პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა იქნება შემდეგ, როცა ოცნებები იწვის? დიახ, უკრაინელად ყოფნა სუპერძალაა“ - რას წერს გიგი დედალამაზიშვილის ცოლი, რომელიც უკრაინაში დაბრუნდა
"რა იქნება შემდეგ, როცა ოცნებები იწვის? დიახ, უკრაინელად ყოფნა სუპერძალაა“ - რას წერს გიგი დედალამაზიშვილის ცოლი, რომელიც უკრაინაში დაბრუნდა

მომ­ღე­რალ გიგი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, მა­რი­ნა კარ­პი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნე­ლია, ამ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში სამ­შობ­ლო­ში წა­ვი­და. მა­რი­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თვითმფრი­ნავ­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ "უკ­რა­ი­ნე­ლად ყოფ­ნა სუ­პერ­ძა­ლაა."

"24 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ, ჩემ­თვის პირ­ვე­ლი დღეა, რო­დე­საც პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვა არ მაქვს. დღეს გო­ნე­ბის გა­თიშ­ვა შევ­ძე­ლი და სა­კუ­თარ თავს ვკი­თხე - რა იქ­ნე­ბა შემ­დეგ?

რა მოხ­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის სახ­ლე­ბი და­იწ­ვას, სა­დაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერთ ზურგჩან­თა­ში ეტე­ვა და სა­დაც უსაფრ­თხო­ე­ბა პი­რო­ბი­თი გახ­და.

რა იქ­ნე­ბა იქ, სა­დაც უსა­მარ­თლო­ბა და ტკი­ვი­ლი ავ­სებს ადა­მი­ა­ნე­ბის გუ­ლებს, სა­დაც წე­სით სიყ­ვა­რუ­ლი, თა­ნაგ­რძნო­ბა და სი­კე­თე უნდა იყოს.

რა იქ­ნე­ბა შემ­დეგ, როცა ოც­ნე­ბე­ბი იწ­ვის? როცა გეგ­მე­ბი უნდა შეც­ვა­ლო, გა­და­ხა­ზო, მათ­ზე უარი თქვა.

დღეს მე პა­სუ­ხე­ბი ვი­პო­ვე - ვიდ­რე ცო­ცხა­ლი ვარ, მე პა­სუხს ვა­გებ ჩემი შვი­ლე­ბის, მშობ­ლე­ბის, ჩემი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­შე და და­ნე­ბე­ბის უფ­ლე­ბა არ მაქვს. უნდა გა­ვაგ­რძე­ლო იმის კე­თე­ბა, რაც შე­მიძ­ლია, თუნ­დაც თავს იმ მუ­სი­კო­სად ვგრძნობ­დე, რო­მე­ლიც ტი­ტა­ნიკ­თან ერ­თად იძი­რე­ბო­და, და­ნე­ბე­ბის უფ­ლე­ბა არ მაქვს.

ჩვენ ყვე­ლა­ნი გა­ვუძ­ლებთ ამას - ჩან­თებ­ზე ცხოვ­რე­ბით, დამ­სხვრე­უ­ლი გე­მე­ბით, მა­ინც გა­ვუძ­ლებთ! და დიახ, უკ­რა­ი­ნე­ლად ყოფ­ნა სუ­პერ­ძა­ლაა“, - წერს მა­რი­ნა კარ­პი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ცნო­ბის­თვის, მა­რი­ნა კარ­პი დო­ნეც­კი­და­ნაა. თა­ვი­სი მშობ­ლი­უ­რი მხა­რის შე­სა­ხებ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შემ­დეგ პოსტს აქ­ვეყ­ნებ­და:

"მე ვარ უკ­რა­ი­ნე­ლი! და­ვი­ბა­დე დო­ნეცკ­ში და გა­ვი­ზარ­დე ბე­ბი­ას­თან ერ­თად ალუშ­ტას სა­ნა­პი­რო­ებ­ზე, ყი­რიმ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­თხოვ­დი და შვი­ლე­ბი გა­ვა­ჩი­ნე. არ­ცერ­თი ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი ჩემ­თვის არ დარ­ჩე­ნი­ლა ანექ­სი­ის გა­რე­შე და ეს უკვე შემ­თხვე­ვი­თი არ არის - ეს პო­ლი­ტი­კის შე­დე­გია. უკ­რა­ი­ნა და სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბია, წერ­ტი­ლი. ყვე­ლას მო­უ­წევს ამას­თან შე­გუ­ე­ბა, ვის­თვი­საც არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა ან ვი­საც ეს არ მოს­წონს. დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას! სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­მარ­ჯოს!", - ამ­ბობ­და მა­რი­ნა კარ­პი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მმმ
1

აბა ამათი დაიჯერება რამე? ასეთ ტყუილს გამოაცხობენ... დედამთილმა თქვა არსად არ წასულაო. ისე კი გამიკვირდა ხალხი იქედან გამორბის, ამან როგორ დატოვა შვილები და წავიდა. ან ქმარმა მარტო როგორ გაუშვა..... მოკლედ ტყუილების გუდაა ეს პრესა და ტელევიზია.

Karpii
8

საიდან მოიტანეთ რომ წავიდა?! ძველუ ფოტო დადო და კონანტარიც დაურთო... სად წავა, ქ ყავს შვილები, ქმარი.. წაიღხვის და აზრია გამოტანის პრობლემა გაქვთ ჟურნალისტებს

ავტორი:

"რა იქნება შემდეგ, როცა ოცნებები იწვის? დიახ, უკრაინელად ყოფნა სუპერძალაა“ - რას წერს გიგი დედალამაზიშვილის ცოლი, რომელიც უკრაინაში დაბრუნდა

"რა იქნება შემდეგ, როცა ოცნებები იწვის? დიახ, უკრაინელად ყოფნა სუპერძალაა“ - რას წერს გიგი დედალამაზიშვილის ცოლი, რომელიც უკრაინაში დაბრუნდა

მომღერალ გიგი დედალამაზიშვილის მეუღლე, მარინა კარპი, რომელიც უკრაინელია, ამ რთულ ვითარებაში სამშობლოში წავიდა. მარინა სოციალურ ქსელში თვითმფრინავში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ "უკრაინელად ყოფნა სუპერძალაა."

"24 თებერვლის შემდეგ, ჩემთვის პირველი დღეა, როდესაც პანიკური შეტევა არ მაქვს. დღეს გონების გათიშვა შევძელი და საკუთარ თავს ვკითხე - რა იქნება შემდეგ?

რა მოხდება მსოფლიოში, სადაც შეიძლება უდანაშაულო ადამიანების სახლები დაიწვას, სადაც მთელი ცხოვრება ერთ ზურგჩანთაში ეტევა და სადაც უსაფრთხოება პირობითი გახდა.

რა იქნება იქ, სადაც უსამართლობა და ტკივილი ავსებს ადამიანების გულებს, სადაც წესით სიყვარული, თანაგრძნობა და სიკეთე უნდა იყოს.

რა იქნება შემდეგ, როცა ოცნებები იწვის? როცა გეგმები უნდა შეცვალო, გადახაზო, მათზე უარი თქვა.

დღეს მე პასუხები ვიპოვე - ვიდრე ცოცხალი ვარ, მე პასუხს ვაგებ ჩემი შვილების, მშობლების, ჩემი უკრაინის წინაშე და დანებების უფლება არ მაქვს. უნდა გავაგრძელო იმის კეთება, რაც შემიძლია, თუნდაც თავს იმ მუსიკოსად ვგრძნობდე, რომელიც ტიტანიკთან ერთად იძირებოდა, დანებების უფლება არ მაქვს.

ჩვენ ყველანი გავუძლებთ ამას - ჩანთებზე ცხოვრებით, დამსხვრეული გემებით, მაინც გავუძლებთ! და დიახ, უკრაინელად ყოფნა სუპერძალაა“, - წერს მარინა კარპი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მარინა კარპი დონეცკიდანაა. თავისი მშობლიური მხარის შესახებ ის სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებდა:

"მე ვარ უკრაინელი! დავიბადე დონეცკში და გავიზარდე ბებიასთან ერთად ალუშტას სანაპიროებზე, ყირიმში. საქართველოში გავთხოვდი და შვილები გავაჩინე. არცერთი ეს მნიშვნელოვანი ადგილი ჩემთვის არ დარჩენილა ანექსიის გარეშე და ეს უკვე შემთხვევითი არ არის - ეს პოლიტიკის შედეგია. უკრაინა და საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, წერტილი. ყველას მოუწევს ამასთან შეგუება, ვისთვისაც არასასიამოვნოა ან ვისაც ეს არ მოსწონს. დიდება უკრაინას! საქართველოს გაუმარჯოს!", - ამბობდა მარინა კარპი.