საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია ვითარება გზებზე, სად არის აკრძალული და სად დაშვებული ავტომობილებით მოძრაობა - საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება
როგორია ვითარება გზებზე, სად არის აკრძალული და სად დაშვებული ავტომობილებით მოძრაობა - საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება

მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ძლი­ე­რი თო­ვი­სა და რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, იყ­რე­ბა ქვი­შა-მა­რი­ლის ნა­რე­ვი და ტარ­დე­ბა ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გან­ვლა­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სათ­ვის.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი მო­უ­წო­დებს მო­სახ­ლე­ო­ბას, იმოძ­რა­ონ ზამ­თრის პე­რი­ო­დი­სათ­ვის შე­სა­ბა­მი­სი სა­ბუ­რა­ვე­ბით, გა­მარ­თუ­ლი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტით და და­ე­მორ­ჩი­ლონ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე და­წე­სე­ბულ რე­ჟი­მებს.

ამ დრო­ის­თვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის თბი­ლი­სი–სე­ნა­კი–ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აღ­დგე­ნი­ლია.

გა­და­ად­გი­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მე­ბი ნარ­ჩუნ­დე­ბა შემ­დეგ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე:

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის მცხე­თა–სტე­ფან­წმინ­და–ლარ­სის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გუ­და­უ­რი–კო­ბის მო­ნაკ­ვეთ­ზე ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის საფრ­თხის დონე მა­ღა­ლია, რის გა­მოც აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, მლე­თა-გუ­და­უ­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­უ­ჩე­რებ­ლად გავ­ლის რე­ჟიმ­ში.

ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის და ქარ­ბუ­ქის გამო, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის კოდა–ფარ­ცხი­სი–მან­გლი­სი–წალ­კა-ნი­ნოწ­მინ­დის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ94-კმ110 (ფა­რა­ვა­ნის უღელ­ტე­ხი­ლი) აკ­რძა­ლუ­ლია ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა. ამა­ვე გზის კმ1-კმ43 მო­ნაკ­ვეთ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი, ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის და 30 ად­გილ­ზე მეტი ტე­ვა­დო­ბის ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის (ქარ­ბუ­ქი, თოვა, ნამ­ქე­რე­ბი) გამო, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის თბი­ლი­სი-მან­გლი­სის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ1-კმ24 მო­ნაკ­ვეთ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა.

თო­ვის და ლი­პყი­ნუ­ლის გამო, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ვა­ზი­ა­ნი-გომ­ბო­რი-თე­ლა­ვის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის (ორი და მეტი წამ­ყვა­ნი ხი­დის მქო­ნე) ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია.

თო­ვის და და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის გომი-სა­ჩხე­რე-ჭი­ა­თუ­რა-ზეს­ტა­ფო­ნის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ1-კმ52 მო­ნაკ­ვეთ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია. გზის და­ნარ­ჩენ მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის და და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო, ქუ­თა­ი­სი-ტყი­ბუ­ლი-ამ­ბრო­ლა­უ­რის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ39-კმ62 (ნა­ქე­რა­ლას უღელ­ტე­ხი­ლი) მო­ნაკ­ვეთ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია. გზის და­ნარ­ჩენ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის და ლი­პყი­ნუ­ლის გამო, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის ფო­ნი­ჭა­ლა-მარ­ნე­უ­ლი-გუ­გუ­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ4–კმ98 მო­ნაკ­ვეთ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია. გზის და­ნარ­ჩენ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

ლი­პყი­ნუ­ლის გამო, სა­ჩხე­რე-ონის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

ლი­პყი­ნუ­ლის გამო, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ზუგ­დი­დი-ჯვა­რი-მეს­ტია-ლას­დი­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ70-კმ186 (ხა­ი­ში-უშ­გუ­ლი) მო­ნაკ­ვეთ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი, ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის და 30 ად­გილ­ზე მეტი ტე­ვა­დო­ბის ავ­ტო­ბუ­სე­ბის მოძ­რა­ო­ბა. ხოლო, კმ138-კმ186 (მეს­ტია-უშ­გუ­ლი) მო­ნაკ­ვეთ­ზე მსუ­ბუ­ქი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა და­საშ­ვე­ბია მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის (ორი და მეტი წამ­ყვა­ნი ხი­დის მქო­ნე) მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ1-კმ70 (ზუგ­დი­დი-ხა­ი­ში) მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

როგორია ვითარება გზებზე, სად არის აკრძალული და სად დაშვებული ავტომობილებით მოძრაობა - საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება

როგორია ვითარება გზებზე, სად არის აკრძალული და სად დაშვებული ავტომობილებით მოძრაობა - საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება

მთელი ქვეყნის მასშტაბით ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ამ დროისთვის ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გადაადგილების სპეციალური რეჟიმები ნარჩუნდება შემდეგ საავტომობილო გზებზე:

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ1-კმ43 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, თოვა, ნამქერები) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზის კმ1-კმ24 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის კმ4–კმ98 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ლიპყინულის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.