პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაერომ და უშიშროების საბჭომაც კი არ იმუშავა.. რა შეუძლიათ მათ? სჭირდებათ რეფორმირება, რათა გახდნენ ქმედუნარიანები... " - ვოლოდიმირ ზელენსკი
"გაერომ და უშიშროების საბჭომაც კი არ იმუშავა.. რა შეუძლიათ მათ? სჭირდებათ რეფორმირება, რათა გახდნენ ქმედუნარიანები... " - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნის მშვი­დო­ბი­ა­ნი ქა­ლა­ქე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ 1000-ზე მეტი რა­კე­ტა და ური­ცხვი რა­ო­დე­ნო­ბის ავი­ა­ბომ­ბი გა­მო­ი­ყე­ნა. მათ გა­ა­ნად­გუ­რეს ათო­ბით ჩვე­ნი ქა­ლა­ქი, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი მი­წას­თან არის გას­წო­რე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ია­პო­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტის­თვის მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ ზო­გი­ერთ ქა­ლაქ­სა და სო­ფელ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ღირ­სე­უ­ლად დაკ­რძალ­ვა­საც ვერ ახერ­ხე­ბენ და მათ და­ბომ­ბილ ეზო­ებ­ში, გზის პი­რას და ისეთ ად­გი­ლებ­ში კრძა­ლა­ვენ, სა­დაც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია. მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ოკუ­პან­ტის თავ­დას­ხმის შე­დე­გად 1000 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი, რო­მელ­თა შო­რის 121 ბავ­შვია, 9 მი­ლი­ო­ნი უკ­რა­ი­ნე­ლი კი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

ზე­ლენ­სკის თქმით, ამ ფონ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტრუ­მენ­ტებ­მა არ იმუ­შა­ვა.

"გა­ე­რომ და უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­მაც კი არ იმუ­შა­ვა.. რა შე­უძ­ლი­ათ მათ? მათ რე­ფორ­მი­რე­ბა, გულ­წრფე­ლო­ბის ინექ­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბათ, რათა გახ­დნენ ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნე­ბი, რათა რე­ა­ლუ­რად შეძ­ლონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა და რე­ა­ლუ­რი გავ­ლე­ნა ჰქონ­დეთ და მხო­ლოდ არ გა­ნი­ხი­ლავ­დნენ,“- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

უკ­რა­ი­ნის პირ­ვე­ლი პი­რის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის ომის გამო მსოფ­ლიო ბევ­რი სხვა­დას­ხვა კრი­ზი­სის ზღვარ­ზეა.

"ახლა წყდე­ბა მთა­ვა­რი - დარ­წმუნ­დე­ბა თუ არა ყვე­ლა აგ­რე­სო­რი, ცხა­დი ან პო­ტენ­ცი­უ­რი, რომ მათ მიერ წა­მო­წყე­ბულ ომს მოჰ­ყვე­ბა ისე­თი ძლი­ე­რი სას­ჯე­ლი, რომ არც კი უღირთ ამის წა­მო­წყე­ბა, რომ მათ არ უღირთ მშვი­დო­ბის დარ­ღვე­ვა“,- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მან ამას­თა­ნა­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნას შე­საძ­ლო ქი­მი­უ­რი თავ­დას­ხმე­ბის შე­სა­ხებ აფრ­თხი­ლე­ბენ, მათ შო­რის "ზა­რი­ნის“ თა­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც სი­რი­ა­ში იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატაშა-ს
14

რა ცინიკური შედარებაა. "ჩვენთან" ბავშვები, ორსული ქალები, მოხუცები და მშვიდობიანი მოსახლეობა არ იბომბება და არ იხოცება ბოროტი ლილიპუტას ახირების გამო. ამიტომ ზელენსკის და ნებისმიერ სხვა უბრალო უკრაინელს უფლება აქვს მარტო გაეროს კი არა, ყველას აგინოს, ვისაც გინების ღირსად თვლიან. მეძუძურ ბაშვებს ბომბავენ სამშობიაროში და რატო აგინებსო, სუ გარეკა ხალხმა. 

Natashka
59

რაც ზელენსკი გაეროს და ნატოს ორგანოზაციას ლანძღავს ამდენი დღეებია,,,ეს რომ ჩვენთან რომელიმე პოლიტიკოსს გაებედა გმირობაზე წარდგენა კი არადა ჯვარზე გაკვრა არ აცდებოდა, არადა ეხმარებიან რაც შეუძლიათ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გაერომ და უშიშროების საბჭომაც კი არ იმუშავა.. რა შეუძლიათ მათ? სჭირდებათ რეფორმირება, რათა გახდნენ ქმედუნარიანები... " - ვოლოდიმირ ზელენსკი

"გაერომ და უშიშროების საბჭომაც კი არ იმუშავა.. რა შეუძლიათ მათ? სჭირდებათ რეფორმირება, რათა გახდნენ ქმედუნარიანები... " - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთმა უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ 1000-ზე მეტი რაკეტა და ურიცხვი რაოდენობის ავიაბომბი გამოიყენა. მათ გაანადგურეს ათობით ჩვენი ქალაქი, ზოგიერთი მათგანი მიწასთან არის გასწორებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტისთვის მიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში ადამიანები გარდაცვლილების ღირსეულად დაკრძალვასაც ვერ ახერხებენ და მათ დაბომბილ ეზოებში, გზის პირას და ისეთ ადგილებში კრძალავენ, სადაც ეს შესაძლებელია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპანტის თავდასხმის შედეგად 1000 ადამიანია გარდაცვლილი, რომელთა შორის 121 ბავშვია, 9 მილიონი უკრაინელი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.

ზელენსკის თქმით, ამ ფონზე საერთაშორისო ინსტრუმენტებმა არ იმუშავა.

"გაერომ და უშიშროების საბჭომაც კი არ იმუშავა.. რა შეუძლიათ მათ? მათ რეფორმირება, გულწრფელობის ინექცია ესაჭიროებათ, რათა გახდნენ ქმედუნარიანები, რათა რეალურად შეძლონ გადაწყვეტილების მიღება და რეალური გავლენა ჰქონდეთ და მხოლოდ არ განიხილავდნენ,“- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პირველი პირის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო მსოფლიო ბევრი სხვადასხვა კრიზისის ზღვარზეა.

"ახლა წყდება მთავარი - დარწმუნდება თუ არა ყველა აგრესორი, ცხადი ან პოტენციური, რომ მათ მიერ წამოწყებულ ომს მოჰყვება ისეთი ძლიერი სასჯელი, რომ არც კი უღირთ ამის წამოწყება, რომ მათ არ უღირთ მშვიდობის დარღვევა“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ უკრაინას შესაძლო ქიმიური თავდასხმების შესახებ აფრთხილებენ, მათ შორის "ზარინის“ თაობაზე, რომელიც სირიაში იყო გამოყენებული.

ასევე იხილეთ: