სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს გამარჯვებაა თუ დამარცხება, ამაზე საუბარი ნაადრევია" - რას ამბობს შოთაძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ სააკაშვილის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე?
"ეს გამარჯვებაა თუ დამარცხება, ამაზე საუბარი ნაადრევია" - რას ამბობს შოთაძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ სააკაშვილის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე?

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სარ­ჩე­ლის - „სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ" წარ­მო­ე­ბა­ში მი­ღე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ირაკ­ლი შო­თა­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა და აცხა­დებს, რომ ამ ფაქ­ტის გა­მარ­ჯვე­ბად ჩათ­ვლა ნა­ად­რე­ვია.

რო­გორც გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი აღ­ნიშ­ნავს, ამ ეტაპ­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლის დაც­ვის მხა­რის გა­მარ­ჯვე­ბის არა­ნა­ი­რი ნი­შან­წყა­ლი არ არ­სე­ბობს.

"შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ეს არის სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს ხან­გრძლი­ვი სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის ერთ-ერთი ეტა­პი. რაც შე­ე­ხე­ბა ეს გა­მარ­ჯვე­ბაა თუ და­მარ­ცხე­ბა, ამა­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია, შე­მიძ­ლია გი­თხრათ. დაც­ვა თუ ამას გა­მარ­ჯვე­ბად მი­იჩ­ნევს, ძა­ლი­ან სა­ო­ცა­რია, ალ­ბათ, ისი­ნი გა­მარ­ჯვე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ იმ ფაქტს, რომ სტრას­ბურგს 6 თვის ნაც­ვლად, თვე­ნა­ხევ­რის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­მარ­თეს, პან­დე­მი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ ეს სა­პა­ტი­ოდ ჩათ­ვა­ლა და და­საშ­ვე­ბად ცნო სარ­ჩე­ლი. ალ­ბათ, მათ­თვის ეს არის გა­მარ­ჯვე­ბა, რომ ეს შეც­დო­მა ეპა­ტი­ათ. მეტი მათი გა­მარ­ჯვე­ბის არა­ნა­ი­რი ნი­შან­წყა­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს. პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა, წინ არის ამ პრო­ცე­სის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი, არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა და სა­ხელ­მწი­ფო ამ პრო­ცეს­ზე ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და არ­გუ­მენ­ტე­ბით არის წარ­დგე­ნი­ლი", - გა­ნა­ცხა­და შო­თა­ძემ.

კი­თხვა­ზე, მიმ­დი­ნა­რე­ობს თუ არა სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ პო­ლი­ტი­კურ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი პა­სუ­ხობს, რომ მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, თუ რა პო­ლი­ტი­კურ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

"ბრალ­დე­ბულ და მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ყვე­ლა უფ­ლე­ბა არის და­ცუ­ლი, მათ შო­რის, დაც­ვის უფ­ლე­ბაც, ეს არის ფაქ­ტი და ამ ფაქტს ვე­რა­ვინ გა­ექ­ცე­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. პო­ლი­ტი­კურ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებ იმ საქ­მე­ებს, რო­მელ­ზეც დღეს დღე­ო­ბით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლი თუ ბრალ­დე­ბუ­ლია. სა­უ­ბა­რია, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმა­ზე, 7 ნო­ემ­ბრის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის დარ­ბე­ვა­ზე, კერ­ძო ტე­ლე­ვი­ზია "იმედ­ში" შეჭ­რა­სა და დარ­ბე­ვა­ზე, ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯა­ხი­სათ­ვის ქო­ნე­ბის წარ­თმე­ვა­ზე. სა­უ­ბა­რია, მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­რის არა­მიზ­ნობ­რივ ხარ­ჯვა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, რა პო­ლი­ტი­კურ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, გა­უ­გე­ბა­რია. ყვე­ლას­თვის ძა­ლი­ან კარ­გად ცნო­ბი­ლია თი­თო­ე­უ­ლი ეს საქ­მე და ყვე­ლას­თვის ძა­ლი­ან კარ­გად ცნო­ბი­ლია ამ საქ­მე­ებ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მისი როლი",- გა­ნა­ცხა­და შო­თა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, საქ­მე „სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში გან­ხილ­ვის არ­სე­ბით ეტაპ­ზე გა­და­დის. ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა რატი ბრე­გა­ძემ გა­ნა­ცხა­და. მი­ნის­ტრის თქმით, საქ­მე­ში, რო­მე­ლიც ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ეპი­ზოდსა და სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის შე­წყა­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს, სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან მყა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
3

თუ გაიმარჯვა რა ნამუსით უნდა დარჩე პროკურორად, ისე არც სარალიძის საქმის მერე არ უნდა დარჩენილიყავი

აბ
0

ცნობისათვის მიღებული სარჩელების 85 %მომჩივანის სასარგებლოდ დასრულებულა)

ავტორი:

"ეს გამარჯვებაა თუ დამარცხება, ამაზე საუბარი ნაადრევია" - რას ამბობს შოთაძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ სააკაშვილის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე?

"ეს გამარჯვებაა თუ დამარცხება, ამაზე საუბარი ნაადრევია" - რას ამბობს შოთაძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ სააკაშვილის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე?

სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელის - „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" წარმოებაში მიღებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ფაქტის გამარჯვებად ჩათვლა ნაადრევია.

როგორც გენერალური პროკურორი აღნიშნავს, ამ ეტაპზე სააკაშვილის დაცვის მხარის გამარჯვების არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს.

"შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სტრასბურგის სასამართლოს ხანგრძლივი სამართალწარმოების ერთ-ერთი ეტაპი. რაც შეეხება ეს გამარჯვებაა თუ დამარცხება, ამაზე საუბარი ნაადრევია, შემიძლია გითხრათ. დაცვა თუ ამას გამარჯვებად მიიჩნევს, ძალიან საოცარია, ალბათ, ისინი გამარჯვებად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ სტრასბურგს 6 თვის ნაცვლად, თვენახევრის დაგვიანებით მიმართეს, პანდემიის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ ეს საპატიოდ ჩათვალა და დასაშვებად ცნო სარჩელი. ალბათ, მათთვის ეს არის გამარჯვება, რომ ეს შეცდომა ეპატიათ. მეტი მათი გამარჯვების არანაირი ნიშანწყალი ჯერჯერობით არ არსებობს. პროცესი გრძელდება, წინ არის ამ პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპი, არსებითი განხილვა და სახელმწიფო ამ პროცესზე ძალიან სერიოზული მტკიცებულებებით და არგუმენტებით არის წარდგენილი", - განაცხადა შოთაძემ.

კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურ მართლმსაჯულება, გენერალური პროკურორი პასუხობს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რა პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე საუბრობენ.

"ბრალდებულ და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლება არის დაცული, მათ შორის, დაცვის უფლებაც, ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს ვერავინ გაექცევა. რაც შეეხება ე.წ. პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, საზოგადოებას შევახსენებ იმ საქმეებს, რომელზეც დღეს დღეობით მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებული თუ ბრალდებულია. საუბარია, სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ვალერი გელაშვილზე თავდასხმაზე, 7 ნოემბრის მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე, კერძო ტელევიზია "იმედში" შეჭრასა და დარბევაზე, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისათვის ქონების წართმევაზე. საუბარია, მილიონობით ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე. შესაბამისად, რა პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე ვსაუბრობთ, გაუგებარია. ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილია თითოეული ეს საქმე და ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილია ამ საქმეებში მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა, მისი როლი",- განაცხადა შოთაძემ.

ცნობისთვის, საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, სტრასბურგის სასამართლოში განხილვის არსებით ეტაპზე გადადის. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, საქმეში, რომელიც ვალერი გელაშვილის ეპიზოდსა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებას გულისხმობს, საქართველოს ძალიან მყარი არგუმენტები აქვს.