მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ცოლის სახელს შენი საძაგელი პირით ნუ ამბობ!" - სკანდალი "ოსკარის" გადაცემის ცერემონიაზე: უილ სმიტმა კრის როკს სილა გააწნა
"ჩემი ცოლის სახელს შენი საძაგელი პირით ნუ ამბობ!" - სკანდალი "ოსკარის" გადაცემის ცერემონიაზე: უილ სმიტმა კრის როკს სილა გააწნა

"ოს­კა­რის“ რი­გით 94-ე და­ჯილ­დო­ე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლად ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, Dolby Theatre-ში გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბას ვან­და სა­იკ­სი, ემი შუ­მე­რი და რე­გი­ნა ჰოლი ერ­თობ­ლი­ვად უძღვე­ბოდ­ნენ. ღო­ნის­ძი­ე­ბას სკან­და­ლის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია - ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი უილ სმი­ტი სცე­ნა­ზე ავი­და და კრის როკს სილა გა­აწ­ნა.

გა­ცე­ცხლე­ბუ­ლი უილ სმი­ტი მას შემ­დეგ აუ­ვარ­და მსა­ხი­ობს სცე­ნა­ზე, რაც მან მისი მე­უღ­ლის გა­პარ­სულ თავ­ზე იხუმ­რა:

"ჯე­ი­და, ერთი სული მაქვს GI Jane 2-ს რო­დის ვი­ხი­ლავ", - თქვა მან.

სმი­ტი სცე­ნა­ზე აიჭ­რა, კრის როკს და­არ­ტყა და როცა თა­ვის ად­გილ­ზე დაბ­რუნ­და, და­უყ­ვი­რა: "ჩემი ცო­ლის სა­ხელს შენი სა­ძა­გე­ლი(დედა მ..ი) პი­რით ნუ ამ­ბობ!"

კრის რო­კის ხუმ­რო­ბა 1997 წლის ფილ­მს - "GI Jane"-ს შე­ე­ხე­ბო­და, რო­მელ­შიც მთა­ვარ როლს დემი მური გა­და­პარ­სუ­ლი თა­ვით ას­რუ­ლებს. უილ სმი­ტის მე­უღ­ლემ, პინ­კეტ სმიტ­მა, ად­რე­ვე ისა­უბ­რა თმის ცვე­ნის პრობ­ლე­მა­ზე და იმ სირ­თუ­ლე­ებ­ზე, რა­საც ალო­პე­ცი­ის შე­დე­გად შე­ე­ჩე­ხა.

უილ სმი­ტი და ჯე­ი­და პინ­კეტ სმი­ტი ცე­რე­მო­ნი­ამ­დე.

ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, შო­კი­რე­ბულ­მა კრის­მა მა­ყუ­რე­ბელს მი­მარ­თა: "ეს სა­უ­კე­თე­სო ღა­მეა ტე­ლე­ვი­ზი­ის ის­ტო­რი­ა­ში".

მა­მა­კა­ცის პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თვის "ოს­კა­რი" სწო­რედ უილ სმიტს გა­და­ე­ცა, ფილმში "მეფე რი­ჩარ­დი“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის.

როცა მან სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბის ჯილ­დოს მი­ღე­ბი­სას სი­ტყვა წარ­მოთ­ქვა, ინ­ცი­დენტზეც ისა­უბ­რა:

"მინ­და, ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო აკა­დე­მი­ას და ნო­მი­ნი­რე­ბულ კო­ლე­გებს. ხე­ლოვ­ნე­ბა ცხოვ­რე­ბის იმი­ტი­რე­ბას ახ­დენს. მე ახლა რი­ჩარდ უი­ლი­ამ­სი­ვით გა­და­რე­უ­ლი მამა ვარ, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლი გი­ჟურ საქ­ცი­ე­ლებს გვა­დე­ნი­ნებს", - თქვა სმიტ­მა კა­რი­ე­რა­ში პირ­ვე­ლი ოს­კა­რის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ.

მსა­ხი­ო­ბი სი­ტყვის წარ­მოთ­ქმი­სას ცრემ­ლე­ბამ­დე მი­ვი­და: "ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ანს, უნდა შე­ეძ­ლოს შე­უ­რა­ცხყო­ფის ატა­ნა. ამ ბიზ­ნეს­ში თუ ხარ, ყვე­ლა ის სი­გი­ჟე უნდა აი­ტა­ნო, რა­საც შენ­ზე ხალ­ხი ამ­ბობს. უბ­რა­ლოდ, უნდა გა­ი­ღი­მო და თავი მო­აჩ­ვე­ნო, რომ არა­უ­შავს."

