სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზელენსკის არ მოუმართავს ჩვენთვის, მოგვმართა "ლელომ“ და "ნაციონალურმა მოძრაობამ“ - ამ პარტიების არცერთ ინიციატივას არც კი განვიხილავთ"- შალვა პაპუაშვილი
"ზელენსკის არ მოუმართავს ჩვენთვის, მოგვმართა "ლელომ“ და "ნაციონალურმა მოძრაობამ“ -  ამ პარტიების არცერთ ინიციატივას არც კი განვიხილავთ"- შალვა პაპუაშვილი

ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და "ლე­ლოს“ არ­ცერთ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნას შე­ე­ხე­ბა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არც კი გა­ნი­ხი­ლავს, - ასე უპა­სუ­ხა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვას, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის­თვის მი­მარ­თვის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვას ეხე­ბო­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს არა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ, არა­მედ "ლე­ლომ“ და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ მი­მარ­თა.

"უკვე სამი კვი­რაა, რაც უკ­რა­ი­ნა არის რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის ქვეშ. ამ ომს ყვე­ლა ვაკ­ვირ­დე­ბით. რა­საც ჩვენ ჩვე­ნი ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლის მხრი­დან ვხე­დავთ, გან­სა­კუთ­რე­ბით, ეს შე­ე­ხე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და "ლე­ლოს“ მცდე­ლო­ბას, რომ მოხ­დეს აქ ის­ტე­რია, მოხ­დეს აქ ის, რა­ზეც ჩვენ ვსა­უბ­რობთ და სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა ეს ნი­შა­ნი დას­ტურ­დე­ბა მათი ქმე­დე­ბით, რომ რა­მე­ნა­ი­რად არი­ონ აქ სი­ტუ­ა­ცია, ჩა­ით­რი­ონ სა­ქარ­თვე­ლო ისეთ რა­მე­ში, რაც გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ ვთქვით, რომ ოპო­ზი­ცი­ის ამ ნა­წი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გან­ხილ­ვა­ში არც კი შევ­დი­ვართ. ჰქონ­დათ რიგ­გა­რე­შე სხდო­მის მო­თხოვ­ნა და ა.შ. ჩვენ ვხე­დავთ, რა არის ამის მი­ზა­ნი და ეს მი­ზა­ნი ჩვენ არა­ერ­თხელ აღ­ვნიშ­ნეთ. ეს მი­ზა­ნი არის არე­უ­ლო­ბა და ქვეყ­ნის ჩათ­რე­ვა ომში, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ და­ვუშ­ვებთ.

რაც შე­ე­ხე­ბა გულ­წრფელ სურ­ვი­ლებს და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს, ჩვენ იცით, რომ ცოტა ხნის წინ გა­ვაგ­ზავ­ნეთ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის პირ­ვე­ლი პარ­ტია პარ­ლა­მენ­ტის მხრი­დან, ეს იყო შეგ­რო­ვე­ბუ­ლი თან­ხა, მა­ში­ნაც არ მი­უ­ღია ამა­ში ოპო­ზი­ცი­ას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ასე რომ, აქ ჩანს სი­ნამ­დვი­ლე­ში რა არის ოპო­ზი­ცი­ის ამ ნა­წი­ლის რე­ა­ლუ­რი გან­ზრახ­ვა, ეს არის მხო­ლოდ პი­ა­რი და რაც შე­ე­ხე­ბა რე­ა­ლურ დახ­მა­რე­ბა­სა და გვერ­დში დგო­მას, ისი­ნი არ იჩე­ნენ არა­ნა­ირ სურ­ვილს. თუკი რე­ა­ლუ­რად ვინ­მეს სურს უკ­რა­ი­ნას და­უდ­გეს გვერ­დში, და­უდ­გეს საქ­მით და არა ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით. აბ­სურ­დია, როცა ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხე­ლით გა­მო­დის და სა­უბ­რობს, ვის რა უნდა, ჩარ­თვა უნდა თუ რა უნდა. არც კი ჰკი­თხეს სა­ერ­თოდ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ესეც ხომ აჩ­ვე­ნებს, რა არის რე­ა­ლუ­რი მი­ზა­ნი ამის უკან, ეს არის კი­დევ ერთხელ ის­ტე­რი­ის აწე­ვა და ა.შ“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ინ­ტე­რეს­და იმი­თაც, რა კავ­ში­რი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს უცხო ქვეყ­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან.

"ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს შო­რის არ ყო­ფი­ლა. ჩვენ არა­ნა­ი­რი ინი­ცი­ა­ტი­ვის და­ყე­ნე­ბას არ ვა­პი­რებთ. ეს სამი კვი­რა ვაჩ­ვე­ნებთ ერთ რა­მეს, ჩვენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ რე­ა­ლურ დახ­მა­რე­ბა­ზე, გან­სხვა­ვე­ბით ოპო­ზი­ცი­ის ამ ნა­წი­ლის­გან, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. რე­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს შე­უძ­ლია გა­უ­წი­ოს, ეს არის ჩვე­ნი ხმა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში. ჩვე­ნი ხმა ფა­სობს ზუს­ტად ისე­ვე, რო­გორც სხვა ქვეყ­ნე­ბის. ჩვე­ნი რე­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა არის პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა და რა თქმა უნდა, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ზე­ლენ­სკის მოს­მე­ნას, მგო­ნი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და "ლელო“ გე­რე­ვათ ზე­ლენ­სკი­ში, ზე­ლენ­სკის არ მო­უ­მარ­თავს ჩვენ­თვის, მოგ­ვმარ­თა "ლე­ლომ“ და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და "ლე­ლოს“ არ­ცერთ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნას, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არც კი გა­ნი­ხი­ლავს“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხიხოს ზოოპარკი
5

თქვენ მიშაზე არაფრის თქმის უფლება არ გაქვთ თქვე მართლა კურდღლებო.სულით მონები ხართ და ისტორიაშიც მასე შეხვალთ.იმედი არ გქონდეთ რომ ბიუჯეტის ხვრა და ქვეყნის ღალატი შეგრჩეთ.თქვენი დირექტორის ჩათვლით

!!!!!!
2

ძალიან სამარცხვინოა როცა პარლამენტის თავჯდომარე ამაყად აღნიშნავს რომ თავისი პარიის გარდა სხვა პარტიების შეთავაზებებს არც კი განიხილავს. არცერთი პარტიის მომხრე არ ვარ, ვარ მრავალპარტიულობის მომხრე, არ შეიძლება მხოლოდ ერთი მხარის მოსაზრებები ისმოდეს. ქართველმა ხალხმა სხვებსაც მისცა ხმა და ამას მთავრობამ პატივი უნდა სცეს!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ზელენსკის არ მოუმართავს ჩვენთვის, მოგვმართა "ლელომ“ და "ნაციონალურმა მოძრაობამ“ - ამ პარტიების არცერთ ინიციატივას არც კი განვიხილავთ"- შალვა პაპუაშვილი

"ზელენსკის არ მოუმართავს ჩვენთვის, მოგვმართა "ლელომ“ და "ნაციონალურმა მოძრაობამ“ -  ამ პარტიების არცერთ ინიციატივას არც კი განვიხილავთ"- შალვა პაპუაშვილი

ნაციონალური მოძრაობისა“ და "ლელოს“ არცერთ ინიციატივას, რომელიც უკრაინას შეეხება, "ქართული ოცნება“ არც კი განიხილავს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტისთვის მიმართვის შესახებ ოპოზიციის ინიციატივას ეხებოდა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტს არა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, არამედ "ლელომ“ და "ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა.

"უკვე სამი კვირაა, რაც უკრაინა არის რუსული აგრესიის ქვეშ. ამ ომს ყველა ვაკვირდებით. რასაც ჩვენ ჩვენი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ვხედავთ, განსაკუთრებით, ეს შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას“ და "ლელოს“ მცდელობას, რომ მოხდეს აქ ისტერია, მოხდეს აქ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და სამწუხაროდ, ყველა ეს ნიშანი დასტურდება მათი ქმედებით, რომ რამენაირად არიონ აქ სიტუაცია, ჩაითრიონ საქართველო ისეთ რამეში, რაც გამოუსწორებელი იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთქვით, რომ ოპოზიციის ამ ნაწილის ინიციატივების განხილვაში არც კი შევდივართ. ჰქონდათ რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა და ა.შ. ჩვენ ვხედავთ, რა არის ამის მიზანი და ეს მიზანი ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ. ეს მიზანი არის არეულობა და ქვეყნის ჩათრევა ომში, შეიარაღებულ კონფლიქტში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ.

რაც შეეხება გულწრფელ სურვილებს და დამოკიდებულებებს, ჩვენ იცით, რომ ცოტა ხნის წინ გავაგზავნეთ ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტია პარლამენტის მხრიდან, ეს იყო შეგროვებული თანხა, მაშინაც არ მიუღია ამაში ოპოზიციას მონაწილეობა. ასე რომ, აქ ჩანს სინამდვილეში რა არის ოპოზიციის ამ ნაწილის რეალური განზრახვა, ეს არის მხოლოდ პიარი და რაც შეეხება რეალურ დახმარებასა და გვერდში დგომას, ისინი არ იჩენენ არანაირ სურვილს. თუკი რეალურად ვინმეს სურს უკრაინას დაუდგეს გვერდში, დაუდგეს საქმით და არა ხმამაღალი განცხადებებით. აბსურდია, როცა ქართული ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ხელისუფლების სახელით გამოდის და საუბრობს, ვის რა უნდა, ჩართვა უნდა თუ რა უნდა. არც კი ჰკითხეს საერთოდ უკრაინის ხელისუფლებას. ესეც ხომ აჩვენებს, რა არის რეალური მიზანი ამის უკან, ეს არის კიდევ ერთხელ ისტერიის აწევა და ა.შ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე დაინტერესდა იმითაც, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს პარლამენტის წევრს უცხო ქვეყნის ადმინისტრაციასთან.

"ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის არ ყოფილა. ჩვენ არანაირი ინიციატივის დაყენებას არ ვაპირებთ. ეს სამი კვირა ვაჩვენებთ ერთ რამეს, ჩვენ ორიენტირებულები ვართ რეალურ დახმარებაზე, განსხვავებით ოპოზიციის ამ ნაწილისგან, რომელიც მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებით გამოირჩევა. რეალური დახმარება, რაც საქართველოს შეუძლია გაუწიოს, ეს არის ჩვენი ხმა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ჩვენი ხმა ფასობს ზუსტად ისევე, როგორც სხვა ქვეყნების. ჩვენი რეალური დახმარება არის პოლიტიკური მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული დახმარება. რაც შეეხება ზელენსკის მოსმენას, მგონი "ნაციონალური მოძრაობა“ და "ლელო“ გერევათ ზელენსკიში, ზელენსკის არ მოუმართავს ჩვენთვის, მოგვმართა "ლელომ“ და "ნაციონალურმა მოძრაობამ“. "ნაციონალური მოძრაობისა“ და "ლელოს“ არცერთ ინიციატივას, რომელიც შეეხება უკრაინას, "ქართული ოცნება“ არც კი განიხილავს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.