კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერჯერობით გზაში ვართ. ლოჯისტიკური პრობლემების გამო ჩვენი ჩასვლა ალბათ ძალიან დაგვიანდება" - რას ამბობს დავით არახამია მოლაპარაკებების მორიგ, სტამბოლში გასამართ რაუნდზე?
"ჯერჯერობით გზაში ვართ. ლოჯისტიკური პრობლემების გამო ჩვენი ჩასვლა ალბათ ძალიან დაგვიანდება" - რას ამბობს დავით არახამია  მოლაპარაკებების მორიგ, სტამბოლში გასამართ რაუნდზე?

რო­გორც ირ­კვე­ვა, თურ­ქეთ­ში, ქა­ლაქ სტამ­ბოლ­ში, უკ­რა­ი­ნის და რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბის მო­რი­გი რა­უნ­დი ხვალ, 29 მარტს, 10:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა. ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერ­ფაქს-უკ­რა­ი­ნას" აც­ნო­ბა უკ­რა­ი­ნის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რმა, პარ­ლა­მენ­ტის ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ თავ­მჯდო­მა­რე და­ვით არა­ხა­მი­ამ.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნის დე­ლე­გა­ცია თურ­ქე­თის­კენ უკვე გა­ემ­გზავ­რა, თუმ­ცა, ლო­ჯის­ტი­კუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის გამო, სტამ­ბოლ­ში დღეს, გვი­ან ჩავა.

"ჩვენ ჯერ­ჯე­რო­ბით გზა­ში ვართ. ლო­ჯის­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო ჩვე­ნი ჩას­ვლა საკ­მა­ოდ დაგ­ვი­ან­დე­ბა, მე­ტიც, ალ­ბათ ძა­ლი­ან დაგ­ვი­ან­დე­ბა. ისი­ნი (რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბი - ambebi.ge) უკვე გაფ­რინ­დნენ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის წინ. ალ­ბათ ად­გილ­ზე იქ­ნე­ბი­ან სა­დღაც 21 სა­ა­თის­თვის, ამი­ტომ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, დღეს ჩა­ვალთ, ხვალ კი 10 სა­ა­თი­დან და­ვი­წყებთ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს", - გა­ნუ­ცხა­და სა­ა­გენ­ტოს და­ვით არა­ხა­მი­ამ. მა­ნამ­დე მან გა­ნა­ცხა­და, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მო­რი­გი რა­უნ­დი გა­ი­მარ­თე­ბო­და 28-30 მარტს.

უკ­რა­ი­ნამ და რუ­სეთ­მა მო­ლა­პა­რა­კე­ბა 28 თე­ბერ­ვლი­დან და­ი­წყეს. რამ­დე­ნი­მე რა­უნ­დი ბე­ლა­რუ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ი­მარ­თა, შემ­დეგ კი, მო­ლა­პა­რა­კე­ბა ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბო­და. უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით, კი­ე­ვის მო­თხოვ­ნე­ბია ომის შე­წყვე­ტა, უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა. რუ­სე­თის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა უკ­რა­ი­ნის ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მართლა
4

რუსი ოლიგარხები ააყვავებენ ახლა თურქეთს, ჩვენც უნდა ვიშოვოთ ცოტა ფული. ფულია მთავარი ბაბაია ამ ცხოვრებაში. ეგაა რო გვასულდგმულებს. კაცობა ადამოანობა, მაგარი სლეობაა, მითუმეტეს დახოცილი ბავშვების სისხლზე ნაშოვნი ფულია კაი, არ ყარს. ხტფუი

ალასა
3

დათო, უკან არ დაიხიო, სანამ გაგრას უკრაინას არ მიუერთებ!

ავტორი:

"ჯერჯერობით გზაში ვართ. ლოჯისტიკური პრობლემების გამო ჩვენი ჩასვლა ალბათ ძალიან დაგვიანდება" - რას ამბობს დავით არახამია მოლაპარაკებების მორიგ, სტამბოლში გასამართ რაუნდზე?

"ჯერჯერობით გზაში ვართ. ლოჯისტიკური პრობლემების გამო ჩვენი ჩასვლა ალბათ ძალიან დაგვიანდება" - რას ამბობს დავით არახამია  მოლაპარაკებების მორიგ, სტამბოლში გასამართ რაუნდზე?

როგორც ირკვევა, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ხვალ, 29 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქს-უკრაინას" აცნობა უკრაინის დელეგაციის წევრმა, პარლამენტის ფრაქცია "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიამ.

მისი ინფორმაციით, უკრაინის დელეგაცია თურქეთისკენ უკვე გაემგზავრა, თუმცა, ლოჯისტიკური სირთულეების გამო, სტამბოლში დღეს, გვიან ჩავა.

"ჩვენ ჯერჯერობით გზაში ვართ. ლოჯისტიკური პრობლემების გამო ჩვენი ჩასვლა საკმაოდ დაგვიანდება, მეტიც, ალბათ ძალიან დაგვიანდება. ისინი (რუსეთის დელეგაციის წევრები - ambebi.ge) უკვე გაფრინდნენ ნახევარი საათის წინ. ალბათ ადგილზე იქნებიან სადღაც 21 საათისთვის, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, დღეს ჩავალთ, ხვალ კი 10 საათიდან დავიწყებთ მოლაპარაკებებს", - განუცხადა სააგენტოს დავით არახამიამ. მანამდე მან განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართებოდა 28-30 მარტს.

უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება 28 თებერვლიდან დაიწყეს. რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა, შემდეგ კი, მოლაპარაკება ონლაინრეჟიმში გრძელდებოდა. უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, კიევის მოთხოვნებია ომის შეწყვეტა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა უკრაინის ნეიტრალიტეტი.

იხილეთ ასევე: