ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს "ღორობა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი უკანონოა.
ამის შესახებ ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.
"არაერთხელ განვაცხადე, რომ რუსეთის ფედერაციაც და ჩვენ მით უმეტეს, ყოველთვის სანქციების ქვეშ ვართ. დღეს ისინი ბევრად მასშტაბურია, თუმცა ჩვენ დასავლეთის ამ ღორობას უკვე მივეჩვიეთ.
ეს ყველაფერი არალეგიტიმური, უკანონოა და არღვევს ყველა საერთაშორისო შეთანხმებას", - განაცხადა ლუკაშენკომ.
ამასთანავე, ალექსანდრე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინა ბელარუსზე თავდასხმისთვის ემზადებოდა.
სსრკ კრახი მისი ბოლშევიკების მიერ ძალადობრივად შექმნის პირველი დღიდანვე დაიწყო და ბოლშევიკების ფიასკოთი დასრულდება -ედინნაია რასია , ეგარი, გავს ძაან ნაცქოცმოქკავშირს სატელიტებიანად არ უნდა მოვყვეთ მის ნამსხვრევებსა და ნანგრევებში ! წინ ბოლშევიკთა ბადიშების გარეშე ! დამოუკიდებლად, დიახ !
ამ სტატიის სათაურში მთავარი ორი სიტყვა "დასავლეთის ღორობა" რაც ჩემი აზრით დღევანდელ რეალობას ობიექტურად ასახავს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კონტექსტშია ნათქვამი და ისეთი ინდივიდის მიერ, როგორიც ბელორუსსის "ბატკაა"