საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი დამცველები წინ მიიწევენ... ოკუპანტები ირპინიდან გადევნილები არიან, გაძევებულები არიან კიევიდანაც, ბრძოლა გრძელდება! " - ვოლოდიმირ ზელენსკი
"ჩვენი დამცველები წინ მიიწევენ... ოკუპანტები ირპინიდან გადევნილები არიან, გაძევებულები არიან კიევიდანაც, ბრძოლა გრძელდება! " - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი არ უნდა და­ი­ღუ­პონ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ვი­ღა­ცამ საკ­მა­რი­სი გამ­ბე­და­ო­ბა ვერ იპო­ვა, უკ­რა­ი­ნას სა­ჭი­რო ია­რა­ღი გა­დას­ცეს, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ვი­დე­ო­მი­მარ­თვი­სას აღ­ნიშ­ნა.

ზე­ლენ­სკის თქმით, ზო­გი­ერთ ქვეყ­ნებს თუ შე­უძ­ლი­ათ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნა, მათ ეს უნდა გა­ა­კე­თონ.

"უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი არ უნდა და­ი­ღუ­პონ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ვი­ღა­ცამ საკ­მა­რი­სი გამ­ბე­და­ო­ბა ვერ იპო­ვა, უკ­რა­ი­ნას სა­ჭი­რო ია­რა­ღი გა­დას­ცეს. შიში ყო­ველ­თვის თა­ნამ­ზრახ­ვე­ლად გხდის. თუ ვინ­მეს ეში­ნია რუ­სე­თის, თუ მას ეში­ნია ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით ვერ­ტმფრე­ნე­ბის, ტან­კე­ბის, სა­ჭი­რო არ­ტი­ლე­რი­ის, ჭურ­ვე­ბის ჩვენ­თვის მო­წო­დე­ბი­სას, ეს ამ ხალ­ხის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აყე­ნებს, რუ­სე­თის მიერ შექ­მნილ კა­ტას­ტრო­ფა­ზე, რად­გან თუ შე­გიძ­ლია გა­დარ­ჩე­ნა, უნდა გა­და­არ­ჩი­ნო", - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

  • ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი აკე­თე­ბენ და უკვე გა­ა­კე­თეს, არ იმ­სა­ხუ­რებს ნავ­თო­ბის ემ­ბარ­გოს? - რუ­სე­თის მი­მართ, სან­ქცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა მის ვი­დეო მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

ზე­ლენ­სკის თქმით, უკ­რა­ი­ნა­ში, რუ­სე­თის შეჭ­რის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, პრე­ვენ­ცი­უ­ლი სან­ქცი­ე­ბი იყო სა­ჭი­რო, თუმ­ცა ასე­თი პა­კე­ტი არ შედ­გა.

"უკ­რა­ი­ნა ვერ და არც და­ე­თან­ხმე­ბა რუ­სე­თის მი­მართ, ზო­გი­ერ­თი სუ­ბი­ექ­ტის, სან­ქცი­ე­ბის პა­სი­ურ პო­ზი­ცი­ას. არ უნდა იყოს "შე­ჩე­რე­ბუ­ლი" სან­ქცი­ე­ბის პა­კე­ტე­ბი, რომ თუ რუ­სე­თის ჯა­რე­ბი რა­ი­მეს გა­ა­კე­თე­ბენ, მა­შინ იქ­ნე­ბა პა­სუ­ხი... ჩვენ გა­ვი­ა­რეთ ეს ის­ტო­რია შარ­შან, რო­დე­საც ვთქვით, რომ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, მკაც­რი პრე­ვენ­ცი­უ­ლი სან­ქცი­ე­ბი იყო სა­ჭი­რო, რათა თა­ვი­დან აგ­ვე­ცი­ლე­ბი­ნა შე­მოჭ­რა. პრე­ვენ­ცი­უ­ლი პა­კე­ტი არ შედ­გა, სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი და­ი­წყო. ახლა ბევ­რი მი­ნიშ­ნე­ბა და გაფრ­თხი­ლე­ბაა იმის შე­სა­ხებ, რომ სან­ქცი­ე­ბი გამ­კაცრ­დე­ბა, რო­გო­რი­ცაა ემ­ბარ­გო, ევ­რო­პა­ში რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბის მი­წო­დე­ბა­ზე, თუ რუ­სე­თი ქი­მი­ურ ია­რაღს გა­მო­ი­ყე­ნებს. ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი აკე­თე­ბენ და უკვე გა­ა­კე­თეს, არ იმ­სა­ხუ­რებს ნავ­თო­ბის ემ­ბარ­გოს?" - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

  • ზე­ლენ­სკის თქმით, კი­ე­ვის რე­გი­ონ­ში უკ­რა­ი­ნის დამ­ცვე­ლე­ბი წინ მი­ი­წე­ვენ, თუმ­ცა რო­გორც იგი აღ­ნიშ­ნავს, წარ­მა­ტე­ბის გამო ზედ­მე­ტი ეი­ფო­რი­ის ნაც­ვლად, სი­ტუ­ა­ცია გო­ნივ­რუ­ლად უნდა აღ­ვიქ­ვათ.

სი­ტუ­ა­ცია ახლა გო­ნივ­რუ­ლად უნდა იყოს აღ­ქმუ­ლი, წარ­მა­ტე­ბის­გან ზედ­მე­ტი ეი­ფო­რი­ის გა­რე­შე. ჯერ კი­დევ გვჭირ­დე­ბა დრო, ჩვენ ჯერ კი­დევ გვჭირ­დე­ბა ია­რა­ღი, ჯერ კი­დევ უნდა ვიბ­რძო­ლოთ, უნდა მო­ვით­მი­ნოთ, ემო­ცი­ებს არ უნდა ავ­ყვეთ, - თქვა მან.

"დღეს ჩვენ კარ­გი ამ­ბა­ვი გვაქვს. კი­ე­ვის რე­გი­ონ­ში, ჩვე­ნი დამ­ცვე­ლე­ბი წინ მი­ი­წე­ვენ და უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კონ­ტროლს აღად­გე­ნენ. ირ­პი­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ყვე­ლას მად­ლო­ბე­ლი ვარ, ვინც ამ შე­დე­გის­თვის იმუ­შა­ვა. ოკუ­პან­ტე­ბი ირ­პი­ნი­დან გა­დევ­ნი­ლე­ბი არი­ან, გა­ძე­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან კი­ე­ვი­დან, თუმ­ცა ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის ამ ნა­წილ­ში, უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია, ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა. რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი კი­ე­ვის ჩრდი­ლო­ეთს აკონ­ტრო­ლე­ბენ, აქვთ რე­სურ­სე­ბი და ცო­ცხა­ლი ძალა. ისი­ნი, დან­გრე­უ­ლი ნა­წი­ლე­ბის აღ­დგე­ნას ცდი­ლო­ბენ. მათი და­ნა­კარ­გე­ბის დონე, თუნ­დაც 90%-ზე, მათ­თვის, არ არის არ­გუ­მენ­ტი გა­ჩე­რე­ბის­თვის. ჩერ­ნი­გო­ვის, სუ­მის, ხარ­კო­ვის რე­გი­ო­ნის, დონ­ბა­სის, სამ­ხრეთ უკ­რა­ი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა ყველ­გან და­ძა­ბუ­ლი, ძა­ლი­ან რთუ­ლი რჩე­ბა. ეს არის და­უნ­დო­ბე­ლი ომი ჩვე­ნი ერის წი­ნა­აღ­მდეგ, ჩვე­ნი შვი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, 143 და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვის შე­სა­ხებ არის ცნო­ბი­ლი. მა­რი­უ­პო­ლი კვლავ ბლო­კი­რე­ბუ­ლია, რუს­მა ჯა­რებ­მა, დღეს, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დე­რეფ­ნის მო­წყო­ბა არ და­უშ­ვეს. სი­ტუ­ა­ცია ახლა გო­ნივ­რუ­ლად უნდა იყოს აღ­ქმუ­ლი, წარ­მა­ტე­ბის­გან ზედ­მე­ტი ეი­ფო­რი­ის გა­რე­შე. ჯერ კი­დევ გვჭირ­დე­ბა დრო, ჩვენ ჯერ კი­დევ გვჭირ­დე­ბა ია­რა­ღი, ჯერ კი­დევ უნდა ვიბ­რძო­ლოთ, უნდა მო­ვით­მი­ნოთ, ემო­ცი­ებს არ უნდა ავ­ყვეთ", - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იკა
2

ეგ სიზმრები ადეიშვილს და ,,ძმანი მისნი" მათ მოუყევი, გაიღვიძებისთანავე, გამოცდილება აქვთ საკუთარი ქვეყნის და ხალხის გაპარტახებაში და ცოტას გადამშვიდებენ: დაიკიდე მოგეშვებაო-ს პრინციპით. 

ასეთი ვინ ხარ გენოციდი რომ მოუწყე საკუთარ ხალხს

კირილე
2

ეს მალე მოსკოვვამდე გავა ტუ არ გაეღვიძა მანამდე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ჩვენი დამცველები წინ მიიწევენ... ოკუპანტები ირპინიდან გადევნილები არიან, გაძევებულები არიან კიევიდანაც, ბრძოლა გრძელდება! " - ვოლოდიმირ ზელენსკი

"ჩვენი დამცველები წინ მიიწევენ... ოკუპანტები ირპინიდან გადევნილები არიან, გაძევებულები არიან კიევიდანაც, ბრძოლა გრძელდება! " - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინელები არ უნდა დაიღუპონ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ საკმარისი გამბედაობა ვერ იპოვა, უკრაინას საჭირო იარაღი გადასცეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას აღნიშნა.

ზელენსკის თქმით, ზოგიერთ ქვეყნებს თუ შეუძლიათ უკრაინელების გადარჩენა, მათ ეს უნდა გააკეთონ.

"უკრაინელები არ უნდა დაიღუპონ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ საკმარისი გამბედაობა ვერ იპოვა, უკრაინას საჭირო იარაღი გადასცეს. შიში ყოველთვის თანამზრახველად გხდის. თუ ვინმეს ეშინია რუსეთის, თუ მას ეშინია ჩვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების, განსაკუთრებით ვერტმფრენების, ტანკების, საჭირო არტილერიის, ჭურვების ჩვენთვის მოწოდებისას, ეს ამ ხალხის პასუხისმგებლობას აყენებს, რუსეთის მიერ შექმნილ კატასტროფაზე, რადგან თუ შეგიძლია გადარჩენა, უნდა გადაარჩინო", - აღნიშნა ზელენსკიმ.

  • ყველაფერი, რასაც რუსი სამხედროები აკეთებენ და უკვე გააკეთეს, არ იმსახურებს ნავთობის ემბარგოს? - რუსეთის მიმართ, სანქციების გამკაცრების შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მის ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინაში, რუსეთის შეჭრის თავიდან ასაცილებლად, პრევენციული სანქციები იყო საჭირო, თუმცა ასეთი პაკეტი არ შედგა.

"უკრაინა ვერ და არც დაეთანხმება რუსეთის მიმართ, ზოგიერთი სუბიექტის, სანქციების პასიურ პოზიციას. არ უნდა იყოს "შეჩერებული" სანქციების პაკეტები, რომ თუ რუსეთის ჯარები რაიმეს გააკეთებენ, მაშინ იქნება პასუხი... ჩვენ გავიარეთ ეს ისტორია შარშან, როდესაც ვთქვით, რომ რუსეთის წინააღმდეგ, მკაცრი პრევენციული სანქციები იყო საჭირო, რათა თავიდან აგვეცილებინა შემოჭრა. პრევენციული პაკეტი არ შედგა, სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ახლა ბევრი მინიშნება და გაფრთხილებაა იმის შესახებ, რომ სანქციები გამკაცრდება, როგორიცაა ემბარგო, ევროპაში რუსული ნავთობის მიწოდებაზე, თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს. ყველაფერი, რასაც რუსი სამხედროები აკეთებენ და უკვე გააკეთეს, არ იმსახურებს ნავთობის ემბარგოს?" - განაცხადა ზელენსკიმ.

  • ზელენსკის თქმით, კიევის რეგიონში უკრაინის დამცველები წინ მიიწევენ, თუმცა როგორც იგი აღნიშნავს, წარმატების გამო ზედმეტი ეიფორიის ნაცვლად, სიტუაცია გონივრულად უნდა აღვიქვათ.

სიტუაცია ახლა გონივრულად უნდა იყოს აღქმული, წარმატებისგან ზედმეტი ეიფორიის გარეშე. ჯერ კიდევ გვჭირდება დრო, ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება იარაღი, ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა მოვითმინოთ, ემოციებს არ უნდა ავყვეთ, - თქვა მან.

"დღეს ჩვენ კარგი ამბავი გვაქვს. კიევის რეგიონში, ჩვენი დამცველები წინ მიიწევენ და უკრაინის ტერიტორიაზე კონტროლს აღადგენენ. ირპინი გათავისუფლდა. ყველას მადლობელი ვარ, ვინც ამ შედეგისთვის იმუშავა. ოკუპანტები ირპინიდან გადევნილები არიან, გაძევებულები არიან კიევიდან, თუმცა ჩვენი რეგიონის ამ ნაწილში, უსაფრთხოებაზე საუბარი ნაადრევია, ბრძოლა გრძელდება. რუსული ძალები კიევის ჩრდილოეთს აკონტროლებენ, აქვთ რესურსები და ცოცხალი ძალა. ისინი, დანგრეული ნაწილების აღდგენას ცდილობენ. მათი დანაკარგების დონე, თუნდაც 90%-ზე, მათთვის, არ არის არგუმენტი გაჩერებისთვის. ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის რეგიონის, დონბასის, სამხრეთ უკრაინის მდგომარეობა ყველგან დაძაბული, ძალიან რთული რჩება. ეს არის დაუნდობელი ომი ჩვენი ერის წინააღმდეგ, ჩვენი შვილების წინააღმდეგ. დღეის მდგომარეობით, 143 დაღუპული ბავშვის შესახებ არის ცნობილი. მარიუპოლი კვლავ ბლოკირებულია, რუსმა ჯარებმა, დღეს, ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობა არ დაუშვეს. სიტუაცია ახლა გონივრულად უნდა იყოს აღქმული, წარმატებისგან ზედმეტი ეიფორიის გარეშე. ჯერ კიდევ გვჭირდება დრო, ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება იარაღი, ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა მოვითმინოთ, ემოციებს არ უნდა ავყვეთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ: