აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას თანაშემწედ 19 წლის სტუდენტი, ედგარ გვაზავა დაინიშნა.
აფხაზეთის ე.წ. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, გვაზავა არის მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის დსთ-ს კლუბის კოორდინატორი.
მათივე ინფორმაციით, გვაზავა კოორდინაციას გაუწევს აფხაზეთის ახალგაზრდული მხარდაჭერის ცენტრის, ":აფხაზეთის მომავლის, რუსეთში საქმიანობას, რომელიც რუსეთში აფხაზეთის ე.წ. საელჩოს ბაზაზე იქნება.
წყარო: ekhokavkaza.com
საწყალი ბავშვი, რა უნდა ამ სიბინძურეში
გვაზავების გვარი მარტვილის რაიონის სოფ. ნაგვაზაოდანაა.ეტყობა აფხაზობა თანამდებობაა.