პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუს ოკუპანტებს საერთაშორისო ტრიბუნალი ელოდებათ - ისინი პასუხს აგებენ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
"რუს ოკუპანტებს საერთაშორისო ტრიბუნალი ელოდებათ - ისინი პასუხს აგებენ" - ვოლოდიმირ ზელენსკი

სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ხლის სა­მარ­თლის სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რო­რი კა­რიმ ხანი უკვე უკ­რა­ი­ნა­შია, ამი­ტომ რუსი ოკუ­პან­ტე­ბი პა­სუხს აგე­ბენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი ყვე­ლა ომის და­ნა­შა­უ­ლის­თვის. ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

"დღეს ვე­სა­უბ­რე ჰა­ა­გის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რორ კა­რიმ ხანს. ის უკვე უკ­რა­ი­ნა­შია, უკვე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. ასე რომ, ოკუ­პან­ტე­ბი პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი იქ­ნე­ბი­ან უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი ყვე­ლა ომის და­ნა­შა­ულ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

გარ­და ამი­სა, ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში პრე­ზი­დენ­ტმა მო­უ­წო­და მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ არ გა­ამ­ჟღავ­ნონ უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მუ­შა­ო­ბის დე­ტა­ლე­ბი ან ოკუ­პან­ტე­ბის რუ­კე­ბი.

"თუ იცით, სად არის მტე­რი და სად და­ტო­ვეს ტან­კე­ბი და სხვა ჯავ­შან­ტექ­ნი­კა თუ ია­რა­ღი, გთხოვთ, შე­ა­ტყო­ბი­ნოთ უკ­რა­ი­ნულ ძა­ლებს. მო­დით, ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნოთ. გა­მარ­ჯვე­ბის­თვის კი ბრძე­ნი იყა­ვით. არ გა­მო­აქ­ვეყ­ნოთ დე­ტა­ლე­ბი ჩვე­ნი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის შე­სა­ხებ, როცა და­ი­ნა­ხავთ რო­გორ მუ­შა­ო­ბენ ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მან ასე­ვე მო­უ­წო­და უკ­რა­ი­ნე­ლებს, არ გა­მო­აქ­ვეყ­ნონ რუ­კე­ბი , რომ­ლებ­საც აღ­მო­ა­ჩე­ნენ მი­ტო­ვე­ბულ რუ­სულ მან­ქა­ნებ­ში და ოკუ­პან­ტე­ბის მიერ გა­ტე­ხილ სა­მე­თა­უ­რო პუნ­ქტებ­ში.

მა­ნამ­დე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ მო­უ­წო­და უკ­რა­ი­ნე­ლებს, არ გა­ავ­რცე­ლონ ინ­ფორ­მა­ცია ია­რა­ღი­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა გა­და­ცე­მაც იგეგ­მე­ბა ან უკვე გა­და­ცე­მუ­ლია უკ­რა­ი­ნის­თვის.

ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ რუს ოკუ­პან­ტებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრი­ბუ­ნა­ლი ელო­დე­ბათ.

"ჩვენ გა­ვაძ­ლი­ე­რებთ მუ­შა­ო­ბას ოკუ­პან­ტე­ბის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის­თვის. უნდა არ­სე­ბობ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრი­ბუ­ნა­ლი და იქ­ნე­ბა კი­დეც ასე­თი, ყვე­ლაფ­რის­თვის, რაც მათ გა­ა­კე­თეს უკ­რა­ი­ნის, ჩვე­ნი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ, რუ­სე­თის ჯა­რე­ბის ყო­ვე­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის­თვის ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და მან.

ზე­ლენ­სკიმ დას­ძი­ნა, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და უკ­რა­ი­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რამ ერ­თად მუ­შა­ო­ბა უკვე და­ი­წყეს.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფი იწყებს მუ­შა­ო­ბას უკ­რა­ი­ნა­ში. ისი­ნი ჩვენს სა­მარ­თალ­დამ­ცავ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად უკვე აგ­რო­ვე­ბენ ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დამ­პყრობ­ლე­ბის სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლე­ბის ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ, რათა მათ მი­ი­ღონ იუ­რი­დი­უ­ლი პა­სუ­ხი - სა­მარ­თლებ­რი­ვი და კონ­კრე­ტუ­ლი“, - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა

ამას­თან, ზე­ლენ­სკიმ ხელი მო­ა­წე­რა გან­კარ­გუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ყო­ველ დი­ლით ქვეყ­ნის მას­შტა­ბით და­ღუ­პუ­ლე­ბის ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლის გა­მო­ცხა­დე­ბას გუ­ლის­ხმობს. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა სა­კუ­თარ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ყო­ველ დი­ლით ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 09:00 სა­ათ­ზე წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტივს მი­ა­გე­ბენ გარ­დაც­ვლი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ხსოვ­ნას, რომ­ლე­ბიც სა­მა­მუ­ლო ომში და­ი­ღუპ­ნენ.

"ყო­ველ დი­ლით, 9 სა­ათ­ზე ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ვიხ­სე­ნებთ უკ­რა­ი­ნე­ლებს, ვინც სი­ცო­ცხლე გა­წი­რეს, ვინც იბ­რძოდ­ნენ, სამ­ხედ­რო და მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებს, ზრდას­რუ­ლებ­სა და ბავ­შვებს. მო­ვი­გო­ნებთ ყვე­ლას, ვინც იცო­ცხლებ­და, რუ­სეთს რომ არ და­ე­წყო ომი. მა­რა­დი­უ­ლი ხსოვ­ნა უკ­რა­ი­ნის­თვის და­ღუ­პუ­ლებს “, - გა­ნა­ცხა­და მან.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სარა
1

ხოოო პირველ დღესვე ხელები უნდა აეწია და ეჩუქებინა მთელი უკრაინა.......... ჩვენც ასევე მოვიქცეთ.....

აბა, შენ იცი!
4

ეგრე ქენი, ვოლოდიმერ - რომ დაატყვევებ პუტინს, პირდაპირ წააბუნძულე ჰააგის სასამართლოზე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"რუს ოკუპანტებს საერთაშორისო ტრიბუნალი ელოდებათ - ისინი პასუხს აგებენ" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"რუს ოკუპანტებს საერთაშორისო ტრიბუნალი ელოდებათ - ისინი პასუხს აგებენ" - ვოლოდიმირ ზელენსკი

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი უკვე უკრაინაშია, ამიტომ რუსი ოკუპანტები პასუხს აგებენ უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი ყველა ომის დანაშაულისთვის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"დღეს ვესაუბრე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ კარიმ ხანს. ის უკვე უკრაინაშია, უკვე დაიწყო მუშაობა. ასე რომ, ოკუპანტები პასუხისმგებელნი იქნებიან უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი ყველა ომის დანაშაულზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა მოუწოდა მოქალაქეებს, რომ არ გაამჟღავნონ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობის დეტალები ან ოკუპანტების რუკები.

"თუ იცით, სად არის მტერი და სად დატოვეს ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა თუ იარაღი, გთხოვთ, შეატყობინოთ უკრაინულ ძალებს. მოდით, ყველაფერი ჩვენი გამარჯვებისთვის გამოვიყენოთ. გამარჯვებისთვის კი ბრძენი იყავით. არ გამოაქვეყნოთ დეტალები ჩვენი საჰაერო თავდაცვის შესახებ, როცა დაინახავთ როგორ მუშაობენ ჩვენი ბიჭები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე მოუწოდა უკრაინელებს, არ გამოაქვეყნონ რუკები , რომლებსაც აღმოაჩენენ მიტოვებულ რუსულ მანქანებში და ოკუპანტების მიერ გატეხილ სამეთაურო პუნქტებში.

მანამდე თავდაცვის სამინისტრომ მოუწოდა უკრაინელებს, არ გაავრცელონ ინფორმაცია იარაღისა და აღჭურვილობის შესახებ, რომელთა გადაცემაც იგეგმება ან უკვე გადაცემულია უკრაინისთვის.

ვლადიმირ ზელენსკი ასევე აღნიშნავს, რომ რუს ოკუპანტებს საერთაშორისო ტრიბუნალი ელოდებათ.

"ჩვენ გავაძლიერებთ მუშაობას ოკუპანტების პასუხისგებაში მიცემისთვის. უნდა არსებობდეს საერთაშორისო ტრიბუნალი და იქნება კიდეც ასეთი, ყველაფრისთვის, რაც მათ გააკეთეს უკრაინის, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, რუსეთის ჯარების ყოველი ტერორისტული აქტისთვის ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე“, - განაცხადა მან.

ზელენსკიმ დასძინა, რომ სამართალდამცავებმა და უკრაინის პროკურატურამ ერთად მუშაობა უკვე დაიწყეს.

„მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საგამოძიებო ჯგუფი იწყებს მუშაობას უკრაინაში. ისინი ჩვენს სამართალდამცავ თანამშრომლებთან ერთად უკვე აგროვებენ ყველა მტკიცებულებას ტერიტორიაზე დამპყრობლების სამხედრო დანაშაულების ფაქტების შესახებ, რათა მათ მიიღონ იურიდიული პასუხი - სამართლებრივი და კონკრეტული“, - აღნიშნა პრეზიდენტმა

ამასთან, ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ყოველ დილით ქვეყნის მასშტაბით დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილის გამოცხადებას გულისხმობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ყოველ დილით ადგილობრივი დროით 09:00 საათზე წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ გარდაცვლილი უკრაინელების ხსოვნას, რომლებიც სამამულო ომში დაიღუპნენ.

"ყოველ დილით, 9 საათზე ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გავიხსენებთ უკრაინელებს, ვინც სიცოცხლე გაწირეს, ვინც იბრძოდნენ, სამხედრო და მშვიდობიან მოქალაქეებს, ზრდასრულებსა და ბავშვებს. მოვიგონებთ ყველას, ვინც იცოცხლებდა, რუსეთს რომ არ დაეწყო ომი. მარადიული ხსოვნა უკრაინისთვის დაღუპულებს “, - განაცხადა მან.