მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განთავსდება ე.წ. რიყის დოქების შენობაში - რას ამბობენ აუქციონში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები და ვინ არის მათი ხელმძღვანელი?
რა განთავსდება ე.წ. რიყის დოქების შენობაში - რას ამბობენ აუქციონში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები და ვინ არის მათი ხელმძღვანელი?

ე.წ. რი­ყის დო­ქე­ბის შე­ნო­ბა­ში ღვი­ნის, ციფ­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მუ­ზე­უ­მე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ე.წ „რი­ყის დო­ქე­ბის“ აუქ­ცი­ონ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ კომ­პა­ნი­ა­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

ე.წ.რი­ყის დო­ქე­ბი სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ მეშ­ვი­დე მცდე­ლო­ბა­ზე, ელექტრო­ნულ აუქ­ცი­ონ­ზე 10 020 000 ლა­რად გა­ყი­და. სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ქო­ნე­ბა Global Victory Trust-მა შე­ი­ძი­ნა.

აუქ­ცი­ო­ნის პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, კომ­პა­ნი­ას სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, 36 თვის ვა­და­ში, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ღვი­ნის, ციფ­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მუ­ზე­უ­მი, ასე­ვე სა­გა­მო­ფე­ნო და სა­კონ­ფე­რენ­ციო სივ­რცე­ე­ბი მო­ა­წყოს, რის­თვი­საც არა­ნაკ­ლებ 20 მლნ ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

Global Victory Trust-ს ხელ­მძღვა­ნე­ლობს ნე­ი­რო­ე­კო­ნო­მის­ტი და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტი, დოქ­ტო­რი კრის­ტო­ფერ ჰილ­ლი. კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ო­ნე­რია “გლო­ბალ ვიქ­ტო­რი ინ­ვეს­ტმენტ”, რო­მე­ლიც და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში. მისი მფლო­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რია მა­რი­ამ ხი­და­შე­ლი, ხოლო კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რატ­შია ბიზ­ნეს­მე­ნი და­ვით ხი­და­შე­ლი.

რო­გორც კომ­პა­ნი­ის მიერ სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს­თან წარ­დგე­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, Global Victory Trust რი­ყე­ზე, უნი­კა­ლუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რის მქო­ნე შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებ­ში ღვი­ნის, ციფ­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მუ­ზე­უ­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბას გეგ­მავს.

კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს იქ­ნე­ბა და­ვით ხი­და­შე­ლის ოჯა­ხის სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ვეს­ტი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქის კულ­ტუ­რულ და შე­მეც­ნე­ბით - სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცხოვ­რე­ბა­ში.

"ე.წ. რი­ყის დო­ქებ­ში გან­თავ­სდე­ბა უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი სა­კონ­ფე­რენ­ციო და სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზე­ბი, აიტი აქ­სე­ლე­რა­ცი­ი­სა და ხელ­შე­წყო­ბის სივ­რცე­ე­ბი, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ტუ­რის­ტუ­ლი და სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზე­ბი, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი და ფი­ზი­კუ­რი ივენთ ჰო­ლე­ბი, ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტე­ბი, გან­თავ­სდე­ბა ღვი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სორ­ცი­უ­მი და გო­ნი­ე­რი ქა­ლა­ქე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ცენ­ტრი. ეს იქ­ნე­ბა ძვე­ლი­სა და ახ­ლის სინ­თე­ზი, რო­მე­ლიც ამ სივ­რცე­ე­ბის დამ­თვა­ლი­ე­რებს შე­უქ­მნის წარ­მო­ად­გე­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ზე, რო­გორც მდი­და­რი ის­ტო­რი­ი­სა და არა­ნაკ­ლებ შთამ­ბეჭ­და­ვი მო­მავ­ლის შე­სა­ხებ“ , - აღ­ნიშ­ნა­ვენ კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოკო
2

სულ რომ აიღონ,უფრო კარგია.

ლიკა
2

წარმატებები.ჩანაფიქრი კარგია ..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რა განთავსდება ე.წ. რიყის დოქების შენობაში - რას ამბობენ აუქციონში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები და ვინ არის მათი ხელმძღვანელი?

რა განთავსდება ე.წ. რიყის დოქების შენობაში - რას ამბობენ აუქციონში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები და ვინ არის მათი ხელმძღვანელი?

ე.წ. რიყის დოქების შენობაში ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმები ამოქმედდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ ე.წ „რიყის დოქების“ აუქციონში გამარჯვებულ კომპანიაში განუცხადეს.

ე.წ.რიყის დოქები სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მეშვიდე მცდელობაზე, ელექტრონულ აუქციონზე 10 020 000 ლარად გაყიდა. სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ქონება Global Victory Trust-მა შეიძინა.

აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიას სახელმწიფოს წინაშე აქვს ვალდებულება, 36 თვის ვადაში, ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოაწყოს, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

Global Victory Trust-ს ხელმძღვანელობს ნეიროეკონომისტი და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი, დოქტორი კრისტოფერ ჰილლი. კომპანიის აქციონერია “გლობალ ვიქტორი ინვესტმენტ”, რომელიც დარეგისტრირებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მისი მფლობელი და დირექტორია მარიამ ხიდაშელი, ხოლო კომპანიის დირექტორატშია ბიზნესმენი დავით ხიდაშელი.

როგორც კომპანიის მიერ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან წარდგენილ ინფორმაციაშია აღნიშნული, Global Victory Trust რიყეზე, უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობა-ნაგებობებში ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმების ამოქმედებას გეგმავს.

კომპანიის ინფორმაციით, ეს იქნება დავით ხიდაშელის ოჯახის სოციალური ინვესტიცია საქართველოს დედაქალაქის კულტურულ და შემეცნებით - საგანმანათლებლო ცხოვრებაში.

"ე.წ. რიყის დოქებში განთავსდება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზები, აიტი აქსელერაციისა და ხელშეწყობის სივრცეები, ვირტუალური ტექნოლოგიური ტურისტული და საგამოფენო დარბაზები, ვირტუალური და ფიზიკური ივენთ ჰოლები, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება სხვადასხვა პროექტები, განთავსდება ღვინის საერთაშორისო კონსორციუმი და გონიერი ქალაქების უზრუნველყოფის ცენტრი. ეს იქნება ძველისა და ახლის სინთეზი, რომელიც ამ სივრცეების დამთვალიერებს შეუქმნის წარმოადგენას საქართველოზე, როგორც მდიდარი ისტორიისა და არანაკლებ შთამბეჭდავი მომავლის შესახებ“ , - აღნიშნავენ კომპანიის წარმომადგენლები.