პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინა, ბელარუსი და დღევანდელი რუსეთი გაერთიანდება და შედგება ერთი დიდი წმიდა რუსეთი... ვილოცოთ, რომ ასე მოხდეს" - მეუფე სპირიდონის ქადაგება რუსეთ-უკრაინის ომზე
"უკრაინა, ბელარუსი და დღევანდელი რუსეთი გაერთიანდება და შედგება ერთი დიდი წმიდა რუსეთი... ვილოცოთ, რომ ასე მოხდეს" - მეუფე სპირიდონის ქადაგება  რუსეთ-უკრაინის ომზე

სხალ­თე­ლი მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი სპი­რი­დო­ნი დღე­ვა­ნელ ქა­და­გე­ბა­ში რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომს შე­ე­ხო. რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა აღ­ნიშ­ნა, უკ­რა­ი­ნა და რუ­სე­თი ეთ­ნი­კუ­რად ერთი ხალ­ხია და მათ შო­რის ომი "მე­სა­მე მხა­რის წა­ქე­ზე­ბით" და­ი­წყო. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის თქმით, დიდი, წმინ­და მა­მე­ბის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის მი­ხედ­ვით, უკ­რა­ი­ნა, ბე­ლოს­რუ­სი და რუ­სე­თი გა­ერ­თი­ან­დე­ბა და ერთი დიდი სა­ხელ­მწი­ფო ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა.

"მთე­ლი ტრა­გე­დია და მთე­ლი უბე­დუ­რე­ბა ის არის, რომ ახლა ძმე­ბი ერ­თმა­ნეთს ეო­მე­ბი­ან. მე­სა­მე ძა­ლებ­მა წა­ა­ქე­ზეს ისი­ნი და შე­დე­გად მი­ვი­ღეთ ის, რომ ომია. ღმერ­თმა ქნას, ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დეს, და­წყნარ­დეს, შე­რიგ­დნენ და მათ შო­რის სიმ­შვი­დე, სი­წყნა­რე იყოს. სხვა­თა­შო­რის, იცით, რომ არის დიდი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე­ბი ძა­ლი­ან დიდი მა­მე­ბის მიერ, ესე­ნი არ არი­ან უბ­რა­ლო მა­მე­ბი, ძა­ლი­ან დიდი მა­მე­ბის მიერ, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნათ, 1-2-3 და მეტი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნათ იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლეს, რომ ეს მოხ­დე­ბო­და, შემ­დეგ გა­ერ­თი­ან­დე­ბა და შედ­გე­ბა ერთი დიდი, წმინ­და რუ­სე­თი, სამ­წმინ­დას ეძა­ხი­ან, ეს არის რუ­სე­თი, უკ­რა­ი­ნა და ბე­ლა­რუ­სი. ეს გა­ერ­თი­ან­დე­ბა და ერთი მეფე ეყო­ლე­ბათ, მერე სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­დგე­ბა მე­ფო­ბა, იქ იქ­ნე­ბა რო­მა­ნო­ვი მეფე, აქ ბაგ­რა­ტი­ო­ნი აღ­დგე­ბა და ერ­თმა­ნეთ­თან მე­გობ­რუ­ლად იქ­ნე­ბი­ან. ამას მამა გაბ­რი­ე­ლი და ძა­ლი­ან დიდი რუსი წმინ­და­ნე­ბი პირ­და­პირ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ. ვი­ლო­ცოთ, რომ ეს ასე მოხ­დეს. ვის უნდა ახლა ომი? ალ­ბათ მარ­ტო ბო­როტ ადა­მი­ანს უნდა ომი და ის, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ხო­ცავ­დნენ. ამი­ტომ, ვი­ლო­ცოთ, რომ შე­რიგ­დნენ და მშვი­დო­ბა იყოს.

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თვე­ლებს, ჩვენ ამ სა­კი­თხში არ უნდა ჩა­ვე­რი­ოთ, არ უნდა და­ვი­ჭი­როთ რო­მე­ლი­მეს მხა­რე, ეს არის ჩემი პი­რა­დი აზრი. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ახლა ძმე­ბი ერ­თმა­ნეთს ეჩხუ­ბე­ბი­ან“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე სპი­რი­დონ­მა.

მისი თქმით, რუ­სე­ბი და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი შე­რიგ­დე­ბი­ან და არ შე­იძ­ლე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომში სა­ქარ­თვე­ლო ჩა­ე­რი­ოს.

"ჩვენ თუ ჩა­ვე­რე­ვით, უნდა ჩა­ვე­რი­ოთ რით? რო­გორც ჩვე­ნი დიდი პატ­რი­არ­ქი, მსოფ­ლიო მო­ცი­ქუ­ლი აკე­თებს, ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე, გა­ვუგ­ზავ­ნოთ მშვე­ნი­ე­რი საჭ­მე­ლი, სას­მე­ლი, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თი და ვი­ლო­ცოთ, რომ მშვი­დო­ბა იყოს. პატ­რი­არ­ქმა პირ­და­პირ გა­ნა­ცხა­და, ილო­ცეთ, რომ მშვი­დო­ბა იყოს. ეს არის ქრის­ტი­ა­ნო­ბა და მხა­რედ რომ წარ­მო­ა­ჩენ შენს თავს, ეს უკვე ქრის­ტი­ა­ნო­ბა არ არის იმი­ტომ, რომ შენ ამით ერთს მე­ო­რე­ზე აქე­ზებ“,- აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე სპი­რი­დონ­მა.

მისი თქმით, "არ შე­იძ­ლე­ბა ერ­თის გამ­ტყუ­ნე­ბა და მე­ო­რის გა­მარ­თლე­ბა, რო­მე­ლი მხა­რეც არ უნდა იყოს ის“.

"ძმე­ბი არი­ან ისი­ნი, ერთი სის­ხლი და ხორ­ცია, ეთ­ნი­კუ­რად ერთი, ისი­ნი ერთი არი­ან. სა­ცო­და­ვი და სა­მარ­ცხვი­ნო არ არის, მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი რომ ერ­თმა­ნეთს ხო­ცა­ვენ?! აი, ეს უნდა ეშ­მაკს, მერე ხე­ლებს იფ­შვნეტს, ია­რაღს აძ­ლევს ამას და იმას, მი­დით, აბა კარ­გად და­ხო­ცეთ ერ­თმა­ნე­თიო და თვი­თონ სი­ცი­ლით კვდე­ბა. ეშ­მა­კი ცოდ­ვას ჩა­ა­დე­ნი­ნებს კაცს და მერე დას­ცი­ნის. ამ დღე­ებ­ში მო­ვის­მი­ნე, ძა­ლი­ან ცუ­დად და ძა­ლი­ან მრის­ხა­ნეთ ახ­სე­ნე­ბენ რუ­სეთს, ვფიქ­რობ, რომ ეს არის შეც­დო­მა, ეს არის ჩემი პი­რა­დი აზრი. არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა ქარ­თვე­ლებ­მა ასე გა­ა­კე­თონ. ამას­თან ერ­თად დავ­ძენ, რომ მი­ვე­სალ­მე­ბი ბა­ტონ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და ჩვე­ნი მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ ამ კონ­ფლიქ­ტში არ ჩა­ე­რია და არ შე­უ­ერ­თდა სან­ქცი­ებს იმი­ტომ, რომ ეს იყო უკვე მხა­რედ წარ­მო­ჩე­ნა და ეს ნიშ­ნავს ერ­თის მე­ო­რე­ზე წა­ქე­ზე­ბას, არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა, ეს ძა­ლი­ან მძი­მე ცოდ­ვაა“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე სპი­რი­დონ­მა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
5

ამისთანა ნაძირლებმა გააგიჟეს პუტინი ასეთი სულელური წინასწარმეტყველებებით და ეს საშინელი ომი დააწყებინეს. 

4321
6

საშინელება. მიდი და ენდე ეხლა ესეთს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"უკრაინა, ბელარუსი და დღევანდელი რუსეთი გაერთიანდება და შედგება ერთი დიდი წმიდა რუსეთი... ვილოცოთ, რომ ასე მოხდეს" - მეუფე სპირიდონის ქადაგება რუსეთ-უკრაინის ომზე

"უკრაინა, ბელარუსი და დღევანდელი რუსეთი გაერთიანდება და შედგება ერთი დიდი წმიდა რუსეთი... ვილოცოთ, რომ ასე მოხდეს" - მეუფე სპირიდონის ქადაგება  რუსეთ-უკრაინის ომზე

სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი დღევანელ ქადაგებაში რუსეთ-უკრაინის ომს შეეხო. როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, უკრაინა და რუსეთი ეთნიკურად ერთი ხალხია და მათ შორის ომი "მესამე მხარის წაქეზებით" დაიწყო. სასულიერო პირის თქმით, დიდი, წმინდა მამების წინასწარმეტყველების მიხედვით, უკრაინა, ბელოსრუსი და რუსეთი გაერთიანდება და ერთი დიდი სახელმწიფო ჩამოყალიბდება.

"მთელი ტრაგედია და მთელი უბედურება ის არის, რომ ახლა ძმები ერთმანეთს ეომებიან. მესამე ძალებმა წააქეზეს ისინი და შედეგად მივიღეთ ის, რომ ომია. ღმერთმა ქნას, ყველაფერი დასრულდეს, დაწყნარდეს, შერიგდნენ და მათ შორის სიმშვიდე, სიწყნარე იყოს. სხვათაშორის, იცით, რომ არის დიდი წინასწარმეტყველებები ძალიან დიდი მამების მიერ, ესენი არ არიან უბრალო მამები, ძალიან დიდი მამების მიერ, საუკუნეების წინათ, 1-2-3 და მეტი საუკუნეების წინათ იწინასწარმეტყველეს, რომ ეს მოხდებოდა, შემდეგ გაერთიანდება და შედგება ერთი დიდი, წმინდა რუსეთი, სამწმინდას ეძახიან, ეს არის რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი. ეს გაერთიანდება და ერთი მეფე ეყოლებათ, მერე საქართველოში აღდგება მეფობა, იქ იქნება რომანოვი მეფე, აქ ბაგრატიონი აღდგება და ერთმანეთთან მეგობრულად იქნებიან. ამას მამა გაბრიელი და ძალიან დიდი რუსი წმინდანები პირდაპირ წინასწარმეტყველებენ. ვილოცოთ, რომ ეს ასე მოხდეს. ვის უნდა ახლა ომი? ალბათ მარტო ბოროტ ადამიანს უნდა ომი და ის, რომ მართლმადიდებლები ერთმანეთს ხოცავდნენ. ამიტომ, ვილოცოთ, რომ შერიგდნენ და მშვიდობა იყოს.

რაც შეეხება ქართველებს, ჩვენ ამ საკითხში არ უნდა ჩავერიოთ, არ უნდა დავიჭიროთ რომელიმეს მხარე, ეს არის ჩემი პირადი აზრი. რატომ? იმიტომ, რომ ახლა ძმები ერთმანეთს ეჩხუბებიან“, - აღნიშნა მეუფე სპირიდონმა.

მისი თქმით, რუსები და უკრაინელები შერიგდებიან და არ შეიძლება, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში საქართველო ჩაერიოს.

"ჩვენ თუ ჩავერევით, უნდა ჩავერიოთ რით? როგორც ჩვენი დიდი პატრიარქი, მსოფლიო მოციქული აკეთებს, ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, გავუგზავნოთ მშვენიერი საჭმელი, სასმელი, ჰუმანიტარული ტვირთი და ვილოცოთ, რომ მშვიდობა იყოს. პატრიარქმა პირდაპირ განაცხადა, ილოცეთ, რომ მშვიდობა იყოს. ეს არის ქრისტიანობა და მხარედ რომ წარმოაჩენ შენს თავს, ეს უკვე ქრისტიანობა არ არის იმიტომ, რომ შენ ამით ერთს მეორეზე აქეზებ“,- აღნიშნა მეუფე სპირიდონმა.

მისი თქმით, "არ შეიძლება ერთის გამტყუნება და მეორის გამართლება, რომელი მხარეც არ უნდა იყოს ის“.

"ძმები არიან ისინი, ერთი სისხლი და ხორცია, ეთნიკურად ერთი, ისინი ერთი არიან. საცოდავი და სამარცხვინო არ არის, მართლმადიდებლები რომ ერთმანეთს ხოცავენ?! აი, ეს უნდა ეშმაკს, მერე ხელებს იფშვნეტს, იარაღს აძლევს ამას და იმას, მიდით, აბა კარგად დახოცეთ ერთმანეთიო და თვითონ სიცილით კვდება. ეშმაკი ცოდვას ჩაადენინებს კაცს და მერე დასცინის. ამ დღეებში მოვისმინე, ძალიან ცუდად და ძალიან მრისხანეთ ახსენებენ რუსეთს, ვფიქრობ, რომ ეს არის შეცდომა, ეს არის ჩემი პირადი აზრი. არაფრით არ შეიძლება ქართველებმა ასე გააკეთონ. ამასთან ერთად დავძენ, რომ მივესალმები ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის და ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ ამ კონფლიქტში არ ჩაერია და არ შეუერთდა სანქციებს იმიტომ, რომ ეს იყო უკვე მხარედ წარმოჩენა და ეს ნიშნავს ერთის მეორეზე წაქეზებას, არაფრით არ შეიძლება, ეს ძალიან მძიმე ცოდვაა“, - აღნიშნა მეუფე სპირიდონმა.