მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასდროს მითქვამს, რომ ხელისუფლება პრორუსულია, ცდილობს, 3-4 სკამზე ერთდროულად იჯდეს"- გრიგოლ ვაშაძე
"არასდროს მითქვამს, რომ ხელისუფლება პრორუსულია, ცდილობს, 3-4 სკამზე ერთდროულად იჯდეს"- გრიგოლ ვაშაძე

არას­დროს მით­ქვამს, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრო­რუ­სუ­ლია - მუდ­მი­ვად ცდი­ლობს, 3-4 სკამ­ზე ერ­თდრო­უ­ლად იჯ­დეს, - ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა, გრი­გოლ ვა­შა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "პო­ლიტ-ქა­ლაქ­ში" გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრო­რუ­სუ­ლი არ არის, მაგ­რამ ამა­ვე დროს, არც ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ მი­ის­წრაფ­ვის.

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის გან­ცხა­დე­ბით, „3-4 სკამ­ზე ერ­თდრო­უ­ლად ჯდო­მა, არ გა­მო­ვა“.

"არას­დროს მით­ქვამს, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის პრო­რუ­სუ­ლი. ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მუდ­მი­ვად ცდი­ლობს, 3-4 სკამ­ზე ერ­თდრო­უ­ლად იჯ­დეს. პრო­რუ­სუ­ლი ნიშ­ნავს, რომ მი­თი­თე­ბებს ას­რუ­ლებ და თუ პრაქ­ტი­კულ ნა­ბი­ჯებს ნა­ხავ, აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ იმ რუ­სუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი­დან, რო­მე­ლიც კრემ­ლის ბი­ნად­რებს სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ აქვთ, არ­ცერთ ნა­ბი­ჯი არ გა­დად­გმუ­ლა. სხვა საქ­მე არის, რომ ევ­რო­პუ­ლიც არ არის, რად­გან, რო­დე­საც შარლ მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბი­დან გა­მო­დი­ხარ, იმი­ტომ რომ ვი­ღა­ცამ ხელი არ მო­ა­წე­რა, რო­დე­საც ამ რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა­ზე უარს ამ­ბობ, ეს არის სრუ­ლი კა­ტას­ტრო­ფა. სხვა­თა შო­რის, ახლა მე რა­საც გე­უბ­ნე­ბით, ეს არის ის შე­ფა­სე­ბა, რაც ჩვენს მო­კავ­ში­რე­ებს აქვთ.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცია არის: არ გა­ვა­ღი­ზი­ა­ნოთ რუ­სე­თი, ვე­ცა­დოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად მო­ვიქ­ცეთ რუ­სეთ­თან. ამა­ვე დროს, გა­ვაგ­რძე­ლოთ ის, რაც ევ­რო­კავ­შირს, ნა­ტოს შე­ე­ხე­ბა. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­ვუხ­სნათ რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის აფხა­ზე­თის მო­ნაკ­ვე­თი, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­ვა­ნე­ლოთ და­სავ­ლე­თის­კენ ჩვე­ნი სვლა, მაგ­რამ და­სავ­ლე­თის­კენ სვლა, იმის გა­რე­შე, რა­საც მო­კავ­ში­რე­ე­ბი გთხო­ვენ და გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ეს სპე­ცი­ფი­კუ­რად შენ მი­მართ წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი კი არ არის, ეს ის მო­თხოვ­ნე­ბია, რი­თაც აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის და ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო შე­ვი­და ევ­რო­კავ­შირ­ში... ამი­ტომ ასე 3-4 სკამ­ზე ერ­თდრო­უ­ლად დაჯ­დო­მა ნამ­დვი­ლად არ გა­მო­ვა", - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის კუ­თხით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ძა­ლი­ან ცუდი, არა­სა­ჭი­რო, უდ­როო და უში­ნა­არ­სო იყო.

ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე­ე­ბი სან­ქცი­ე­ბის რე­ჟიმს სე­რი­ო­ზულ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მო­ბენ და სა­ქარ­თვე­ლოს ამ რე­ჟი­მი­დან გა­დახ­ვე­ვას არ აპა­ტი­ე­ბენ.

"ძა­ლი­ან ცუდი გან­ცხა­დე­ბე­ბი იყო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მხრი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი. არა­სა­ჭი­რო, უდ­როო, უში­ნა­არ­სო. მით უმე­ტეს, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა, კელი დეგ­ნან­მა მშვე­ნი­ე­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბა მის­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სა­დაც ნათ­ქვა­მი იყო, რომ მო­კავ­ში­რე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თან მუდ­მივ კავ­შირ­ზე არი­ან იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო სან­ქცი­ე­ბის რე­ჟიმ­ში იყოს მთლი­ა­ნად ჩა­ბუ­დე­ბუ­ლი. ამის გა­მე­ო­რე­ბა იყო უბ­რა­ლოდ სა­ჭი­რო. ძა­ლი­ან უხე­ში, არად­რო­უ­ლი და უში­ნა­არ­სო გან­ცხა­დე­ბა იყო და რაც მთა­ვა­რია, ისიც უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე­ე­ბი სე­რი­ო­ზულ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მო­ბენ სან­ქცი­ე­ბის რე­ჟიმს და მით უმე­ტეს, სა­ქარ­თვე­ლოს ამ რე­ჟი­მი­დან გა­დახ­ვე­ვას არ აპა­ტი­ე­ბენ", - აღ­ნიშ­ნავს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი.

მან გა­უ­აზ­რებ­ლად შე­ა­ფა­სა ასე­ვე, მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რე­ბის უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბიც.

"რაც ზე­და­პირ­ზე ჩანს ყვე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის­თვის არის ის, რომ უკი­დუ­რე­სად გა­უ­აზ­რე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი არის გა­კე­თე­ბუ­ლი. მათ შო­რის, პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თით­ქმის "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბად" გა­მო­ცხა­დე­ბა. ის, რომ ვი­თომ­და სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ უკ­რა­ი­ნის პო­ზი­ცი­ას იქ მყო­ფი ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ. ყვე­ლა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი - თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი იქ­ნე­ბა, თუ პო­ლი­ტი­კო­სი, მსგავს გან­ცხა­დე­ბებს, მით უმე­ტეს, ასეთ ცხელ ფა­ზა­ში უნდა მო­ე­რი­დოს", - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ვა­შა­ძემ ასე­ვე ისა­უბ­რა რუ­სე­თის პო­ზი­ცი­ა­ზეც, მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, რუ­სეთს მის ერიტ­რე­ის, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის და სი­რი­ის კომ­პა­ნი­ა­ში ყოფ­ნა ძა­ლი­ან აწუ­ხებს.

"ძა­ლი­ან აწუ­ხებს ერიტ­რე­ის, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის და სი­რი­ის კომ­პა­ნი­ა­ში ყოფ­ნა. ძა­ლი­ან აწუ­ხებს ევ­რო­პის საბ­ჭო­დან გა­რი­ცხვა. ძა­ლი­ან აწუ­ხებს ის ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც და­სავ­ლუ­რი სამ­ყა­როს და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბის, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან იდ­გმე­ბა, იმი­სათ­ვის რომ სან­ქცი­ე­ბის რე­ჟი­მი კი­დევ უფრო გამ­კაცრ­დეს. ძა­ლი­ან აწუ­ხებს ის, რომ აბ­სო­ლუ­ტურ იზო­ლა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა არა მარ­ტო რუ­სუ­ლი ეკო­ნო­მი­კა, ფი­ნან­სე­ბი და პო­ლი­ტი­კა არა­მედ, ფაქ­ტობ­რი­ვად მთლი­ა­ნად რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა", - აღ­ნიშ­ნა გრი­გოლ ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
2

პოლიტიკა ეგ არის, დროის და სიტუაციის შესაბამისად იღებდეს გადაწყვეტილებას. თუ საჭიროა, 3-4 სკამიც უნდა გამოიცვალო, ზოგს დაუბრუნდე და ა.შ. აბა, მუდმივად ერთი მიმართულებით სიარული და ერთ კურსზე დამოკიდებულება შედეგს არ მოიტანს. 

ნანა
3

თქვენც ბატონო გრიგოლ ხომ არ ცდილობთ რამდენიმე სკამზე დაჯდომას? ისე არ უნდა გესწავლებოდეთ, რომ დიპლომატია სულ მინიმუმ 2 სკამზე დაჯდომას მაინც ნიშნავს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"არასდროს მითქვამს, რომ ხელისუფლება პრორუსულია, ცდილობს, 3-4 სკამზე ერთდროულად იჯდეს"- გრიგოლ ვაშაძე

"არასდროს მითქვამს, რომ ხელისუფლება პრორუსულია, ცდილობს, 3-4 სკამზე ერთდროულად იჯდეს"- გრიგოლ ვაშაძე

არასდროს მითქვამს, რომ ეს ხელისუფლება პრორუსულია - მუდმივად ცდილობს, 3-4 სკამზე ერთდროულად იჯდეს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტ-ქალაქში" განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება პრორუსული არ არის, მაგრამ ამავე დროს, არც ევროინტეგრაციისკენ მიისწრაფვის.

ოპოზიციონერის განცხადებით, „3-4 სკამზე ერთდროულად ჯდომა, არ გამოვა“.

