პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"მარიხუანას ეწეოდა... ბოლოს თამაშსაც მიეძალა. შიშები ჰქონდა" - რა თქვა სასამართლო სხდომაზე ორსული ცოლის სისასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის მამამ
"მარიხუანას ეწეოდა... ბოლოს თამაშსაც მიეძალა. შიშები ჰქონდა" - რა თქვა სასამართლო სხდომაზე ორსული ცოლის სისასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის მამამ

ორ­სუ­ლი ცო­ლის, ქეთა კე­პუ­ლა­ძის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გოგა გზი­რიშ­ვი­ლის მა­მის, გოჩა გზი­რიშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბის თა­ნახ­მად, მისი შვი­ლი ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას - მა­რი­ხუ­ა­ნას მო­იხ­მარ­და და ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი ჰქონ­და.

რო­გორც გზი­რიშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, მკვლე­ლო­ბამ­დე გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით ადრე, მან შვილს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ნიშ­ნა და ექიმ­თან წა­იყ­ვა­ნა. მოწ­მის თქმით, შვი­ლის ქცე­ვებ­ში არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბას ხე­დავ­და.

გზი­რიშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა შემ­თხვე­ვის დღე­ზე. მი­სი­ვე თქმით, მკვლე­ლო­ბის დღეს, მას მე­ო­რე შვი­ლი მას­წავ­ლე­ბელ­თან ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი, რა დრო­საც, მე­ზობ­ლებ­მა და­უ­რე­კეს და უთხრეს, რომ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და.

ბრალ­დე­ბუ­ლის მა­მის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, მან შემ­თხვე­ვამ­დე ცოტა ხნით ადრე, ორ­სუ­ლი რძა­ლი შვილს გა­ა­რი­და და დე­ი­დას­თან წა­იყ­ვა­ნა.

"რად­გან გოგა წამ­ლებს სვამ­და, გა­მო­ვა­რი­დე, იმის გამო კი არა, რომ იჩხუ­ბეს. უბ­რა­ლოდ, გა­ვა­რი­დე, დის­ტან­ცი­უ­რად რომ იქ­ნე­ბა, და­წყნარ­დე­ბა, თან ორ­სულ­მა არ ინერ­ვი­უ­ლოს-მეთ­ქი. აფო­რი­ა­ქე­ბა, უძი­ლო­ბა ჰქონ­და, ში­შე­ბიც ჰქონ­და - ფარ­დას გა­წევ­და, კარს გა­ა­ღებ­და და იხე­დე­ბო­და ხოლ­მე",- გა­ნა­ცხა­და გზი­რიშ­ვილ­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი მა­რი­ხუ­ა­ნა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო.

"80% ამ მო­სა­წევს ეწე­ვა, ყვე­ლა­ზე ერ­თნა­ი­რად ხომ არ მოქ­მე­დებს? კონ­კრე­ტუ­ლად მა­რი­ხუ­ა­ნას ეწე­ო­და. რო­გორც მერე გა­ვარ­კვიე, დიდი ხა­ნია, რაც ეწ­ვე­ვა.... ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი ჰქონ­და, გი­ჟი­ვით და­დი­ო­და, დარ­ბო­და. სა­ნამ პრობ­ლე­მას შე­ვამ­ჩნევ­დი, ბავ­შვს გულ­ში იხუ­ტებ­და, მერე იყო მო­მენ­ტი, როცა ბავ­შვი წა­იქ­ცა და ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცია, იყო მო­მენ­ტი, როცა ბავ­შვი წა­იქ­ცა, აიყ­ვა­ნა და ქე­თის უყ­ვი­რო­და, რა­ტომ არ აქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბა­სო. მე­უღ­ლემ მი­თხრა, ქე­თიც ამ­ჩნევს, რომ გოგა შე­იც­ვა­ლა და გთხოვ მი­ხე­დეო და ამის მერე წა­ვიყ­ვა­ნე ექიმ­თან. გო­გას რამ­დენ­ჯერ­მე ვთხო­ვე ექიმ­თან წას­ვლა, არ ვარ გი­ჟიო, მე­უბ­ნე­ბო­და, მერე დამ­თან­ხმდა. ექიმს ვუ­თხა­რი, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია-მეთ­ქი. 3 და­სა­ხე­ლე­ბის წა­მა­ლი - და­მამ­შვი­დებ­ლე­ბი გა­მო­უ­წე­რა, ერ­თთვი­ა­ნი კურ­სი იყო. გო­გას ყვე­ლა­ფე­რი აღი­ზი­ა­ნებ­და, და­მამ­შვი­დებ­ლებს სვამ­და, მაგ­რამ მა­ინც ყვე­ლა­ფე­რი აღი­ზი­ა­ნებ­და, ეუბ­ნე­ბო­და ქე­თას, წადი ცოტა ხანი, გა­მე­ცა­ლეო. ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა გა­მო­რი­ცხუ­ლია, არას­დროს ყო­ფი­ლა. ჩემი რძა­ლი იგი­ვე შვი­ლი იყო, არა­ვი­თა­რი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა არ ყო­ფი­ლა. გო­გას მე­გობ­რებს ვთხო­ვე, მო­წე­ვა იქ­ნე­ბა თუ და­ლე­ვა, მო­ე­რი­დეთ, გო­გას წამ­ლებს ვას­მევ-მეთ­ქი",- გა­ნა­ცხა­და გზი­რიშ­ვილ­მა.

ბრალ­დე­ბი­სა და დაც­ვის მხა­რის შემ­დეგ, მოწ­მეს კი­თხვე­ბით მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძე­მაც მი­მარ­თა. ის და­ინ­ტე­რეს­და, შეს­წრე­ბია თუ არა მამა, შვი­ლის მიერ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბას, რა­ზეც გზი­რიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ შეს­წრე­ბია. მო­სა­მარ­თლემ ასე­ვე ჰკი­თხა, მა­რი­ხუ­ა­ნას გარ­და მო­იხ­მარ­და თუ არა ბრალ­დე­ბუ­ლი სხვა ფსი­ქო­აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბას, მა­გა­ლი­თად, ე.წ.ბიოს, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მოწ­მემ ჯერ აღ­ნიშ­ნა, რომ ისიც "მა­რი­ხუ­ა­ნა­სა­ვი­თაა", მო­სა­მარ­თლის რეპ­ლი­კის შემ­დეგ, რომ "ბიოს" მოქ­მე­დე­ბა 20-25-ჯერ ძლი­ე­რია, გზი­რიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მისი შვი­ლი შე­საძ­ლოა, აღ­ნიშ­ნულ ნივ­თი­ე­რე­ბა­საც მო­იხ­მარ­და.

ჩხიკ­ვა­ძემ მოწ­მეს ასე­ვე ჰკი­თხა, თა­მა­შობ­და თუ არა და­კა­ვე­ბუ­ლი აზარ­ტულ თა­მა­შებს, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გზი­რიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ "ბოლო პე­რი­ოდ­ში მი­ე­ძა­ლა".

ბრალ­დე­ბულ გოგა გზი­რიშ­ვილს სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და. აღ­ნიშ­ნულ დას­კვნას ბრალ­დე­ბის მხა­რე უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ელო­დე­ბა.

ცნო­ბის­თვის, 22 დე­კემ­ბერს, თბი­ლის­ში, ბრალ­დე­ბულ­მა გოგა გზი­რიშ­ვილ­მა გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით, და­ნით ორ­სულ მე­უღ­ლეს - ქეთა კე­პუ­ლა­ძეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში 30 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ორ­სუ­ლი კე­პუ­ლა­ძე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

გზი­რიშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 111,109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ და „ვ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით და მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, დამ­ნა­შა­ვის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით ორ­სუ­ლი ქა­ლის, ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, ჩა­დე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 წლი­დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გოგა გზი­რიშ­ვი­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ სრუ­ლად ცნობს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
3

გირჩს მოვუსმინოთ, გვაინტერესებს მათი სუპერპროფესიონალური აზრი. მოდი, ჯაფარ, გააპრავე, თორემ გენგრევა თავზე მქეშავების საძმო.

ანი
1

ფეხმძიმე ქალი მოკლა სისასტიკით.სამუდამო მაგას გინდა ციხე იყოს და გინდა საგიჟეთი,ყოველგვარი ამინისტიის გარეშე.

ავტორი:

"მარიხუანას ეწეოდა... ბოლოს თამაშსაც მიეძალა. შიშები ჰქონდა" - რა თქვა სასამართლო სხდომაზე ორსული ცოლის სისასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის მამამ

"მარიხუანას ეწეოდა... ბოლოს თამაშსაც მიეძალა. შიშები ჰქონდა" - რა თქვა სასამართლო სხდომაზე ორსული ცოლის სისასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის მამამ

ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილის მამის, გოჩა გზირიშვილის ჩვენების თანახმად, მისი შვილი ნარკოტიკულ საშუალებას - მარიხუანას მოიხმარდა და ჰალუცინაციები ჰქონდა.

როგორც გზირიშვილმა განმარტა, მკვლელობამდე გარკვეული პერიოდით ადრე, მან შვილს ფსიქიკური პრობლემები შენიშნა და ექიმთან წაიყვანა. მოწმის თქმით, შვილის ქცევებში არაადეკვატურობას ხედავდა.

გზირიშვილმა სასამართლო პროცესზე დეტალურად ისაუბრა შემთხვევის დღეზე. მისივე თქმით, მკვლელობის დღეს, მას მეორე შვილი მასწავლებელთან ჰყავდა წაყვანილი, რა დროსაც, მეზობლებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ უბედური შემთხვევა მოხდა.

ბრალდებულის მამის ჩვენების მიხედვით, მან შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, ორსული რძალი შვილს გაარიდა და დეიდასთან წაიყვანა.

"რადგან გოგა წამლებს სვამდა, გამოვარიდე, იმის გამო კი არა, რომ იჩხუბეს. უბრალოდ, გავარიდე, დისტანციურად რომ იქნება, დაწყნარდება, თან ორსულმა არ ინერვიულოს-მეთქი. აფორიაქება, უძილობა ჰქონდა, შიშებიც ჰქონდა - ფარდას გაწევდა, კარს გააღებდა და იხედებოდა ხოლმე",- განაცხადა გზირიშვილმა.

მისი განმარტებით, ბრალდებული მარიხუანაზე დამოკიდებული იყო.

"80% ამ მოსაწევს ეწევა, ყველაზე ერთნაირად ხომ არ მოქმედებს? კონკრეტულად მარიხუანას ეწეოდა. როგორც მერე გავარკვიე, დიდი ხანია, რაც ეწვევა.... ჰალუცინაციები ჰქონდა, გიჟივით დადიოდა, დარბოდა. სანამ პრობლემას შევამჩნევდი, ბავშვს გულში იხუტებდა, მერე იყო მომენტი, როცა ბავშვი წაიქცა და ყურადღება არ მიაქცია, იყო მომენტი, როცა ბავშვი წაიქცა, აიყვანა და ქეთის უყვიროდა, რატომ არ აქცევ ყურადღებასო. მეუღლემ მითხრა, ქეთიც ამჩნევს, რომ გოგა შეიცვალა და გთხოვ მიხედეო და ამის მერე წავიყვანე ექიმთან. გოგას რამდენჯერმე ვთხოვე ექიმთან წასვლა, არ ვარ გიჟიო, მეუბნებოდა, მერე დამთანხმდა. ექიმს ვუთხარი, არაადეკვატურია-მეთქი. 3 დასახელების წამალი - დამამშვიდებლები გამოუწერა, ერთთვიანი კურსი იყო. გოგას ყველაფერი აღიზიანებდა, დამამშვიდებლებს სვამდა, მაგრამ მაინც ყველაფერი აღიზიანებდა, ეუბნებოდა ქეთას, წადი ცოტა ხანი, გამეცალეო. ფიზიკური შეურაცხყოფა გამორიცხულია, არასდროს ყოფილა. ჩემი რძალი იგივე შვილი იყო, არავითარი ეჭვიანობა არ ყოფილა. გოგას მეგობრებს ვთხოვე, მოწევა იქნება თუ დალევა, მოერიდეთ, გოგას წამლებს ვასმევ-მეთქი",- განაცხადა გზირიშვილმა.

ბრალდებისა და დაცვის მხარის შემდეგ, მოწმეს კითხვებით მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემაც მიმართა. ის დაინტერესდა, შესწრებია თუ არა მამა, შვილის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას, რაზეც გზირიშვილმა განაცხადა, რომ შესწრებია. მოსამართლემ ასევე ჰკითხა, მარიხუანას გარდა მოიხმარდა თუ არა ბრალდებული სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, მაგალითად, ე.წ.ბიოს, რასთან დაკავშირებითაც მოწმემ ჯერ აღნიშნა, რომ ისიც "მარიხუანასავითაა", მოსამართლის რეპლიკის შემდეგ, რომ "ბიოს" მოქმედება 20-25-ჯერ ძლიერია, გზირიშვილმა აღნიშნა, რომ მისი შვილი შესაძლოა, აღნიშნულ ნივთიერებასაც მოიხმარდა.

ჩხიკვაძემ მოწმეს ასევე ჰკითხა, თამაშობდა თუ არა დაკავებული აზარტულ თამაშებს, რასთან დაკავშირებითაც გზირიშვილმა უპასუხა, რომ "ბოლო პერიოდში მიეძალა".

ბრალდებულ გოგა გზირიშვილს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. აღნიშნულ დასკვნას ბრალდების მხარე უახლოეს პერიოდში ელოდება.

ცნობისთვის, 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს - ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 30 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გზირიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გოგა გზირიშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ სრულად ცნობს.