სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სირიელი "ბოევიკების" დანიშნულება იქნება დაკავებულ ქალაქებში სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ მოსახლეობას" - რა პროგნოზები აქვს სამხედრო ექსპერტს?
"სირიელი "ბოევიკების" დანიშნულება იქნება დაკავებულ ქალაქებში სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ მოსახლეობას" - რა პროგნოზები აქვს სამხედრო ექსპერტს?

სი­რი­ე­ლი ბო­ე­ვი­კე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა, და­კა­ვე­ბულ ქა­ლა­ქებ­ში პირ­და­პირ სას­ტი­კი მე­თო­დე­ბით გა­უს­წორ­დნენ იქ დარ­ჩე­ნილ შე­უ­ია­რა­ღე­ბელ მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­მელ­საც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი ვერ ეს­ვრი­ან , - ამის შე­სა­ხებ სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტმა გიგა ინაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში საბ­რძოლ­ვე­ლად სი­რი­ე­ლი ბო­ე­ვი­კე­ბის გაგ­ზავ­ნა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სი­რი­ე­ლი ბო­ე­ვი­კე­ბი და ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კი­დან წარ­გზავ­ნი­ლი მცი­რე შე­ნა­ერ­თე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.

"ეს პირ­ველ რიგ­ში სა­ზარ­ბაზ­ნე ხორცს რომ ეძა­ხი­ან ის არის. გარ­და სი­რი­ი­სა, რუ­სე­თი გარ­კვე­უ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კა­შიც ახ­დენს. სი­რი­ე­ლი ბო­ე­ვი­კე­ბიც და გან­სა­კუთ­რე­ბით, ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კა­ში მყო­ფი ბო­ე­ვი­კე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. დე­ტა­ლებ­შია არ ჩა­ვალ, რას აკე­თებ­დნენ გა­სუ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომებ­ში. ალ­ბათ მათი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ეს იქ­ნე­ბა, რომ და­კა­ვე­ბულ ქა­ლა­ქებ­ში პირ­და­პირ სას­ტი­კი მე­თო­დე­ბით გა­უს­წორ­დნენ იქ დარ­ჩე­ნილ შე­უ­ია­რა­ღე­ბელ მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­მელ­საც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი ვერ ეს­ვრი­ან მთე­ლი რიგი მი­ზე­ზე­ბის გამო, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბი აქვთ. ეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბი სი­რი­ე­ლებს არ ექ­ნე­ბათ“, - გა­ნა­ცხა­და გიგა ინაშ­ვილ­მა.

ასე­ვე, გიგა ინაშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა­ში ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე არ­სე­ბულ საფრ­თხე­ებ­ზეც ისა­უბ­რა.

"გარე მი­წო­დე­ბა დე­ნის გა­თი­შუ­ლია, შიდა ავ­ტო­ნო­მი­ურ სად­გუ­რებ­ზე მუ­შა­ობს, მაგ­რამ თვი­თონ რე­აქ­ტო­რე­ბი, რა­საც დენი არ მი­ე­წო­დე­ბა, ნა­ხევ­რად ავა­რი­ულ რე­ჟიმ­ში გა­თი­შუ­ლია უკვე. დენი მთლი­ა­ნად რომ შე­წყდეს, უბ­რა­ლოდ რე­აქ­ტო­რი გა­ი­თი­შე­ბა ავა­რი­ულ რე­ჟიმ­ში და შემ­დეგ მის აღ­დგე­ნას და გაშ­ვე­ბას დას­ჭირ­დე­ბა თვე­ე­ბი. ის, რომ რა­დი­ა­ცი­ამ გა­ჟო­ნოს, ეგე­თი რა­ღაც არ მოხ­დე­ბა, სარ­კო­ფა­გი არ გას­კდე­ბა. სარ­კო­ფა­გი თა­ვის დრო­ზე 1986 წელს იმი­ტომ გას­კდა, რომ ორ­თქლის დაგ­რო­ვე­ბა მოხ­და მთე­ლი რიგ ექ­სპე­რი­მენტს ატა­რებ­დნენ და მა­გას მოჰ­ყვა ეს ყვე­ლა­ფე­რი და ახლა ეგე­თი რა­ღაც არ მოხ­დე­ბა, ახლა უბ­რა­ლოდ გა­ი­თი­შე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტმა, გიგა ინაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zura
7

შენნაირ ვითომ ექსპერტებს ავალებენ დეზინფორმაციის გავრცელებას, რომ ხალხში შიში გამოიწვიონ.. რუსეთი მორჩა, ვერანაირი სირიელი ბოევიკი იქ ვერაფერს იზავს... მორჩა და ახლა იწყება ახალი ეტაპი მსოფლიოში..

777
43

ამდენი ექსპერტი საიდან გაჩნდა? ან რა გამოცდილება აქვთ მიღებული რომ ექსპერტობენ? არ გაიშვა ამათი ექსპერტობა....

ავტორი:

"სირიელი "ბოევიკების" დანიშნულება იქნება დაკავებულ ქალაქებში სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ მოსახლეობას" - რა პროგნოზები აქვს სამხედრო ექსპერტს?

"სირიელი "ბოევიკების" დანიშნულება იქნება დაკავებულ ქალაქებში სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ მოსახლეობას" - რა პროგნოზები აქვს სამხედრო ექსპერტს?

სირიელი ბოევიკების დანიშნულება იქნება, დაკავებულ ქალაქებში პირდაპირ სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ იქ დარჩენილ შეუიარაღებელ მოსახლეობას, რომელსაც ხშირ შემთხვევაში რუსი ჯარისკაცები ვერ ესვრიან , - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა გიგა ინაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ რუსეთის მიერ უკრაინაში საბრძოლველად სირიელი ბოევიკების გაგზავნაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სირიელი ბოევიკები და ცენტრალური აფრიკიდან წარგზავნილი მცირე შენაერთები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან.

"ეს პირველ რიგში საზარბაზნე ხორცს რომ ეძახიან ის არის. გარდა სირიისა, რუსეთი გარკვეული დაჯგუფებების მობილიზებას ცენტრალურ აფრიკაშიც ახდენს. სირიელი ბოევიკებიც და განსაკუთრებით, ცენტრალურ აფრიკაში მყოფი ბოევიკები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან. დეტალებშია არ ჩავალ, რას აკეთებდნენ გასული წლების განმავლობაში ორივე ქვეყანაში მიმდინარე ომებში. ალბათ მათი დანიშნულება ეს იქნება, რომ დაკავებულ ქალაქებში პირდაპირ სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ იქ დარჩენილ შეუიარაღებელ მოსახლეობას, რომელსაც ხშირ შემთხვევაში რუსი ჯარისკაცები ვერ ესვრიან მთელი რიგი მიზეზების გამო, ფსიქოლოგიური ფაქტორები აქვთ. ეს ფსიქოლოგიური ფაქტორები სირიელებს არ ექნებათ“, - განაცხადა გიგა ინაშვილმა.

ასევე, გიგა ინაშვილმა გადაცემაში ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ საფრთხეებზეც ისაუბრა.

"გარე მიწოდება დენის გათიშულია, შიდა ავტონომიურ სადგურებზე მუშაობს, მაგრამ თვითონ რეაქტორები, რასაც დენი არ მიეწოდება, ნახევრად ავარიულ რეჟიმში გათიშულია უკვე. დენი მთლიანად რომ შეწყდეს, უბრალოდ რეაქტორი გაითიშება ავარიულ რეჟიმში და შემდეგ მის აღდგენას და გაშვებას დასჭირდება თვეები. ის, რომ რადიაციამ გაჟონოს, ეგეთი რაღაც არ მოხდება, სარკოფაგი არ გასკდება. სარკოფაგი თავის დროზე 1986 წელს იმიტომ გასკდა, რომ ორთქლის დაგროვება მოხდა მთელი რიგ ექსპერიმენტს ატარებდნენ და მაგას მოჰყვა ეს ყველაფერი და ახლა ეგეთი რაღაც არ მოხდება, ახლა უბრალოდ გაითიშება“, - განაცხადა სამხედრო ექსპერტმა, გიგა ინაშვილმა.