მოზაიკა
მსოფლიო

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იყო რუსეთის ხრიკი, რომელიც ევროპამ გამოიცნო" - რატომ მოითხოვა პუტინმა გაზის საფასური რუბლში და როგორ აფასებენ გადაწყვეტილებას ექსპერტი?
"ეს იყო რუსეთის ხრიკი, რომელიც ევროპამ გამოიცნო" - რატომ მოითხოვა პუტინმა გაზის საფასური რუბლში და როგორ აფასებენ გადაწყვეტილებას ექსპერტი?

ევ­რო­პამ რუ­სეთს გარ­კვე­ვით უთხრა, თუ გაზს შე­წყვეტ, შე­წყვი­ტე, ამის­თვის მზად ვართ. ახლა კი, რუ­სე­თის არ­ჩე­ვან­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ევ­რო­პის­თვის გა­ზი­სა და ნავ­თო­ბის მი­წო­დე­ბას შე­წყვეტს თუ არა, - ასე აფა­სებს ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი აკა­კი ცო­მა­ია და­სავ­ლე­თის პო­ზი­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც რუ­სეთს ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის სა­ფა­სუ­რის რუბ­ლში გა­დახ­დის მო­თხოვ­ნა­ზე უარი უთხრა.

რო­გორც აკა­კი ცო­მა­ი­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, რო­გორც ჩანს, ამ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბით რუ­სეთს ხრი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა სურ­და, რისი გა­მოც­ნო­ბაც ევ­რო­პის­თვის მარ­ტი­ვი აღ­მოჩ­ნდა.

"რუ­სე­თის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ევ­რო­კავ­ში­რი თუ სხვა მომ­წო­დებ­ლე­ბი გა­ზის სა­ფა­სურს რუბ­ლში გა­და­იხ­დიდ­ნენ თუ მყარ ვა­ლუ­ტა­ში, ეკო­ნო­მი­კუ­რად და ში­ნა­არ­სობ­რი­ვად არა­ფერს ცვლი­და. ანუ ამით რუ­სე­თი ეკო­ნო­მი­კურ ჭრილ­ში არა­ფერს იგებ­და, მაგ­რამ აქ, რო­გორც ჩანს, იყო ხრი­კი. რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კის რე­ზერ­ვე­ბი გა­ყი­ნუ­ლია.

შე­სა­ბა­მი­სად, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს სა­ვა­რა­უ­დოდ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა უნდა მო­ეხ­დი­ნათ რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლურ ბანკთან ანუ გა­ეც­ვა­ლათ უცხუ­რი ვა­ლუ­ტა და რუბ­ლი უნდა ეყი­დათ, ამ რუბ­ლით კი, შემ­დეგ გაზი ეყი­დათ. ანუ ფაქ­ტობ­რი­ვად, და­არ­ღვევ­დნენ იმ სან­ქცი­ებს, რო­მე­ლიც თა­ვად და­ა­წე­სეს. რუ­სეთს, რო­გორც ჩანს, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი ჩა­ნა­ფიქ­რი ჰქონ­და, რა­ზეც მან შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხიც მი­ი­ღო. ახლა კი, რუ­სე­თი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დად­გა.

პი­რი­ქით, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ამ ხრი­კით მან უა­რე­სი შე­დე­გი მი­ი­ღო, იმი­ტომ, რომ ევ­რო­პამ გარ­კვე­ვით უთხრა, თუ გაზს შე­წყვეტ, შე­წყვი­ტე, ამის­თვის მზად ვართ. ახლა კი, რუ­სე­თის არ­ჩე­ვან­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ის ამ გა­ზი­სა და ნავ­თო­ბის მი­წო­დე­ბას ევ­რო­პის­თვის შე­წყვეტს თუ არ შე­წყვეტს. გა­მო­დის, რომ რუ­სეთს არ გა­უ­ვი­და ის, რაც უნ­დო­და რომ გას­ვლო­და. ეს იყო მისი მხრი­დან ხრი­კი, რომ­ლის გა­მოც­ნო­ბაც მარ­ტი­ვი იყო. ევ­რო­პა აღ­მოჩ­ნდა მზად იმის­თვის, რომ ეთ­ქვა, ეს არ გა­გი­ვა, ვერ დაგ­ვა­შან­ტა­ჟებ და სან­ქცი­ებს ჩვენ არ და­ვარ­ღვევთ",- გა­ნა­ცხა­და აკა­კი ცო­მა­ი­ამ.

ეკო­ნო­მის­ტის, პრო­ფე­სორ ლადო პა­პა­ვას გან­ცხა­დე­ბით, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რია და­სავ­ლე­თის პო­ზი­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც რუ­სეთს ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის სა­ფა­სუ­რის რუბ­ლში გა­დახ­დის მო­თხოვ­ნა­ზე უარი უთხრა. რო­გორც ლადო პა­პა­ვამ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ აღ­ნიშ­ნა, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ევ­რო­პამ რო­გორც იქნა, პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია გა­მო­ი­ჩი­ნა.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ევ­რო­პას სჭირ­დე­ბა რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სუ­ლი გაზი, მაგ­რამ ამ ტაპ­ზე მან თა­ვი­სი პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია გა­მო­ი­ჩი­ნა. რუბ­ლი, რო­მე­ლიც არას­დროს ყო­ფი­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვერ­ტი­რე­ბა­დი ვა­ლუ­ტა, რუ­სუ­ლი რუბ­ლით არც ნავ­თობს და არც გაზს არა­ვინ ყი­დუ­ლობ­და, დღეს, რო­დე­საც სი­ტუ­ა­ცია ასე და­ძა­ბუ­ლია, მსოფ­ლი­ოს ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ნა­წი­ლი უკ­რა­ი­ნას გვერ­დში უდ­გას, რუ­სე­თი იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ არის, რომ და­სავ­ლეთს სა­კუ­თა­რი პი­რო­ბე­ბი უკარ­ნა­ხოს. ამი­ტომ, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რია. ამ ეტაპ­ზე გა­დახ­და რუბ­ლში არ ხდე­ბა. ანუ და­სავ­ლეთ­მა რუ­სუ­ლი პი­რო­ბა პრინ­ცი­პუ­ლად არ მი­ი­ღო და რა თქმა უნდა, ეს არის გა­დამ­წყვე­ტი ამ ეტაპ­ზე. ახლა, მთა­ვა­რია რა ნა­ბიჯს გა­დად­გამს რუ­სე­თი. რუ­სეთს უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტის მწი­რი რე­სურ­სი აქვს და უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე შე­ზღუდ­ვე­ბია, რაც თა­ვად რუ­სეთ­მა და­ა­წე­სა და ასე­ვე აშშ-მ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რომ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აიკ­რძა­ლოს ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის გა­მო­ყე­ნე­ბა“, -გა­ნა­ცხა­და ლადო პა­პა­ვამ.

მისი თქმით, დღეს, რუ­სე­თი ისეთ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ჩა­ყე­ნე­ბუ­ლი, პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა - მო­უ­წევს თუ არა უკან წა­ი­ღოს მისი პო­ზი­ცია ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის რუბ­ლში გა­დახ­დის შე­სა­ხებ.

„წე­სით, რა თქმა უნდა, ეს მო­თხოვ­ნა რუ­სეთ­მა უკან უნდა წა­ი­ღოს, მაგ­რამ დღეს, რუ­სუ­ლი ელი­ტის, კრემ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი რა­ი­მე რა­ცი­ო­ნა­ლურ აზრს ნამ­დვი­ლად არ არის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, ამი­ტომ გა­მი­ჭირ­დე­ბა მკა­ფი­ოდ ვთქვა, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს ხვალ პუ­ტი­ნი და მისი გა­რე­მოც­ვა“, - გა­ნა­ცხა­და ლადო პა­პა­ვამ.

შე­გახ­სე­ნებთ, ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თი, კონ­ტი­ნენ­ტის შან­ტა­ჟის­თვის, ენერ­გე­ტი­კას ვე­ღარ გა­მო­ი­ყე­ნებს.

მისი თქმით, რუ­სეთს არ მი­ე­ცე­მა უფ­ლე­ბა, ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის სა­ფა­სუ­რის რუბ­ლში გა­დახ­დის მო­თხოვ­ნის შე­სა­ხებ, რად­გან ეს იქ­ნე­ბა სან­ქცი­ე­ბის­თვის გვერ­დის ავლა.

"ეს იქ­ნე­ბა ცალ­მხრი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის აშ­კა­რა დარ­ღვე­ვა. ეს, სან­ქცი­ე­ბის­თვის გვერ­დის ავ­ლის მცდე­ლო­ბა იქ­ნე­ბა. ჩვენ არ და­ვუშ­ვებთ, ჩვე­ნი სან­ქცი­ე­ბის­თვის გვერ­დის ავ­ლას. დრო, რო­დე­საც ენერ­გე­ტი­კა შე­იძ­ლე­ბა, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო ჩვე­ნი შან­ტა­ჟის­თვის, დას­რულ­და", - გა­ნა­ცხა­და ლა­ი­ენ­მა.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექსანდრე
0

გრიგოლი 1408-ს: ინდური კომპანიები რომ გაზს გაყიდიან ევროპაში ამას გრიგოლი ხვდება და ევროპელები და ამერიკელები ვერ მიხვდებიან. ჩვენი ყველის ექსპორტიორობას ჰგავს ეგ ამბავი...

გრიგოლი1408
1

რუსეთს გაზი უნდა დავუკეტოთო. რუსეთმა მშვენივრად ისარგებლა მაგ სიტუაციით. ინდოეთში შექმნა კომპანიები, აწვდის გაზს ჩვეულებრივ ფასში. ისინი კი ორმაგად და სამმაგად აწვდიან ეცროპას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"ეს იყო რუსეთის ხრიკი, რომელიც ევროპამ გამოიცნო" - რატომ მოითხოვა პუტინმა გაზის საფასური რუბლში და როგორ აფასებენ გადაწყვეტილებას ექსპერტი?

"ეს იყო რუსეთის ხრიკი, რომელიც ევროპამ გამოიცნო" - რატომ მოითხოვა პუტინმა გაზის საფასური რუბლში და როგორ აფასებენ გადაწყვეტილებას ექსპერტი?

ევროპამ რუსეთს გარკვევით უთხრა, თუ გაზს შეწყვეტ, შეწყვიტე, ამისთვის მზად ვართ. ახლა კი, რუსეთის არჩევანზეა დამოკიდებული, ევროპისთვის გაზისა და ნავთობის მიწოდებას შეწყვეტს თუ არა, - ასე აფასებს ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია დასავლეთის პოზიციას, რომლის თანახმადაც რუსეთს ნავთობისა და გაზის საფასურის რუბლში გადახდის მოთხოვნაზე უარი უთხრა.

როგორც აკაკი ცომაიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, როგორც ჩანს, ამ საკითხთან მიმართებით რუსეთს ხრიკის გამოყენება სურდა, რისი გამოცნობაც ევროპისთვის მარტივი აღმოჩნდა.

"რუსეთის ეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ევროკავშირი თუ სხვა მომწოდებლები გაზის საფასურს რუბლში გადაიხდიდნენ თუ მყარ ვალუტაში, ეკონომიკურად და შინაარსობრივად არაფერს ცვლიდა. ანუ ამით რუსეთი ეკონომიკურ ჭრილში არაფერს იგებდა, მაგრამ აქ, როგორც ჩანს, იყო ხრიკი. რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები გაყინულია.

შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნებს სავარაუდოდ ანგარიშსწორება უნდა მოეხდინათ რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ანუ გაეცვალათ უცხური ვალუტა და რუბლი უნდა ეყიდათ, ამ რუბლით კი, შემდეგ გაზი ეყიდათ. ანუ ფაქტობრივად, დაარღვევდნენ იმ სანქციებს, რომელიც თავად დააწესეს. რუსეთს, როგორც ჩანს, დაახლოებით ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდა, რაზეც მან შესაბამისი პასუხიც მიიღო. ახლა კი, რუსეთი, ფაქტობრივად, არჩევანის წინაშე დადგა.

პირიქით, საბოლოო ჯამში, ამ ხრიკით მან უარესი შედეგი მიიღო, იმიტომ, რომ ევროპამ გარკვევით უთხრა, თუ გაზს შეწყვეტ, შეწყვიტე, ამისთვის მზად ვართ. ახლა კი, რუსეთის არჩევანზეა დამოკიდებული, ის ამ გაზისა და ნავთობის მიწოდებას ევროპისთვის შეწყვეტს თუ არ შეწყვეტს. გამოდის, რომ რუსეთს არ გაუვიდა ის, რაც უნდოდა რომ გასვლოდა. ეს იყო მისი მხრიდან ხრიკი, რომლის გამოცნობაც მარტივი იყო. ევროპა აღმოჩნდა მზად იმისთვის, რომ ეთქვა, ეს არ გაგივა, ვერ დაგვაშანტაჟებ და სანქციებს ჩვენ არ დავარღვევთ",- განაცხადა აკაკი ცომაიამ.

ეკონომისტის, პროფესორ ლადო პაპავას განცხადებით, აბსოლუტურად სწორია დასავლეთის პოზიცია, რომლის მიხედვითაც რუსეთს ნავთობისა და გაზის საფასურის რუბლში გადახდის მოთხოვნაზე უარი უთხრა. როგორც ლადო პაპავამ „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებით, ევროპამ როგორც იქნა, პრინციპული პოზიცია გამოიჩინა.

"მოგეხსენებათ, ევროპას სჭირდება რუსული ნავთობპროდუქტები და განსაკუთრებით რუსული გაზი, მაგრამ ამ ტაპზე მან თავისი პრინციპული პოზიცია გამოიჩინა. რუბლი, რომელიც არასდროს ყოფილა საერთაშორისო კონვერტირებადი ვალუტა, რუსული რუბლით არც ნავთობს და არც გაზს არავინ ყიდულობდა, დღეს, როდესაც სიტუაცია ასე დაძაბულია, მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილი უკრაინას გვერდში უდგას, რუსეთი იმ მდგომარეობაში არ არის, რომ დასავლეთს საკუთარი პირობები უკარნახოს. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორია. ამ ეტაპზე გადახდა რუბლში არ ხდება. ანუ დასავლეთმა რუსული პირობა პრინციპულად არ მიიღო და რა თქმა უნდა, ეს არის გადამწყვეტი ამ ეტაპზე. ახლა, მთავარია რა ნაბიჯს გადადგამს რუსეთი. რუსეთს უცხოური ვალუტის მწირი რესურსი აქვს და უცხოური ვალუტის გამოყენებაზე შეზღუდვებია, რაც თავად რუსეთმა დააწესა და ასევე აშშ-მ გადაწყვეტილება მიიღო, რომ რუსეთის ტერიტორიაზე აიკრძალოს ამერიკული დოლარის გამოყენება“, -განაცხადა ლადო პაპავამ.

მისი თქმით, დღეს, რუსეთი ისეთ მძიმე მდგომარეობაშია ჩაყენებული, პრაქტიკულად შეუძლებელია პროგნოზის გაკეთება - მოუწევს თუ არა უკან წაიღოს მისი პოზიცია ნავთობისა და გაზის რუბლში გადახდის შესახებ.

„წესით, რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა რუსეთმა უკან უნდა წაიღოს, მაგრამ დღეს, რუსული ელიტის, კრემლის გადაწყვეტილებები რაიმე რაციონალურ აზრს ნამდვილად არ არის დაფუძნებული, ამიტომ გამიჭირდება მკაფიოდ ვთქვა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხვალ პუტინი და მისი გარემოცვა“, - განაცხადა ლადო პაპავამ.

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთი, კონტინენტის შანტაჟისთვის, ენერგეტიკას ვეღარ გამოიყენებს.

მისი თქმით, რუსეთს არ მიეცემა უფლება, ნავთობისა და გაზის საფასურის რუბლში გადახდის მოთხოვნის შესახებ, რადგან ეს იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლა.

"ეს იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება და ხელშეკრულების აშკარა დარღვევა. ეს, სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობა იქნება. ჩვენ არ დავუშვებთ, ჩვენი სანქციებისთვის გვერდის ავლას. დრო, როდესაც ენერგეტიკა შეიძლება, გამოყენებული ყოფილიყო ჩვენი შანტაჟისთვის, დასრულდა", - განაცხადა ლაიენმა.