სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფეთქებები კიევში, საჰაერო განგაში არაერთ ქალაქში, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად სუმში მოკლული უკრაინის ჩემპიონი და მისი ოჯახი - რა ხდებოდა გასულ ღამეს უკრაინაში?
აფეთქებები კიევში,  საჰაერო განგაში არაერთ ქალაქში, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად სუმში მოკლული უკრაინის ჩემპიონი და მისი ოჯახი - რა ხდებოდა გასულ ღამეს უკრაინაში?

უკ­რა­ი­ნა­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. გა­სუ­ლი ღა­მეს რუ­სულ­მა მხა­რემ კვლავ მი­ი­ტა­ნა სა­ჰა­ე­რო იე­რი­ში ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტზე. ოკუ­პან­ტე­ბის მიერ უკ­რა­ი­ნის მი­წა­ზე ჩა­მოყ­რილ ბომ­ბებს ისევ მსხვერ­პლი მოჰ­ყვა, გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის არი­ან ბავ­შე­ბიც.

მოკ­ლედ მო­გიყ­ვე­ბით რა ხდე­ბო­და გა­სულ ღა­მეს უკ­რა­ი­ნა­ში:

  • უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი­ევ­სა და მიმ­დე­ბა­რე რა­ი­ო­ნებ­ში კვლავ აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა ის­მის - ამოქ­მედ­და გან­გა­შის სიგ­ნა­ლი

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ცნო­ბით, დე­და­ქა­ლაქ­ში კვლავ ამოქ­მედ­და სა­ჰა­ე­რო გან­გა­შის სიგ­ნა­ლე­ბი.

BBC რამ­დე­ნი­მე უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, რომ კი­ე­ვის გარ­და, სიგ­ნა­ლე­ბის ხმა ქვეყ­ნის რამ­დე­ნი­მე სხვა ქა­ლაქ­შიც ის­მის, მათ შო­რის ჩერ­ნი­გოვ­ში, ლუბ­ნი­ში, პოლ­ტა­ვა­სა და ვა­სილ­კოვ­ში.

გან­გა­შის ხმა მო­ქა­ლა­ქე­ებს პო­ტენ­ცი­უ­რი სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბის საფრ­თხის შე­სა­ხებ ატყო­ბი­ნებს, რათა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ბუნ­კე­რებს შე­ა­ფა­რონ თავი.

  • სუმ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ავი­ა­ი­ე­რიშს უკ­რა­ი­ნის ჩემ­პი­ო­ნი და მისი ოჯა­ხი ემსხვერ­პლნენ

სუმ­ში რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბის დროს უკ­რა­ი­ნის არა­ერ­თგზის ჩემ­პი­ო­ნი სამ­ბო­ში არ­ტემ პრი­მენ­კო და მისი ოჯა­ხის კი­დევ ხუთი წევ­რი და­ი­ღუპ­ნენ, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2006 წელს და­ბა­დე­ბულ სპორ­ტსმენ­თან ერ­თად გარ­და­იც­ვალ­ნენ მისი მამა, დედა, ბე­ბია და ორი უმ­ცრო­სი ძმა

  • რუ­სეთ­მა ჟი­ტო­მირ­ზე ავი­ა­დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, და­ღუ­პუ­ლებს შო­რის ორი ბავ­შვია

რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა ჟი­ტო­მირ­ზე სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, და­ღუ­პუ­ლია 5 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ორი ბავ­შვი, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

"ოკუ­პან­ტებ­მა სახ­ლე­ბი და­ან­გრი­ეს, ხალ­ხი და­ი­ხო­ცა. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურს უკვე აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ავი­ა­დარ­ტყმის დროს მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი და­ი­ღუპ­ნენ,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა.

  • რუ­სებ­მა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი და ტექ­სტი­ლის ქარ­ხა­ნა გა­ა­ნად­გუ­რეს

უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ჟი­ტო­მი­რის მე­რის, სერ­გეი სუ­ხომ­ლი­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შე­დე­გად, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი და ტექ­სტი­ლის ქარ­ხა­ნა გა­ნად­გურ­და.

"უკ­რა­ი­ნა­ში, ჟი­ტო­მირ­ში, რუ­სე­თის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო დარ­ტყმე­ბის შე­დე­გად სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი და დიდი ტექ­სტი­ლის ქარ­ხა­ნა გა­ნად­გურ­და”, - აცხა­დებს მერი Telegram-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დეო შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნულ ქარ­ხა­ნა­ში ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ბამ­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 70 პრო­ცენტს აწარ­მო­ებ­დნენ

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nino
0

ნატოო კი ვამბობთ, მაგრამ, მაინტერესებს უკრაინა ნატოს წევრი არის? ნატოს სულ არ აინტერესებს ჩვენი ქვეყნები, მას ვჭირდებით რუსეთის წინააღმდეგ. დაპირებებს როგორ უნდა ენდოს ნორმალური პოლიტიკოსი, ყველაფერზე უნდა გქონდეს დოკუმენტი..... ერთი სიტყვით, ნატო რომ ხვდება რუსეთთან დაპირისპირება მისთვის როგორი ძნელია, იმიტომ არ შევყავართ, კარს კი იმიტომ გვიღებს, რომ "ნდობა" გვქონდეს მისი.

აიპი
4

ნატო და ევროკავშირო, სანამ არ დავიწყეთ ხალხმა თქვენზე ზურგის შექცევა, მიხედეთ უკრაინას, დედამოტყნულებო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

აფეთქებები კიევში, საჰაერო განგაში არაერთ ქალაქში, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად სუმში მოკლული უკრაინის ჩემპიონი და მისი ოჯახი - რა ხდებოდა გასულ ღამეს უკრაინაში?

აფეთქებები კიევში,  საჰაერო განგაში არაერთ ქალაქში, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად სუმში მოკლული უკრაინის ჩემპიონი და მისი ოჯახი - რა ხდებოდა გასულ ღამეს უკრაინაში?

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. გასული ღამეს რუსულმა მხარემ კვლავ მიიტანა საჰაერო იერიში ქვეყნის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტზე. ოკუპანტების მიერ უკრაინის მიწაზე ჩამოყრილ ბომბებს ისევ მსხვერპლი მოჰყვა, გარდაცვლილთა შორის არიან ბავშებიც.

მოკლედ მოგიყვებით რა ხდებოდა გასულ ღამეს უკრაინაში:

  • უახლესი ინფორმაციით, კიევსა და მიმდებარე რაიონებში კვლავ აფეთქებების ხმა ისმის - ამოქმედდა განგაშის სიგნალი

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, დედაქალაქში კვლავ ამოქმედდა საჰაერო განგაშის სიგნალები.

BBC რამდენიმე უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კიევის გარდა, სიგნალების ხმა ქვეყნის რამდენიმე სხვა ქალაქშიც ისმის, მათ შორის ჩერნიგოვში, ლუბნიში, პოლტავასა და ვასილკოვში.

განგაშის ხმა მოქალაქეებს პოტენციური საჰაერო თავდასხმების საფრთხის შესახებ ატყობინებს, რათა დაუყოვნებლივ ბუნკერებს შეაფარონ თავი.

  • სუმზე განხორციელებულ ავიაიერიშს უკრაინის ჩემპიონი და მისი ოჯახი ემსხვერპლნენ

სუმში რუსული ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების დროს უკრაინის არაერთგზის ჩემპიონი სამბოში არტემ პრიმენკო და მისი ოჯახის კიდევ ხუთი წევრი დაიღუპნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2006 წელს დაბადებულ სპორტსმენთან ერთად გარდაიცვალნენ მისი მამა, დედა, ბებია და ორი უმცროსი ძმა

  • რუსეთმა ჟიტომირზე ავიადარტყმა განახორციელა, დაღუპულებს შორის ორი ბავშვია

რუსულმა ძალებმა ჟიტომირზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ოკუპანტებმა სახლები დაანგრიეს, ხალხი დაიხოცა. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურს უკვე აქვს ინფორმაცია, რომ ავიადარტყმის დროს მცირეწლოვანი ბავშვები დაიღუპნენ,“- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

  • რუსებმა საცხოვრებელი კორპუსი და ტექსტილის ქარხანა გაანადგურეს

უკრაინის ქალაქ ჟიტომირის მერის, სერგეი სუხომლინის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსი და ტექსტილის ქარხანა განადგურდა.

"უკრაინაში, ჟიტომირში, რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო დარტყმების შედეგად საცხოვრებელი კორპუსი და დიდი ტექსტილის ქარხანა განადგურდა”, - აცხადებს მერი Telegram-ში გამოქვეყნებულ ვიდეო შეტყობინებაში.

მისი თქმით, აღნიშნულ ქარხანაში ქვეყანაში არსებული ბამბის დაახლოებით 70 პროცენტს აწარმოებდნენ

იხილეთ ასევე: