Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საიდუმლო მიწისქვეშა ქალაქი" ურალის მთებში - რა არის ცნობილი პუტინისა და მისი უახლოესი გარემოცვის ბუნკერის შესახებ და რას "მალავს" იამანთაუს მთა
"საიდუმლო მიწისქვეშა ქალაქი" ურალის მთებში - რა არის ცნობილი პუტინისა და მისი უახლოესი გარემოცვის ბუნკერის შესახებ და რას "მალავს" იამანთაუს მთა

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის შემ­დეგ, ბოლო კვი­რე­ბია მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი გა­რე­მოც­ვის უახ­ლო­ეს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად ბუნ­კერ­შია და პრო­ცე­სებს ასე აკ­ვირ­დე­ბა.

გა­მო­ცე­მა The Times-ის ცნო­ბით კი, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი სერ­გეი შო­ი­გუ იმ პე­რი­ოდ­ში, როცა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი იყო, რე­ა­ლუ­რად, ურა­ლის მთებ­ში არ­სე­ბულ მი­წის­ქვე­შა ქა­ლაქ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ რუ­სეთ­ში რამ­დე­ნი­მე ბუნ­კე­რის არ­სე­ბო­ბა­ზე, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იწ­ვევს ურა­ლის მთებ­ში არ­სე­ბუ­ლი ბაზა, "სა­ი­დუმ­ლო მი­წის­ქვე­შა ქა­ლა­ქი."

  • ურა­ლის სა­ი­დუმ­ლო ბაზა და პუ­ტი­ნის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი

სხვა­დას­ხვა ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, რუ­სე­თის მთავ­რო­ბის სა­ი­დუმ­ლო ბაზა ურა­ლის მთებ­ში, სამ­ხრე­თით, აბ­ზა­კო­ვოს სა­თხი­ლა­მუ­რო ცენ­ტრის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე­ობს. ამ ად­გილს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ხში­რად სტუმ­რობს. ბუნ­კე­რის მშე­ნებ­ლო­ბა ცივი ომის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ახ­ლომ­დე­ბა­რე და­სახ­ლე­ბე­ბის მა­ცხოვ­რებ­ლებ­მაც კი არ იცი­ან ზუს­ტად, რა სა­ხის ობი­ექ­ტე­ბი აშენ­და აქ, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ფე­რი მკაც­რად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია.

პუ­ტი­ნი აბ­ზა­კო­ვოს სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სე­ბის ხში­რი სტუ­მა­რი 21-ე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­დან გახ­და. არა­ვინ იცის ზუს­ტი მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ არის ეს პუ­ტი­ნის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ად­გი­ლი მაგ­ნი­ტო­გორსკი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, 60 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პუ­ტინს უბ­რა­ლოდ იქ სრი­ა­ლი მო­ე­წო­ნა, მაგ­რამ არ­სე­ბობს არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­აც, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, პრე­ზი­დენ­ტი იქ ჩა­დი­ო­და სა­ი­დუმ­ლო მი­წის­ქვე­შა ქა­ლა­ქის მშე­ნებ­ლო­ბის პი­რა­დად გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად და მის დას­რუ­ლე­ბას თვალ­ყურს ადევ­ნებ­და. ქა­ლა­ქი კი მდე­ბა­რე­ობს სამ­ხრეთ ურა­ლის მა­სი­ვის უმაღ­ლეს მთა ია­მან­თა­უს ქვეშ (ია­მან­თაუ "ბო­როტ მთას" ნიშ­ნავს).

  • რას წერ­და 90-იან წლებ­ში და­სავ­ლუ­რი მე­დია სა­ი­დუმ­ლო ობი­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე?

ჯერ კი­დევ 1996 წელს "ნიუ იორკ თა­იმსმა“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, რო­მელ­შიც სა­უ­ბა­რი იყო რუ­სეთ­ში მშე­ნე­ბა­რე სა­ი­დუმ­ლო სამ­ხედ­რო ბა­ზის შე­სა­ხებ.

"და­სავ­ლე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი­სა და მათი რუ­სუ­ლი წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, რუ­სე­თი აშე­ნებს ურა­ლის მთე­ბის მი­წის­ქვე­შა გი­გან­ტურ სამ­ხედ­რო კომ­პლექსს. სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლია ათა­სო­ბით მუშა“, - ნათ­ქვა­მი იყო პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი თემა გა­ა­შუ­ქეს სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მაც. 1997 წელს Washington Times-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია სა­თა­უ­რით - "მოს­კო­ვი აშე­ნებს ბუნ­კე­რებს ბირ­თვუ­ლი თავ­დას­ხმის შემ­თხვე­ვის­თვის"

  • "რუ­სე­თი სწრა­ფი ტემ­პით ახორ­ცი­ე­ლებს ძვი­რა­დღი­რე­ბულ პროგ­რა­მას მი­წის­ქვე­შა თავ­შე­საფ­რე­ბის ასა­შე­ნებ­ლად“, - ნათ­ქვა­მი იყო სტა­ტი­ა­ში. სტა­ტი­ის ავ­ტო­რი წერ­და, რომ გრძელ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა ურა­ლის სტრა­ტე­გი­უ­ლი ძა­ლე­ბის მი­წის­ქვე­შა სა­მე­თა­უ­რო პუნ­ქტის შექ­მნა­ზე.

