პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცსკა-ში გადასვლა შეცდომა იყო... მე არ ვიყავი ისეთივე მოთამაშე, ისეთივე ადამიანი, როგორც ადრე" - თორნიკე შენგელია
"ცსკა-ში გადასვლა შეცდომა იყო... მე არ ვიყავი ისეთივე მოთამაშე, ისეთივე ადამიანი, როგორც ადრე" - თორნიკე შენგელია

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­კა­ლათ­ბურ­თო გუნ­დის კა­პი­ტან­მა, თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ამ მოს­კო­ვის ცსკა რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ და­ტო­ვა და ამ­ჟა­მად ის ეს­პა­ნურ კლუბ "ვირ­ტუს ბო­ლო­ნი­ა­ში“ თა­მა­შობს.

თორ­ნი­კემ თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ Gazzetta.gr-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა. შენ­გე­ლია ამ­ბობს, რომ "მოს­კოვ­ში ის არც ისე­თი ადა­მი­ა­ნი იყო და არც ისე­თი­ვე მო­თა­მა­შე, რო­გო­რიც წარ­სულ­ში.“

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ შენ­გე­ლი­ამ ამ­ჯე­რად სა­უბ­რი­სას სპორ­ტი და პო­ლი­ტი­კა ერ­თმა­ნე­თის­გან გა­მიჯ­ნა.

"ყვე­ლა ამ­ბობს, რომ ეს იყო რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მაგ­რამ ასე არ ყო­ფი­ლა (გუ­ლის­ხმობს რუ­სე­თი­დან წას­ვლას). პირ­ველ რიგ­ში, ვიგ­რძე­ნი, რომ ჩემი ოჯა­ხი საფრ­თხე­ში იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ომი მოს­კოვ­ში არ ყო­ფი­ლა. ომის დროს არას­დროს იცი რა მოხ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა წა­მებ­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლოს.

პირ­ველ რიგ­ში, რისი გა­კე­თე­ბაც მინ­დო­და ისაა, რომ გა­მეშ­ვა ჩემი ოჯა­ხი და შემ­დეგ, მეც მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, წავ­სუ­ლი­ყა­ვი“, - ამ­ბობს კა­ლათ­ბურ­თე­ლი.

კი­თხვას, თუ რა როლი ითა­მა­შა რუ­სე­თი­დან წას­ვლა­ზე იმან, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაა, შენ­გე­ლია ასე პა­სუ­ხობს:

"რა თქმა უნდა, ამ ფაქ­ტორ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა. ვინ­მემ შე­იძ­ლე­ბა მკი­თხოს, რა­ტომ წა­ვე­დი სა­ას­პა­რე­ზოდ რუ­სეთ­ში - ცსკა-მ შე­მომ­თა­ვა­ზა კონ­ტრაქ­ტი და მე იქამ­დე არ მით­ქვამს მათ კონ­ტრაქ­ტზე თან­ხმო­ბა, სა­ნამ არ და­მი­მა­ტეს პი­რო­ბა, რომ შე­მეძ­ლე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში ნე­ბის­მი­ერ დროს თა­მა­ში. ჩემ­თვის ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ცსკა ევ­რო­პის ტოპ კლუ­ბია და ჩემ­თვის ევ­რო­ლი­გის მო­გე­ბა ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლი იყო და ერთ-ერთი მი­ზე­ზი გა­დას­ვლის ეს გახ­ლდათ..

ახლა ვხვდე­ბი, რომ იქ წას­ვლა არც ისე კარ­გი ნა­ბი­ჯი იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლამ - პრე­ზი­დენ­ტმა, მწვრთნე­ლებ­მა, თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს იმის­თვის, რომ კლუბ­ში თავი კომ­ფორ­ტუ­ლად მეგ­რძნო, მე არ ვი­ყა­ვი ის, ვინ სი­ნამ­დვი­ლე­ში ვარ. მე არ ვი­ყა­ვი ისე­თი­ვე მო­თა­მა­შე, ისე­თი­ვე ადა­მი­ა­ნი. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, მაქ­სი­მუ­მი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ ემო­ცი­უ­რად მე იქ არ ვი­ყა­ვი.

რო­გორც უნდა ვთქვათ, რომ პო­ლი­ტი­კა და სპორ­ტი ერთი და იგი­ვე არაა და არ უნდა იყოს ერ­თმა­ნეთ­ში არე­უ­ლი, ზო­გი­ერთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. და ეს არის ასე­თი სი­ტუ­ა­ცია“, - ამ­ბობს შენ­გე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გრიგოლი1408
11

ვინც აქ ფულზე წერთ, რომელი ხართ რომ უარს იტყვით.

rateqs
33

ზღაპრებს რატომ ყვები??? მერე რა რომ წადი რუსეთში სათამაშოდ??? მაშინ თურქეთშიც არ უნდა წავიდეს ქართველი სათამაშოდ, სულ რაღაც 100 წელიწადი გავიდა ოსმალთა განთავისუფლებიდან და რამდენი ჩვენი მიწა იმათ ხელშია??? ასე რომ არც არაფერი დაგიშავებია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ცსკა-ში გადასვლა შეცდომა იყო... მე არ ვიყავი ისეთივე მოთამაშე, ისეთივე ადამიანი, როგორც ადრე" - თორნიკე შენგელია

"ცსკა-ში გადასვლა შეცდომა იყო... მე არ ვიყავი ისეთივე მოთამაშე, ისეთივე ადამიანი, როგორც ადრე" - თორნიკე შენგელია

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დატოვა და ამჟამად ის ესპანურ კლუბ "ვირტუს ბოლონიაში“ თამაშობს.

თორნიკემ თავისი გადაწყვეტილების შესახებ Gazzetta.gr-სთან ინტერვიუში ისაუბრა. შენგელია ამბობს, რომ "მოსკოვში ის არც ისეთი ადამიანი იყო და არც ისეთივე მოთამაშე, როგორიც წარსულში.“

აღსანიშნავია ისიც, რომ შენგელიამ ამჯერად საუბრისას სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნა.

"ყველა ამბობს, რომ ეს იყო რთული გადაწყვეტილება, მაგრამ ასე არ ყოფილა (გულისხმობს რუსეთიდან წასვლას). პირველ რიგში, ვიგრძენი, რომ ჩემი ოჯახი საფრთხეში იყო, მიუხედავად იმისა, რომ ომი მოსკოვში არ ყოფილა. ომის დროს არასდროს იცი რა მოხდება, შეიძლება წამებში ყველაფერი შეიცვალოს.

პირველ რიგში, რისი გაკეთებაც მინდოდა ისაა, რომ გამეშვა ჩემი ოჯახი და შემდეგ, მეც მივიღე გადაწყვეტილება, წავსულიყავი“, - ამბობს კალათბურთელი.

კითხვას, თუ რა როლი ითამაშა რუსეთიდან წასვლაზე იმან, რომ ის საქართველოდანაა, შენგელია ასე პასუხობს:

"რა თქმა უნდა, ამ ფაქტორმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ვინმემ შეიძლება მკითხოს, რატომ წავედი საასპარეზოდ რუსეთში - ცსკა-მ შემომთავაზა კონტრაქტი და მე იქამდე არ მითქვამს მათ კონტრაქტზე თანხმობა, სანამ არ დამიმატეს პირობა, რომ შემეძლებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნებისმიერ დროს თამაში. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ცსკა ევროპის ტოპ კლუბია და ჩემთვის ევროლიგის მოგება ძალიან მიმზიდველი იყო და ერთ-ერთი მიზეზი გადასვლის ეს გახლდათ..

ახლა ვხვდები, რომ იქ წასვლა არც ისე კარგი ნაბიჯი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ - პრეზიდენტმა, მწვრთნელებმა, თანაგუნდელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ კლუბში თავი კომფორტულად მეგრძნო, მე არ ვიყავი ის, ვინ სინამდვილეში ვარ. მე არ ვიყავი ისეთივე მოთამაშე, ისეთივე ადამიანი. ყოველთვის ვცდილობდი, მაქსიმუმი გამეკეთებინა, მაგრამ ემოციურად მე იქ არ ვიყავი.

როგორც უნდა ვთქვათ, რომ პოლიტიკა და სპორტი ერთი და იგივე არაა და არ უნდა იყოს ერთმანეთში არეული, ზოგიერთ სიტუაციაში ეს შეუძლებელია. და ეს არის ასეთი სიტუაცია“, - ამბობს შენგელია.