თავ­და­პირ­ვე­ლად, დამ­სწრე­ებს ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი ინ­ცი­დენ­ტი წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხუმ­რო­ბა ეგო­ნათ, სმიტ­მა კრის რო­კის ხუმ­რო­ბა­ზე გა­ი­ცი­ნა კი­დეც. თა­ვად ჯე­ი­და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჩან­და. ეჭვი მა­შინ გა­ქარ­წყლდა, როცა სმი­ტი ად­გი­ლი­დან წა­მო­იჭ­რა და კრისს სცე­ნა­ზე და­არ­ტყა. როცა სმიტ­მა მას ად­გი­ლი­დან მი­მარ­თა, მისი ცო­ლის სა­ხე­ლი აღარ ეხ­სე­ნე­ბი­ნა, უკვე ყვე­ლა დარ­წმუნ­და, რომ ეს სკეტ­ჩი არ იყო.

იხ­ლეთ ასე­ვე:

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

წყა­რო: BBC

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
5

შეიშალა მსოფლიო...

კოტე
27

ესეც დადგმული იყო და ციხის კადრებიც, მიშა გმირია ოღონდ ეს უკვე სიმართლეა! - ნაცების კომენტარი ასეთი იქნებოდა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ჩემი ცოლის სახელს შენი საძაგელი პირით ნუ ამბობ!" - სკანდალი "ოსკარის" გადაცემის ცერემონიაზე: უილ სმიტმა კრის როკს სილა გააწნა

"ჩემი ცოლის სახელს შენი საძაგელი პირით ნუ ამბობ!" - სკანდალი "ოსკარის" გადაცემის ცერემონიაზე: უილ სმიტმა კრის როკს სილა გააწნა

"ოსკარის“ რიგით 94-ე დაჯილდოება ტრადიციულად ლოს-ანჯელესში, Dolby Theatre-ში გაიმართა. ღონისძიებას ვანდა საიკსი, ემი შუმერი და რეგინა ჰოლი ერთობლივად უძღვებოდნენ. ღონისძიებას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია - ცნობილი მსახიობი უილ სმიტი სცენაზე ავიდა და კრის როკს სილა გააწნა.

გაცეცხლებული უილ სმიტი მას შემდეგ აუვარდა მსახიობს სცენაზე, რაც მან მისი მეუღლის გაპარსულ თავზე იხუმრა:

"ჯეიდა, ერთი სული მაქვს GI Jane 2-ს როდის ვიხილავ", - თქვა მან.

სმიტი სცენაზე აიჭრა, კრის როკს დაარტყა და როცა თავის ადგილზე დაბრუნდა, დაუყვირა: "ჩემი ცოლის სახელს შენი საძაგელი(დედა მ..ი) პირით ნუ ამბობ!"

კრის როკის ხუმრობა 1997 წლის ფილმს - "GI Jane"-ს შეეხებოდა, რომელშიც მთავარ როლს დემი მური გადაპარსული თავით ასრულებს. უილ სმიტის მეუღლემ, პინკეტ სმიტმა, ადრევე ისაუბრა თმის ცვენის პრობლემაზე და იმ სირთულეებზე, რასაც ალოპეციის შედეგად შეეჩეხა.

უილ სმიტი და ჯეიდა პინკეტ სმიტი ცერემონიამდე.

ინციდენტის შემდეგ, შოკირებულმა კრისმა მაყურებელს მიმართა: "ეს საუკეთესო ღამეა ტელევიზიის ისტორიაში".

მამაკაცის პირველხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის "ოსკარი" სწორედ უილ სმიტს გადაეცა, ფილმში "მეფე რიჩარდი“ მონაწილეობისთვის.

როცა მან საუკეთესო მსახიობის ჯილდოს მიღებისას სიტყვა წარმოთქვა, ინციდენტზეც ისაუბრა:

"მინდა, ბოდიში მოვუხადო აკადემიას და ნომინირებულ კოლეგებს. ხელოვნება ცხოვრების იმიტირებას ახდენს. მე ახლა რიჩარდ უილიამსივით გადარეული მამა ვარ, მაგრამ სიყვარული გიჟურ საქციელებს გვადენინებს", - თქვა სმიტმა კარიერაში პირველი ოსკარის მოპოვების შემდეგ.

მსახიობი სიტყვის წარმოთქმისას ცრემლებამდე მივიდა: "ჩვენი პროფესიის ადამიანს, უნდა შეეძლოს შეურაცხყოფის ატანა. ამ ბიზნესში თუ ხარ, ყველა ის სიგიჟე უნდა აიტანო, რასაც შენზე ხალხი ამბობს. უბრალოდ, უნდა გაიღიმო და თავი მოაჩვენო, რომ არაუშავს."

თავდაპირველად, დამსწრეებს ეს მოულოდნელი ინციდენტი წინასწარ მომზადებული ხუმრობა ეგონათ, სმიტმა კრის როკის ხუმრობაზე გაიცინა კიდეც. თავად ჯეიდა გაღიზიანებული ჩანდა. ეჭვი მაშინ გაქარწყლდა, როცა სმიტი ადგილიდან წამოიჭრა და კრისს სცენაზე დაარტყა. როცა სმიტმა მას ადგილიდან მიმართა, მისი ცოლის სახელი აღარ ეხსენებინა, უკვე ყველა დარწმუნდა, რომ ეს სკეტჩი არ იყო.

იხლეთ ასევე:

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

წყარო: BBC