"არასდროს მითქვამს, რომ ეს ხელისუფლება არის პრორუსული. ეს ხელისუფლება მუდმივად ცდილობს, 3-4 სკამზე ერთდროულად იჯდეს. პრორუსული ნიშნავს, რომ მითითებებს ასრულებ და თუ პრაქტიკულ ნაბიჯებს ნახავ, აღმოჩნდება, რომ იმ რუსული მოთხოვნებიდან, რომელიც კრემლის ბინადრებს საქართველოს მიმართ აქვთ, არცერთ ნაბიჯი არ გადადგმულა. სხვა საქმე არის, რომ ევროპულიც არ არის, რადგან, როდესაც შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამოდიხარ, იმიტომ რომ ვიღაცამ ხელი არ მოაწერა, როდესაც ამ რეფორმების გატარებაზე უარს ამბობ, ეს არის სრული კატასტროფა. სხვათა შორის, ახლა მე რასაც გეუბნებით, ეს არის ის შეფასება, რაც ჩვენს მოკავშირეებს აქვთ.

ხელისუფლების პოზიცია არის: არ გავაღიზიანოთ რუსეთი, ვეცადოთ მაქსიმალურად თავშეკავებულად მოვიქცეთ რუსეთთან. ამავე დროს, გავაგრძელოთ ის, რაც ევროკავშირს, ნატოს შეეხება. არავითარ შემთხვევაში არ გავუხსნათ რუსეთს საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი, არავითარ შემთხვევაში არ შევანელოთ დასავლეთისკენ ჩვენი სვლა, მაგრამ დასავლეთისკენ სვლა, იმის გარეშე, რასაც მოკავშირეები გთხოვენ და გეუბნებიან, რომ ეს სპეციფიკურად შენ მიმართ წამოყენებული მოთხოვნები კი არ არის, ეს ის მოთხოვნებია, რითაც აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური ევროპის ყველა სახელმწიფო შევიდა ევროკავშირში... ამიტომ ასე 3-4 სკამზე ერთდროულად დაჯდომა ნამდვილად არ გამოვა", - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კუთხით გაკეთებული განცხადებები ძალიან ცუდი, არასაჭირო, უდროო და უშინაარსო იყო.

ვაშაძის განცხადებით, ჩვენი მოკავშირეები სანქციების რეჟიმს სერიოზულ ყურადღებას უთმობენ და საქართველოს ამ რეჟიმიდან გადახვევას არ აპატიებენ.

"ძალიან ცუდი განცხადებები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაკეთებული. არასაჭირო, უდროო, უშინაარსო. მით უმეტეს, რომ შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მშვენიერი ფორმულირება მისცა ხელისუფლებას, სადაც ნათქვამი იყო, რომ მოკავშირეები საქართველოსთან მუდმივ კავშირზე არიან იმისათვის, რომ საქართველო სანქციების რეჟიმში იყოს მთლიანად ჩაბუდებული. ამის გამეორება იყო უბრალოდ საჭირო. ძალიან უხეში, არადროული და უშინაარსო განცხადება იყო და რაც მთავარია, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოკავშირეები სერიოზულ ყურადღებას უთმობენ სანქციების რეჟიმს და მით უმეტეს, საქართველოს ამ რეჟიმიდან გადახვევას არ აპატიებენ", - აღნიშნავს ოპოზიციონერი დეპუტატი.

მან გაუაზრებლად შეაფასა ასევე, მმართველი გუნდის წევრების უკრაინის ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადებებიც.

"რაც ზედაპირზე ჩანს ყველა საქართველოს მოქალაქისთვის არის ის, რომ უკიდურესად გაუაზრებელი განცხადებები არის გაკეთებული. მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის თითქმის "ნაციონალებად" გამოცხადება. ის, რომ ვითომდა საქართველოს მიმართ უკრაინის პოზიციას იქ მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნები განაპირობებენ. ყველა პასუხისმგებელი პირი - თანამდებობის პირი იქნება, თუ პოლიტიკოსი, მსგავს განცხადებებს, მით უმეტეს, ასეთ ცხელ ფაზაში უნდა მოერიდოს", - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძემ ასევე ისაუბრა რუსეთის პოზიციაზეც, მისივე შეფასებით, რუსეთს მის ერიტრეის, ჩრდილოეთ კორეის და სირიის კომპანიაში ყოფნა ძალიან აწუხებს.

"ძალიან აწუხებს ერიტრეის, ჩრდილოეთ კორეის და სირიის კომპანიაში ყოფნა. ძალიან აწუხებს ევროპის საბჭოდან გარიცხვა. ძალიან აწუხებს ის ნაბიჯები, რომელიც დასავლური სამყაროს და მისი მოკავშირეების, მათ შორის, საქართველოს მხრიდან იდგმება, იმისათვის რომ სანქციების რეჟიმი კიდევ უფრო გამკაცრდეს. ძალიან აწუხებს ის, რომ აბსოლუტურ იზოლაციაში აღმოჩნდა არა მარტო რუსული ეკონომიკა, ფინანსები და პოლიტიკა არამედ, ფაქტობრივად მთლიანად რუსეთის ფედერაციის საზოგადოება", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.