დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის იმ მოქალაქეების მხრიდან საქართველოში ბიზნესის დარეგისტრირება, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის დროს საქართველოში შემოვიდნენ, ნორმალურია და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
მისივე განცხადებით, პრობლემას არ წარმოადგენს, როდესაც რუსეთის მოქალაქეები საქართველოში "გამორბიან".
"არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ ადამიანები გამორბიან, როდესაც არ მოსწონს იქ არსებული მდგომარეობა, სიტუაცია. მე ვფიქრობ, ბევრისთვის, ვინც ნორმალურად აზროვნებს, არ უნდა იყოს მოსაწონი, როდესაც თავისი ქვეყანა უცხო ქვეყანაში იჭრება, იწყებს საომარ მოქმედებებს. ბევრი ადამიანია, ვინც ცივილურად აზროვნებს და თავისი ქვეყნის ამგვარი ქმედება არ მოსწონს," - განაცხადა კალაძემ.
როდის გვექნება ისეთი მთავრობა რომ გაარჩიონ ვინ არის ქართველებისთვის და ვინ არა პუტინ დაახვიე შენი და ჩვენი მთავრობიანად
კალაძე ასეთი უწიგნური რომ ხარ დიდი ხანია გეტყობა. ძალიან ამოხვდი ყელში შენი უტვინო განცხადებებით. სულ ახლახან ამბობდი სპორტი და პოლიტიკა არ უნდა გავრიოთო, შემდეგ დაინახე მთელი მსოფლიოს სპორტსმენთა და სპორტული ორგანიზაციების მიდგომა ამ ფაშიზმზე. ამიტომ დადუმდი და სულ სულელობას ნუ აფრქვევ. წაიკითხე ორი წიგნი ცოტა შენც გარგებს მომავალში, ახლა ვხედავ უწიგნურობის და უნამუსობის აღლუმია ქვეყანაში.