სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყარაბაღი ისევ დენთის კასრზე" - რა ხდება უკრაინაში მიმდინარე ომის კვალდაკვალ მთიან ყარაბაღში: რუსეთის ჯარის გასვლის შემდეგ, აზერბაიჯანმა კიდევ ერთი სოფელი დაიკავა
"ყარაბაღი ისევ დენთის კასრზე" - რა ხდება უკრაინაში მიმდინარე ომის კვალდაკვალ მთიან ყარაბაღში: რუსეთის ჯარის გასვლის შემდეგ, აზერბაიჯანმა კიდევ ერთი სოფელი დაიკავა

უკვე მე­რამ­დე­ნედ, პე­რი­ო­დუ­ლად, მყი­ფე მშვი­დო­ბის ფონ­ზე, მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ისევ ის­მის სრო­ლის ხმა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბის კვალ­დაკ­ვალ, რუ­სეთ­მა რე­გი­ო­ნი­დან სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი გა­იყ­ვა­ნა, სომ­ხუ­რი მხა­რე ამ­ბობ­და, რომ "არ­ცა­ხის მო­სახ­ლე­ო­ბას და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდა აქვს." გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა მხა­რემ კი­დევ ერთი სო­ფე­ლი და­ი­კა­ვა.

სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, სუ­რენ პა­პი­კი­ა­ნის ცნო­ბით, აზერ­ბა­ი­ჯან­მა 2020 წლის შე­თან­ხმე­ბა და­არ­ღვია და ცე­ცხლი გახ­სნა. სომ­ხუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, "პა­პი­კი­ა­ნი ესა­უბ­რა რუს კო­ლე­გას, სერ­გეი შო­ი­გუს, რო­მე­ლიც 11 მარ­ტის შემ­დეგ სა­ჯა­როდ არ გა­მო­ჩე­ნი­ლა."

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შო­ი­გუმ სო­მეხ კო­ლე­გას უპა­სუ­ხა, რომ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და ზო­გა­დად, რუ­სე­თი, რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს აკონ­ტრო­ლებს. "მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გმე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ის მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­დაჭ­რის­თვის."

kavkaz-uzel.eu-ს ცნო­ბით, ყა­რა­ბაღ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებს გან­ცხა­დე­ბით გა­მო­ეხ­მა­უ­რა რუ­სე­თი. შო­უ­გუს უწყე­ბა­ში ამ­ბო­ბენ, რომ - "აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ბა­ქო­სა და მოს­კო­ვის ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის არსს და ასე­ვე რუ­სეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის 22 თე­ბერ­ვალს ხელ­მო­წე­რილ მო­კავ­ში­რე­ო­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ას." რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მია მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სე­თის სამ­შვი­დო­ბო კონ­ტინ­გენ­ტის ზო­ნა­ში შე­ვი­და,

რუ­სე­თის გან­ცხა­დე­ბა უპა­სუ­ხოდ არ და­ტო­ვა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და ბა­ქომ მოს­კოვს გა­ნუ­მარ­ტა, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არა­ნა­ი­რი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ად­მი­ნის­ტა­ცი­უ­ლი და ტე­რი­ტო­რი­ლი ერ­თე­უ­ლი არ არ­სე­ბობს. "რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის თავ­დაც­ვი სა­მი­ნის­ტროს მიერ ნახ­სე­ნებ სო­ფელს, რო­მელ­საც ფუ­რუ­ხი უწო­დეს, სი­ნამ­დვი­ლე­ში მას ფა­რუ­ხი ჰქვია", - აცხა­დე­ბენ აზერ­ბა­ი­ჯან­ში.

  • ამას­თან, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო რუ­სულ მხა­რეს მო­უ­წო­დებს, რომ თავი შე­ი­კა­ვოს “მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის” და­სა­ხე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­გან.

"რო­დე­საც რუ­სუ­ლი მხა­რე ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს გვახ­სე­ნებს, მას მო­ვუ­წო­დებთ, უზ­რუნ­ველ­ყოს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ ცნო­ბი­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან სომ­ხე­თის არ­მი­ი­სა და უკა­ნო­ნო სომ­ხუ­რი შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი რაზ­მე­ბის გაყ­ვა­ნა, რა­საც 2020 წლის 9 ნო­ემ­ბრის სამმხრი­ვი გან­ცხა­დე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს", - ნათ­ქვა­მია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ მი­მარ­თვა­ში.

რუ­სუ­ლი მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, "აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა ჯარ­მა და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტ ფუ­რახ­ში მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის და­ნა­ყო­ფებს Bayraktar TB2- ის უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბით ოთხი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნეს. რუ­სუ­ლი მხა­რე გრძნობს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. სამ­შვი­დო­ბო კონ­ტინ­გენ­ტი სი­ტუ­ა­ცი­ის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად და ჯა­რე­ბის სა­წყის წერ­ტილ­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად მუ­შა­ობს", - ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • რო­გორც რუ­სუ­ლი მხა­რე იუ­წყე­ბა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მხა­რეს ჯა­რის გაყ­ვა­ნა­ზე მი­მარ­თვა გა­ეგ­ზავ­ნა.

სომ­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის მო­საზ­რე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რუ­სეთ­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე არ მი­ი­ღებ­და, ამი­ტომ, "არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ყა­რა­ბაღ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი რუ­სე­თის ერ­თგვა­რი პა­სუ­ხი იყოს სომ­ხე­თის მხრი­დან უკ­რა­ი­ნის ომში გა­მო­ჩე­ნი­ლი ნე­იტ­რა­ლუ­რი პო­ზი­ცი­ის გამო."

"რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი სომ­ხე­თის დას­ჯას ცდი­ლობს, უკ­რა­ი­ნის ომის მი­მართ ნე­იტ­რა­ლუ­რი პო­ზი­ცი­ის გამო", - წე­რენ სომ­ხე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ყა­რა­ბა­ღის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა პუ­ტინს ე.წ. რე­გი­ონ­ში სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა.

სომ­ხე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ მა­შინ, რო­დე­საც რუ­სე­თი მთლი­ა­ნად გა­დარ­თუ­ლია უკ­რა­ი­ნის ომზე, რო­გორც ყა­რა­ბა­ღი­დან, ასე­ვე გი­უმ­რის ბა­ზი­და­ნაც კი გა­იყ­ვა­ნა სამ­ხედ­რო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი და ყა­რა­ბა­ღის თე­მამ უკა­ნა პლან­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა.

"თუ უკ­რა­ი­ნის ომი კი­დევ რამ­დე­ნი­მე კვი­რა გაგ­რძელ­და, ეს ნიშ­ნავს, რომ ყა­რა­ბაღს დავ­კარ­გავთ, რად­გან პუ­ტინს ახლა ჩვენ­თვის არ სცხე­ლა, ის ცდი­ლობს, უკ­რა­ი­ნა­ში მი­ღე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო სირ­ცხვი­ლი და­ა­ბა­ლა­ნოს", - წერს ევ­გე­ნია არუ­თი­ა­ნი­ა­ნი.

"ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორს ალ­ბათ ეგო­ნა, რომ ერევ­ნი­დან მო­ხა­ლი­სე­ე­ე­ბით სავ­სე ათე­უ­ლო­ბით ეშე­ლო­ნი მი­ა­წყდე­ბო­და, რაც სა­ბედ­ნო­ე­როდ არ მოხ­და, "გა­ზპ­რო­მის" მიე და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბის კვალ­დაკ­ვალ, რომ­ლე­ბიც ამ ომში მხარს რუ­სეთს უჭე­რენ, არის სა­წი­ნა­აღ­დე­გო მო­საზ­რე­ბე­ბი, ხალ­ხს არ სურს ომი, ჩვენ ვნა­ხეთ ომი ახ­ლა­ხან და შე­დე­გებს დღემ­დე ვიმ­კით.

ამას­თან, რუ­სეთ­თან მე­გობ­რო­ბა ცალ­მხრი­ვია და მო­სახ­ლე­ო­ბა ხე­დავს, რა მოგ­ვი­ტა­ნა მას­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ. ამი­ტომ ახლა ყა­რა­ბაღ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის გამო პრე­ტენ­ზი­ე­ბით ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და პუ­ტინს მივ­მარ­თოთ. ვთხო­ვოთ სა­ერ­თა­შო­რი­სო საზ­გა­დო­ე­ბას, გა­ე­რო­სა და სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, ყუ­რა­დღე­ბა მოგ­ვაქ­ცი­ონ.

არ გვინ­და რუ­სე­თის ნან­გრე­ვებ­ში მოვ­ყვეთ. ყა­რა­ბა­ღი კი, ისევ დენ­თის კასრზე ზის", - მი­აჩ­ნია ეგი­ნე ნალ­ბან­დი­ანს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
🙈🙉🙊
1

კავკასიაში რუსი როცა არ იქნება მშვიდობა მაშინ დადგება

აჰა
11

საქართველოს უჩიჩხინებენ და რო არ გაუდით, აგერ ვისთანაც გაუდით იმათ აბუნტებენ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ყარაბაღი ისევ დენთის კასრზე" - რა ხდება უკრაინაში მიმდინარე ომის კვალდაკვალ მთიან ყარაბაღში: რუსეთის ჯარის გასვლის შემდეგ, აზერბაიჯანმა კიდევ ერთი სოფელი დაიკავა

"ყარაბაღი ისევ დენთის კასრზე" - რა ხდება უკრაინაში მიმდინარე ომის კვალდაკვალ მთიან ყარაბაღში: რუსეთის ჯარის გასვლის შემდეგ, აზერბაიჯანმა კიდევ ერთი სოფელი დაიკავა

უკვე მერამდენედ, პერიოდულად, მყიფე მშვიდობის ფონზე, მთიან ყარაბაღში ისევ ისმის სროლის ხმა. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობების კვალდაკვალ, რუსეთმა რეგიონიდან სამხედრო ნაწილები გაიყვანა, სომხური მხარე ამბობდა, რომ "არცახის მოსახლეობას დაუცველობის განცდა აქვს." გუშინ ცნობილი გახდა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულმა მხარემ კიდევ ერთი სოფელი დაიკავა.

სომხეთის თავდაცვის მინისტრის, სურენ პაპიკიანის ცნობით, აზერბაიჯანმა 2020 წლის შეთანხმება დაარღვია და ცეცხლი გახსნა. სომხური მედიის ცნობით, "პაპიკიანი ესაუბრა რუს კოლეგას, სერგეი შოიგუს, რომელიც 11 მარტის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა."

მათივე ინფორმაციით, შოიგუმ სომეხ კოლეგას უპასუხა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და ზოგადად, რუსეთი, რეგიონში მიმდინარე პროცესებს აკონტროლებს. "მისივე თქმით, ყველა აუცილებელი ნაბიჯი გადაიდგმება სიტუაციის მშვიდობიანად გადაჭრისთვის."

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, ყარაბაღში განვითარებულ პროცესებს განცხადებით გამოეხმაურა რუსეთი. შოუგუს უწყებაში ამბობენ, რომ - "აზერბაიჯანის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ბაქოსა და მოსკოვის ორმხრივი ურთიერთობების არსს და ასევე რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის 22 თებერვალს ხელმოწერილ მოკავშირეობისა და თანამშრომლობის დეკლარაციას." რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმია მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ზონაში შევიდა,

რუსეთის განცხადება უპასუხოდ არ დატოვა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ და ბაქომ მოსკოვს განუმარტა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არანაირი მთიანი ყარაბაღის ადმინისტაციული და ტერიტორილი ერთეული არ არსებობს. "რაც შეეხება რუსეთის თავდაცვი სამინისტროს მიერ ნახსენებ სოფელს, რომელსაც ფურუხი უწოდეს, სინამდვილეში მას ფარუხი ჰქვია", - აცხადებენ აზერბაიჯანში.

