საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი სქემაა - ადამიანი სადღაც მიჰყავთ, სკამზე სვამენ და ეუბნებიან - აღიარებ და ითანამშრომლებ - მიიღებ შინაპატიმრობას... არ აღიარებ - მიიღებ 15-წლიან სასჯელს" - მარინა ოვსიანიკოვას ადვოკატი
"ასეთი სქემაა - ადამიანი სადღაც მიჰყავთ, სკამზე სვამენ და ეუბნებიან - აღიარებ და ითანამშრომლებ - მიიღებ შინაპატიმრობას... არ აღიარებ -  მიიღებ 15-წლიან სასჯელს" -  მარინა ოვსიანიკოვას ადვოკატი

"ოვ­სი­ა­ნი­კო­ვას მი­მართ წი­ნა­სა­გა­მო­ძი­ე­ბო შე­მოწ­მე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის "პირ­ვე­ლი არ­ხის“ რე­დაქ­ტო­რის, მა­რი­ნა ოვ­სი­ა­ნი­კო­ვას ად­ვო­კა­ტი და­ნი­ილ ბერ­მა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ეს ინ­ფორ­მა­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­როს­გან არ დას­ტურ­დე­ბა. ბერ­მა­ნი ასე­ვე აცხა­დებს, რომ მას მა­რი­ნა ოვ­სი­ა­ნი­კო­ვას­თან კავ­შირ­ზე გას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამ დრომ­დე არ აქვს.

ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ მას­სა და მოს­კო­ვის ად­ვო­კატ­თა პა­ლა­ტის წარ­მო­მად­გე­ნელს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი შედ­გა, სა­დაც ის მო­ი­თხოვ­და, რომ ოვ­სი­ა­ნი­კო­ვას­თვის სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან და­ნიშ­ნუ­ლი ად­ვო­კა­ტი არ გა­მო­ე­ყოთ, რა­ზეც შე­უ­სა­ბა­მო პა­სუ­ხი მი­ი­ღო.

"რო­გორც დი­ლით დავ­წე­რე, მა­რი­ნა ოვ­სი­ა­ნი­კო­ვას მი­მართ წი­ნა­სა­გა­მო­ძი­ე­ბო შე­მოწ­მე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ეს ინ­ფორ­მა­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ დას­ტურ­დე­ბა. დი­ლით სას­წრა­ფო წე­სით დავ­რე­კე მოს­კო­ვის ად­ვო­კატ­თა პა­ლა­ტა­ში, რათა მათ და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნათ, რომ ად­ვო­კა­ტი შე­თან­ხმე­ბუ­ლია და მათ რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­ში ად­ვო­კატ­ზე მო­თხოვ­ნა არ გა­ეგ­ზავ­ნათ. ამის თა­ო­ბა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი დი­ა­ლო­გი შედ­გა ჩემ­სა და უც­ნობ ქალს შო­რის.

- (მე) შუ­ა­დღე მშვი­დო­ბი­სა, ად­ვო­კა­ტი ვარ. გთხოვთ, და­ა­ფიქ­სი­როთ, რომ მო­ქა­ლა­ქეს ჰყავს შე­თან­ხმე­ბუ­ლი ად­ვო­კა­ტი და და­ნიშ­ნუ­ლი ად­ვო­კა­ტი აღარ გა­მო­აგ­ზავ­ნონ!

- (ის) რა­ტომ? ეს თქვენ უნდა შე­ა­ტყო­ბი­ნოთ გა­მომ­ძი­ე­ბელს!

- (მე) გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი არ გვიშ­ვებს და არც შეგ­ვიშ­ვებს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, შემ­დეგ კი და­ა­ჭერს ღი­ლაკს და ად­გილ­ზე მივა და­ნიშ­ნუ­ლი ად­ვო­კა­ტი!

- (ის) არა, ეს ინ­ფორ­მა­ცია უნდა შე­ა­ტყო­ბი­ნოთ გა­მომ­ძი­ე­ბელს და და­ნიშ­ნუ­ლი ად­ვო­კა­ტი აღარ შევა საქ­მე­ში - მას სტა­ტუსს ჩა­მო­არ­თმე­ვენ!

- (მე) და­ნიშ­ნუ­ლი ად­ვო­კა­ტის­თვის სუ­ლერ­თია! ის გა­მომ­ძი­ებ­ლის მო­თხოვ­ნა­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა და მორ­ჩე­ბა.

- (ის) რას ამ­ბობთ? ნუ იფიქ­რებთ ასე ცუ­დად და­ნიშ­ნულ ად­ვო­კა­ტებ­ზე...

შემ­დეგ ყურ­მი­ლი გავ­თი­შე... სირ­ცხვი­ლია!“, - წერს და­ნი­ილ ბერ­მა­ნი.