უცხო­უ­რი გა­მო­ცე­მე­ბი ცდი­ლობ­დნენ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის­გან ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას, მაგ­რამ პა­სუ­ხე­ბი ვერ მი­ი­ღეს.

მე­დი­ა­ში ასე­ვე წერ­დნენ იმის შე­სა­ხე­ბაც, რომ ია­მან­თა­უ­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ურა­ნის მა­დანს მო­ი­პო­ვებ­დნენ და ასე­ვე აქ გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის უდი­დე­სი რე­ზერ­ვი.

  • რას ჰყვე­ბი­ან ტუ­რის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ურა­ლის მთებს სტუმ­რობ­დნენ

ტუ­რის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ურა­ლის მთებს ყო­ველ წელს სტუმ­რო­ბენ, არ ივი­წყე­ბენ ია­მან­თა­უს მთა­საც. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი­დან აქ ზო­მე­ბი გამ­კაცრ­და და მთის და­ლაშ­ქვრა იკ­რძა­ლე­ბა. მი­ზე­ზად "ია­მან­თა­უს გა­რე­მოს დაც­ვას“ ასა­ხე­ლე­ბენ. სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ ის ად­გი­ლი, სა­დაც ია­მან­თაუ მდე­ბა­რე­ობს, სა­ხელ­მწი­ფო ნაკ­რძა­ლა­დაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა ამ მი­და­მო­ებ­ში პატ­რუ­ლი­რე­ბენ არა გა­რე­მოს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, არა­მედ სამ­ხედ­რო­ე­ბი.

"ია­მან­თა­უს მი­და­მო­ებ­ში თუ მოხ­ვდე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოთ, არ უნდა გა­მო­იწ­ვი­ოთ ხმა­უ­რი, ცე­ცხლი არ და­ან­თოთ, ისე უნდა მო­იქ­ცეთ, რომ თქვე­ნი იქ ყოფ­ნა ვე­რა­ვინ შე­ნიშ­ნოს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან გა­რის­კავთ და შე­საძ­ლოა, სპეც­რაზ­მის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდეთ. შემ­დეგ მო­გი­წევთ დამ­ტკი­ცე­ბა, რომ არ ხართ ჯა­შუ­ში ალა­ბა­მა­დან. სა­ბო­ლო­ოდ, თუ გა­მო­გიშ­ვეს, ან მო­ნა­დი­რე­ებს გა­დაგ­ცეს და არ დაგ­ხვრი­ტეს, გულ­წრფე­ლად მად­ლო­ბე­ლი იქ­ნე­ბით“, - ეს ერთ-ერთი ტუ­რის­ტის სი­ტყვე­ბია, რო­მე­ლიც ურა­ლის მთე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბის მსურ­ვე­ლებს რჩე­ვას უზი­ა­რებს.

  • სა­ი­დუმ­ლო ქა­ლა­ქი

სხვა­დას­ხვა ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მი­წის­ქვე­შა ქა­ლა­ქი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ით, მათ შო­რის ელექტრო­ე­ნერ­გი­ით. თავ­და­პირ­ვე­ლად თვლიდ­ნენ, რომ საქ­მე ეხე­ბო­და მა­ღა­რო­ებს, თუმ­ცა იქ არა მა­ღა­რო­ე­ბი, არა­მედ მი­წიქ­ვე­შა ქა­ლა­ქია გან­თავ­სე­ბუ­ლი. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე მშე­ნებ­ლის კო­მენ­ტა­რი, რომ­ლე­ბიც მი­წის­ქვე­შა ქა­ლა­ქის მშე­ნებ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და ისი­ნი ანო­ნი­მუ­რად სა­უბ­რო­ბენ.

მო­ა­ხერ­ხეს რამ­დე­ნი­მე მშე­ნე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბა, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ მის მშე­ნებ­ლო­ბა­ში. ყვე­ლა მათ­გან­მა თქვა, რომ სურ­დათ არ გა­ემ­ჟღავ­ნე­ბი­ნათ, ამი­ტო­მაც ისი­ნი ანო­ნი­მუ­რად სა­უბ­რო­ბენ.

ერთ-ერთი მათ­გა­ნი ამ­ბობს, რომ მშე­ნებ­ლო­ბა ცივი ომის პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო. ობი­ექ­ტი აა­შე­ნა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ­მა სამ­შე­ნებ­ლო დე­პარ­ტა­მენ­ტმა - Управления строительства-30-მა. ის იყო სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი მი­წის­ქვე­შა ნა­გე­ბო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და ახორ­ცი­ე­ლებ­და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან მი­წის­ქვე­შა მშე­ნებ­ლო­ბებს. УС-30 ამ სფე­რო­ში უდი­დე­სი სამ­შე­ნებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა.

მი­წის­ქვე­შა ქა­ლა­ქის მშნე­ბე­ლო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 2002 წელს დას­რულ­და და მას შემ­დეგ მის მო­სავ­ლე­ლად მუდ­მი­ვად მუ­შა­ო­ბენ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

სტა­ტი­ის მო­სამ­ზა­დებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბი:

eurasiantimes.com,

thetimes.co.uk

ishvetsov.ru

specoborona.ru

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
22

ისე ჩაბუდებულა იმ ბუნკერში, რომ ვეღარ ამოსულა, თავის სისხლისმსმელ ხროვასთან ერთად 

7171
14

ისეთი მიწისქვეშა ქალაქი ქონდეს მიცვალებულებს რომ აქვთ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"საიდუმლო მიწისქვეშა ქალაქი" ურალის მთებში - რა არის ცნობილი პუტინისა და მისი უახლოესი გარემოცვის ბუნკერის შესახებ და რას "მალავს" იამანთაუს მთა

"საიდუმლო მიწისქვეშა ქალაქი" ურალის მთებში - რა არის ცნობილი პუტინისა და მისი უახლოესი გარემოცვის ბუნკერის შესახებ და რას "მალავს" იამანთაუს მთა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბოლო კვირებია მედიაში წერენ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გარემოცვის უახლოეს წარმომადგენლებთან ერთად ბუნკერშია და პროცესებს ასე აკვირდება.

გამოცემა The Times-ის ცნობით კი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ იმ პერიოდში, როცა გაუჩინარებული იყო, რეალურად, ურალის მთებში არსებულ მიწისქვეშა ქალაქში იმყოფებოდა.

სხვადასხვა გამოცემები მიუთითებენ რუსეთში რამდენიმე ბუნკერის არსებობაზე, თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ურალის მთებში არსებული ბაზა, "საიდუმლო მიწისქვეშა ქალაქი."

  • ურალის საიდუმლო ბაზა და პუტინის საყვარელი ადგილი

სხვადასხვა ცნობების მიხედვით, რუსეთის მთავრობის საიდუმლო ბაზა ურალის მთებში, სამხრეთით, აბზაკოვოს სათხილამურო ცენტრის მახლობლად მდებარეობს. ამ ადგილს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხშირად სტუმრობს. ბუნკერის მშენებლობა ცივი ომის შემდგომ პერიოდში დაიწყო. საინტერესოა, რომ ახლომდებარე დასახლებების მაცხოვრებლებმაც კი არ იციან ზუსტად, რა სახის ობიექტები აშენდა აქ, რადგანაც ყველაფერი მკაცრად გასაიდუმლოებულია.

პუტინი აბზაკოვოს სათხილამურო ტრასების ხშირი სტუმარი 21-ე საუკუნის დასაწყისიდან გახდა. არავინ იცის ზუსტი მიზეზი, თუ რატომ არის ეს პუტინის საყვარელი ადგილი. აღნიშნული ადგილი მაგნიტოგორსკიდან, დაახლოებით, 60 კილომეტრში მდებარეობს.

ოფიციალური ინფორმაციით, პუტინს უბრალოდ იქ სრიალი მოეწონა, მაგრამ არსებობს არაოფიციალური ვერსიაც, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი იქ ჩადიოდა საიდუმლო მიწისქვეშა ქალაქის მშენებლობის პირადად გასაკონტროლებლად და მის დასრულებას თვალყურს ადევნებდა. ქალაქი კი მდებარეობს სამხრეთ ურალის მასივის უმაღლეს მთა იამანთაუს ქვეშ (იამანთაუ "ბოროტ მთას" ნიშნავს).

  • რას წერდა 90-იან წლებში დასავლური მედია საიდუმლო ობიექტის მშენებლობაზე?

ჯერ კიდევ 1996 წელს "ნიუ იორკ თაიმსმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარი იყო რუსეთში მშენებარე საიდუმლო სამხედრო ბაზის შესახებ.

"დასავლეთის ოფიციალური პირებისა და მათი რუსული წყაროების თანახმად, რუსეთი აშენებს ურალის მთების მიწისქვეშა გიგანტურ სამხედრო კომპლექსს. სამუშაოებში ჩართულია ათასობით მუშა“, - ნათქვამი იყო პუბლიკაციაში.

აღნიშნული თემა გააშუქეს სხვა მედიასაშუალებებმაც. 1997 წელს Washington Times-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "მოსკოვი აშენებს ბუნკერებს ბირთვული თავდასხმის შემთხვევისთვის"

  • "რუსეთი სწრაფი ტემპით ახორციელებს ძვირადღირებულ პროგრამას მიწისქვეშა თავშესაფრების ასაშენებლად“, - ნათქვამი იყო სტატიაში. სტატიის ავტორი წერდა, რომ გრძელდება მუშაობა ურალის სტრატეგიული ძალების მიწისქვეშა სამეთაურო პუნქტის შექმნაზე.

უცხოური გამოცემები ცდილობდნენ აღნიშნულ საკითხზე რუსეთის ოფიციალური პირებისგან ინფორმაციის მიღებას, მაგრამ პასუხები ვერ მიიღეს.

მედიაში ასევე წერდნენ იმის შესახებაც, რომ იამანთაუზე, სავარაუდოდ, ურანის მადანს მოიპოვებდნენ და ასევე აქ განთავსებული იყო საკვები პროდუქტების უდიდესი რეზერვი.

  • რას ჰყვებიან ტურისტები, რომლებიც ურალის მთებს სტუმრობდნენ

ტურისტები, რომლებიც ურალის მთებს ყოველ წელს სტუმრობენ, არ ივიწყებენ იამანთაუს მთასაც. ისინი ამბობენ, რომ 2000-იანი წლების დასაწყისიდან აქ ზომები გამკაცრდა და მთის დალაშქვრა იკრძალება. მიზეზად "იამანთაუს გარემოს დაცვას“ ასახელებენ. საინტერესოა ისიც, რომ ის ადგილი, სადაც იამანთაუ მდებარეობს, სახელმწიფო ნაკრძალადაა გამოცხადებული, თუმცა ამ მიდამოებში პატრულირებენ არა გარემოს ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლები, არამედ სამხედროები.

"იამანთაუს მიდამოებში თუ მოხვდებით, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, არ უნდა გამოიწვიოთ ხმაური, ცეცხლი არ დაანთოთ, ისე უნდა მოიქცეთ, რომ თქვენი იქ ყოფნა ვერავინ შენიშნოს. სხვა შემთხვევაში ძალიან გარისკავთ და შესაძლოა, სპეცრაზმის ხელში აღმოჩნდეთ. შემდეგ მოგიწევთ დამტკიცება, რომ არ ხართ ჯაშუში ალაბამადან. საბოლოოდ, თუ გამოგიშვეს, ან მონადირეებს გადაგცეს და არ დაგხვრიტეს, გულწრფელად მადლობელი იქნებით“, - ეს ერთ-ერთი ტურისტის სიტყვებია, რომელიც ურალის მთების მონახულების მსურველებს რჩევას უზიარებს.

  • საიდუმლო ქალაქი

სხვადასხვა ცნობების მიხედვით, მიწისქვეშა ქალაქი უზრუნველყოფილია ყველანაირი კომუნიკაციით, მათ შორის ელექტროენერგიით. თავდაპირველად თვლიდნენ, რომ საქმე ეხებოდა მაღაროებს, თუმცა იქ არა მაღაროები, არამედ მიწიქვეშა ქალაქია განთავსებული. მედიაში გავრცელებულია რამდენიმე მშენებლის კომენტარი, რომლებიც მიწისქვეშა ქალაქის მშენებლობაში მონაწილეობდნენ და ისინი ანონიმურად საუბრობენ.

მოახერხეს რამდენიმე მშენებელთან დაკავშირება, რომლებიც მონაწილეობდნენ მის მშენებლობაში. ყველა მათგანმა თქვა, რომ სურდათ არ გაემჟღავნებინათ, ამიტომაც ისინი ანონიმურად საუბრობენ.

ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ მშენებლობა ცივი ომის პერიოდში დაიწყო. ობიექტი ააშენა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულმა სამშენებლო დეპარტამენტმა - Управления строительства-30-მა. ის იყო სპეციალიზებული მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობაზე და ახორციელებდა ფართომასშტაბიან მიწისქვეშა მშენებლობებს. УС-30 ამ სფეროში უდიდესი სამშენებლო ორგანიზაციაა.

მიწისქვეშა ქალაქის მშნებელობა დაახლოებით 2002 წელს დასრულდა და მას შემდეგ მის მოსავლელად მუდმივად მუშაობენ.

იხილეთ ასევე:

სტატიის მოსამზადებლად გამოყენებული წყაროები:

eurasiantimes.com,

thetimes.co.uk

ishvetsov.ru

specoborona.ru