  • ამასთან, აღნიშნული ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო რუსულ მხარეს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავოს “მთიანი ყარაბაღის” დასახელების გამოყენებისგან.

"როდესაც რუსული მხარე ვალდებულებებს გვახსენებს, მას მოვუწოდებთ, უზრუნველყოს აზერბაიჯანის საერთაშორისოდ ცნობილი ტერიტორიებიდან სომხეთის არმიისა და უკანონო სომხური შეირაღებული რაზმების გაყვანა, რასაც 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადება ითვალისწინებს", - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

რუსული მხარის განცხადებით, "აზერბაიჯანულმა ჯარმა დასახლებულ პუნქტ ფურახში მთიანი ყარაბაღის დანაყოფებს Bayraktar TB2- ის უპილოტო საფრენი აპარატებით ოთხი დარტყმა მიაყენეს. რუსული მხარე გრძნობს პასუხისმგებლობას. სამშვიდობო კონტინგენტი სიტუაციის დასარეგულირებლად და ჯარების საწყის წერტილში დასაბრუნებლად მუშაობს", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

  • როგორც რუსული მხარე იუწყება, აზერბაიჯანულ მხარეს ჯარის გაყვანაზე მიმართვა გაეგზავნა.

სომხეთის მოსახლეობის ნაწილის მოსაზრებით, აზერბაიჯანი ამ გადაწყვეტილებას რუსეთთან შეთანხმების გარეშე არ მიიღებდა, ამიტომ, "არ არის გამორიცხული, ყარაბაღში მიმდინარე პროცესები რუსეთის ერთგვარი პასუხი იყოს სომხეთის მხრიდან უკრაინის ომში გამოჩენილი ნეიტრალური პოზიციის გამო."

"როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სომხეთის დასჯას ცდილობს, უკრაინის ომის მიმართ ნეიტრალური პოზიციის გამო", - წერენ სომხები სოციალურ ქსელში.

ყარაბაღის უშიშროების სამსახურმა პუტინს ე.წ. რეგიონში სამშვიდობო ძალების რაოდენობის გაფართოების თხოვნით მიმართა.

სომხები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი მთლიანად გადართულია უკრაინის ომზე, როგორც ყარაბაღიდან, ასევე გიუმრის ბაზიდანაც კი გაიყვანა სამხედროების გარკვეული ნაწილი და ყარაბაღის თემამ უკანა პლანზე გადაინაცვლა.

"თუ უკრაინის ომი კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდა, ეს ნიშნავს, რომ ყარაბაღს დავკარგავთ, რადგან პუტინს ახლა ჩვენთვის არ სცხელა, ის ცდილობს, უკრაინაში მიღებული სამხედრო სირცხვილი დააბალანოს", - წერს ევგენია არუთიანიანი.

"ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ალბათ ეგონა, რომ ერევნიდან მოხალისეეებით სავსე ათეულობით ეშელონი მიაწყდებოდა, რაც საბედნოეროდ არ მოხდა, "გაზპრომის" მიე დაფინანსებული აქციების კვალდაკვალ, რომლებიც ამ ომში მხარს რუსეთს უჭერენ, არის საწინააღდეგო მოსაზრებები, ხალხს არ სურს ომი, ჩვენ ვნახეთ ომი ახლახან და შედეგებს დღემდე ვიმკით.

ამასთან, რუსეთთან მეგობრობა ცალმხრივია და მოსახლეობა ხედავს, რა მოგვიტანა მასზე დამოკიდებულებამ. ამიტომ ახლა ყარაბაღში მიმდინარე პროცესების გამო პრეტენზიებით ჩვენს ხელისუფლებასა და პუტინს მივმართოთ. ვთხოვოთ საერთაშორისო საზგადოებას, გაეროსა და სხვა ორგანიზაციებს, ყურადღება მოგვაქციონ.

არ გვინდა რუსეთის ნანგრევებში მოვყვეთ. ყარაბაღი კი, ისევ დენთის კასრზე ზის", - მიაჩნია ეგინე ნალბანდიანს.