასაშუალება news.com.au ავრცელებს.

ჟურნალისტი ალექსის ქერი საკუთარ პუბლიკაციაში აღნიშნავს, რომ სანამ უკრაინაში დამანგრეველი შეჭრა გრძელდება, მასთან ახლომდებარე ქვეყანაში არასასიამოვნო ამბავმა პოტენციური ახალი კრიზისი გამოავლინა.

"პატარა ევროპული ქვეყნის სეპარატისტულმა რეგიონმა რუსეთთან შეერთების შოკისმომგვრელი გეგმების შესახებ განაცხადა, რამაც მომავალი კონფლიქტის შესახებ შიში გამოიწვია“, - აღნიშნავს ავტორი სტატიაში და ე.წ სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც რეფერენდუმის შესაძლო გამართვის შესახებ განაცხადა, რის მიხედვითაც კრემლის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონი რუსეთს შეუერთდება.

ავსტრალიური მედიასაშუალება ბიბილოვის განცხადებას ციტირებს, სადაც მან აღნიშნა, რომ ამ კუთხით, უახლოეს მომავალში შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება.

"ოსი ხალხი გაყოფილია და მათი ისტორიული და სტრატეგიული მიზანი ერთ სახელმწიფოში გაერთიანებაა. ეს სახელმწიფო არის რუსეთის ფედერაცია“- ციტირებს news.com.au ბიბილოვს.

ჟურნალისტი იქვე აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა მას შემდეგ დაიწყო, რაც პუტინმა ოფიციალურად აღიარა უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონები და რომ არსებობს შიში, საქართველოს სეპარატისტული რეგიონის ეს ნაბიჯი რუსეთის ანექსიის ამბიციების ესკალაციაზე მიუთითებდეს.

გამოცემა დასძენს, რომ ამ შიშებს ემატება ის ფაქტიც, რომ რუსმა პოლიტიკოსმა ანდრეი კლიმოვმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასთან“ დაუდასტურა, რომ კრემლი მზად არის "სამხრეთ ოსეთის“ საკუთარ შემადგენლობაში მისაღებად.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მეორე სეპარატისტულმა რეგიონმა, აფხაზეთმა, ასევე გამოხატა მხარდაჭერა ამ ნაბიჯის მიმართ, აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ "ტასს“ განუცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის "ისტორიული ბედი" იყო რუსეთთან შეერთება.

სტატიაში, ავტორი პუტინის მზაკვრულ გეგმად მოიხსენიებს ვლადიმერ პუტინის საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილს, რაზეც უამრავი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ამ კუთხით უკრაინაში შეჭრა მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო.

"ბალტიისპირეთის ქვეყნები: ესტონეთი, ლატვია და ლიტვა, ისევე როგორც, მოლდოვა და საქართველო შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ. პუტინს შეუძლია გააძლიეროს ზეწოლა ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირში მყოფ ქვეყნებზე, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო - მაგალითად, დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობის აღიარებით ან სამხრეთ ოსეთის ანექსიით“, - დასძენს ავტორი.

ავსტრალიელი ჟურნალისტი პუბლიკაციაში საქართველოს რთულ ისტორიასაც მოკლედ მიმოიხილავს და დასძენს, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები გაუარესდა, რის შედეგადაც ომი დაიწყო.