სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატოს სამიტი დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა?
ნატოს სამიტი დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა?

ნა­ტოს სა­მი­ტი დას­რულ­და. ალი­ან­სის გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გის გან­ცხა­დე­ბით, მო­კავ­ში­რე­ე­ბი შე­თან­ხმდნენ, რომ უნდა გა­ი­ზარ­დოს იმ ქვეყ­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რა, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის მხრი­დან ჩა­რე­ვი­სა და მუ­ქა­რის საფრ­თხის ქვეშ არი­ან.

სტოლ­ტენ­ბერ­გის გან­ცხა­დე­ბით, ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სი მსგავს ქვეყ­ნებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და ბოს­ნია ჰერ­ცო­გო­ვი­ნას მო­ი­აზ­რებს.

"მო­კავ­ში­რე­ე­ბი შე­თან­ხმდნენ, რომ ჩვენ, ასე­ვე, უნდა გავ­ზარ­დოთ მხარ­და­ჭე­რა ყვე­ლა პარტნი­ო­რის­თვის, ვინც არის რუ­სე­თის მხრი­დან ჩა­რე­ვი­სა და მუ­ქა­რის საფრ­თხის ქვეშ, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ბოს­ნია ჰერ­ცო­გო­ვი­ნას მი­მართ. ევ­რო­კავ­შირ­თან ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბით უნდა და­ვეხ­მა­როთ მათ სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დაც­ვა­სა და მდგრა­დო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

  • ნატო-ს ლი­დე­რე­ბი ასე­ვე, შე­თან­ხმდნენ, გა­აძ­ლი­ე­რონ თა­ვი­ან­თი თავ­დაც­ვა აღ­მო­სავ­ლეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის სა­პა­სუ­ხოდ.

"ჩვენ გა­ვა­აქ­ტი­უ­რეთ ნატო-ს თავ­დაც­ვის გეგ­მე­ბი, გან­ვა­თავ­სეთ ნატო-ს სა­პა­სუ­ხო ძა­ლე­ბის ელე­მენ­ტე­ბი და 40 000 ჯა­რის­კა­ცი ჩვენს აღ­მო­სავ­ლეთ ფლანგზე”, - ნათ­ქვა­მია ნატო-ს ლი­დე­რე­ბის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, ნატო-მ რუ­სეთს ომის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ დას­რუ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

"ჩვენ ვზრდით ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის და ჩვე­ნი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გამ­ძლე­ო­ბას რუ­სე­თის მავ­ნე გავ­ლე­ნის და­სა­პი­რის­პი­რებ­ლად. მათ შო­რის კი­ბერ­შე­ტე­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ლი­დე­რებ­მა შე­ა­ქეს უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი, რო­მელ­მაც, მათი შე­ფა­სე­ბით, "რუ­სე­თის სას­ტი­კი ომის წი­ნა­აღ­მდეგ მსოფ­ლიო გმი­რუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბით შთა­ა­გო­ნა“.

სა­ერ­თო გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ისი­ნი მო­უ­წო­დე­ბენ ბე­ლა­რუსს "და­ას­რუ­ლოს თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რუ­სე­თის შეჭ­რა­ში".

  • გარ­და ამი­სა, ნა­ტოს წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი შე­თან­ხმდნენ, რომ გა­აძ­ლი­ე­რე­ბენ კი­ბერ­თავ­დას­ხმებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის უნარს და ქი­მი­უ­რი, ბი­ო­ლო­გი­უ­რი, რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი და ბირ­თვუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის­თვი­საც მზად იქ­ნე­ბი­ან.

"ჩვენ ვაძ­ლი­ე­რებთ, ჩვენს კი­ბერ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და თავ­დაც­ვას. კი­ბერ­შე­ტე­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ერ­თმა­ნეთს მხარს ვუ­ჭერთ. ჩვენ მზად ვართ, და­ვა­კის­როთ ხარ­ჯე­ბი მათ, ვინც კი­ბერ­სივ­რცე­ში ზი­ანს გვა­ყე­ნებს. ვაძ­ლი­ე­რებთ სა­მო­ქა­ლა­ქო მზად­ყოფ­ნას და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე რე­ა­გი­რე­ბის უნარს.

ჩვენ ასე­ვე გა­ვაძ­ლი­ე­რებთ ჩვენს მზა­ო­ბას ქი­მი­უ­რი, ბი­ო­ლო­გი­უ­რი, რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი და ბირ­თვუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის­თვის.

შემ­დგომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მად­რიდ­ში შეხ­ვედ­რი­სას მი­ვი­ღებთ", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა სა­მი­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, ის შეშ­ფო­თე­ბუ­ლია იმით, რომ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­სა და მის მო­კავ­ში­რე­ებს ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის მზა­ო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. მისი თქმით, სხვე­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა არის პრე­ტექ­სტი იმი­სა, რის გა­კე­თე­ბა­საც თა­ვად რუ­სე­ბი აპი­რე­ბენ.

  • "ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა კონ­ფლიქ­ტის ხა­სი­ათს აბ­სო­ლუ­ტუ­რად შეც­ვლის, რად­გან ეს იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის აშ­კა­რა დარ­ღვე­ვა და უკი­დუ­რე­სად სა­ში­ში ქმე­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

ის აღ­ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თი წარ­სულ­ში ქი­მი­ურ აგენ­ტებს იყე­ნებ­და, მათ შო­რის ეს მოხ­და სოლსბე­რი­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰა-ჰა
2

უჰ! ძლივს არ ამოვისუნთქეთ, ეგრე რა,აქამდე სად იყავით!

მოა
0

ლაყბობაც არ ᲨეუᲫლია

ავტორი:

ნატოს სამიტი დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა?

ნატოს სამიტი დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა?

ნატოს სამიტი დასრულდა. ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უნდა გაიზარდოს იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის მხრიდან ჩარევისა და მუქარის საფრთხის ქვეშ არიან.

სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსგავს ქვეყნებში საქართველოსა და ბოსნია ჰერცოგოვინას მოიაზრებს.

"მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ, ასევე, უნდა გავზარდოთ მხარდაჭერა ყველა პარტნიორისთვის, ვინც არის რუსეთის მხრიდან ჩარევისა და მუქარის საფრთხის ქვეშ, მათ შორის, საქართველოსა და ბოსნია ჰერცოგოვინას მიმართ. ევროკავშირთან ერთობლივი მუშაობით უნდა დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტის დაცვასა და მდგრადობის გაძლიერებაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

  • ნატო-ს ლიდერები ასევე, შეთანხმდნენ, გააძლიერონ თავიანთი თავდაცვა აღმოსავლეთში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ.

"ჩვენ გავააქტიურეთ ნატო-ს თავდაცვის გეგმები, განვათავსეთ ნატო-ს საპასუხო ძალების ელემენტები და 40 000 ჯარისკაცი ჩვენს აღმოსავლეთ ფლანგზე”, - ნათქვამია ნატო-ს ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

ამასთან, ნატო-მ რუსეთს ომის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ მოუწოდა.

"ჩვენ ვზრდით ჩვენი საზოგადოებების და ჩვენი ინფრასტრუქტურის გამძლეობას რუსეთის მავნე გავლენის დასაპირისპირებლად. მათ შორის კიბერშეტევების წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.

ლიდერებმა შეაქეს უკრაინელი ხალხი, რომელმაც, მათი შეფასებით, "რუსეთის სასტიკი ომის წინააღმდეგ მსოფლიო გმირული წინააღმდეგობით შთააგონა“.

საერთო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი მოუწოდებენ ბელარუსს "დაასრულოს თანამონაწილეობა რუსეთის შეჭრაში".

  • გარდა ამისა, ნატოს წევრი სახელმწიფოების პირველი პირები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ კიბერთავდასხმებზე რეაგირების უნარს და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისთვისაც მზად იქნებიან.

"ჩვენ ვაძლიერებთ, ჩვენს კიბერ შესაძლებლობებს და თავდაცვას. კიბერშეტევების შემთხვევაში, ერთმანეთს მხარს ვუჭერთ. ჩვენ მზად ვართ, დავაკისროთ ხარჯები მათ, ვინც კიბერსივრცეში ზიანს გვაყენებს. ვაძლიერებთ სამოქალაქო მზადყოფნას და დეზინფორმაციაზე რეაგირების უნარს.

ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენს მზაობას ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისთვის.

შემდგომ გადაწყვეტილებებს მადრიდში შეხვედრისას მივიღებთ", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთი უკრაინასა და მის მოკავშირეებს ქიმიური იარაღის გამოყენების მზაობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, სხვების დადანაშაულება არის პრეტექსტი იმისა, რის გაკეთებასაც თავად რუსები აპირებენ.

  • "ნებისმიერი სახის ქიმიური იარაღის გამოყენება კონფლიქტის ხასიათს აბსოლუტურად შეცვლის, რადგან ეს იქნება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და უკიდურესად საშიში ქმედება", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ის აღნიშნავს, რომ რუსეთი წარსულში ქიმიურ აგენტებს იყენებდა, მათ შორის ეს მოხდა სოლსბერიში.

ასევე იხილეთ: