უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ომისგან განადგურებული ქუჩები, სახლები, დანგრეული ინფრასტრუქტურა ჩანს.
ზელენსკი წერს, რომ უკრაინელები ყველაფერს აღადგენენ და მთელ ძალისხმევას ომისგან განადგურებულის ახლიდან აშენებაში ჩადებენ.
“ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს, ყველა ქალაქის ყველა ქუჩას, ყველა ბინას. მთელ ჩვენს ძალისხმევას ამისკენ მივმართავთ, ამისკენ მივმართავთ მსოფლიოს ყველანაირ დახმარებას და ჩვენ უკვე ვაყალიბებთ შესაბამის ფონდებს“, - წერს ზელენსკი.
თუ ისე მოხდება რომ ომს წააგებს რუსეთი კარგი იქნება თუკი მას ჩამოართვან გაზი ნავთობი და ასე შემდეგ. გააკულაკონ მისივე მეთდებით ამერიკა ევროპამ და დაურიგონ ღარიბ სახელმწიფოებს ეს სიმდიდრე. მაშინ დავიჯერებ სამართ₾იანობას.
ამ სურათებს კი არ უნდა აქვეყნებდეს, უნდა მალავდეს, ან თავს უნდა იკლავდეს, ვისი ბრალია ეს ყველაფერი. "გენერალსიმუსმა" არ იცოდა, რაც მოხდებოდა? მაგრამ წაქეზებამ ასე იცის. ახალგაზრდობის ბრალია. არ დაბლოკოთ.