მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი ბიჭები საზარბაზნე ხორცად იქცნენ" - რუსეთი დანაკარგის შევსებას აფხაზეთსა და ცხინვალში განლაგებული კონტინგენტიდან ცდილობს? რას წერენ მედია და ადგილობრივები?
"ჩვენი ბიჭები საზარბაზნე ხორცად იქცნენ" - რუსეთი დანაკარგის შევსებას აფხაზეთსა და ცხინვალში განლაგებული კონტინგენტიდან ცდილობს? რას წერენ მედია და ადგილობრივები?

ბოლო დღე­ე­ბია, ინ­ტერ­ნეტ­ში ვრცელ­დე­ბა ვი­დე­ო­კად­რე­ბი, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია თუ რო­გორ გაჰ­ყავთ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­დან მძი­მე ტექ­ნი­კი­სა და ცო­ცხა­ლი ძა­ლის დიდი ნა­წი­ლი. გუ­და­უ­თა­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი მე-7 რუ­სუ­ლი ბა­ზი­დან ტექ­ნი­კი­სა და სამ­ხედ­რო­ე­ბის გას­ვლის შე­სა­ხებ წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, ამა­ვე თე­მა­ზე სა­უბ­რობს უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­აც...

ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში მი­ღე­ბულ და­ნა­კარ­გე­ბის შევ­სე­ბას სომ­ხე­თი­დან, ასე­ვე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნებ­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტი­და­ნაც ცდი­ლობს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, კი­ევ­ში ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ რე­გი­ო­ნე­ბი­დან სას­წრა­ფო წე­სით ხდე­ბა სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის ზო­ნა­ში გა­დას­რო­ლა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნის დრო­ე­ბი­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ან­დრეი კა­სი­ა­ნო­ვი აცხა­დებს, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში რუ­სე­თი მა­ლავს თა­ვის და­ნა­კარ­გებს. დიპ­ლო­მა­ტის თქმით, მთე­ლი უკ­რა­ი­ნის მას­შტა­ბით, ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი მა­სობ­რი­ვად იღუ­პე­ბი­ან, იზ­რდე­ბა ტყვე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც..." - წერს გა­მო­ცე­მა.

amerikiskhma.com-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან, აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვალ­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი­დან, მძი­მე ტექ­ნი­კი­სა და ცო­ცხა­ლი ძა­ლის გა­დას­რო­ლის ოპე­რა­ცია ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

"გუ­და­უ­თა­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ბა­ზი­დან, უკ­რა­ი­ნის სამ­ხრეთ­ში ტან­კე­ბი და სხვა ტექ­ნი­კა რკი­ნიგ­ზით გა­ი­ტა­ნეს. ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვალ­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი მე-4 რუ­სუ­ლი ბა­ზი­დან კი, მძი­მე ტექ­ნი­კა რო­კის გვი­რა­ბის გავ­ლით, ჯერ ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­ში გა­და­ვი­და, შემ­დეგ კი რკი­ნიგ­ზით, უკ­რა­ი­ნის ლუ­განსკი­სა და დო­ნეც­კის ფრონ­ტებ­ზე გა­იგ­ზავ­ნა..." - წერს გა­მო­ცე­მა.

რამ­დე­ნი­მე დღეა აფხა­ზურ მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ცნო­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზის ჯა­რის­კა­ცე­ბი მთი­ან მო­ნაკ­ვე­თებ­სა და რთულ რე­ლი­ე­ფებ­ზე სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ავ­ტო­ტექ­ნი­კით გა­და­ად­გი­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლურ კურ­სებს გა­დი­ან.

apsadgil.info-ს ცნო­ბით, წვრთნებ­ში ჩარ­თუ­ლია 400-ზე მეტი სამ­ხედ­რო პირი. ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ირ­წმუ­ნე­ბა, რომ რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო და­ნა­ყო­ფე­ბი სამ­ხედ­რო წვრთნებს პე­რი­ო­დუ­ლად გა­დი­ან, თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, ბოლო ხა­ნებ­ში აქ­ტი­უ­რი მოძ­რა­ო­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა და ეს ნამ­დვი­ლად არ ჰგავს რო­ტა­ცი­ას.

მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლი­და­ნაც. ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნის ომში გა­უშ­ვეს ე.წ. ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი ოსი ახალ­გაზ­რდე­ბიც, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის მე-4 ბა­ზა­ზე სამ­ხედ­რო კონ­ტრაქ­ტო­რე­ბად მსა­ხუ­რობ­დნენ.

ოსურ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბა ვი­დე­ო­კად­რე­ბი, რო­მელ­შიც ჩანს თუ რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბა რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა რო­კის გვი­რა­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ინ­ფორ­მა­ცი­ას ადას­ტუ­რებს ე.წ. ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ედუ­არდ კო­კო­ი­თიც. მისი თქმით, მათი ბი­ჭე­ბი უკ­რა­ი­ნის ომში, ნა­ცის­ტებ­თან სა­ომ­რად მიჰ­ყავთ...

"იქ უკვე და­ი­ღუპ­ნენ ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი, ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ ამის გამო, თქვენს ახ­ლობ­ლებს ვუ­სურ­ვებ მოთ­მი­ნე­ბას, თქვენ კი მშვი­დო­ბით და გა­მარ­ჯვე­ბით დაბ­რუ­ნე­ბას" - ამ­ბობს ის.

ოსი ახალ­გაზ­რდე­ბის უკ­რა­ი­ნა­ში გაშ­ვე­ბის გამო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აკ­რი­ტი­კე­ბენ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. ხელ­მძღვა­ნელს ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვს. მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, შეც­დო­მა იყო, რო­დე­საც მათი არ­მია რუ­სეთს მი­უ­ერ­თეს, რად­გან ეს ახლა ავ­ტო­მა­ტუ­რად უკ­რა­ი­ნის ომში მათი ბი­ჭე­ბის და­ხოც­ვას ნიშ­ნავს.

"ზუს­ტად მან მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სამ­ხრეთ ოსე­თის არ­მი­ის შემ­ცი­რე­ბის. მა­შინ ბი­ბი­ლო­ვი ამ­ბობ­და, რომ რუ­სე­თის მე-4 ბაზა ცხინ­ვალ­ში დარ­ჩე­ბო­და და არა­ვი­თა­რი საფრ­თხე არ იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა ახლა ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა და ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცად იქ­ცნენ. ამის მა­გა­ლი­თია, 35 წლის ან­დრეი ბა­კა­ე­ვი, რო­მე­ლიც 58-ე არ­მი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბი­სას და­ი­ღუ­პა" - წე­რენ ოსე­ბი.

ინ­ტერ­ნეტ­ში ვრცელ­დე­ბა აფხა­ზე­ბის პოს­ტე­ბიც, რო­მელ­თა ნა­წი­ლის თქმით, რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის გა­რე­შე მათი უსაფრ­თხო­ე­ბა და­ცუ­ლი არ არის. სხვე­ბის თქმით, რუ­სეთ­მა აფხა­ზე­თი თა­ვის ბა­ზე­ბად აქ­ცია, მა­შინ რო­დე­საც მათი ქვე­ყა­ნა ტუ­რის­ტე­ბის­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო...

"ნუ გან­გა­შობთ, არა­ფე­რი საფრ­თხე არ გვე­მუქ­რე­ბა. ომი არ იქ­ნე­ბა. ერ­თა­დერ­თი, ჩვე­ნებ­მა ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად ერ­თობ­ლივ ბიზ­ნეს­ზე უნდა და­ი­წყონ ლა­პა­რა­კი... თუმ­ცა, მა­ინც მგო­ნია, რომ აფხა­ზეთ­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი 8 ათა­სამ­დე რუსი სამ­ხედ­რო­დან საკ­მა­ოდ დიდი ნა­წი­ლი ჯერ კი­დევ ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა. სხვა თუ არა­ფე­რი, ისე­თი პირი უჩანს, რომ წელს რუ­სებს აფხა­ზე­თი­სა და ერთი ორი ქვეყ­ნის გარ­და, და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბი არც ექ­ნე­ბათ. აქ კი, მათ უსაფრ­თხო­ე­ბას ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა დაც­ვა" - მი­აჩ­ნია ას­მათ გუ­ლი­ას.

მთა­ვა­რი ფოტო: apnews.com

მკითხველის კომენტარები / 77 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
---------------
0

მხოლოდ კეთილგანწყობით და მშვიდობიანი გზით!!! ომით ვერდაიბრუნებ კეთიგანწყობას!! გუშინ ჩვენმა საამაყო მეცნიერმა ფიზიკოსმა დვლმა ტქვა მოვაწყოთ აქცია , აფხაზების და ოსების გენოციდი შეწყვიტოს რუსეთმა!! მივმართოთ ნმათ დედებს ნუ გახდიან მათ შვილებს ისედაც თითზე ჩამოსათვლელს საზარბაზნე ხორცად!! გაწყდებიან საერთოდ!! მხარი დავუჭიროთ ახლგაზრდების არ გაშვებას !!! აი ასეთი ნაბიჯებით მოვიპოვოთ კეთილგანწყობა და ნაბიჯ ნაბიჯ!! ომი მხოლოს სიზულვილს თესავს!! საუკუნოები!!!

 

 

დეა
4

ახლა გაქვთ გამოფხიზლების დრო,შვილებს ნუ გაწირავთ რუსის ჯარისთვის! აშალეთ მავთულხლართები და დაამთავრეთ მონობა!

ავტორი:

"ჩვენი ბიჭები საზარბაზნე ხორცად იქცნენ" - რუსეთი დანაკარგის შევსებას აფხაზეთსა და ცხინვალში განლაგებული კონტინგენტიდან ცდილობს? რას წერენ მედია და ადგილობრივები?

"ჩვენი ბიჭები საზარბაზნე ხორცად იქცნენ" - რუსეთი დანაკარგის შევსებას აფხაზეთსა და ცხინვალში განლაგებული კონტინგენტიდან ცდილობს? რას წერენ მედია და ადგილობრივები?

ბოლო დღეებია, ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელზეც ასახულია თუ როგორ გაჰყავთ საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთიდან მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დიდი ნაწილი. გუდაუთაში დისლოცირებული მე-7 რუსული ბაზიდან ტექნიკისა და სამხედროების გასვლის შესახებ წერენ სოციალურ ქსელებში, ამავე თემაზე საუბრობს უკრაინული მედიაც...

ekhokavkaza.com-ის ცნობით, რუსეთი უკრაინაში მიღებულ დანაკარგების შევსებას სომხეთიდან, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განლაგებული რუსული კონტინგენტიდანაც ცდილობს. გამოცემის ცნობით, კიევში ირწმუნებიან, რომ რეგიონებიდან სასწრაფო წესით ხდება სამხედრო ნაწილების საბრძოლო მოქმედებების ზონაში გადასროლა.

"საქართველოში უკრაინის დროებითი წარმომადგენელი ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ სინამდვილეში რუსეთი მალავს თავის დანაკარგებს. დიპლომატის თქმით, მთელი უკრაინის მასშტაბით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსი სამხედროები მასობრივად იღუპებიან, იზრდება ტყვეების რაოდენობაც..." - წერს გამოცემა.

amerikiskhma.com-ის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთსა და ცხინვალში განლაგებული სამხედრო ბაზებიდან, მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადასროლის ოპერაცია ხორციელდება.

"გუდაუთაში დისლოცირებული რუსული ბაზიდან, უკრაინის სამხრეთში ტანკები და სხვა ტექნიკა რკინიგზით გაიტანეს. ოკუპირებულ ცხინვალში დისლოცირებული მე-4 რუსული ბაზიდან კი, მძიმე ტექნიკა როკის გვირაბის გავლით, ჯერ ჩრდილოეთ ოსეთში გადავიდა, შემდეგ კი რკინიგზით, უკრაინის ლუგანსკისა და დონეცკის ფრონტებზე გაიგზავნა..." - წერს გამოცემა.

რამდენიმე დღეა აფხაზურ მედიაში ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ რეგიონში არსებული რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცები მთიან მონაკვეთებსა და რთულ რელიეფებზე სამხედრო დანიშნულების ავტოტექნიკით გადაადგილების სპეციალურ კურსებს გადიან.

apsadgil.info-ს ცნობით, წვრთნებში ჩართულია 400-ზე მეტი სამხედრო პირი. ადგილობრივი ე.წ. ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ რუსული სამხედრო დანაყოფები სამხედრო წვრთნებს პერიოდულად გადიან, თუმცა მოსახლეობის თქმით, ბოლო ხანებში აქტიური მოძრაობა შეინიშნება და ეს ნამდვილად არ ჰგავს როტაციას.

მსგავსი ინფორმაცია ვრცელდება ოკუპირებული ცხინვალიდანაც. ekhokavkaza.com-ის ცნობით, უკრაინის ომში გაუშვეს ე.წ. ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ოსი ახალგაზრდებიც, რომლებიც რუსეთის მე-4 ბაზაზე სამხედრო კონტრაქტორებად მსახურობდნენ.

ოსურ სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება რუსული სამხედრო ტექნიკა როკის გვირაბის მიმართულებით.

გამოცემის ცნობით, ინფორმაციას ადასტურებს ე.წ. ექსპრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც. მისი თქმით, მათი ბიჭები უკრაინის ომში, ნაცისტებთან საომრად მიჰყავთ...

"იქ უკვე დაიღუპნენ ჩემი ახლობლები და მეგობრები, ძალიან ვწუხვარ ამის გამო, თქვენს ახლობლებს ვუსურვებ მოთმინებას, თქვენ კი მშვიდობით და გამარჯვებით დაბრუნებას" - ამბობს ის.

ოსი ახალგაზრდების უკრაინაში გაშვების გამო სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელს ანატოლი ბიბილოვს. მოსახლეობის თქმით, შეცდომა იყო, როდესაც მათი არმია რუსეთს მიუერთეს, რადგან ეს ახლა ავტომატურად უკრაინის ომში მათი ბიჭების დახოცვას ნიშნავს.

"ზუსტად მან მიიღო გადაწყვეტილება, სამხრეთ ოსეთის არმიის შემცირების. მაშინ ბიბილოვი ამბობდა, რომ რუსეთის მე-4 ბაზა ცხინვალში დარჩებოდა და არავითარი საფრთხე არ იქნებოდა, თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა და ჩვენი ბიჭები საზარბაზნე ხორცად იქცნენ. ამის მაგალითია, 35 წლის ანდრეი ბაკაევი, რომელიც 58-ე არმიაში მსახურობდა და საბრძოლო მოქმედებისას დაიღუპა" - წერენ ოსები.

ინტერნეტში ვრცელდება აფხაზების პოსტებიც, რომელთა ნაწილის თქმით, რუსული სამხედროების გარეშე მათი უსაფრთხოება დაცული არ არის. სხვების თქმით, რუსეთმა აფხაზეთი თავის ბაზებად აქცია, მაშინ როდესაც მათი ქვეყანა ტურისტებისთვის მიმზიდველი უნდა ყოფილიყო...

"ნუ განგაშობთ, არაფერი საფრთხე არ გვემუქრება. ომი არ იქნება. ერთადერთი, ჩვენებმა ქართველებთან ერთად ერთობლივ ბიზნესზე უნდა დაიწყონ ლაპარაკი... თუმცა, მაინც მგონია, რომ აფხაზეთში დისლოცირებული 8 ათასამდე რუსი სამხედროდან საკმაოდ დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ჩვენს ტერიტორიაზეა. სხვა თუ არაფერი, ისეთი პირი უჩანს, რომ წელს რუსებს აფხაზეთისა და ერთი ორი ქვეყნის გარდა, დასასვენებელი ადგილები არც ექნებათ. აქ კი, მათ უსაფრთხოებას ნამდვილად სჭირდება დაცვა" - მიაჩნია ასმათ გულიას.

მთავარი ფოტო: apnews.com