მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპარლამენტარები პროგნოზირებენ, რომ ქართველი ხალხი შეიძლება არჩევანის წინაშე დადგეს: "ქართული ოცნება" ან ევროკავშირი" - ვაშაძე
"ევროპარლამენტარები პროგნოზირებენ, რომ ქართველი ხალხი შეიძლება არჩევანის წინაშე დადგეს: "ქართული ოცნება" ან ევროკავშირი" - ვაშაძე

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი პროგ­ნო­ზი­რე­ბენ, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი შე­იძ­ლე­ბა არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დად­გეს: „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ან ევ­რო­კავ­ში­რი, - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ლი­დე­რი გი­ორ­გი ვა­შა­ძე აცხა­დებს.

ვა­შა­ძე ბრი­უ­სელ­ში ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­თან შეხ­ვედ­რებს აგ­რძე­ლებს. მან მო­რი­გი შეხ­ვედ­რა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ ან­დრი­უს კუ­ბი­ლი­უს­თან გა­მარ­თა.

რო­გორც გი­ორ­გი ვა­შა­ძე აცხა­დებს, მი­უ­ხე­და­ვად ოპო­ზი­ცი­ის აქ­ტი­უ­რი მცდე­ლო­ბი­სა ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც და­კომ­პენ­სირ­დეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ქმე­დე­ბე­ბი, რო­გორც ჩანს, ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე წინსვლის­თვის საკ­მა­რი­სი არ არის, რად­გან ოპო­ზი­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვერ ჩა­ა­ნაც­ვლებს.

"შეხ­ვედ­რა მქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დიდ მე­გო­ბარ­თან ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ ან­დრი­უს კუ­ბი­ლი­უს­თან. ვი­სა­უბ­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კი­თხზე და უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე რუ­სულ აგ­რე­სი­ა­ზე. მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მსგავ­სად კუ­ბი­ლი­უს­მა გა­ი­მე­ო­რა არის ის, რომ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" გა­და­უხ­ვია ევ­რო­პა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზი­დან. უფრო და უფრო მეტი კი­თხვის ნი­შა­ნი ჩნდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კურსთან მი­მარ­თე­ბა­ში. შეხ­ვედ­რა­ზე კუ­ბი­ლი­უს­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ბო­ლო­ოდ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­უ­წი­ოს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა „ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და ევ­რო­კავ­შირს შო­რის. ყა­ლიბ­დე­ბა აზრი, რომ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ევ­რო­კავ­ში­რი და და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლია. მხო­ლოდ ოპო­ზი­ცი­ის აქ­ტი­უ­რო­ბა საკ­მა­რი­სი არ არის სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე.

ჩვენ ვცდი­ლობთ გა­ვა­კე­თოთ ის, რის გა­კე­თე­ბა­საც ვერ ახერ­ხებს მმარ­თვე­ლი პარ­ტია, მაგ­რამ ოპო­ზი­ცია ვერ ჩა­ა­ნაც­ვლებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ძი­რი­თა­დი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბის და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის კუ­თხით, რა თქმა უნდა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ენი­ჭე­ბა. ოპო­ზი­ცი­უ­რი მხა­რე მზად ვართ ამ სა­კი­თხებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღოთ, გვქონ­და შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი მმარ­თვე­ლი მხა­რის მი­სა­მარ­თით, თუმ­ცა ისი­ნი ჯი­უ­ტად გა­ურ­ბი­ან ამ ერ­თო­ბას. მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი მცდე­ლო­ბი­სა, ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც და­ვა­კომ­პენ­სი­როთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ქმე­დე­ბე­ბი, რო­გორც ჩანს საკ­მა­რი­სი არ არის არც ევ­რო­კავ­ში­რის­თვის, არც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის­თვის და რაღა თქმა უნდა, არც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვის­თვის", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 135 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუკრი
0

კაცოოოოოოო ეს კომენტარები ხომ ერთგვარი პლებისციტია და არ კითხულობს ვინმე?

სოლომონი
7

მიდი რა ძმურად შეაყოლეთ, ერთი უკრაინა მიიღეს სადმე და მერე ჩვენ მიგვიღებენ, ჩასვრილ ევროპას არაფრის თავი არ აქვს!!!

ავტორი:

"ევროპარლამენტარები პროგნოზირებენ, რომ ქართველი ხალხი შეიძლება არჩევანის წინაშე დადგეს: "ქართული ოცნება" ან ევროკავშირი" - ვაშაძე

"ევროპარლამენტარები პროგნოზირებენ, რომ ქართველი ხალხი შეიძლება არჩევანის წინაშე დადგეს: "ქართული ოცნება" ან ევროკავშირი" - ვაშაძე

ევროპარლამენტარები პროგნოზირებენ, რომ ქართველი ხალხი შეიძლება არჩევანის წინაშე დადგეს: „ქართული ოცნება" ან ევროკავშირი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს.

ვაშაძე ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს აგრძელებს. მან მორიგი შეხვედრა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსთან გამართა.

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, მიუხედავად ოპოზიციის აქტიური მცდელობისა ნაწილობრივ მაინც დაკომპენსირდეს „ქართული ოცნების" უპასუხისმგებლო ქმედებები, როგორც ჩანს, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის საკმარისი არ არის, რადგან ოპოზიცია ხელისუფლებას ვერ ჩაანაცვლებს.

"შეხვედრა მქონდა საქართველოს და ქართველი ხალხის დიდ მეგობართან ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსთან. ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე და უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე. მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენი მეგობარი ევროპარლამენტარების მსგავსად კუბილიუსმა გაიმეორა არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ" გადაუხვია ევროპაში ინტეგრაციის გზიდან. უფრო და უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება საქართველოს ხელისუფლების კურსთან მიმართებაში. შეხვედრაზე კუბილიუსმა აღნიშნა, რომ საბოლოოდ შეიძლება საქართველოს მოუწიოს არჩევანის გაკეთება „ქართულ ოცნებას" და ევროკავშირს შორის. ყალიბდება აზრი, რომ ჩვენი ხელისუფლება, ევროკავშირი და დასავლური ღირებულებები ერთმანეთთან შეუთავსებელია. მხოლოდ ოპოზიციის აქტიურობა საკმარისი არ არის საერთაშორისო არენაზე.

ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ის, რის გაკეთებასაც ვერ ახერხებს მმართველი პარტია, მაგრამ ოპოზიცია ვერ ჩაანაცვლებს ხელისუფლებას, ძირითადი ნაბიჯების გადადგმის ვალდებულება რეფორმების გატარების და ვალდებულებების შესრულების კუთხით, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ენიჭება. ოპოზიციური მხარე მზად ვართ ამ საკითხებში მონაწილეობა მივიღოთ, გვქონდა შეთავაზებები მმართველი მხარის მისამართით, თუმცა ისინი ჯიუტად გაურბიან ამ ერთობას. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ნაწილობრივ მაინც დავაკომპენსიროთ ხელისუფლების უპასუხისმგებლო ქმედებები, როგორც ჩანს საკმარისი არ არის არც ევროკავშირისთვის, არც ევროპარლამენტარებისთვის და რაღა თქმა უნდა, არც საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.