მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასევე იბლოკებოდა თავის დროზე პრეზიდენტ მარგველაშვილის ვიზიტებიც, მას ხან მოწვევასაც უმალავდნენ" - "ოცნების" შერისხული პრეზიდენტები: დაარღვია თუ არა კონსტიტუცია სალომე ზურაბიშვილმა?
"ასევე იბლოკებოდა თავის დროზე პრეზიდენტ მარგველაშვილის ვიზიტებიც, მას ხან მოწვევასაც უმალავდნენ" - "ოცნების" შერისხული პრეზიდენტები: დაარღვია თუ არა კონსტიტუცია სალომე ზურაბიშვილმა?
  • ფო­ტო­ზე: გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, 2018 წელი

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წლი­ურ მოხ­სე­ნე­ბას "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით უპა­სუ­ხა. მმარ­თვე­ლი პარ­ტია პრე­ზი­დენტს აკ­რი­ტი­კებს ვე­რო­პულ ვი­ზი­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და აღ­ნიშ­ნავს, რომ ის კონ­სტი­ტუ­ცი­ის მიღ­მა მოქ­მე­დებ­და და ამა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­გი­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მე­ტიც, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლით სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­საც მი­მარ­თავს. რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში იკ­ვე­თე­ბა პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა, რაც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მხრი­დან და­დას­ტუ­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს. მათ შო­რის, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სუ­ლი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტმა მთავ­რო­ბის მიერ წარ­დგე­ნი­ლი ელ­ჩის, თუ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის და­ნიშ­ვნა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, რაც სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას უხე­შად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს და პირ­ველ რიგ­ში, უმაღ­ლეს პო­ლი­ტი­კურ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, გვე­ვა­ლე­ბა, რომ პა­ტი­ვი ვცეთ და და­ვიც­ვათ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთა­ვა­რი კა­ნო­ნი ანუ კონ­სტი­ტუ­ცია - სამ­წუ­ხა­როდ, უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი არის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნი­ლი,- ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თუ­ლი პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი

მან­ვე გან­მარ­ტა, რა­ტომ ეთ­ქვა წე­რი­ლო­ბით უარი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს უცხო­ეთ­ში ვი­ზი­ტებ­ზე. "სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია გან­მარ­ტავს, რომ ნე­ბის­მი­ერ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ვალ­დე­ბუ­ლია, სა­კი­თხი შე­ა­თან­ხმოს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან, მთავ­რო­ბა გას­ცემს თან­ხმო­ბას ან უარს, ნე­ბის­მი­ე­რი სა­გა­რეო ვი­ზი­ტის და­გეგ­მვის და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროს. რო­დე­საც ასე­თი რთუ­ლი პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­გი­ონ­ში, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ომია უკ­რი­ა­ნა­ში, მთავ­რო­ბის თი­თო­ე­ულ წევ­რს და მეც მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, მთა­ვარ­სარ­და­ლი უნდა იყოს და ყო­ფი­ლი­ყო ქვე­ყა­ნა­ში, ეს იყო ჩვე­ნი მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი და მო­ტი­ვა­ცია, რომ უარი გვეთ­ქვა მის ვი­ზიტ­ზე. აქვე და­ვა­მა­ტებ, რომ ისევ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას გან­სა­ზღვრავს სა­ქა­რათ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი და აღას­რუ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა. პრე­ზი­დენ­ტის ნე­ბის­მი­ე­რი ვი­ზი­ტი კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით უნდა თან­ხმდე­ბო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან, აქ ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტატს, "ლე­ლოს“ პო­ლი­ტი­კურ მდი­ვანს სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილს მი­აჩ­ნია, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის­თვის მზა­დე­ბა და­ა­ა­ნონ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას უთხრა, რომ ზე­ლენ­სკის მხარ­და­ჭე­რი­სა და სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის გამო, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ შე­ვიწ­რო­ე­ბას იწყებს.

ასევე დაგაინტერესებთ
12:15 / 15-03-2022

"აშკარაა, რომ მისი სურვილია კონსტიტუციის მიღმა იმოქმედოს" - "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლას ვრცელი განცხადებით ეხმაურება

12:29 / 15-03-2022

საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

13:12 / 15-03-2022

"მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი და მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო საქართველოში" - როგორ განმარტა ღარიბაშვილმა პრეზიდენტისთვის ევროპაში ვიზიტების დაბლოკვა?

