საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ახალი პაკეტი უკრაინას უპრეცედენტო დახმარებას გაუწევს" - რას სთავაზობს ჯო ბაიდენი უკრაინას? პრესკონფერენციის დეტალები
"ეს ახალი პაკეტი უკრაინას უპრეცედენტო დახმარებას გაუწევს" - რას სთავაზობს ჯო ბაიდენი უკრაინას? პრესკონფერენციის დეტალები

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა უკ­რა­ი­ნის­თვის 800 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით და­მა­ტე­ბი­თი დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. ამის შე­სა­ხებ მან თეთრ სახ­ლში გა­მოს­ვლი­სას ისა­უბ­რა.

რო­გორც CNN-ი წერს, მთლი­ა­ნო­ბა­ში, დახ­მა­რე­ბის სა­ერ­თო ოდე­ნო­ბა ერთ მი­ლი­არდს შე­ად­გენს, რის შე­სა­ხე­ბაც გა­სულ კვი­რი­ას გახ­და ცნო­ბი­ლი.

"ეს აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის პირ­და­პი­რი გა­და­ცე­მაა ჩვე­ნი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის, რათა და­ეხ­მა­როს მათ ამ შე­მოჭ­რის წი­ნა­აღ­მდეგ. მად­ლო­ბას ვუხ­დი კონ­გრესს ამ სახ­სრე­ბის გა­მო­ყო­ფის­თვის. ეს ახა­ლი პა­კე­ტი თა­ვის­თა­ვად უკ­რა­ი­ნას უპ­რე­ცე­დენ­ტო დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს.

ის შე­ი­ცავს: 800 სა­ზე­ნი­ტო სის­ტე­მას, რათა უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა შეძ­ლონ თვითმფრი­ნა­ვე­ბი და ვერ­ტმფრე­ნე­ბი მო­ი­გე­რი­ონ, რომ­ლე­ბიც თავს ეს­ხმი­ან მათ ხალ­ხს უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო სივ­რცი­დან“ , - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

"მსოფ­ლიო ერ­თი­ა­ნია უკ­რა­ი­ნი­სად­მი ჩვენ მხარ­და­ჭე­რა­ში და ჩვენ მზად­ყოფ­ნა­ში ვა­ი­ძუ­ლოთ (პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ) პუ­ტი­ნი გა­და­ი­ხა­დოს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ფასი. ამე­რი­კა სა­თა­ვე­ში უდ­გას ამ ძა­ლის­ხმე­ვას თა­ვის მო­კავ­ში­რე­ებ­თან და პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, რი­თაც უზ­რუნ­ველ­ყოფს უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის უზარ­მა­ზარ დო­ნეს“ - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა და დას­ძი­ნა, რომ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში კი­დევ უფრო მეტი გა­კეთ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

სავარაუდოდ პუტინი წამოეგო, ის ახლა საკუთარ რეჟიმსაც ანგრევს, რომელიც დასაყრდენია 12 სხვა პროკომუნისტურ ოლიგარქიული პოსტსაბჭოთა კომკავშირეთა რეჟიმებისათვისსაკუთარ ხალხებს რომ ძარცვავენ , ჰოოდა იქნება ერთი დარტყმით მოვკალ დუჟინი -ზეიმი დემოკრატიის ! ძირს ნაკომუნისტარი კომკავშირლები-ცეკას მდივნები და მათი პოლიტიკური ნათლულ შვილები ! 

ნანა
6

გამარჯვება უკრაინას! დიდება უკრაინელ გმირებს!

ავტორი:

"ეს ახალი პაკეტი უკრაინას უპრეცედენტო დახმარებას გაუწევს" - რას სთავაზობს ჯო ბაიდენი უკრაინას? პრესკონფერენციის დეტალები

"ეს ახალი პაკეტი უკრაინას უპრეცედენტო დახმარებას გაუწევს" - რას სთავაზობს ჯო ბაიდენი უკრაინას? პრესკონფერენციის დეტალები

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის ოდენობით დამატებითი დახმარების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამოსვლისას ისაუბრა.

როგორც CNN-ი წერს, მთლიანობაში, დახმარების საერთო ოდენობა ერთ მილიარდს შეადგენს, რის შესახებაც გასულ კვირიას გახდა ცნობილი.

"ეს აღჭურვილობის პირდაპირი გადაცემაა ჩვენი თავდაცვის სამინისტროს მიერ უკრაინელი სამხედროებისთვის, რათა დაეხმაროს მათ ამ შემოჭრის წინააღმდეგ. მადლობას ვუხდი კონგრესს ამ სახსრების გამოყოფისთვის. ეს ახალი პაკეტი თავისთავად უკრაინას უპრეცედენტო დახმარებას გაუწევს.

ის შეიცავს: 800 საზენიტო სისტემას, რათა უკრაინელმა სამხედროებმა შეძლონ თვითმფრინავები და ვერტმფრენები მოიგერიონ, რომლებიც თავს ესხმიან მათ ხალხს უკრაინის საჰაერო სივრციდან“ , - განაცხადა პრეზიდენტმა.

"მსოფლიო ერთიანია უკრაინისადმი ჩვენ მხარდაჭერაში და ჩვენ მზადყოფნაში ვაიძულოთ (პრეზიდენტი ვლადიმერ) პუტინი გადაიხადოს ძალიან მაღალი ფასი. ამერიკა სათავეში უდგას ამ ძალისხმევას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რითაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების უზარმაზარ დონეს“ - განაცხადა ბაიდენმა და დასძინა, რომ უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მეტი გაკეთდება.