სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმის გარჩევის ნაცვლად, რამდენად სწორად გაითხოვა ზელენსკიმ დროებით ელჩი, შენიშვნები უნდა გაგვეზიარებინა" - იაგო ხვიჩია
"იმის გარჩევის ნაცვლად, რამდენად სწორად გაითხოვა ზელენსკიმ დროებით ელჩი, შენიშვნები უნდა გაგვეზიარებინა" - იაგო ხვიჩია

იმის გარ­ჩე­ვის ნაც­ვლად, რამ­დე­ნად სწო­რად გა­ი­თხო­ვა ზე­ლენ­სკიმ დრო­ე­ბით ელჩი, შე­ნიშ­ვნე­ბი უნდა გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა, რო­მე­ლიც ბრძო­ლა­ში მყოფ პრე­ზი­დენტს ჰქონ­და. ეს არ მოხ­და, რაც იყო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შეც­დო­მა, - ამის შე­სა­ხებ "გირ­ჩის“ დე­პუ­ტატ­მა, იაგო ხვი­ჩი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, ზე­ლენ­სკის ასე­თი ტო­ნით სა­უბ­რის მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა აქვს.

"ჩემი აზ­რით, გუ­შინ პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს პო­ზი­ცია, რომ ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­ფერ­ში ეხ­მა­რე­ბი­ან, სან­ქცი­ებ­საც კი არ უჭე­რენ მხარს და არც სხვა პრო­ცე­სებ­ში შე­დი­ან, მის­თვის არ წარ­მო­ად­გე­ნენ სა­ინ­ტე­რე­სო მე­გობ­რებს იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ამა­ზე მეტი უკ­რა­ი­ნას რა უნდა გა­უ­ჭირ­დეს, მისი არ­სე­ბო­ბის ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი სა­კი­თხი დგე­ბა და ამ დროს, როცა გულ­გრი­ლი ხარ და არ­ცერთ მი­თი­თე­ბას არ ით­ვა­ლის­წი­ნებ, რაც ახლა სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბობს რუ­სეთ­თან ბრძო­ლის ფარ­გლებ­ში, ასეთ ქვე­ყა­ნა­ში ელ­ჩებ­მა სხვა სამ­სა­ხუ­რი უნდა იპო­ვონ, თო­რემ ბა­ტონ ელჩს რა უნდა ექნა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სხვა­ნა­ი­რად მოქ­ცე­უ­ლი­ყო? მე მა­ინც მგო­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამას შე­იძ­ლე­ბა მა­ინც არ იმ­სა­ხუ­რებ­დეს, მაგ­რამ ამის გარ­ჩე­ვა რომ და­ვი­წყეთ, როცა ელჩი ზე­ლენ­სკიმ დრო­ე­ბით გა­იხ­მო, რამ­დე­ნად სწო­რად გა­ი­თხო­ვა ზე­ლენ­სკიმ ელჩი, ნაც­ვლად იმი­სა, შე­ნიშ­ვნე­ბი გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა, რო­მე­ლიც ბრძო­ლა­ში მყო­ფი პრე­ზი­დენ­ტის მიერ იყო ნათ­ქვა­მი, ეს იყო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შეც­დო­მა. ჩვენც მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვართ და ჩვენ­თან ასე­თი ტო­ნით ლა­პა­რა­კის მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა აქვს, რად­გან ჩვენც მისი დახ­მა­რე­ბა გვჭირ­დე­ბა და დიდი ხა­ნია ერ­თად მივ­დი­ვართ ამ გზა­ზე. რე­ზო­ლუ­ცი­ებს რომ მხა­რი და­უ­ჭი­რა ჩვენ­მა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ, ეს და­სა­ფა­სე­ბე­ლია და მე ამას ყო­ველ­თვის აღ­ვნიშ­ნავ“, - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

ცნო­ბი­სათ­ვის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ მა­რო­კო­დან და სა­ქარ­თვე­ლო­დან ელ­ჩე­ბის გაწ­ვე­ვას ხელი მო­ა­წე­რა. ზე­ლენ­სკიმ ვი­დე­ო­მი­მარ­თვი­სას უკ­რა­ი­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ სხვა სამ­სა­ხუ­რი უნდა მო­ძებ­ნონ იმ ელ­ჩებ­მა, რომ­ლე­ბიც ვერ მი­აღ­წე­ვენ, რომ ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნილ­ნი არი­ან, ერთი მხრივ უკ­რა­ი­ნას და­ეხ­მა­რე­ბი­ან, მე­ო­რე მხრივ კი რუ­სეთს სან­ქცი­ებს და­ა­კის­რე­ბენ.

"არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვებ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბენ სა­ხელ­მწი­ფოს და­სა­ცა­ვად იმის­თვის, რომ უკ­რა­ი­ნამ თა­ვი­სი მო­მავ­ლის არ­ჩე­ვა შეძ­ლოს. ჩვენ ვა­ფა­სებთ თი­თო­ე­უ­ლი ასე­თი ადა­მი­ა­ნის ქმე­დე­ბას. არ­სე­ბო­ბენ ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ იმა­ზე ფიქ­რო­ბენ, რომ დარ­ჩნენ იქ, სა­დაც არი­ან. დღეს ხელი მო­ვა­წე­რე, მა­რო­კო­დან ელ­ჩის გა­მოწ­ვე­ვას.

ასე­ვე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლია ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­დან.

დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით: არ იქ­ნე­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბა, სან­ქცი­ე­ბი, შე­ზღუდ­ვე­ბი რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სის­თვის, გთხოვთ, ეძე­ბეთ სხვა სამ­სა­ხუ­რი", - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგი
0

დავანებოთ თავი ამ ცალმხრივ სიყვარულს, მას ქართველებზე არასდროს ამოდიოდა მზე და კიდევ ვინც საქართველოდან გაქცეული და ძებნილია ყველა მასთან დაასაქმა, მიტომაცაა კარგ დღეში

ბათუმელი
0

ეს ვაიპოლიტიკოსი ხვიჩია ნარკოტიკებმა მთლად დაქლიავა..ამიტომაა სულ ფეხებზე კიდია დაიწყება თუ არა ომი საქართველოში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"იმის გარჩევის ნაცვლად, რამდენად სწორად გაითხოვა ზელენსკიმ დროებით ელჩი, შენიშვნები უნდა გაგვეზიარებინა" - იაგო ხვიჩია

"იმის გარჩევის ნაცვლად, რამდენად სწორად გაითხოვა ზელენსკიმ დროებით ელჩი, შენიშვნები უნდა გაგვეზიარებინა" - იაგო ხვიჩია

იმის გარჩევის ნაცვლად, რამდენად სწორად გაითხოვა ზელენსკიმ დროებით ელჩი, შენიშვნები უნდა გაგვეზიარებინა, რომელიც ბრძოლაში მყოფ პრეზიდენტს ჰქონდა. ეს არ მოხდა, რაც იყო "ქართული ოცნების“ შეცდომა, - ამის შესახებ "გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ზელენსკის ასეთი ტონით საუბრის მორალური უფლება აქვს.

"ჩემი აზრით, გუშინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჩამოაყალიბა უკრაინის სახელმწიფოს პოზიცია, რომ ქვეყნები, რომლებიც არაფერში ეხმარებიან, სანქციებსაც კი არ უჭერენ მხარს და არც სხვა პროცესებში შედიან, მისთვის არ წარმოადგენენ საინტერესო მეგობრებს იქიდან გამომდინარე, რომ ამაზე მეტი უკრაინას რა უნდა გაუჭირდეს, მისი არსებობის ეგზისტენციალური საკითხი დგება და ამ დროს, როცა გულგრილი ხარ და არცერთ მითითებას არ ითვალისწინებ, რაც ახლა სამყაროში არსებობს რუსეთთან ბრძოლის ფარგლებში, ასეთ ქვეყანაში ელჩებმა სხვა სამსახური უნდა იპოვონ, თორემ ბატონ ელჩს რა უნდა ექნა, რომ "ქართული ოცნება“ სხვანაირად მოქცეულიყო? მე მაინც მგონია, რომ საქართველო ამას შეიძლება მაინც არ იმსახურებდეს, მაგრამ ამის გარჩევა რომ დავიწყეთ, როცა ელჩი ზელენსკიმ დროებით გაიხმო, რამდენად სწორად გაითხოვა ზელენსკიმ ელჩი, ნაცვლად იმისა, შენიშვნები გაგვეზიარებინა, რომელიც ბრძოლაში მყოფი პრეზიდენტის მიერ იყო ნათქვამი, ეს იყო "ქართული ოცნების“ შეცდომა. ჩვენც მსგავს სიტუაციაში ვართ და ჩვენთან ასეთი ტონით ლაპარაკის მორალური უფლება აქვს, რადგან ჩვენც მისი დახმარება გვჭირდება და დიდი ხანია ერთად მივდივართ ამ გზაზე. რეზოლუციებს რომ მხარი დაუჭირა ჩვენმა წარმომადგენლობამ, ეს დასაფასებელია და მე ამას ყოველთვის აღვნიშნავ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაროკოდან და საქართველოდან ელჩების გაწვევას ხელი მოაწერა. ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას უკრაინის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა სამსახური უნდა მოძებნონ იმ ელჩებმა, რომლებიც ვერ მიაღწევენ, რომ ქვეყნები, სადაც წარმოდგენილნი არიან, ერთი მხრივ უკრაინას დაეხმარებიან, მეორე მხრივ კი რუსეთს სანქციებს დააკისრებენ.

"არიან ადამიანები, რომლებიც სხვებთან ერთად მუშაობენ სახელმწიფოს დასაცავად იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი მომავლის არჩევა შეძლოს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის ქმედებას. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ დარჩნენ იქ, სადაც არიან. დღეს ხელი მოვაწერე, მაროკოდან ელჩის გამოწვევას.

ასევე დაბრუნებულია ელჩი საქართველოდან.

დიდი პატივისცემით: არ იქნება შეიარაღება, სანქციები, შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის, გთხოვთ, ეძებეთ სხვა სამსახური", - აღნიშნა ზელენსკიმ.