პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავს არ გადაუკვეთავს - ცა გამოიყენა რუსეთის საგანგებო სიტუაციების საჰაერო ხომალდმა" - ეკონომიკის სამინისტრო
"საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავს არ გადაუკვეთავს - ცა გამოიყენა რუსეთის საგანგებო სიტუაციების საჰაერო ხომალდმა" - ეკონომიკის სამინისტრო

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცე რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის თვითმფრი­ნავს არ გა­და­უკ­ვე­თავს და სა­ქარ­თვე­ლოს ცა გა­მო­ი­ყე­ნა რუ­სე­თის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნი­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ­მა სა­ჰა­ე­რო ხო­მალდმა. ამით სა­მი­ნის­ტრო ეხ­მა­უ­რე­ბა მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, რუ­სულ­მა სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნავ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ფრე­ნა მოს­კო­ვი­დან ერევ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

სა­მი­ნის­ტრო გან­მარ­ტავს, რომ რე­ი­სი იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ფრე­ნა, რო­მელ­საც არ ესა­ჭი­რო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან რა­ი­მე და­მა­ტე­ბი­თი ნე­ბარ­თვა.

რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, 2008 წლი­დან რუ­სე­თის სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცე და­კე­ტი­ლია, ხოლო სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის თვითმფრი­ნა­ვი სამ­ხედ­რო სტა­ტუ­სით არ სარ­გებ­ლობს.

“გვსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ტე­ლე­კომ­პა­ნია „მთა­ვა­რი არ­ხის" მიერ დღეს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვით, რუ­სულ­მა სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნავ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ფრე­ნა მოს­კო­ვი­დან ერევ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, „გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია და უც­ნო­ბია, რა­ტომ გა­და­იფ­რი­ნა სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნავ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ცაზე", „ჰქონ­დათ თუ არა ამის­თვის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ნე­ბარ­თვა", რომ ეს „შე­საძ­ლოა, გახ­დეს მო­რი­გი სა­ერ­თა­შო­რი­სო სკან­და­ლი, თუ სა­ქარ­თვე­ლო კრემლს უხ­სნის სა­ჰა­ე­რო სივ­რცეს" და ა.შ.

პირ­ველ რიგ­ში, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს ტე­ლე­კომ­პა­ნია, ტრა­დი­ცი­უ­ლად, აგ­რძე­ლებს მავ­ნებ­ლუ­რი, სა­ში­ში და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო შე­ფა­სე­ბე­ბის გა­კე­თე­ბას სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ში, მი­თუ­მე­ტეს, უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის ფონ­ზე. „მთა­ვა­რი არ­ხის" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ სრუ­ლი­ად გა­და­უ­მოწ­მე­ბელ, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი „სა­ინ­ფორ­მა­ციო" წყა­რო­ე­ბი­დან მო­ძი­ე­ბუ­ლი თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი მე­სი­ჯე­ბით დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას და წარ­მარ­თა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კამ­პა­ნი­ას ისე­თი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გან­ცხა­დე­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც უპი­რის­პირ­დე­ბა არა მთავ­რო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას, არა­მედ ჩვე­ნი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კას.

გან­ვმარ­ტავთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცე რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის თვითმფრი­ნავს არ გა­და­უკ­ვე­თავს - სა­ქარ­თვე­ლოს ცა გა­მო­ი­ყე­ნა რუ­სე­თის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნი­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ­მა სა­ჰა­ე­რო ხო­მალდმა Il-76, სა­რე­გის­ტრა­ციო ნომ­რით RA76429. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ი­სი იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ფრე­ნა, რო­მელ­საც არ ესა­ჭი­რო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან რა­ი­მე და­მა­ტე­ბი­თი ნე­ბარ­თვა - რე­ი­სის შე­სას­რუ­ლებ­ლად ავი­ა­კომ­პა­ნი­ის მიერ ივ­სე­ბა მხო­ლოდ ფრე­ნის ელექტრო­ნუ­ლი გეგ­მა და იგ­ზავ­ნე­ბა ქა­ლაქ ბრი­უ­სელ­ში, EUROCONTROL-ის სა­თა­ვო ოფი­სის სა­ჰა­ე­რო ნა­კა­დე­ბის მარ­თვის ცენ­ტრში, სა­დაც ხდე­ბა ფრე­ნის გეგ­მის და­რე­გის­ტრი­რე­ბა სა­ერ­თო ელექტრო­ნულ ბა­ზა­ში.

აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ 2008 წლი­დან რუ­სე­თის სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცე და­კე­ტი­ლია. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის თვითმფრი­ნა­ვი სამ­ხედ­რო სტა­ტუ­სით არ სარ­გებ­ლობს”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კომენტარი
23

აი , რა ნაძირალა მთავრობა გვყავს და როგორ " მარტივად" გვაბოლებენ! რაის სამოქალაქო თვითმფრინავი! ბავშვისაც კი შეუძლია დაგუგლოს და ნახოს რა თვითმფრინავია ილ-76! სამხედრო - სატრანსპორტო დანიშნულებისაა და გვიმტკიცებენ სამოქალაქო ფრენა განხორციელდაო! მოგიწევთ პასუხისგება! 

დიდი ტყუილი!
11

2020 წლის 11 ნოემბერი,საქართველომ რუსეთს გაუხსნა საჰაერო სივრცე ყარაბაღში სამხედროების და სამხედრო ტექნიკის გადასაყვანად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავს არ გადაუკვეთავს - ცა გამოიყენა რუსეთის საგანგებო სიტუაციების საჰაერო ხომალდმა" - ეკონომიკის სამინისტრო

"საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავს არ გადაუკვეთავს - ცა გამოიყენა რუსეთის საგანგებო სიტუაციების საჰაერო ხომალდმა" - ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავს არ გადაუკვეთავს და საქართველოს ცა გამოიყენა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს კუთვნილებაში არსებულმა საჰაერო ხომალდმა. ამით სამინისტრო ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით განახორციელა ფრენა მოსკოვიდან ერევნის მიმართულებით.

სამინისტრო განმარტავს, რომ რეისი იყო ჩვეულებრივი სამოქალაქო დანიშნულების ფრენა, რომელსაც არ ესაჭიროება საქართველოს მხრიდან რაიმე დამატებითი ნებართვა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2008 წლიდან რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებისთვის საქართველოს საჰაერო სივრცე დაკეტილია, ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის თვითმფრინავი სამხედრო სტატუსით არ სარგებლობს.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარი არხის" მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით განახორციელა ფრენა მოსკოვიდან ერევნის მიმართულებით.

მათივე შეფასებით, „გასაიდუმლოებულია და უცნობია, რატომ გადაიფრინა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს ცაზე", „ჰქონდათ თუ არა ამისთვის „ქართული ოცნების" ნებართვა", რომ ეს „შესაძლოა, გახდეს მორიგი საერთაშორისო სკანდალი, თუ საქართველო კრემლს უხსნის საჰაერო სივრცეს" და ა.შ.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტელეკომპანია, ტრადიციულად, აგრძელებს მავნებლური, საშიში და უპასუხისმგებლო შეფასებების გაკეთებას საინფორმაციო სივრცეში, მითუმეტეს, უკრაინაში არსებული რეალობის ფონზე. „მთავარი არხის" ჟურნალისტები ავრცელებენ სრულიად გადაუმოწმებელ, მხოლოდ საკუთარი „საინფორმაციო" წყაროებიდან მოძიებული თუ პოლიტიკური ჯგუფებიდან მიღებული მესიჯებით დეზინფორმაციას და წარმართავენ საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიას ისეთი უპასუხისმგებლო განცხადებებით, რომლებიც უპირისპირდება არა მთავრობის საქმიანობას, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკას.

განვმარტავთ, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავს არ გადაუკვეთავს - საქართველოს ცა გამოიყენა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს კუთვნილებაში არსებულმა საჰაერო ხომალდმა Il-76, სარეგისტრაციო ნომრით RA76429. აღნიშნული რეისი იყო ჩვეულებრივი სამოქალაქო დანიშნულების ფრენა, რომელსაც არ ესაჭიროება საქართველოს მხრიდან რაიმე დამატებითი ნებართვა - რეისის შესასრულებლად ავიაკომპანიის მიერ ივსება მხოლოდ ფრენის ელექტრონული გეგმა და იგზავნება ქალაქ ბრიუსელში, EUROCONTROL-ის სათავო ოფისის საჰაერო ნაკადების მართვის ცენტრში, სადაც ხდება ფრენის გეგმის დარეგისტრირება საერთო ელექტრონულ ბაზაში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ 2008 წლიდან რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებისთვის საქართველოს საჰაერო სივრცე დაკეტილია. საგანგებო სიტუაციების მართვის თვითმფრინავი სამხედრო სტატუსით არ სარგებლობს”, - ნათქვამია განცხადებაში.