საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საკითხებს დააყენებს უკრაინა სამმხრივ შეხვედრაზე - დმიტრო კულება და მევლუთ ჩავუშოღლუ რუსული აგრესიის შესაჩერებლად კოორდინირებულად იმოქმედებენ
რა საკითხებს დააყენებს უკრაინა სამმხრივ შეხვედრაზე - დმიტრო კულება და მევლუთ ჩავუშოღლუ რუსული აგრესიის შესაჩერებლად კოორდინირებულად იმოქმედებენ

უკ­რა­ი­ნი­სა და თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი დმიტ­რო კუ­ლე­ბა და მევ­ლუთ ჩა­ვუ­შ­ოღ­ლუ შე­თან­ხმდნენ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის შე­სა­ჩე­რებ­ლად კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად იმოქ­მე­დე­ბენ.

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, კუ­ლე­ბამ ჩა­ვუ­შ­ოღ­ლუს­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ან­ტა­ლი­ა­ში სა­მუ­შაო ვი­ზი­ტი­სას გა­მარ­თა.

უკ­რა­ი­ნის პირ­ველ­მა დიპ­ლო­მატ­მა თურ­ქე­თის მი­სა­მარ­თით მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­ხა­ტა პო­ლი­ტი­კუ­რი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის­თვის.

ამას­თან, კუ­ლე­ბამ თა­ვის თურქ კო­ლე­გას ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე, რუ­სე­თის მიერ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ქა­ლა­ქე­ბის და­ბომბვის გზით ჩა­დე­ნი­ლი სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ, რომ­ლის დრო­საც იღუ­პე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის ბავ­შვე­ბი.

"რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი ბარ­ბა­რო­სუ­ლად ბომ­ბა­ვენ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს, სა­ბავ­შვო ბა­ღებს, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს. იხო­ცე­ბა და შავ­დე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლია მა­რი­უ­პოლ­ში ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­სა და სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლის და­ბომბვა. მსოფ­ლი­ომ გა­დამ­წყვე­ტად უნდა იმოქ­მე­დოს, რათა შე­ა­ჩე­როს სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლე­ბი და კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­შე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან,“ - გა­ნა­ცხა­და კუ­ლე­ბამ.

მი­ნის­ტრებ­მა გა­ნი­ხი­ლეს რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი­სა და ომის შე­წყვე­ტის ნა­ბი­ჯე­ბი. ამ კონ­ტექ­სტში, კუ­ლე­ბამ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ჩა­ვუ­შ­ოღ­ლუს რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რის ინი­ცი­რე­ბის­თვის.

"უკ­რა­ი­ნა მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე ძლი­ე­რი პო­ზი­ცი­ით ჩა­მო­ვი­და. უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის, ჩვე­ნი დიპ­ლო­მა­ტი­ის, ჩვე­ნი თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის, მთე­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის უძ­ლე­ვე­ლო­ბი­სა და პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის წყა­ლო­ბით, რუსი დამ­პყრობ­ლე­ბი ყვე­ლა ფრონტზე შე­სა­ბა­მის პა­სუხს იღე­ბენ,“- აღ­ნიშ­ნა კუ­ლე­ბამ.

მან ის სამი სა­კი­თხიც გა­მო­ყო, რო­მელ­საც სამმხრივ შეხ­ვედ­რა­ზე და­ა­ყე­ნებს. ეს არის: ცე­ცხლის და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი შე­წყვე­ტა, მა­რი­უ­პოლ­ში, ხარ­კოვ­ში, სუ­მი­ში, ვოლ­ნო­ვა­ხა­სა და სხვა უკ­რა­ი­ნულ ქა­ლა­ქებ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ვი­თა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და რუ­სუ­ლი ჯა­რის გაყ­ვა­ნა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან.

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მო­უ­წო­და თურ­ქეთს, გა­აგ­რძე­ლოს ოფი­ცი­ა­ლურ მოს­კოვ­თან მუ­შა­ო­ბა, რათა მან უკ­რა­ი­ნა­ში სის­ხლისღვრა შე­წყვი­ტოს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯენი
7

უკრაინამ არაფერი არ უნდა დათმოს. რუსეთის მთელი არმიის 75% უკვე ისედაც მანდ მარცხდება, ამასთანავე რუსეთს რესურსების დიდი დეფიციტიც აქვს. მოშიშვლებულია საზღვრები ჩინეთთან და იაპონიასთან, რაზეც რუსი ნაციონალსტები ფიქრობენ რო პუტინმა ციმბირი იაპონელებს და ჩინელებს მიყიდა. 

ავტორი:

რა საკითხებს დააყენებს უკრაინა სამმხრივ შეხვედრაზე - დმიტრო კულება და მევლუთ ჩავუშოღლუ რუსული აგრესიის შესაჩერებლად კოორდინირებულად იმოქმედებენ

რა საკითხებს დააყენებს უკრაინა სამმხრივ შეხვედრაზე - დმიტრო კულება და მევლუთ ჩავუშოღლუ რუსული აგრესიის შესაჩერებლად კოორდინირებულად იმოქმედებენ

უკრაინისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დმიტრო კულება და მევლუთ ჩავუშოღლუ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის შესაჩერებლად კოორდინირებულად იმოქმედებენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კულებამ ჩავუშოღლუსთან მოლაპარაკებები ანტალიაში სამუშაო ვიზიტისას გამართა.

უკრაინის პირველმა დიპლომატმა თურქეთის მისამართით მადლიერება გამოხატა პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

ამასთან, კულებამ თავის თურქ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქალაქების დაბომბვის გზით ჩადენილი სამხედრო დანაშაულის შესახებ, რომლის დროსაც იღუპებიან ადამიანები, მათ შორის ბავშვები.

"რუსი სამხედროები ბარბაროსულად ბომბავენ საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებს, საცხოვრებელ სახლებს. იხოცება და შავდება მშვიდობიანი მოსახლეობა. განსაკუთრებით საზარელი დანაშაულია მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლის დაბომბვა. მსოფლიომ გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს, რათა შეაჩეროს სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები რუსეთის ფედერაციის მხრიდან,“ - განაცხადა კულებამ.

მინისტრებმა განიხილეს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებებისა და ომის შეწყვეტის ნაბიჯები. ამ კონტექსტში, კულებამ მადლობა გადაუხადა ჩავუშოღლუს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის ინიცირებისთვის.

"უკრაინა მოლაპარაკებებზე ძლიერი პოზიციით ჩამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის, ჩვენი დიპლომატიის, ჩვენი თავდაცვის ძალების, მთელი უკრაინელი ხალხის უძლეველობისა და პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით, რუსი დამპყრობლები ყველა ფრონტზე შესაბამის პასუხს იღებენ,“- აღნიშნა კულებამ.

მან ის სამი საკითხიც გამოყო, რომელსაც სამმხრივ შეხვედრაზე დააყენებს. ეს არის: ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა, მარიუპოლში, ხარკოვში, სუმიში, ვოლნოვახასა და სხვა უკრაინულ ქალაქებში ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესება და რუსული ჯარის გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა თურქეთს, გააგრძელოს ოფიციალურ მოსკოვთან მუშაობა, რათა მან უკრაინაში სისხლისღვრა შეწყვიტოს.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"