14:04 / 15-03-2022

"ქართულმა ოცნებამ“ კუდიანებზე ნადირობის ახალი სეზონი გახსნა - მთავარ კუდიანად გამოცხადებულია სალომე ზურაბიშვილი"- რომან გოცირიძე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გან­ცხა­დე­ბას "ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი“ IDFI გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის შე­ფა­სე­ბი­თაც, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია არ და­ურ­ღვე­ვია.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტში, 2020 წლის 14 მარ­ტი

რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, პრე­ზი­დენ­ტის მიერ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვის თა­ო­ბა­ზე გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი მოკ­ლე­ბუ­ლია სა­მარ­თლებ­რივ სა­ფუძ­ველს. "სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 49-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი არის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი, ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­რან­ტი, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში პრე­ზი­დენ­ტის კომ­პე­ტენ­ცია შე­ზღუ­დუ­ლია და ძი­რი­თა­დად მთავ­რო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ნე­ბის­მი­ე­რი მოქ­მე­დე­ბა/უმოქ­მე­დო­ბა, რო­მე­ლიც გავ­ლე­ნას ახ­დენს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ზე, სა­ჭი­რო­ებს მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბას.

მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე პრე­ზი­დენ­ტი ვერ და­დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, ვერ ისარ­გებ­ლებს ხმის უფ­ლე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნო­ებ­ში, თუმ­ცა, მას რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო მე­თა­ურს, არ ეკ­რძა­ლე­ბა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვა ქვეყ­ნის შიგ­ნით ან ქვეყ­ნის გა­რეთ, გან­სა­კუთ­რე­ბით არა­ფორ­მა­ლუ­რი ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­დად­გმუ­ლი ყვე­ლა ნა­ბი­ჯი ვერ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ნე­ბა­ზე და ვერც სა­გა­რო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბად ჩა­ით­ვლე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი არ იყო ფორ­მა­ლუ­რი, ამ შეხ­ვედ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არ წარ­მო­უშ­ვია რა­ი­მე სა­ხის ახა­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. ამა­ვე დროს, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი, მე­ტიც, ვალ­დე­ბუ­ლიც კია სა­კუ­თა­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში მი­ი­ღოს ყვე­ლა ზომა ევ­რო­პის კავ­შირ­სა და ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ში­ნა­არ­სობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი და ქმე­დე­ბე­ბი არ გას­ცდე­ნია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მო­თხოვ­ნებს. მე­ტიც პრე­ზი­დენ­ტის ამ­გვა­რი ქმე­დე­ბე­ბი, შეგ­ვიძ­ლია სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის პირ­და­პირ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბად უნდა გან­ვი­ხი­ლოთ“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

პო­ლი­ტო­ლო­გი თენ­გიზ ფხა­ლა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ პრე­ზი­დენ­ტი მისი თა­მა­მი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის­თვის ის­ჯე­ბა ისე­ვე, რო­გორც ეს პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და. მისი თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ მი­უ­ღე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის გას­ვლა პარ­ტი­უ­ლი კონ­ტრო­ლი­დან და პი­რი­ქით, მმარ­თველ გუნდს მი­უ­თი­თებს კონ­სტი­ტუ­ცი­ის წა­კი­თხვა-გა­გე­ბის­კენ.

თენ­გიზ ფხა­ლა­ძე

"გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დე ჟა­ვუს შეგ­რძნე­ბა მაქვს, იმი­ტომ, რომ ანა­ლო­გი­უ­რი ამ­ბე­ბი ხდე­ბო­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“, სამ­წუ­ხა­როდ, მი­უ­ღე­ბე­ლია, პრე­ზი­დენ­ტი, თუ ის მარ­თლა და­მო­უ­კი­დე­ბელ ნა­ბი­ჯებს დგამს. და­მო­უ­კი­დე­ბელ­ში ვგუ­ლის­ხმობ იმას, რო­გო­რიც რე­ა­ლუ­რად უნდა იყოს პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი, ანუ არა­პარ­ტი­უ­ლი. რო­დე­საც მი­ი­ღე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არა პარ­ტი­ის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან, არა­მედ სა­ერ­თო ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ვინ­მეს თუ კონ­სტი­ტუ­ცი­ის წა­კი­თხვა და გა­გე­ბა სჭირ­დე­ბა, პირ­ველ რიგ­ში ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ვინც კონ­სტი­ტუ­ცი­ას ძა­ლი­ან ვიწ­რო სა­მარ­თლებ­რივ პრიზ­მა­ში უყუ­რე­ბენ და პო­ლი­ტი­კუ­რი კომ­პო­ნენ­ტი სა­ერ­თოდ გა­მორ­ჩე­ნი­ლი აქვთ. ისი­ნი ვერ ხე­და­ვენ ან არ უნ­დათ, რომ და­ი­ნა­ხონ და ცდი­ლო­ბენ, კონ­სტი­ტუ­ცია სა­კუ­თარ თავ­ზე მო­ირ­გონ. ისი­ნი სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით ჭრი­ან და კე­რა­ვენ კონ­სტი­ტუ­ცი­ას - ესაა პრობ­ლე­მა. მე­ო­რე და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ისაა, რომ ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, ამ სა­ხელ­მწი­ფო­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღე­ბა პარ­ტი­ის პო­ლიტ­საბ­ჭო­ზე და არა იქ, სა­დაც უნდა მი­ი­ღე­ბო­დეს. მერე მთა­ვა­რო­ბა და პარ­ლა­მენ­ტი უბ­რა­ლოდ, ტექ­ნი­კურ აღმსრუ­ლებ­ლად გა­მო­დის, ესაა უბე­დუ­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ნა­ბი­ჯებს, მას ცხა­დია, რომ უკ­რა­ი­ნის დრო­ე­ბით რწმუ­ნე­ბულ­თან ერ­თად სა­კა­ნონ­მდებ­ლო დარ­ბაზ­ში შეს­ვლა არ აპა­ტი­ეს, არ აპა­ტი­ეს მისი თა­მა­მი გან­ცხა­დე­ბე­ბი, იმ მარ­თლაც გა­საკ­რი­ტი­კე­ბე­ლი ქმე­დე­ბე­ბის და გან­ცხა­დე­ბე­ბის კრი­ტი­კა. ამ ყვე­ლა­ფერს მოჰ­ყვა ის, რა­შიც ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბო­და, ამი­ტომ ვთქვი, დე ჟა­ვუს შეგ­რძნე­ბა მაქვს-მეთ­ქი, სწო­რედ ასე იბ­ლო­კე­ბო­და თა­ვის დრო­ზე პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ვი­ზი­ტე­ბი, ოღონდ, იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ მას ხან მოწ­ვე­ვა­საც უმა­ლავ­დნენ. ამ შემ­თხვე­ვა­ში წე­რი­ლო­ბი­თი უარი ყო­ფი­ლა, ანუ ფაქ­ტე­ბის და­დე­ბას ერი­დე­ბოდ­ნენ. ასე რომ, ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა გვაქვს, რაც ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან ცუ­დია. ის, რომ პრე­ზი­დენ­ტი თა­ვის აზრს აფიქ­სი­რებს, ვი­ზი­ტი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რია, ან მხარ­და­ჭე­რას გა­მო­ხა­ტავს უკ­რა­ი­ნის მი­მართ, ეს არ არის კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რომ ვი­ზი­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­ჩე­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვად ჩა­ით­ვა­ლოს? სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა და­სას­ვე­ნებ­ლად, ის იყო უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს დე­და­ქა­ლა­ქებ­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს დროს და აკე­თებ­და მნიშ­ვნე­ლო­ვან გან­ცხა­დე­ბებს. გული იმა­ზე მწყდე­ბა, რომ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი 4 წლის მერე მიხ­ვდა, რომ პრე­ზი­დენ­ტია და და­ი­წყო ქმე­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­დან­ვე უნდა და­ე­წყო. ის ის­ჯე­ბა სწო­რედ მა­შინ, რო­დე­საც და­ი­წყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა. ასე რომ, პრობ­ლე­მა სხვა რა­მე­შია - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ მი­უ­ღე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის გას­ვლა პარ­ტი­უ­ლი კონ­ტრო­ლი­დან, ესაა მთა­ვა­რი. რა შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა მის­მა ვი­ზი­ტებ­მაო, მდი­ნა­რა­ძე რომ ამ­ბობს, ეს კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს იმას, რომ მათ სა­ერ­თოდ არ აქვთ წარ­მოდ­გე­ნა, რა არის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა და რო­გორ იზო­მე­ბა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის შე­დე­გი. სამ­წუ­ხა­რო ისაა, რომ იმ ხალ­ხს აქვს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­სა­ზღვრა, რო­მელ­საც ამა­ზე წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, ისე­ვე, რო­გორც დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა უკ­რა­ი­ნის ელჩთან მი­მარ­თე­ბა­ში - მდი­ნა­რა­ძეს წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, რა გან­სხვა­ვე­ბაა ქვეყ­ნი­დან ელ­ჩის გა­მოწ­ვე­ვა­სა და ქვე­ყა­ნა­ში მის ფი­ზი­კუ­რად და­ტო­ვე­ბა­ში. როცა ადა­მი­ა­ნებს ეს ანა-ბანა არ ეს­მით და ისი­ნი აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, მერე არ უნდა გაგ­ვიკ­ვირ­დეს შეც­დო­მე­ბის მთე­ლი კას­კა­დი. და­ა­ნონ­სა თუ არა მთავ­რო­ბამ პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის მზა­დე­ბა, ეს არ ვიცი, მაგ­რამ ვიცი, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თეს. ამით ისი­ნი მხო­ლოდ და მხო­ლოდ ამ­ძი­მე­ბენ სა­კუ­თარ მდგო­მა­რე­ო­ბას. ისი­ნი თუ მარ­თლა აპი­რე­ბენ ამ სა­კი­თხის ასე გაგ­რძე­ლე­ბას, ეს არა­ნა­ი­რად არც ქვე­ყა­ნას წა­ად­გე­ბა და არც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, - აცხა­დებს თენ­გიზ ფხა­ლა­ძე.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბენდუქა
0

