მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს" - რა აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი იმპორტიორებსა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ
"მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს" - რა აცხადებს  სოფლის მეურნეობის მინისტრი იმპორტიორებსა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი ოთარ შა­მუ­გია მსხვი­ლი სა­ვაჭ­რო ქსე­ლე­ბის და სურ­სა­თი­სა და პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქ­ცი­ის სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­პორ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რა­ზე აღი­ნიშ­ნა, რომ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე პრო­დუქ­ცი­ის სტა­ბი­ლუ­რი მი­წო­დე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, კომ­პა­ნი­ებ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით იმოქ­მე­დონ, რათა არ მოხ­დეს ფა­სე­ბის უსა­ფუძ­ვლო მა­ტე­ბა.

"დღეს არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან სა­ჭი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რა, ასე­ვე ბიზ­ნე­სის­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი­სა და სა­ვაჭ­რო ქსე­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან მი­ვი­ღეთ ინ­ფორ­მა­ცია არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ; სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ მა­რა­გე­ბის მხრივ არა­ნა­ი­რი დე­ფი­ცი­ტი არ არ­სე­ბობს. შეხ­ვედ­რა­ზე შევ­თან­ხმდით, რომ მაქ­სი­მა­ლურ კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში ვი­მუ­შა­ვებთ იმ­პორ­ტი­ო­რებ­თან და მიმ­წო­დებ­ლებ­თან“, - აღ­ნიშ­ნა ოთარ შა­მუ­გი­ამ.

სა­ქარ­თვე­ლოს დის­ტრი­ბუ­ცი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ივა ჭყო­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ამ ეტაპ­ზე, ბა­ზარ­ზე სტა­ბი­ლუ­რი ვი­თა­რე­ბაა, თუმ­ცა ბოლო დღე­ებ­ში, სა­ვაჭ­რო ქსე­ლებ­ში მი­წო­დე­ბის მხრივ შე­ფერ­ხე­ბე­ბი და­ფიქ­სირ­და, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან ჭარბ შეს­ყიდ­ვებს უკავ­შირ­დე­ბა და ხე­ლოვ­ნუ­რად იწ­ვევს დე­ფი­ციტს.

"გარ­კვე­ულ ბრენ­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჩა­ვარ­დნე­ბი გა­მოწ­ვე­უ­ლია ლო­გის­ტი­კუ­რი ჯაჭ­ვის წყვე­ტი­დან, მაგ­რამ თუ დღეს გარ­კვე­უ­ლი ბრენ­დის ზეთი, წი­წი­ბუ­რა თუ შა­ქა­რი მომ­ხმა­რე­ბელს არ დახ­ვდათ დახლზე, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ორ-სამ დღე­ში არ იქ­ნე­ბა, ამი­ტომ მო­ვუ­წო­დებ მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ ჭარ­ბი შეს­ყიდ­ვე­ბით არ და­ა­ზი­ა­ნონ არც სა­კუ­თა­რი თავი და არც სხვა მომ­ხმა­რე­ბე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ივა ჭყო­ნი­ამ.

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი ქვე­ყა­ნა­ში სურ­სა­თის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი მი­წო­დე­ბი­სა და მა­რა­გე­ბის შევ­სე­ბის მუდ­მივ მო­ნი­ტო­რინგს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, ასე­ვე, უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მსხვი­ლი სა­ვაჭ­რო ქსე­ლე­ბის და სურ­სა­თი­სა და პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქ­ცი­ის სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­პორ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
1

ჯანდაბა შაქარს!☹️ მთავარია ნიახური არ მოგვაკლოთ, თორემ ფიწლებზე აგაგებთ ქართველი ხალხი!😜😜😜😜😜

ზვიო
1

ეს კაცი გაატარეთ მაღაზიასა და ბაზარში იქნება დაინახოს რომ შაქარი არ არის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს" - რა აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი იმპორტიორებსა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ

"მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს" - რა აცხადებს  სოფლის მეურნეობის მინისტრი იმპორტიორებსა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსხვილი სავაჭრო ქსელების და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის სტაბილური მიწოდების შენარჩუნების პარალელურად, კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა არ მოხდეს ფასების უსაფუძვლო მატება.

"დღეს არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს მხრიდან საჭირო მიმართულებების მხარდაჭერა, ასევე ბიზნესისგან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. იმპორტიორებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისგან მივიღეთ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ; სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მაქსიმალურ კოორდინაციაში ვიმუშავებთ იმპორტიორებთან და მიმწოდებლებთან“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

საქართველოს დისტრიბუციის ასოციაციის ხელმძღვანელის, ივა ჭყონიას განცხადებით, ამ ეტაპზე, ბაზარზე სტაბილური ვითარებაა, თუმცა ბოლო დღეებში, სავაჭრო ქსელებში მიწოდების მხრივ შეფერხებები დაფიქსირდა, რაც მოსახლეობის მხრიდან ჭარბ შესყიდვებს უკავშირდება და ხელოვნურად იწვევს დეფიციტს.

"გარკვეულ ბრენდებთან დაკავშირებული ჩავარდნები გამოწვეულია ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტიდან, მაგრამ თუ დღეს გარკვეული ბრენდის ზეთი, წიწიბურა თუ შაქარი მომხმარებელს არ დახვდათ დახლზე, ეს არ ნიშნავს, რომ ორ-სამ დღეში არ იქნება, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ჭარბი შესყიდვებით არ დააზიანონ არც საკუთარი თავი და არც სხვა მომხმარებელი“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ქვეყანაში სურსათის შეუფერხებელი მიწოდებისა და მარაგების შევსების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ, ასევე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მსხვილი სავაჭრო ქსელების და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან კოორდინირებული მუშაობა.

იხილეთ ასევე: