უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო "ტვიტერში" ეხმიანება გრიგორი კარასინის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი "დაბალანსებულად" მიიჩნევს საქართველოს ნაბიჯებს რუსეთისთვის დაწებულ სანქციებთან დაკავშირებით და ეს ფაქტი რუსეთში "შეუმჩნეველი არ დარჩება."
ოლეგ ნიკოლენკო პოსტს ქართულ ენაზე აქვეყნებს:
"რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველო იმისთვის, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა და "მადლობის გადახდა“ დაჰპირდა.
თბილისი - იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ - არ გრცხვენიათ?", - წერს ნიკოლენკო.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველო იმისთვის, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა და „მადლობის გადახდა“ დაჰპირდა. თბილისი - იმის მერე რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ - არ გრცხვენიათ? @MFAgovge
— Oleg Nikolenko (@OlegNikolenko_) March 25, 2022
შენ არ გრცხვენია რასაც ჩვენ გეხმარებით და ამის მერე ესე გველაპარაკები, ვირო მადლიო...
ახია ჩვენზე! სადაც არ გეუბნებიან იქ რატომ ეტენები, ეგ გვჭირს ქართველებს!
ვისაც ვაცმევთ ის გვხდის!....
სულ ეგა ხართ, ეგ არის თქვენი ჩვენდამი მადლიერება?!.....
თქვენ ხართ დაუნახავები, უმადურები, უსინდისოები თქვენს მთავრობასთან ერთად!
თქვენი ქვეყნის გულისთვის ქართველები იხოცებიან და თქვენ კიდე უმადურები ხართ!..
ჩვენ ოჯახებს მოვაკელით და თქვენ გამოგიგზავნეთ , ახია ჩვენზე !