აუფ ეხლა კუმ გამოყო თავი ესეთ მდგომარეობაშია პლასტელინიჩი )))))

otari
0

ეს პრეზიდენტები ადრე თუ გვიან ყველა ურევს, მაგრამ მარგველაშვილი სულ თავიდან ბოლომდე ურევდა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ასევე იბლოკებოდა თავის დროზე პრეზიდენტ მარგველაშვილის ვიზიტებიც, მას ხან მოწვევასაც უმალავდნენ" - "ოცნების" შერისხული პრეზიდენტები: დაარღვია თუ არა კონსტიტუცია სალომე ზურაბიშვილმა?

"ასევე იბლოკებოდა თავის დროზე პრეზიდენტ მარგველაშვილის ვიზიტებიც, მას ხან მოწვევასაც უმალავდნენ" - "ოცნების" შერისხული პრეზიდენტები: დაარღვია თუ არა კონსტიტუცია სალომე ზურაბიშვილმა?
  • ფოტოზე: გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, 2018 წელი

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წლიურ მოხსენებას "ქართულმა ოცნებამ“ კრიტიკული განცხადებებით უპასუხა. მმართველი პარტია პრეზიდენტს აკრიტიკებს ვეროპულ ვიზიტებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ის კონსტიტუციის მიღმა მოქმედებდა და ამაზე პოლიტიკური რეაგირება აუცილებელია. მეტიც, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართავს. როგორც "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესში იკვეთება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან დადასტურებას საჭიროებს. მათ შორის, მმართველი პარტიის ინფორმაციით, გასული ერთი წლის განმავლობაში იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის, თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება.

"საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პირველ რიგში, უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, გვევალება, რომ პატივი ვცეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი ანუ კონსტიტუცია - სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

მანვე განმარტა, რატომ ეთქვა წერილობით უარი საქართველოს პრეზიდენტს უცხოეთში ვიზიტებზე. "საქართველოს კონსტიტუცია განმარტავს, რომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია, საკითხი შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან, მთავრობა გასცემს თანხმობას ან უარს, ნებისმიერი საგარეო ვიზიტის დაგეგმვის და განხორციელების დროს. როდესაც ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომია უკრიანაში, მთავრობის თითოეულ წევრს და მეც მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა იყოს და ყოფილიყო ქვეყანაში, ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი და მოტივაცია, რომ უარი გვეთქვა მის ვიზიტზე. აქვე დავამატებ, რომ ისევ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქარათველოს პარლამენტი და აღასრულებს საქართველოს მთავრობა. პრეზიდენტის ნებისმიერი ვიზიტი კონსტიტუციის მიხედვით უნდა თანხმდებოდეს საქართველოს მთავრობასთან, აქ ყველაფერი ნათელია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პარლამენტის დეპუტატს, "ლელოს“ პოლიტიკურ მდივანს სალომე სამადაშვილს მიაჩნია, რომ "ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის მზადება დააანონსა და საზოგადოებას უთხრა, რომ ზელენსკის მხარდაჭერისა და საკუთარი პოზიციების დაფიქსირების გამო, სალომე ზურაბიშვილის კონსტიტუციურ შევიწროებას იწყებს.

"ქართული ოცნების“ განცხადებას "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ IDFI გამოეხმაურა, რომლის შეფასებითაც, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუცია არ დაურღვევია.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში, 2020 წლის 14 მარტი

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე გაჟღერებული ბრალდებები მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. "საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის კომპეტენცია შეზღუდულია და ძირითადად მთავრობასთან შეთანხმებით ხორციელდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი მოქმედება/უმოქმედობა, რომელიც გავლენას ახდენს საგარეო პოლიტიკაზე, საჭიროებს მთავრობის თანხმობას.

მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტი ვერ დადებს საერთაშორისო ხელშეკრულებას, ვერ ისარგებლებს ხმის უფლებით საერთაშორისო ორგანოებში, თუმცა, მას როგორც სახელმწიფო მეთაურს, არ ეკრძალება საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციების გამოხატვა ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებით არაფორმალური ვიზიტის ფარგლებში. უფრო კონკრეტულად, საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით პრეზიდენტის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ვერ იქნება დამოკიდებული საქართველოს მთავრობის ნებაზე და ვერც საგარო პოლიტიკის განხორციელებად ჩაითვლება. საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჩატარებული შეხვედრები არ იყო ფორმალური, ამ შეხვედრებს საქართველოსთვის არ წარმოუშვია რაიმე სახის ახალი ვალდებულება. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილი, მეტიც, ვალდებულიც კია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. შინაარსობრივი თვალსაზრისით საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოში თუ საზღვარგარეთ გაკეთებული განცხადებები და ქმედებები არ გასცდენია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. მეტიც პრეზიდენტის ამგვარი ქმედებები, შეგვიძლია სახელმწიფოს მეთაურის პირდაპირ კონსტიტუციურ ვალდებულებად უნდა განვიხილოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

პოლიტოლოგი თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი მისი თამამი და დამოუკიდებელი ნაბიჯებისთვის ისჯება ისევე, როგორც ეს პრეზიდენტ მარგველაშვილის შემთხვევაში მოხდა. მისი თქმით, "ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია ადამიანის გასვლა პარტიული კონტროლიდან და პირიქით, მმართველ გუნდს მიუთითებს კონსტიტუციის წაკითხვა-გაგებისკენ.

თენგიზ ფხალაძე

"გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვეულებრივი დე ჟავუს შეგრძნება მაქვს, იმიტომ, რომ ანალოგიური ამბები ხდებოდა გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. "ქართული ოცნებისთვის“, სამწუხაროდ, მიუღებელია, პრეზიდენტი, თუ ის მართლა დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამს. დამოუკიდებელში ვგულისხმობ იმას, როგორიც რეალურად უნდა იყოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, ანუ არაპარტიული. როდესაც მიიღება გადაწყვეტილებები არა პარტიის ინტერესებიდან, არამედ საერთო ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ვინმეს თუ კონსტიტუციის წაკითხვა და გაგება სჭირდება, პირველ რიგში ის ადამიანები არიან, ვინც კონსტიტუციას ძალიან ვიწრო სამართლებრივ პრიზმაში უყურებენ და პოლიტიკური კომპონენტი საერთოდ გამორჩენილი აქვთ. ისინი ვერ ხედავენ ან არ უნდათ, რომ დაინახონ და ცდილობენ, კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგონ. ისინი საკუთარი გემოვნების მიხედვით ჭრიან და კერავენ კონსტიტუციას - ესაა პრობლემა. მეორე და ყველაზე მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, ამ სახელმწიფოში გადაწყვეტილებები მიიღება პარტიის პოლიტსაბჭოზე და არა იქ, სადაც უნდა მიიღებოდეს. მერე მთავარობა და პარლამენტი უბრალოდ, ტექნიკურ აღმსრულებლად გამოდის, ესაა უბედურება.

რაც შეეხება პრეზიდენტის ნაბიჯებს, მას ცხადია, რომ უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად საკანონმდებლო დარბაზში შესვლა არ აპატიეს, არ აპატიეს მისი თამამი განცხადებები, იმ მართლაც გასაკრიტიკებელი ქმედებების და განცხადებების კრიტიკა. ამ ყველაფერს მოჰყვა ის, რაშიც ეჭვიც არ მეპარებოდა, ამიტომ ვთქვი, დე ჟავუს შეგრძნება მაქვს-მეთქი, სწორედ ასე იბლოკებოდა თავის დროზე პრეზიდენტ მარგველაშვილის ვიზიტები, ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ მას ხან მოწვევასაც უმალავდნენ. ამ შემთხვევაში წერილობითი უარი ყოფილა, ანუ ფაქტების დადებას ერიდებოდნენ. ასე რომ, ეს მოცემულობა გვაქვს, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. ის, რომ პრეზიდენტი თავის აზრს აფიქსირებს, ვიზიტი არაოფიციალურია, ან მხარდაჭერას გამოხატავს უკრაინის მიმართ, ეს არ არის კონსტიტუციის დარღვევა. როგორ შეიძლება, რომ ვიზიტები, რომლებიც ამ კრიტიკულ მომენტში საქართველოს წარმოჩენას ემსახურებოდა, კონსტიტუციის დარღვევად ჩაითვალოს? სალომე ზურაბიშვილი არ ყოფილა დასასვენებლად, ის იყო უმნიშვნელოვანეს დედაქალაქებში უმნიშვნელოვანეს დროს და აკეთებდა მნიშვნელოვან განცხადებებს. გული იმაზე მწყდება, რომ ზურაბიშვილი 4 წლის მერე მიხვდა, რომ პრეზიდენტია და დაიწყო ქმედებები, რომლებიც თავიდანვე უნდა დაეწყო. ის ისჯება სწორედ მაშინ, როდესაც დაიწყო დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა. ასე რომ, პრობლემა სხვა რამეშია - "ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია ადამიანის გასვლა პარტიული კონტროლიდან, ესაა მთავარი. რა შედეგი მოიტანა მისმა ვიზიტებმაო, მდინარაძე რომ ამბობს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათ საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა, რა არის საგარეო პოლიტიკა და როგორ იზომება საგარეო პოლიტიკის შედეგი. სამწუხარო ისაა, რომ იმ ხალხს აქვს ჩაბარებული ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა, რომელსაც ამაზე წარმოდგენა არ აქვს, ისევე, როგორც დღევანდელი განცხადება უკრაინის ელჩთან მიმართებაში - მდინარაძეს წარმოდგენა არ აქვს, რა განსხვავებაა ქვეყნიდან ელჩის გამოწვევასა და ქვეყანაში მის ფიზიკურად დატოვებაში. როცა ადამიანებს ეს ანა-ბანა არ ესმით და ისინი აღმოჩნდებიან თანამდებობაზე, მერე არ უნდა გაგვიკვირდეს შეცდომების მთელი კასკადი. დაანონსა თუ არა მთავრობამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მზადება, ეს არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს. ამით ისინი მხოლოდ და მხოლოდ ამძიმებენ საკუთარ მდგომარეობას. ისინი თუ მართლა აპირებენ ამ საკითხის ასე გაგრძელებას, ეს არანაირად არც ქვეყანას წაადგება და არც "ქართულ ოცნებას“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

იხილეთ ასევე: