პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვიქცეთ თუ პროფესიის შეცვლა გვინდა? – HR პროფესიონალის რჩევები
როგორ მოვიქცეთ თუ პროფესიის შეცვლა გვინდა? – HR პროფესიონალის რჩევები

იმ საქ­მი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი და ინ­ტე­რე­სი, რა­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ვა­კე­თებთ, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ნა­პი­რო­ბებს ჩვენს პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბას და აი­სა­ხე­ბა ჩვენს მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე. თუ ვფიქ­რობთ, რომ რე­ა­ლუ­რად, იმის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის სფე­რო გვაქვს, რა­საც ახლა ვა­კე­თებთ და პრო­ფე­სი­ის შეც­ვლა სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი უნდა გა­ვი­ა­როთ.

პა­ლიტ­რა ჰოლ­დინ­გის ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის დი­რექ­ტო­რი თე­ო­ნა კუ­პა­ტა­ძე გან­მარ­ტავს, რომ პრაქ­ტი­კა­ში მსგავ­სი შემ­თხვე­ვა არა­ერ­თხელ ჰქო­ნია და კან­დი­და­ტე­ბის მხრი­დან უნა­ხავს რო­გორც წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ისე არას­წო­რად და­გეგ­მი­ლი ნა­ბი­ჯე­ბიც. სწო­რედ ამი­ტომ HR პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გვი­ზი­ა­რებს რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, თუ პრო­ფე­სი­ის შეც­ვლა გვსურს.

რამ­დე­ნად ხში­რად გქო­ნი­ათ პრაქ­ტი­კა­ში შე­ხე­ბა ისეთ ადა­მი­ა­ნებ­თან, რო­მელ­თაც საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ პრო­ფე­სი­ის შეც­ვლა გა­და­წყვი­ტეს და რით არის ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი?

პრო­ფე­სი­ის შეც­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ მო­თხოვ­ნას უკავ­შირ­დე­ბა. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, და­საქ­მე­ბის ბა­ზა­რი გვკარ­ნა­ხობს, რო­მე­ლი პრო­ფე­სი­აა მო­თხოვ­ნა­დი და მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი, ადა­მი­ა­ნე­ბიც აღ­ნიშ­ნულ ტენ­დენ­ცი­ას მიჰ­ყვე­ბი­ან. პრო­ფე­სი­ის შეც­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც სწო­რედ ამის შე­სა­ბა­მი­სად იღე­ბენ.

არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი წყვე­ტენ, რომ ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბის დრო მო­ვი­და და პრო­ფე­სი­ას გვი­ან ასაკ­შიც იც­ვლი­ან. ჩემს პრაქ­ტი­კა­ში მსგავ­სი მა­გა­ლი­თი ახ­ლაც გვაქვს პა­ლიტ­რა ჰოლ­დინ­გის პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ა­შიც, რომ­ლის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ ბავ­შვო­ბის სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბა და ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა 40 წლის ასაკ­ში გა­და­წყვი­ტა.

რო­გორ ფიქ­რობთ, ეტა­პობ­რი­ვად უნდა შე­ვიც­ვა­ლოთ საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო თუ სჯობს ნელ-ნელა გა­და­ვა­წყოთ ცხოვ­რე­ბის სტი­ლი და რე­ჟი­მი?

მი­მაჩ­ნია, რომ საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­როს ეტა­პობ­რი­ვად შეც­ვლა უფრო მარ­თე­ბუ­ლია. პრო­ფე­სი­ის შეც­ვლამ­დე დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცესს: ადა­მი­ან­მა კარ­გად უნდა გა­ი­აზ­როს სა­კუ­თა­რი ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი, რომ­ლებ­საც პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გა­და­ი­ტანს, მეტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღოს პრო­ფე­სი­ა­ზე. ასე­ვე, კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­როს რო­მან­ტი­ზე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით, სა­სურ­ვე­ლია, წი­ნას­წარ მო­ის­მი­ნოს ვი­დეო გაკ­ვე­თი­ლე­ბი, და­ეს­წროს ხან­მოკ­ლე ტრე­ნინგსა თუ შეხ­ვედ­რას, რო­მელ­ზეც სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ პრო­ფე­სი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ გა­მოწ­ვე­ვებს.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ მო­დის შეს­წავ­ლი­სა და ახა­ლი უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის ეტა­პი, რის­თვი­საც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პირ­მა უნდა მო­ი­ძი­ოს გა­მოც­დი­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მენ­ტო­რი, კურ­სი, ტრე­ნინ­გი, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც საქ­მი­ა­ნო­ბის ახა­ლი სფე­როს შე­სა­ხებ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღებს და შე­სა­ბა­მის უნა­რებს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს.

რას უნდა მი­აქ­ციო ყუ­რა­დღე­ბა ახა­ლი პრო­ფე­სი­ის შერ­ჩე­ვი­სას და რამ­დე­ნად არ­სე­ბობს დღეს რე­სურ­სე­ბი, და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­ის­წავ­ლო ის?

პრო­ფე­სი­ის შეც­ვლი­სას თავ­და­პირ­ვე­ლად უნდა ვიზ­რუ­ნოთ სა­კუ­თარ თავ­ზე, სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებ­სა და უნარ-ჩვე­ვებ­ზე. პრო­ფე­სია ჩვე­ნი ძლი­ე­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის, ინ­ტე­რე­სის სფე­როს, უნა­რე­ბი­სა და სურ­ვი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა ავირ­ჩი­ოთ.

კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია საქ­მემ, რო­მელ­საც ვა­კე­თებთ, სი­ა­მოვ­ნე­ბა მოგ­ვა­ნი­ჭოს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­ნი შრო­მა ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა. თუკი ახა­ლი პრო­ფე­სია პი­როვ­ნე­ბის უნა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სი არ იქ­ნე­ბა, იგი მუდ­მი­ვი სტრე­სის მი­ზე­ზი გახ­დე­ბა, შე­საძ­ლოა, კვლავ ცვლი­ლე­ბე­ბი გახ­დეს სა­ჭი­რო და მთე­ლი ეს პრო­ცე­სი უსი­ა­მოვ­ნო გა­მოც­დი­ლე­ბად იქ­ცეს.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს ნე­ბის­მი­ერ პრო­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა. ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე გა­ჯე­რე­ბუ­ლია უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ი­და­ნაც შეგ­ვიძ­ლია სან­დო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ფილტროთ და ჩვენს სა­სი­კე­თოდ გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­ტერ­ნე­ტი რე­სურ­სე­ბით ასე­თი მდი­და­რია, ვფიქ­რობ, და­ხე­ლოვ­ნე­ბის ეტაპ­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მოც­დი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის ჩარ­თუ­ლო­ბაც, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის ხარ­ჯზე და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

რა იყო ერთ-ერთი ამ­გვა­რი კურ­სე­ბის - პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის - შექ­მნის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და რო­გორ მი­აღ­წი­ეთ მას? რა შე­დე­გე­ბი აქვთ დღეს კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვინც პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში პრო­ფე­სია შე­იც­ვა­ლა?

პა­ლიტ­რის პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ა­ში გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბის შექ­მნის იდეა პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა დამ­წყე­ბი კან­დი­და­ტე­ბის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად ამომ­წუ­რა­ვი ცოდ­ნის მი­ცე­მას. სწო­რედ ამი­ტომ დავ­ნერ­გეთ დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის მე­თო­დი, რო­მე­ლიც თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტებს თა­ნაბ­რად მო­ი­ცავს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­ა­ლურ ვი­თა­რე­ბებ­ში, ნამ­დვილ ქე­ი­სებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ჩვენს პარტნი­ორ მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში, იქ­ნე­ბა ეს ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი, რა­დიო პა­ლიტ­რა, პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი თუ სხვა.

და­ბო­ლოს, მა­ინც რამ­დე­ნად ოპ­ტი­მა­ლუ­რია მსგავ­სი კურ­სე­ბი­სა და პროგ­რა­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ახა­ლი პრო­ფე­სი­ის შე­სარ­ჩე­ვად?

თუ პრო­ფე­სი­ის შეც­ვლა ადა­მი­ა­ნის სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, მას თა­მა­მად ვურ­ჩევ, სცა­დოს პა­ლიტ­რის პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის კურ­სე­ბი. ამ­ჟა­მად ვუ­ძღვე­ბით მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კის გრძელ­ვა­დი­ან პროგ­რა­მას და მი­მაჩ­ნია, რომ ის და­დე­ბი­თი შე­დე­გი, რაც ჩვე­ნი კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მი­ი­ღეს, ჩვე­ნი კურ­სის ხა­რისხსა და ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს. სწო­რედ ეს არის მი­ზე­ზი, რის გა­მოც ჩვენს კურ­სებს თა­მა­მად ვუ­წევ რე­კო­მენ­და­ცი­ას.

პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბი მო­ი­ცავს პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის კომ­პო­ნენტს, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ მო­ნა­წი­ლეს შე­უძ­ლია, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­სინ­ჯოს, იქ­ნე­ბა ეს რა­დიო, ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი­კა, ინ­ტერ­ნეტ­მე­დია თუ სხვა. პრაქ­ტი­კუ­ლი კომ­პო­ნენ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი მო­ნა­წი­ლე თა­ვად ირ­ჩევს მი­მარ­თუ­ლე­ბას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­რა­მა მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­ღე­ბას და­ი­წყებს. მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მსგავ­სად, ისიც მო­ი­ცავს პრაქ­ტი­კულ ნა­წილს: ტე­ლე­ვი­ზია, სა­რეკ­ლა­მო მი­მარ­თუ­ლე­ბა, წარ­მო­ე­ბა, ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცია და ა. შ. თი­თო­ე­ულ გრძელ­ვა­დი­ან პროგ­რა­მას და­საქ­მე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აქვს: ჩვე­ნი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის 80% და­საქ­მე­ბუ­ლია პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და არა­მარ­ტო.

პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად გა­და­დით ბმულ­ზე.

ნინ
1

პროფესიის შეცვლაზე საუბრობს ქალი და სიტყვა განათლება, ან გადამზადება არ არის ნახსენები. პირველ რიგში თავი უნდა გადადო ორი წელი მაინც რომ სერიოზუალდ მოემზადო ახალ იპროფესიისთვის უნარ ჩვევების შესაძენად. აქ ყველაფერი მარტივად უნდათ. პური მეპურემ უნდა გამოაცხოს. მართ₾ა არაფერი გვეშველება ჯერ ჯერობით ასეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

როგორ მოვიქცეთ თუ პროფესიის შეცვლა გვინდა? – HR პროფესიონალის რჩევები

როგორ მოვიქცეთ თუ პროფესიის შეცვლა გვინდა? – HR პროფესიონალის რჩევები

იმ საქმისადმი სიყვარული და ინტერესი, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ, მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენს პროდუქტიულობას და აისახება ჩვენს მოტივაციაზე. თუ ვფიქრობთ, რომ რეალურად, იმისგან განსხვავებული ინტერესის სფერო გვაქვს, რასაც ახლა ვაკეთებთ და პროფესიის შეცვლა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მნიშვნელოვანი ეტაპი უნდა გავიაროთ.

პალიტრა ჰოლდინგის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და პრაქტიკული აკადემიის დირექტორი თეონა კუპატაძე განმარტავს, რომ პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა არაერთხელ ჰქონია და კანდიდატების მხრიდან უნახავს როგორც წარმატებული, ისე არასწორად დაგეგმილი ნაბიჯებიც. სწორედ ამიტომ HR პროფესიონალი გვიზიარებს რეკომენდაციებს, რა უნდა გავითვალისწინოთ, თუ პროფესიის შეცვლა გვსურს.

რამდენად ხშირად გქონიათ პრაქტიკაში შეხება ისეთ ადამიანებთან, რომელთაც საკმაოდ ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილების შემდეგ პროფესიის შეცვლა გადაწყვიტეს და რით არის ეს განპირობებული?

პროფესიის შეცვლის გადაწყვეტილება ხშირ შემთხვევაში დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნას უკავშირდება. უფრო კონკრეტულად, დასაქმების ბაზარი გვკარნახობს, რომელი პროფესიაა მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი, ადამიანებიც აღნიშნულ ტენდენციას მიჰყვებიან. პროფესიის შეცვლის გადაწყვეტილებაც სწორედ ამის შესაბამისად იღებენ.

არის შემთხვევები, როცა ადამიანები წყვეტენ, რომ ბავშვობის ოცნებების ასრულების დრო მოვიდა და პროფესიას გვიან ასაკშიც იცვლიან. ჩემს პრაქტიკაში მსგავსი მაგალითი ახლაც გვაქვს პალიტრა ჰოლდინგის პრაქტიკულ აკადემიაშიც, რომლის ერთ-ერთმა მონაწილემ ბავშვობის სურვილის ასრულება და ჟურნალისტობა 40 წლის ასაკში გადაწყვიტა.

როგორ ფიქრობთ, ეტაპობრივად უნდა შევიცვალოთ საქმიანობის სფერო თუ სჯობს ნელ-ნელა გადავაწყოთ ცხოვრების სტილი და რეჟიმი?

მიმაჩნია, რომ საქმიანობის სფეროს ეტაპობრივად შეცვლა უფრო მართებულია. პროფესიის შეცვლამდე დიდი მნიშვნელობა ენიჭება გადაწყვეტილების მიღების პროცესს: ადამიანმა კარგად უნდა გაიაზროს საკუთარი ძლიერი მხარეები, რომლებსაც პროფესიულ საქმიანობაში გადაიტანს, მეტი ინფორმაცია მიიღოს პროფესიაზე. ასევე, კონკრეტული საქმიანობის სფეროს რომანტიზების თავიდან არიდების მიზნით, სასურველია, წინასწარ მოისმინოს ვიდეო გაკვეთილები, დაესწროს ხანმოკლე ტრენინგსა თუ შეხვედრას, რომელზეც სფეროს წარმომადგენლები განიხილავენ პროფესიისთვის დამახასიათებელ გამოწვევებს.

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოდის შესწავლისა და ახალი უნარების გამომუშავების ეტაპი, რისთვისაც დაინტერესებულმა პირმა უნდა მოიძიოს გამოცდილი, პროფესიონალი მენტორი, კურსი, ტრენინგი, რომელთა მეშვეობითაც საქმიანობის ახალი სფეროს შესახებ საჭირო ინფორმაციას მიიღებს და შესაბამის უნარებს გამოიმუშავებს.

რას უნდა მიაქციო ყურადღება ახალი პროფესიის შერჩევისას და რამდენად არსებობს დღეს რესურსები, დამოუკიდებლად შეისწავლო ის?

პროფესიის შეცვლისას თავდაპირველად უნდა ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, საკუთარ ინტერესებსა და უნარ-ჩვევებზე. პროფესია ჩვენი ძლიერი მახასიათებლების, ინტერესის სფეროს, უნარებისა და სურვილების გათვალისწინებით უნდა ავირჩიოთ.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქმემ, რომელსაც ვაკეთებთ, სიამოვნება მოგვანიჭოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი შრომა ნაკლებად ეფექტიანი იქნება. თუკი ახალი პროფესია პიროვნების უნარების შესაბამისი არ იქნება, იგი მუდმივი სტრესის მიზეზი გახდება, შესაძლოა, კვლავ ცვლილებები გახდეს საჭირო და მთელი ეს პროცესი უსიამოვნო გამოცდილებად იქცეს.

საბედნიეროდ, დღეს ნებისმიერ პროფესიასთან დაკავშირებით არის შესაძლებელი ამომწურავი ინფორმაციის მიღება. ინტერნეტსივრცე გაჯერებულია უამრავი ინფორმაციით, საიდანაც შეგვიძლია სანდო და მნიშვნელოვანი გავფილტროთ და ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი რესურსებით ასეთი მდიდარია, ვფიქრობ, დახელოვნების ეტაპზე აუცილებელია გამოცდილი პროფესიონალის ჩართულობაც, რომელიც პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების ხარჯზე დაინტერესებულ პირს განვითარებაში დაეხმარება.

რა იყო ერთ-ერთი ამგვარი კურსების - პრაქტიკული აკადემიის - შექმნის მთავარი მიზანი და როგორ მიაღწიეთ მას? რა შედეგები აქვთ დღეს კურსდამთავრებულებს, განსაკუთრებით მათ, ვინც პროგრამის ფარგლებში პროფესია შეიცვალა?

პალიტრის პრაქტიკულ აკადემიაში გრძელვადიანი პროგრამების შექმნის იდეა პირდაპირ უკავშირდება დამწყები კანდიდატებისთვის მაქსიმალურად ამომწურავი ცოდნის მიცემას. სწორედ ამიტომ დავნერგეთ დუალური სწავლების მეთოდი, რომელიც თეორიული და პრაქტიკული სწავლების კომპონენტებს თანაბრად მოიცავს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრაქტიკული სწავლება მიმდინარეობს რეალურ ვითარებებში, ნამდვილ ქეისებზე დაყრდნობით, ჩვენს პარტნიორ მედია ორგანიზაციებში, იქნება ეს ინტერპრესნიუსი, რადიო პალიტრა, პალიტრანიუსი თუ სხვა.

დაბოლოს, მაინც რამდენად ოპტიმალურია მსგავსი კურსებისა და პროგრამების გამოყენება ახალი პროფესიის შესარჩევად?

თუ პროფესიის შეცვლა ადამიანის საბოლოო გადაწყვეტილებაა, მას თამამად ვურჩევ, სცადოს პალიტრის პრაქტიკული აკადემიის კურსები. ამჟამად ვუძღვებით მულტიმედია ჟურნალისტიკის გრძელვადიან პროგრამას და მიმაჩნია, რომ ის დადებითი შედეგი, რაც ჩვენი კურსის მონაწილეებმა მიიღეს, ჩვენი კურსის ხარისხსა და ეფექტიანობაზე მეტყველებს. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენს კურსებს თამამად ვუწევ რეკომენდაციას.

პრაქტიკული აკადემიის გრძელვადიანი პროგრამები მოიცავს პროფესიული ორიენტაციის კომპონენტს, რაც გულისხმობს იმას, რომ მონაწილეს შეუძლია, საკუთარი შესაძლებლობები რამდენიმე მიმართულებით მოსინჯოს, იქნება ეს რადიო, ტელეჟურნალისტიკა, ინტერნეტმედია თუ სხვა. პრაქტიკული კომპონენტის დასრულების შემდეგ კი მონაწილე თავად ირჩევს მიმართულებას.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში გაყიდვების მენეჯმენტის გრძელვადიანი პროგრამა მონაწილეების მიღებას დაიწყებს. მულტიმედია ჟურნალისტიკის მსგავსად, ისიც მოიცავს პრაქტიკულ ნაწილს: ტელევიზია, სარეკლამო მიმართულება, წარმოება, ელექტრონული კომერცია და ა. შ. თითოეულ გრძელვადიან პროგრამას დასაქმების მაღალი მაჩვენებელი აქვს: ჩვენი კურსდამთავრებულების 80% დასაქმებულია პარტნიორ ორგანიზაციებში და არამარტო.

პრაქტიკული აკადემიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.