და­კა­ვე­ბუ­ლი რე­დაქ­ტო­რის ად­ვო­კა­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი­დევ ერთ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­ში ვიმ­ყო­ფე­ბი, არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მა­რი­ნა რო­მე­ლი­ღაც რა­ი­ო­ნულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ჰყავთ" - წერს ბერ­მა­ნი.

ად­ვო­კა­ტის თქმით, რუ­სეთ­ში მოქ­მე­დებს სქე­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ბრალ­დე­ბუ­ლი ად­ვო­კა­ტის გა­რე­შე მიჰ­ყავთ და­კი­თხვა­ზე და აშან­ტა­ჟე­ბენ.

"მო­ვე­დი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­ში. დი­დად აქაც ვე­რა­ფერს გა­არ­კვევ. არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის შე­იძ­ლე­ბა წა­ეყ­ვა­ნათ რო­მე­ლი­მე რა­ი­ო­ნულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. გა­მო­დის, რომ მა­რი­ნა შე­იძ­ლე­ბა იყოს ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას - წადი და ეძე­ბე.

ასე­თი სქე­მაა - ადა­მი­ა­ნი სა­დღაც მიჰ­ყავთ, ად­ვო­კა­ტის გა­რე­შე სკამ­ზე სვა­მენ და ეუბ­ნე­ბი­ან - აღი­ა­რებ და ითა­ნამ­შრომ­ლებ - მი­ი­ღებ ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბას და პი­რო­ბით სას­ჯელს. არ აღი­ა­რებ - აღ­მოჩ­ნდე­ბი ცი­ხე­ში და მი­ი­ღებ 15-წლი­ან სას­ჯელს.

ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­მარ­თლის დარ­გის ცოდ­ნა და ად­ვო­კა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის პრაქ­ტი­კა არ აქვს, სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და აღი­ა­რე­ბა აირ­ჩი­ოს. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვინ­მეს გამ­ტყუ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა? სას­წორ­ზე ხომ არა 15 დღე, არა­მედ 15 წელი დევს.

სხვა­თა შო­რის, "ნა­ცის­ტურ“ უკ­რა­ი­ნა­ში, სწო­რედ იქ, სა­დაც "ბან­დერო­ვე­ლე­ბი“ არი­ან, არის ასე­თი "მკაც­რად ფა­შის­ტუ­რი“ რამ - სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა სა­ჯა­რო რე­ესტრი. თუ საქ­მე აღიძ­რა, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რე­ესტრში იწე­რე­ბა და არ არის სა­ჭი­რო მთელ ქა­ლაქ­ში ენა­გად­მოგ­დე­ბულ­მა ირ­ბი­ნო და ეძე­ბო, რო­მელ გა­მომ­ძი­ე­ბელს უნდა ჰქონ­დეს ორ­დე­რი. მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლა­სათ­ვის ღიაა.

ოვ­სი­ა­ნი­კო­ვას მა­გა­ლით­ზე აშ­კა­რად ჩანს რუ­სეთ­ში ყვე­ლა სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის პრო­ცე­დუ­რა­თა ხვრე­ლი და არა­ლე­გა­ლუ­რი ბუ­ნე­ბა“, - წერს ბერ­მა­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, მა­რი­ნა ოვ­სი­ა­ნი­კო­ვა რუ­სე­თის "პირ­ველ არ­ხის“ გა­და­ცე­მა "ვრე­მი­ას“ პირ­და­პირ ეთერ­ში ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ბა­ნე­რით ხელ­ში გა­მოჩ­ნდა, რი­თაც უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი და "პირ­ვე­ლი არ­ხის“ კრემ­ლის­ტუ­რი პრო­პა­გან­და გა­აკ­რი­ტი­კა, რის გა­მოც ის ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ასეთი სქემაა - ადამიანი სადღაც მიჰყავთ, სკამზე სვამენ და ეუბნებიან - აღიარებ და ითანამშრომლებ - მიიღებ შინაპატიმრობას... არ აღიარებ - მიიღებ 15-წლიან სასჯელს" - მარინა ოვსიანიკოვას ადვოკატი

"ასეთი სქემაა - ადამიანი სადღაც მიჰყავთ, სკამზე სვამენ და ეუბნებიან - აღიარებ და ითანამშრომლებ - მიიღებ შინაპატიმრობას... არ აღიარებ -  მიიღებ 15-წლიან სასჯელს" -  მარინა ოვსიანიკოვას ადვოკატი

"ოვსიანიკოვას მიმართ წინასაგამოძიებო შემოწმება მიმდინარეობს" - ამის შესახებ რუსეთის "პირველი არხის“ რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას ადვოკატი დანიილ ბერმანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მან აღნიშნა, ეს ინფორმაცია ოფიციალური წყაროსგან არ დასტურდება. ბერმანი ასევე აცხადებს, რომ მას მარინა ოვსიანიკოვასთან კავშირზე გასვლის შესაძლებლობა ამ დრომდე არ აქვს.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ მასსა და მოსკოვის ადვოკატთა პალატის წარმომადგენელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც ის მოითხოვდა, რომ ოვსიანიკოვასთვის სახელმწიფოს მხრიდან დანიშნული ადვოკატი არ გამოეყოთ, რაზეც შეუსაბამო პასუხი მიიღო.

"როგორც დილით დავწერე, მარინა ოვსიანიკოვას მიმართ წინასაგამოძიებო შემოწმება მიმდინარეობს. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება. დილით სასწრაფო წესით დავრეკე მოსკოვის ადვოკატთა პალატაში, რათა მათ დაეფიქსირებინათ, რომ ადვოკატი შეთანხმებულია და მათ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ადვოკატზე მოთხოვნა არ გაეგზავნათ. ამის თაობაზე დაახლოებით ასეთი დიალოგი შედგა ჩემსა და უცნობ ქალს შორის.

- (მე) შუადღე მშვიდობისა, ადვოკატი ვარ. გთხოვთ, დააფიქსიროთ, რომ მოქალაქეს ჰყავს შეთანხმებული ადვოკატი და დანიშნული ადვოკატი აღარ გამოაგზავნონ!

- (ის) რატომ? ეს თქვენ უნდა შეატყობინოთ გამომძიებელს!

- (მე) გამომძიებელი არ გვიშვებს და არც შეგვიშვებს განყოფილებაში, შემდეგ კი დააჭერს ღილაკს და ადგილზე მივა დანიშნული ადვოკატი!

- (ის) არა, ეს ინფორმაცია უნდა შეატყობინოთ გამომძიებელს და დანიშნული ადვოკატი აღარ შევა საქმეში - მას სტატუსს ჩამოართმევენ!

- (მე) დანიშნული ადვოკატისთვის სულერთია! ის გამომძიებლის მოთხოვნაზე გამოჩნდება და მორჩება.

- (ის) რას ამბობთ? ნუ იფიქრებთ ასე ცუდად დანიშნულ ადვოკატებზე...

შემდეგ ყურმილი გავთიშე... სირცხვილია!“, - წერს დანიილ ბერმანი.

დაკავებული რედაქტორის ადვოკატი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს.

"საგამოძიებო კომიტეტში ვიმყოფები, არსებობს ინფორმაცია, რომ მარინა რომელიღაც რაიონულ განყოფილებაში ჰყავთ" - წერს ბერმანი.

ადვოკატის თქმით, რუსეთში მოქმედებს სქემა, რომლის მიხედვითაც ბრალდებული ადვოკატის გარეშე მიჰყავთ დაკითხვაზე და აშანტაჟებენ.

"მოვედი საგამოძიებო კომიტეტში. დიდად აქაც ვერაფერს გაარკვევ. არსებობს ინფორმაცია, რომ ის შეიძლება წაეყვანათ რომელიმე რაიონულ განყოფილებაში. გამოდის, რომ მარინა შეიძლება იყოს ნებისმიერ ადგილას - წადი და ეძებე.

ასეთი სქემაა - ადამიანი სადღაც მიჰყავთ, ადვოკატის გარეშე სკამზე სვამენ და ეუბნებიან - აღიარებ და ითანამშრომლებ - მიიღებ შინაპატიმრობას და პირობით სასჯელს. არ აღიარებ - აღმოჩნდები ციხეში და მიიღებ 15-წლიან სასჯელს.

ადამიანი, რომელსაც სამართლის დარგის ცოდნა და ადვოკატის გამოყენების პრაქტიკა არ აქვს, სავსებით შესაძლებელია, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობა და აღიარება აირჩიოს. ასეთ სიტუაციაში ვინმეს გამტყუნება შეიძლება? სასწორზე ხომ არა 15 დღე, არამედ 15 წელი დევს.

სხვათა შორის, "ნაცისტურ“ უკრაინაში, სწორედ იქ, სადაც "ბანდეროველები“ არიან, არის ასეთი "მკაცრად ფაშისტური“ რამ - სისხლის სამართლის საქმეთა საჯარო რეესტრი. თუ საქმე აღიძრა, ამის შესახებ ინფორმაცია რეესტრში იწერება და არ არის საჭირო მთელ ქალაქში ენაგადმოგდებულმა ირბინო და ეძებო, რომელ გამომძიებელს უნდა ჰქონდეს ორდერი. მის შესახებ ინფორმაცია ყველასათვის ღიაა.

ოვსიანიკოვას მაგალითზე აშკარად ჩანს რუსეთში ყველა სისხლისსამართლებრივი დევნის პროცედურათა ხვრელი და არალეგალური ბუნება“, - წერს ბერმანი.

შეგახსენებთ, მარინა ოვსიანიკოვა რუსეთის "პირველ არხის“ გადაცემა "ვრემიას“ პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო ბანერით ხელში გამოჩნდა, რითაც უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებები და "პირველი არხის“ კრემლისტური პროპაგანდა გააკრიტიკა, რის გამოც ის ადგილზევე დააკავეს.