სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი შვილები ნახევრად ქართველები არიან... ეს ქვეყანა ჩემი გულის ნაწილია!" - რადას დეპუტატისა და მისი ქართველი მეუღლის ინტერვიუ ომზე, უკრაინასა და ოჯახზე
"ჩემი შვილები ნახევრად ქართველები არიან... ეს ქვეყანა ჩემი გულის ნაწილია!" - რადას დეპუტატისა და მისი ქართველი მეუღლის ინტერვიუ ომზე, უკრაინასა და ოჯახზე

24 თე­ბერ­ვლი­დან მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი და ჯერ კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლია უკ­რა­ი­ნის ბედი. AMBEBI.GE უკ­რა­ი­ნა­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ სამ­ხედ­რო პირს არ­ჩილ ცინ­ცა­ძეს და მის მე­უღ­ლეს, უკ­რა­ი­ნის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს, "ვერ­ხოვ­ნა რა­დას" დე­პუ­ტატს უკ­რა­ი­ნის ყო­ფილ ვიცე-პრე­მი­ერს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში ივა­ნა კლიმ­პუშ-ცინ­ცა­ძეს ესა­უბ­რა:

- ბა­ტო­ნო არ­ჩილ, სამ­ხედ­რო პირი ბრძან­დე­ბით... რო­გო­რია თქვე­ნი მო­ლო­დი­ნი?

- დიახ... სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ატა­შე გახ­ლდით ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რი...სამ­წუ­ხა­როდ ეს ყვე­ლა­ფე­რი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი გაგ­რძელ­დე­ბა, რად­გან მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კრემლში გიჟი ზის, რო­მე­ლიც გონ­ზე აღარ არის და რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე­ებს სჩა­დის, რო­მელ­საც სა­ზღვა­რი არ უჩანს! სა­ნამ ეს კაცი იქ იქ­ნე­ბა და თა­ვი­სი­ა­ნე­ბი ბო­ლოს არ მო­უ­ღე­ბენ, თა­ვის უაზ­რო ქმე­დე­ბებს არ შე­წყვეტს... მას უკ­რა­ი­ნა­ზე რა პო­ლი­ტი­კუ­რი ჩა­ნა­ფიქ­რიც ჰქონ­და, არ გა­მო­უ­ვი­და და ახლა ეც­დე­ბა ძა­ლე­ბი მო­ი­ზი­დოს, დიდი და­ნა­კარ­გი რომ ჰქონ­დათ, შე­ავ­სოს და გა­აგ­რძე­ლოს შე­ტე­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

თუ გონ­ზე არ მო­ვი­და, ეს შე­ტე­ვე­ბი დიდი ხანი გაგ­რძელ­დე­ბა, გა­და­ვა სა­ერ­თო სა­ჯა­რი­სო ოპე­რა­ცი­ა­ში, რო­მელ­საც ქა­ლა­ქე­ბის დან­გრე­ვა, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ხოც­ვა მოჰ­ყვე­ბა. კაც­მა არ იცის კი­დევ რა პრო­ვო­კა­ცი­ებ­ზე, შან­ტაჟ­ზე წავა... შე­იძ­ლე­ბა შან­ტა­ჟი და­ი­წყოს ქი­მი­უ­რი ია­რა­ღით, ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღით, მის­გან ყვე­ლა­ფე­რი მო­სა­ლოდ­ნე­ლია!

რე­ა­ლუ­რად უკ­რა­ი­ნა­ში თითო-ორო­ლა ვი­ყა­ვით, ვინც აქა­უ­რებს ვაფრ­თხი­ლებ­დით, რომ რუ­სე­ბის­გან გან­სა­კუთ­რე­ბით პუ­ტი­ნის­გან, ყვე­ლა­ფე­რი მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. არ გვი­ჯე­რებ­დნენ, ამ­ბობ­დნენ მოძ­მე ერია, რუ­სე­ბი მა­გას არ იზა­მენ, ვერ გა­ბე­და­ვე­ნო... ბოლო დღემ­დე ასე ეგო­ნათ, მაგ­რამ ვნა­ხეთ რომ გა­ბე­დეს. ბო­ლოს უკვე თა­რი­ღიც ვი­ცო­დით, რო­დის და­ი­წყე­ბო­და...

- დღეს მა­მა­ცი უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხით ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლია...

- მე არ ვარ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, რად­გან ამ ხალ­ხს დიდი ხა­ნია ვიც­ნობ. რამ­დე­ნი­მე წელი სა­ელ­ჩო­ში ვი­მუ­შა­ვე, 2007 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი აქ გახ­ლა­ვართ. ამ ხალ­ხს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და მენ­ტა­ლუ­რად ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ... რა­ღაც ეტაპ­ზე უკ­რა­ი­ნე­ლებს რუ­სებ­თან ლო­ი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, მაგ­რამ შემ­დეგ რუ­სე­ბის ქმე­დე­ბე­ბის გამო ეს ლო­ი­ა­ლო­ბა და­ი­კარ­გა. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი უფრო პრო­ევ­რო­პუ­ლი, პრო­და­სავ­ლუ­რი გახ­დნენ, უფრო პროგ­რე­სუ­ლე­ბი არი­ან და მგო­ნია, რომ ეს ვერ აპა­ტია პუ­ტინ­მა უკ­რა­ი­ნას, რომ მათ და­სავ­ლე­თი რომ არ­ჩი­ეს...

ამ კაცს ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი აქვს, ში­ზოფ­რე­ნი­კი გახ­და... გე­ტყვით რომ მისი ქმე­დე­ბე­ბი არა­ნა­ირ ნორ­მა­ლუ­რის გო­ნე­ბა­ში არ ეტე­ვა. რა­საც იგი აკე­თებს და ახორ­ცი­ე­ლებს, შემ­დეგ და შემ­დეგ ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯით, უფრო ღრმად ამ­ტკი­ცებს ამ ეჭვს...

- ვინ­მეს წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ ომი ამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბო­და?

- რუ­სეთს ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა... მათ ეგო­ნათ -5-6 დღე­ში და­ამ­თავ­რებ­დნენ... 24 თე­ბერ­ვალს და­ი­წყეს და გრძელ­დე­ბა, უზარ­მა­ზა­რი მსხვერ­პლი აქვთ, ათი ათა­სი რუსი ჯა­რის­კა­ცია და­ღუ­პუ­ლი... ის ვინც დამ­პყრო­ბე­ლია, უნდა ეს­მო­დეს, რომ ერი თუ გა­ერ­თი­ან­და, მას ომს ვერ მო­უ­გებ! უკ­რა­ი­ნა დიდი ერია, გა­ერ­თი­ა­ნე­ბის იდე­ო­ლო­გია გა­აჩ­ნი­ათ, ბევ­რად უკე­თე­სად არი­ან მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი... ეს არ ყო­ფი­ლა შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვი ანექ­სი­ის მცდე­ლო­ბა, შეჭ­რა იყო სხვის ქვე­ყა­ნა­ში და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის იდე­ო­ლო­გი­აა სი­მარ­თლე, არა იმა­თი ვინც ოკუ­პან­ტე­ბი არი­ან! ვერ მო­ი­გე­ბენ ამ ომს ვე­რა­ნა­ი­რად, ყვე­ლა გოჯი მი­წის საფ­ლა­ვად ექ­ნე­ბათ გახ­დი­ლი! მე ვხე­დავ რო­გორ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან, რო­გორ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწე­ვენ!

ივა­ნა კლიმ­პუ­ში-ცინ­ცა­ძე:

- რა გაძ­ლევთ დღეს ამ ძა­ლას, მთე­ლი ქვე­ყა­ნა იყოთ ასე მედგრად, შე­უ­პოვ­რად...

- უკ­რა­ი­ნელ­მა ხალ­ხმა 2014 წელს ნათ­ლად აირ­ჩია თა­ვი­ან­თი ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი. მა­შინ უკვე გა­ვი­აზ­რეთ, რომ ომში ვი­ყა­ვით რუ­სეთ­თან, უბ­რა­ლოდ ახლა სხვა მას­შტა­ბე­ბია... ასე რომ უკ­რა­ი­ნელ­მა ხალ­ხმა მას შემ­დეგ აღიდ­გი­ნა ღირ­სე­ბა, იწა­მა რომ შე­უძ­ლია ისე გან­ვი­თარ­დეს, რო­გორც თა­ვად გა­და­წყვეტს. სწო­რედ ესაა, რა­მაც დღეს ასე გაგ­ვამ­თლი­ა­ნა. სწო­რედ ამი­ტომ უდ­გე­ბი­ან უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ტან­კებს წინ შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით, ამი­ტომ ვე­ო­მე­ბით რუ­სე­თის ოკუ­პანტ ტე­რო­რის­ტულ არ­მი­ას.

- თქვენ ხომ გჯე­რათ, რომ უკ­რა­ი­ნა აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს?

- არ არ­სე­ბობს ზუს­ტი პა­სუ­ხი იმა­ზე, უკ­რა­ი­ნა წა­ა­გებს თუ მო­ი­გებს... ერ­თა­დერ­თი კი­თხვაა, რამ­დე­ნი და­ნა­კარ­გი გვექ­ნე­ბა... გა­მარ­ჯვე­ბა არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი მხო­ლოდ ჩვენს სი­მა­მა­ცე­ზე, ასე­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლია მთელ მსოფ­ლი­ო­ზე, რამ­დე­ნად სწრა­ფად და ეფექ­ტუ­რად დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან. რამ­დე­ნად მოგ­ვა­მა­რა­გე­ბენ სა­ჭი­რო ნივ­თე­ბით, რო­გო­რი­ცაა - ია­რა­ღი, ტან­კე­ბი, თვითმფრი­ნა­ვე­ბი, აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თე­ბი ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად ტყვი­ა­გა­უმ­ტა­რი ჟი­ლე­ტი და ასე შემ­დეგ... მად­ლო­ბე­ლი ვართ რაც მი­ვი­ღეთ, მაგ­რამ გვჭირ­დე­ბა უფრო მეტი. სა­ერ­თო ჯამ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი რამ­დე­ნად სწრა­ფად და ეფექ­ტუ­რად მო­ა­მა­რა­გებს მსოფ­ლიო უკ­რა­ი­ნას და რამ­დე­ნად მკაცრ სან­ქცი­ებს და­ა­წე­სე­ბენ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. ასე­ვე იმ ქვეყ­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რა, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ და ევ­რო­კავ­ში­რის­კენ მი­ის­წრაფ­ვი­ან. მთა­ვა­რია მათი ხედ­ვაც ასე­თი­ვე იყოს.

- უკ­რა­ი­ნა ნა­ტოს სთხოვს ცის ჩა­კეტ­ვას, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით უარს იღებს...

- ჩვენ ვხე­დავთ, რომ ეს ჯერ­ჯე­რო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და, რად­გან, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეგ ნიშ­ნავს ომს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ... ჯერ კი­დევ არ არის გა­აზ­რე­ბუ­ლი, რომ ეს ომი არ არის ექ­სკლუ­ზი­უ­რად უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, არა­მედ ომი სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს წი­ნა­აღ­მდე­გაა.

- რას იტყო­დით უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის შე­სა­ხებ?

- ახლა ის იქ­ცე­ვა რო­გორც უკ­რა­ი­ნე­ლი ერის ჭეშ­მა­რი­ტი ლი­დე­რი, ის ძლი­ე­რი ფი­გუ­რაა. თუმ­ცა რო­დე­საც ომი დამ­თავ­რდე­ბა, ვფიქ­რობ, მას­თან მა­ინც გაჩ­ნდე­ბა შე­კი­თხვე­ბი მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის პირ­ვე­ლი სამი წლის თა­ო­ბა­ზე... მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა ერ­თად ვმუ­შა­ობთ, ვდგა­ვართ პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად ქვეყ­ნის და­სა­ცა­ვად.

ივა­ნა კლიმ­პუ­ში და ალექ­სეი გონ­ჩა­რენ­კო

- სა­ქარ­თვე­ლო­ზე რას იტყო­დით?

- სა­ქარ­თვე­ლო ჩემი სუ­ლის და გუ­ლის ნა­წი­ლია! ჩემი შვი­ლე­ბი ნა­ხევ­რად ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან. ჩემს ქმარს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარი არ უთ­ქვამს ამ­დე­ნი წლის მან­ძილ­ზე, რაც უკ­რა­ი­ნა­ში ვცხოვ­რობთ. რე­ა­ლუ­რად, ჩემი დიდი ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­შია. ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბიც და მე­გობ­რე­ბიც ბევ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან... უკ­რა­ი­ნა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს ქარ­თვე­ლე­ბი­სად­მი და ვა­ფა­სებთ, რა­საც აკე­თე­ბენ ჩვენ­თვის სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში. ყვე­ლა მხარ­და­ჭე­რა გვახ­სოვს და ხალ­ხის მად­ლი­ე­რი ვართ.

არ­ჩილ ცინ­ცა­ძე და ივა­ნა კლიმ­პუ­ში შვი­ლებ­თან ერ­თად

- სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ზე რას იტყო­დით?

- დღეს მსოფ­ლიო რუ­სეთს ქმე­დე­ბე­ბის გამო შავ-თეთრ ფე­რებ­ში გა­მო­ი­ხა­ტა. ქვე­ყა­ნა რო­მელ­საც ევ­რო­პულ ოჯახ­ში ყოფ­ნა­ზე და და­სავ­ლურ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე აქვს პრე­ტენ­ზია, უფრო მკვეთ­რად უნდა გა­მო­ხა­ტავ­დეს თა­ვის პო­ზი­ცი­ას. სა­ქარ­თვე­ლო არ არის იმ ქვეყ­ნე­ბის რი­ცხვში, ვი­საც არ შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
0

ინტერნაციონალურ ორგანიზაციებში დღეს საქართველოს ხელისუფლება მონაწილეობს და რუსების პირდაპირ ხმას მათ წინააღმდეგ აძლევენ. საქართველოს მთავრობამ ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა და კიდევ როგორ გამოხატოს ამ ქალბატონმა რომ დაინახოს ?????!!!!

ავთო
6

ნაცებს გივია თარგამაძის თამადობით ძალიან დიდი ბიზნესები აქვთ უკრაინაში

ავტორი:

"ჩემი შვილები ნახევრად ქართველები არიან... ეს ქვეყანა ჩემი გულის ნაწილია!" - რადას დეპუტატისა და მისი ქართველი მეუღლის ინტერვიუ ომზე, უკრაინასა და ოჯახზე

"ჩემი შვილები ნახევრად ქართველები არიან... ეს ქვეყანა ჩემი გულის ნაწილია!" - რადას დეპუტატისა და მისი ქართველი მეუღლის ინტერვიუ ომზე, უკრაინასა და ოჯახზე

24 თებერვლიდან მთელი მსოფლიოს ყურადღება რუსეთ-უკრაინის ომისკენ არის მიმართული და ჯერ კიდევ გაურკვეველია უკრაინის ბედი. AMBEBI.GE უკრაინაში მცხოვრებ ქართველ სამხედრო პირს არჩილ ცინცაძეს და მის მეუღლეს, უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, "ვერხოვნა რადას" დეპუტატს უკრაინის ყოფილ ვიცე-პრემიერს ევროინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძეს ესაუბრა:

- ბატონო არჩილ, სამხედრო პირი ბრძანდებით... როგორია თქვენი მოლოდინი?

- დიახ... საქართველოს თავდაცვის ატაშე გახლდით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბატალიონის მეთაური...სამწუხაროდ ეს ყველაფერი გარკვეული პერიოდი გაგრძელდება, რადგან მოგეხსენებათ, კრემლში გიჟი ზის, რომელიც გონზე აღარ არის და რაღაც სისულელეებს სჩადის, რომელსაც საზღვარი არ უჩანს! სანამ ეს კაცი იქ იქნება და თავისიანები ბოლოს არ მოუღებენ, თავის უაზრო ქმედებებს არ შეწყვეტს... მას უკრაინაზე რა პოლიტიკური ჩანაფიქრიც ჰქონდა, არ გამოუვიდა და ახლა ეცდება ძალები მოიზიდოს, დიდი დანაკარგი რომ ჰქონდათ, შეავსოს და გააგრძელოს შეტევების განხორციელება.

თუ გონზე არ მოვიდა, ეს შეტევები დიდი ხანი გაგრძელდება, გადავა საერთო საჯარისო ოპერაციაში, რომელსაც ქალაქების დანგრევა, მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა მოჰყვება. კაცმა არ იცის კიდევ რა პროვოკაციებზე, შანტაჟზე წავა... შეიძლება შანტაჟი დაიწყოს ქიმიური იარაღით, ბირთვული იარაღით, მისგან ყველაფერი მოსალოდნელია!

რეალურად უკრაინაში თითო-ოროლა ვიყავით, ვინც აქაურებს ვაფრთხილებდით, რომ რუსებისგან განსაკუთრებით პუტინისგან, ყველაფერი მოსალოდნელი იყო. არ გვიჯერებდნენ, ამბობდნენ მოძმე ერია, რუსები მაგას არ იზამენ, ვერ გაბედავენო... ბოლო დღემდე ასე ეგონათ, მაგრამ ვნახეთ რომ გაბედეს. ბოლოს უკვე თარიღიც ვიცოდით, როდის დაიწყებოდა...

- დღეს მამაცი უკრაინელი ხალხით ყველა გაოცებულია...

- მე არ ვარ გაკვირვებული, რადგან ამ ხალხს დიდი ხანია ვიცნობ. რამდენიმე წელი საელჩოში ვიმუშავე, 2007 წლიდან მოყოლებული აქ გახლავართ. ამ ხალხს ფსიქოლოგიურად და მენტალურად ძალიან კარგად ვიცნობ... რაღაც ეტაპზე უკრაინელებს რუსებთან ლოიალური ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ რუსების ქმედებების გამო ეს ლოიალობა დაიკარგა. უკრაინელები უფრო პროევროპული, პროდასავლური გახდნენ, უფრო პროგრესულები არიან და მგონია, რომ ეს ვერ აპატია პუტინმა უკრაინას, რომ მათ დასავლეთი რომ არჩიეს...

ამ კაცს ჰალუცინაციები აქვს, შიზოფრენიკი გახდა... გეტყვით რომ მისი ქმედებები არანაირ ნორმალურის გონებაში არ ეტევა. რასაც იგი აკეთებს და ახორციელებს, შემდეგ და შემდეგ ყოველი ნაბიჯით, უფრო ღრმად ამტკიცებს ამ ეჭვს...

- ვინმეს წარმოედგინა, რომ ომი ამდენ ხანს გაგრძელდებოდა?

- რუსეთს ვერ წარმოედგინა... მათ ეგონათ -5-6 დღეში დაამთავრებდნენ... 24 თებერვალს დაიწყეს და გრძელდება, უზარმაზარი მსხვერპლი აქვთ, ათი ათასი რუსი ჯარისკაცია დაღუპული... ის ვინც დამპყრობელია, უნდა ესმოდეს, რომ ერი თუ გაერთიანდა, მას ომს ვერ მოუგებ! უკრაინა დიდი ერია, გაერთიანების იდეოლოგია გააჩნიათ, ბევრად უკეთესად არიან მომზადებულები... ეს არ ყოფილა შიდა პოლიტიკური გადატრიალების მცდელობა, ფაქტობრივი ანექსიის მცდელობა, შეჭრა იყო სხვის ქვეყანაში და უკრაინელების იდეოლოგიაა სიმართლე, არა იმათი ვინც ოკუპანტები არიან! ვერ მოიგებენ ამ ომს ვერანაირად, ყველა გოჯი მიწის საფლავად ექნებათ გახდილი! მე ვხედავ როგორ მობილიზებული არიან, როგორ წინააღმდეგობას უწევენ!

ივანა კლიმპუში-ცინცაძე:

- რა გაძლევთ დღეს ამ ძალას, მთელი ქვეყანა იყოთ ასე მედგრად, შეუპოვრად...

- უკრაინელმა ხალხმა 2014 წელს ნათლად აირჩია თავიანთი ევროპული მომავალი. მაშინ უკვე გავიაზრეთ, რომ ომში ვიყავით რუსეთთან, უბრალოდ ახლა სხვა მასშტაბებია... ასე რომ უკრაინელმა ხალხმა მას შემდეგ აღიდგინა ღირსება, იწამა რომ შეუძლია ისე განვითარდეს, როგორც თავად გადაწყვეტს. სწორედ ესაა, რამაც დღეს ასე გაგვამთლიანა. სწორედ ამიტომ უდგებიან უკრაინელები ტანკებს წინ შიშველი ხელებით, ამიტომ ვეომებით რუსეთის ოკუპანტ ტერორისტულ არმიას.

- თქვენ ხომ გჯერათ, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს?

- არ არსებობს ზუსტი პასუხი იმაზე, უკრაინა წააგებს თუ მოიგებს... ერთადერთი კითხვაა, რამდენი დანაკარგი გვექნება... გამარჯვება არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენს სიმამაცეზე, ასევე დამოკიდებულია მთელ მსოფლიოზე, რამდენად სწრაფად და ეფექტურად დაგვეხმარებიან. რამდენად მოგვამარაგებენ საჭირო ნივთებით, როგორიცაა - იარაღი, ტანკები, თვითმფრინავები, აუცილებელი ნივთები ჯარისკაცებისთვის, როგორიცაა მაგალითად ტყვიაგაუმტარი ჟილეტი და ასე შემდეგ... მადლობელი ვართ რაც მივიღეთ, მაგრამ გვჭირდება უფრო მეტი. საერთო ჯამში ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად და ეფექტურად მოამარაგებს მსოფლიო უკრაინას და რამდენად მკაცრ სანქციებს დააწესებენ რუსეთის წინააღმდეგ. ასევე იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც თავისუფლებისკენ და ევროკავშირისკენ მიისწრაფვიან. მთავარია მათი ხედვაც ასეთივე იყოს.

- უკრაინა ნატოს სთხოვს ცის ჩაკეტვას, მაგრამ ჯერჯერობით უარს იღებს...

- ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ჯერჯერობით შეუძლებელი გახდა, რადგან, სავარაუდოდ, ეგ ნიშნავს ომს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ... ჯერ კიდევ არ არის გააზრებული, რომ ეს ომი არ არის ექსკლუზიურად უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ომი სრულიად თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგაა.

- რას იტყოდით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ?

- ახლა ის იქცევა როგორც უკრაინელი ერის ჭეშმარიტი ლიდერი, ის ძლიერი ფიგურაა. თუმცა როდესაც ომი დამთავრდება, ვფიქრობ, მასთან მაინც გაჩნდება შეკითხვები მისი პრეზიდენტობის პირველი სამი წლის თაობაზე... მაგრამ ამ ეტაპზე ყველა ერთად ვმუშაობთ, ვდგავართ პრეზიდენტთან ერთად ქვეყნის დასაცავად.

ივანა კლიმპუში და ალექსეი გონჩარენკო

- საქართველოზე რას იტყოდით?

- საქართველო ჩემი სულის და გულის ნაწილია! ჩემი შვილები ნახევრად ქართველები არიან. ჩემს ქმარს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ უთქვამს ამდენი წლის მანძილზე, რაც უკრაინაში ვცხოვრობთ. რეალურად, ჩემი დიდი ოჯახი საქართველოშია. ჩემი ნათესავებიც და მეგობრებიც ბევრი საქართველოში არიან... უკრაინაში განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ქართველებისადმი და ვაფასებთ, რასაც აკეთებენ ჩვენთვის სხვადასხვა ინტერნაციონალურ ორგანიზაციებში. ყველა მხარდაჭერა გვახსოვს და ხალხის მადლიერი ვართ.

არჩილ ცინცაძე და ივანა კლიმპუში შვილებთან ერთად

- საქართველოს მთავრობაზე რას იტყოდით?

- დღეს მსოფლიო რუსეთს ქმედებების გამო შავ-თეთრ ფერებში გამოიხატა. ქვეყანა რომელსაც ევროპულ ოჯახში ყოფნაზე და დასავლურ ფასეულობებზე აქვს პრეტენზია, უფრო მკვეთრად უნდა გამოხატავდეს თავის პოზიციას. საქართველო არ არის იმ ქვეყნების რიცხვში, ვისაც არ შეეხება უკრაინაში მოვლენების განვითარება.