სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინს ისე გაუჭირდა, რომ ამერიკისთვის 'შემონახულ“ სტრატეგიულ ფრთოსან რაკეტებს უკრაინას "ახარჯავს“?!
პუტინს ისე გაუჭირდა, რომ ამერიკისთვის 'შემონახულ“ სტრატეგიულ ფრთოსან რაკეტებს უკრაინას "ახარჯავს“?!
  • "არ­სე­ნა­ლი" - ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

იცით, პუ­ტი­ნი კი­დევ რითი წა­ა­გავს ჰიტ­ლერს, გარ­და იმი­სა, რომ ბლიცკ­რი­გი ჩა­ე­შა­ლა?

ისე­ვე რო­გორც გა­ჭირ­ვე­ბულ­მა ჰიტ­ლერ­მა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ბო­ლოს­კენ ლონ­დო­ნის, პა­რი­ზის, ან­ტვერ­პე­ნის თუ ბრი­უ­სე­ლის და­ბომბვა და­ი­წყო იმ დრო­ის­თვის ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე „ვუნ­დერ­ვა­ფე­ე­ბით“ („შუ­რის­ძი­ე­ბის ია­რა­ღი“) - ფრთო­სა­ნი „ფაუ-1“ და ბა­ლის­ტი­კუ­რი „ფაუ-2“ რა­კე­ტე­ბით, პუ­ტინ­მაც აე­რო­ბა­ლის­ტი­კუ­რი „ის­კან­დერე­ბი­თა“ და ფრთო­სა­ნი „კა­ლიბ­რე­ბით“ და­წყე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქე­ბის და­ბომბვა სტრა­ტე­გი­უ­ლი ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბით გა­აგ­რძე­ლა...

13 მარტს, დი­ლა­უ­თე­ნია, უკ­რა­ი­ნა­ში, ქა­ლაქ ლვოვ­თან, რუ­სულ­მა რა­კე­ტებ­მა იე­რი­ში „მშვი­დო­ბის დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრზე“ მი­ი­ტა­ნეს, რა­საც მსხვერ­პლი მოჰ­ყვა...

იმის ფონ­ზე, რო­დე­სა­აც ალ­ყა­ში მოქ­ცე­ულ მა­რი­უ­პოლს მტე­რი და­უნ­დობ­ლად ანად­გუ­რებს, ბომ­ბავს ხარ­კოვს, დნიპ­რო­სა თუ ჩერ­ნი­გოვს, ლვოვ­თან, ია­ვო­როვ­სკის პო­ლი­გო­ნის და­ბომბვა შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მო­ჩან­დეს, მაგ­რამ ეს ასე არ არის სამი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზის გამო.

პირ­ვე­ლი - ია­ვო­როვ­სკის პო­ლი­გონ­ზე ბოლო წლე­ბია ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს „მშვი­დო­ბის დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრი“, სა­დაც უცხო­ე­ლი ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო­ებს ამ­ზა­დე­ბენ და რუ­სუ­ლი სა­რა­კე­ტო დარ­ტყმის შე­დე­გად და­ღუ­პულ 35 და დაჭ­რილ 134 ადა­მი­ან­ში ნა­ტოს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მიერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მოგ­ზავ­ნი­ლი სამ­ხედ­რო ჩი­ნოს­ნე­ბი და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან უკ­რა­ი­ნის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­სუ­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბიც შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ.

მე­ო­რე - ლვო­ვის სი­ახ­ლო­ვეს და­ბომბვა ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თი მზა­დაა სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბი მი­ა­ყე­ნოს ნა­ტოს იმ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კო­ლო­ნებს, რომ­ლებ­საც ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო სა­ჭურ­ვე­ლი გად­მო­აქვთ და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში პო­ლო­ნე­თი­დან.

მე­სა­მე და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - რუ­სუ­ლი სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა მოხ­და უკ­რა­ი­ნა-პო­ლო­ნე­თის სა­ზღვრი­დან სულ რა­ღაც 25 კმ-ში, ანუ უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ, რუ­სეთ­მა პირ­ვე­ლად და­ბომ­ბა უშუ­ა­ლოდ ნა­ტოს აღ­მო­სავ­ლეთ სა­ზღვრის სი­ახ­ლო­ვეს... გა­აგ­რძლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
asd
2

ქიზიყში კარგი მწვადი იციან! სამნწვადესაც ვერ გაქაჩავ, წალამი მაინც შეაგროვე! კახელებს ნამუსი დიდად უღირთ,შენ სად გაიზარდე?????

123
78

აშშ-ს მიერ დაფინანსებული სტატია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

პუტინს ისე გაუჭირდა, რომ ამერიკისთვის 'შემონახულ“ სტრატეგიულ ფრთოსან რაკეტებს უკრაინას "ახარჯავს“?!

პუტინს ისე გაუჭირდა, რომ ამერიკისთვის 'შემონახულ“ სტრატეგიულ ფრთოსან რაკეტებს უკრაინას "ახარჯავს“?!
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

იცით, პუტინი კიდევ რითი წააგავს ჰიტლერს, გარდა იმისა, რომ ბლიცკრიგი ჩაეშალა?

ისევე როგორც გაჭირვებულმა ჰიტლერმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოსკენ ლონდონის, პარიზის, ანტვერპენის თუ ბრიუსელის დაბომბვა დაიწყო იმ დროისთვის ულტრათანამედროვე „ვუნდერვაფეებით“ („შურისძიების იარაღი“) - ფრთოსანი „ფაუ-1“ და ბალისტიკური „ფაუ-2“ რაკეტებით, პუტინმაც აერობალისტიკური „ისკანდერებითა“ და ფრთოსანი „კალიბრებით“ დაწყებული უკრაინის ქალაქების დაბომბვა სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტებით გააგრძელა...

13 მარტს, დილაუთენია, უკრაინაში, ქალაქ ლვოვთან, რუსულმა რაკეტებმა იერიში „მშვიდობის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე“ მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა...

იმის ფონზე, როდესააც ალყაში მოქცეულ მარიუპოლს მტერი დაუნდობლად ანადგურებს, ბომბავს ხარკოვს, დნიპროსა თუ ჩერნიგოვს, ლვოვთან, იავოროვსკის პოლიგონის დაბომბვა შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვნად მოჩანდეს, მაგრამ ეს ასე არ არის სამი ძირითადი მიზეზის გამო.

პირველი - იავოროვსკის პოლიგონზე ბოლო წლებია ფუნქციონირებს „მშვიდობის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრი“, სადაც უცხოელი ინსტრუქტორები უკრაინელ სამხედროებს ამზადებენ და რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულ 35 და დაჭრილ 134 ადამიანში ნატოს წევრი ქვეყნების მიერ ოფიციალურად გამოგზავნილი სამხედრო ჩინოსნები და სხვადასხვა ქვეყნებიდან უკრაინის დასახმარებლად ჩასული მოხალისეებიც შეიძლება იყვნენ.

მეორე - ლვოვის სიახლოვეს დაბომბვა ნიშნავს, რომ რუსეთი მზადაა საჰაერო დარტყმები მიაყენოს ნატოს იმ საავტომობილო კოლონებს, რომლებსაც იარაღი და საბრძოლო საჭურველი გადმოაქვთ დასავლეთ უკრაინაში პოლონეთიდან.

მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი - რუსული სარაკეტო თავდასხმა მოხდა უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან სულ რაღაც 25 კმ-ში, ანუ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა პირველად დაბომბა უშუალოდ ნატოს აღმოსავლეთ საზღვრის სიახლოვეს... გააგრძლეთ კითხვა