პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიკვირს ადამიანების, ვინც იმედებს აგებს ამ ქალზე - პარიზში ჩასვლა დასჭირდა, იმის დასანახად, რომ საქართველო უკრაინის გვერდით უნდა იდგეს" - მაჭავარიანი ზურაბიშვილზე
"მიკვირს ადამიანების, ვინც იმედებს აგებს ამ ქალზე - პარიზში ჩასვლა დასჭირდა, იმის დასანახად, რომ საქართველო უკრაინის გვერდით უნდა იდგეს" - მაჭავარიანი ზურაბიშვილზე

ნე­ბის­მი­ე­რი რუსი, რო­მელ­საც გა­ა­ჩე­რებ და და­გე­ლა­პა­რა­კე­ბა, არაა ტუ­რის­ტად ჩა­მო­სუ­ლი - ეს არის მტრუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი, რომ­ლის ნა­წი­ლიც გა­მო­ექ­ცა რე­ჟიმს, მაგ­რამ ნა­წილ­ში აუ­ცი­ლებ­ლად არის რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, - ამის შე­სა­ხებ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ, პო­ლი­ტო­ლოგ­მა ვანო მა­ჭა­ვა­რი­ან­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა სუს-ის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვით ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­სუ­ლი რუ­სე­თის, ბე­ლა­რუ­სის და სხვა ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის რის­კის შემ­ცვე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ტენ­დენ­ცია არ შე­იმ­ჩნე­ვა.

პო­ლი­ტო­ლო­გის თქმით, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ბოლო დღე­ებ­ში ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­სუ­ლი 20-25 ათა­სი ტუ­რის­ტი­დან ერთი აგენ­ტიც ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

გარ­და ამი­სა, ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის შე­ფა­სე­ბით, თუ ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­სულ­მა რუს­მა ტუ­რის­ტებ­მა დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა მო­ი­თხო­ვეს, სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც კონ­ვენ­ცი­ის წევ­რი ქვე­ყა­ნა ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭოს მათ.

მი­სი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნა­ში მათი ყოფ­ნა, თუნ­დაც დევ­ნის სტა­ტუ­სით სო­ცი­ა­ლურ, ეკო­ნო­მი­კურ, სა­ინფლა­ციო და ადა­მი­ა­ნურ პრობ­ლე­მებს შექ­მნის.

„მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტყუ­ი­ლია. 25 ათას­მა რუს­მა ტუ­რის­ტმა უც­ბათ გა­და­წყვი­ტა და წა­მო­ვი­და რო­გორც ტუ­რის­ტი? - ეს ხომ დიდი ტყუ­ი­ლია.

ნე­ბის­მი­ე­რი რუსი, რო­მელ­საც გა­ა­ჩე­რებ და და­გე­ლა­პა­რა­კე­ბა, არ არის ტუ­რის­ტად ჩა­მო­სუ­ლი. ის გა­მო­იქ­ცა, ის არის დევ­ნი­ლი, ის ცდი­ლობს, რომ არ აღ­მოჩ­ნდეს ომში. არის კა­ტე­გო­რია, რო­მელ­მაც თა­ვის რე­სურ­სებ­თან ფი­ნან­სუ­რი წვდო­მა და­კარ­გა, უკვე ის ცხოვ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ 1937 წელი და­ი­წყო რუ­სეთ­ში, რად­გან ყვე­ლას იჭე­რენ, ფაქ­ტობ­რი­ვად ისი­ნი დევ­ნი­ლე­ბი არი­ან. ეს რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ გა­იზ­რდე­ბა. შე­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლია პო­ლი­ტი­კა, რად­გან მა­გა­ლი­თად, თუ ნე­ბის­მი­ერ­მა ჩა­მო­სულ­მა რუს­მა „ტუ­რის­ტმა“ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა და ახ­სე­ნა ომი უკ­რა­ი­ნა­ში მას უკვე 15 - წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი აქვს მის­ჯი­ლი, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ნამ პუ­ტი­ნის რე­ჟი­მი არ ჩა­მო­იშ­ლე­ბა შე­ეც­დე­ბი­ან, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყ­ვნენ, მო­ი­თხო­ვონ დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი და რო­გორც კონ­ვენ­ცი­ის წევ­რი ქვე­ყა­ნა ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი , რომ სტა­ტუ­სი მის­ცე.

მათი ყოფ­ნა თუნ­დაც დევ­ნის სტა­ტუ­სით ქმნის სო­ცი­ა­ლურ, ეკო­ნო­მი­კურ, სა­ინფლა­ციო, ადა­მი­ა­ნურ პრობ­ლე­მებს. ამ ადა­მი­ა­ნებს წარ­მო­იდ­გი­ნეთ ბან­კო­მა­ტი­დან ფული ვერ გა­მო­აქვთ, რა­ღა­ცით ხომ უნდა იარ­სე­ბონ, ამი­ტომ უნდა იყოს პირ­და­პი­რი სა­უ­ბა­რი ამათ სტა­ტუს­ზე ვინ არი­ან ესე­ნი, მათ შო­რის გა­ე­როს ლტოლ­ვილ­თა კო­მი­სი­ას­თან, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა უნდა მი­დი­ო­დეს. ამ 25 000 ადა­მი­ან­ში, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, 1 აგენ­ტიც ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეს? და ასე მარ­ტი­ვად შე­მო­ვი­და ყვე­ლა? ესე­ნი ხომ არ არი­ან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ბა­ნა­კებ­ში გან­ლა­გე­ბუ­ლე­ბი, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში არი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლე­ბი და ადა­მი­ა­ნებ­საც აინ­ტე­რე­სებთ, რომ 1 თვე იქი­რა­ვებს, 2 თვე იქი­რა­ვებს და მე­სა­მე თვეს, რომ ვერ გა­და­იხ­დის მერე რას ვშვე­ბით? ტუ­რის­ტი გა­გი­გი­ათ 1 წლით ჩა­მო­სუ­ლი? ანუ გად­მო­ვი­და, რო­გორც დევ­ნი­ლი - გა­მო­ექ­ცა რე­ჟიმს, რა­საც ყვე­ლა ამ­ბობს.

ჩვე­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბა გა­და­სუ­ლია ჩვენს მოს­მე­ნა­ზე. ჩვენ ხომ კარ­გად გვის­მე­ნენ? ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან ამ რე­ჟიმს. სიც­რუ­ეა, რომ თურ­მე ამ 20-25 ათას­ში არ შე­იმ­ჩნე­ვა ტენ­დენ­ცია რა­ღაც აგენ­ტუ­რის - ეს ხომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ეს ჩვე­ნი მო­ტყუ­ე­ბაა იმი­ტომ, რომ ორ დღე­ში სად გა­არ­კვი­ეს ეს ყვე­ლა­ფე­რი? ჩვენ გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამე­რი­კე­ლებ­თან ერ­თად, ევ­რო­პე­ლებ­თან ერ­თად ამ აგენ­ტუ­რის გა­მოვ­ლე­ნის. მი­ყუ­რა­დე­ბის გა­ათ­მა­გე­ბა მო­უ­წევთ, თუ რა საქ­მი­ა­ნო­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი და ამის შემ­დეგ თქვან შე­იმ­ჩნე­ვა თუ არა რა­ი­მე ტენ­დენ­ცია. ეს არის მტრუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი, რომ­ლის ნა­წი­ლიც გა­მო­ექ­ცა რე­ჟიმს, მაგ­რამ ამ ნა­წილ­ში აუ­ცი­ლებ­ლად არის რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ჩვენ ეს გვინ­და თუ არ გვინ­და“, - გა­ნა­ცხა­და ვანო მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

პო­ლი­ტო­ლო­გი ასე­ვე, გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ბოლო დროს გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს და აღ­ნიშ­ნა, რომ პრე­ზი­დენ­ტი არის უცხო ადა­მი­ა­ნი და აკე­თებს გან­ცხა­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც არ ჯდე­ბა სა­ერ­თო ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა­ში.

„მე ად­რეც ვთქვი, რომ პა­რიზ­ში ჩას­ვლა დას­ჭირ­და მას, რომ და­ე­ნა­ხა, თურ­მე სა­ქარ­თვე­ლო უკ­რა­ი­ნის გვერ­დით უნდა იდ­გეს, მაგ­რამ რო­გორც კი შე­ნიშ­ვნა მის­ცეს და „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ძა­ლი­ან მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა, სუ­ლე­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი შე­ახ­სე­ნა და ა.შ., კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა ინ­ტერ­ვი­უ­ში, რომ თურ­მე სა­ქარ­თვე­ლომ და­ი­წყო ომი. 2008 წლის ანა­ლი­ზი, რომ გა­კეთ­და მათ შო­რის სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით, რა­საც ახლა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი აკე­თე­ბენ, რა­ტომ არ ელო­დე­ბი­ან ისი­ნი კი­ევ­თან? ყველ­გან ხვდე­ბი­ან სა­დაც სა­შუ­ა­ლე­ბა არის.

ანა­ლი­ზი გა­კე­თე­ბუ­ლია, რომ ცხინ­ვალ­ში ჩვენ­მა გმი­რი მებ­რძო­ლე­ბის მიერ შე­კა­ვე­ბა რუ­სე­ბის შე­ნა­ერ­თე­ბის ის დრო მო­ა­გე­ბი­ნა ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს, რომ ისი­ნი თბი­ლის­ში არ შე­მო­ვიდ­ნენ და ამას ყვე­ლა ამ­ბობ­და. ანუ სა­კუ­თარ ჯარს აკ­რი­ტი­კებ, რომ რუ­სე­თის ჯარი შე­ა­ჩე­რა ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში, რომ არ შე­მო­სუ­ლი­ყო არც გორ­ში და მაქ­სი­მა­ლუ­რად დრო მო­ე­გო, რომ თბი­ლი­სამ­დეც არ შე­სუ­ლი­ყო და სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ქა­ნიზ­მე­ბი ამუ­შა­ვე­ბუ­ლი­ყო და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტს საზრკო­ზის მის­ცე­მო­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ უარი ეთ­ქვა რუ­სებს თბი­ლის­ში შე­მო­სავ­ლა­ზე - ეს არის რე­ა­ლო­ბა. ქალ­ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტი ნუთუ არ იც­ნობს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რა­ტომ გვა­ტყუ­ებს ან რა­ტომ იტყუ­ებს თავს.

მისი გა­მოს­ვლა პარ­ლა­მენ­ტში - უბ­რა­ლოდ მე ძა­ლი­ან მიკ­ვირს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც იმე­დებს აგებს ამ ქალ­ზე. მე ის არ მი­მაჩ­ნია ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სად, ის არის უცხო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მო­ინ­დო­მა და დაგ­ვი­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტად. ის არ არის ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და ამი­ტომ ის აკე­თებს რა­ღაც გან­ცხა­დე­ბებს, რო­მე­ლიც არ ჯდე­ბა სა­ერ­თო ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა­ში. და­აბ­რა­ლო სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას, რომ თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ა­კა­ვა ჯარი, რად­გან რუ­სეთს არ და­ე­პყრო სა­ქარ­თვე­ლო და თბი­ლი­სი - უბ­რა­ლოდ ეს ძა­ლი­ან დიდი და­ნა­შა­უ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
2

არ მაქვს არცერთის ნდობა, აბა რა გაინტერესებს, რომ მეუბნები მითხარი შენი აზრიო, ჩემი აზრიც ეგაა ძმაო!>>>და ეს მე გავიარე ამ 32 წელში. დებილი ვარ თუ ქართველი, აბა რატომ ვარ ღვთისშობლის ხვედრითი წილობა და არა ჩუქჩა!?>>>>>>>არც ერთს ვენდობი და არ მეორეს, ჩემი რჩევაა დაიკიდე. არსებობს ხელისუფლება და იმან მიხედოს ყველას, საეჭვოს. არ გაეკიდოთ არავის, ხოლო პოლიტიკური სუბიექტებს, ვისაც კონსტრუქციულობა აკლია დაიკიდეთ, რომ მასზე მოთხოვნა გაჩდეს და მერხთან, რომ ზის ის ბავშვი კაცად გაიზარდოს. შენი მოთხოვნა ბადებს იმის შექმნას რაც გინდოდა და ასე არ აღმოჩდებით მოტყუებული. გაუმარჯოს საქართველოს! რაც გინდა იმას ყიდულობ, არა!? ასეა პოლიტიკაშიც და თუ ამას გაითვალსწინებ არ აღმოჩდები მოტყუებული.>>>>>>>>>>>ვინმემ დაინახა, რომ ამ ქალს რომელიმე სამოსი უხდებოდეს!? აურა აქვს ძალიან ცუდი, თუ არა სხვაგვარად არ ხდება ეს. თვალები მისი მუდმივად იტყუება და სხეულს ვერ ასწორებს. თვალები და სხეულია სხვადასხვა სიბრტყეშია. დიდება ქრისტეს!

თბილისელი
0

ჩვენი ხალხი ვერ დეაგიპურებიათ,რა გაჭირვებაშია საქართველო 25 ათასი ტურისტი და თუ ვინცაა რას ფიქრობთ,ხალხი უმუშევრობით თავს იკლავს,აქედან გარბიან ხალხი უცხოეთში,გამაგებინეთ რახდება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მიკვირს ადამიანების, ვინც იმედებს აგებს ამ ქალზე - პარიზში ჩასვლა დასჭირდა, იმის დასანახად, რომ საქართველო უკრაინის გვერდით უნდა იდგეს" - მაჭავარიანი ზურაბიშვილზე

"მიკვირს ადამიანების, ვინც იმედებს აგებს ამ ქალზე - პარიზში ჩასვლა დასჭირდა, იმის დასანახად, რომ საქართველო უკრაინის გვერდით უნდა იდგეს" - მაჭავარიანი ზურაბიშვილზე

ნებისმიერი რუსი, რომელსაც გააჩერებ და დაგელაპარაკება, არაა ტურისტად ჩამოსული - ეს არის მტრული სახელმწიფოს მოსახლეობის ნაწილი, რომლის ნაწილიც გამოექცა რეჟიმს, მაგრამ ნაწილში აუცილებლად არის რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, პოლიტოლოგმა ვანო მაჭავარიანმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სუს-ის განცხადებას, რომლის მიხედვით ქვეყანაში შემოსული რუსეთის, ბელარუსის და სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიერ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი აქტივობების განხორციელების ტენდენცია არ შეიმჩნევა.

პოლიტოლოგის თქმით, წარმოუდგენელია, რომ ბოლო დღეებში ქვეყანაში შემოსული 20-25 ათასი ტურისტიდან ერთი აგენტიც ვერ აღმოაჩინეს.

გარდა ამისა, ვანო მაჭავარიანის შეფასებით, თუ ქვეყანაში შემოსულმა რუსმა ტურისტებმა დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვეს, საქართველო, როგორც კონვენციის წევრი ქვეყანა ვალდებული იქნება სტატუსი მიანიჭოს მათ.

მისივე თქმით, ქვეყანაში მათი ყოფნა, თუნდაც დევნის სტატუსით სოციალურ, ეკონომიკურ, საინფლაციო და ადამიანურ პრობლემებს შექმნის.

„მთავარი პრობლემა ხელისუფლების ტყუილია. 25 ათასმა რუსმა ტურისტმა უცბათ გადაწყვიტა და წამოვიდა როგორც ტურისტი? - ეს ხომ დიდი ტყუილია.

ნებისმიერი რუსი, რომელსაც გააჩერებ და დაგელაპარაკება, არ არის ტურისტად ჩამოსული. ის გამოიქცა, ის არის დევნილი, ის ცდილობს, რომ არ აღმოჩნდეს ომში. არის კატეგორია, რომელმაც თავის რესურსებთან ფინანსური წვდომა დაკარგა, უკვე ის ცხოვრება შეუძლებელი ხდება, რადგან მიაჩნიათ, რომ 1937 წელი დაიწყო რუსეთში, რადგან ყველას იჭერენ, ფაქტობრივად ისინი დევნილები არიან. ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება. შესამუშავებელია პოლიტიკა, რადგან მაგალითად, თუ ნებისმიერმა ჩამოსულმა რუსმა „ტურისტმა“ გააკეთა განცხადება და ახსენა ომი უკრაინაში მას უკვე 15 - წლიანი სასჯელი აქვს მისჯილი, ეს ადამიანები სანამ პუტინის რეჟიმი არ ჩამოიშლება შეეცდებიან, რომ საქართველოში იყვნენ, მოითხოვონ დევნილის სტატუსი და როგორც კონვენციის წევრი ქვეყანა ვალდებული იქნები , რომ სტატუსი მისცე.

მათი ყოფნა თუნდაც დევნის სტატუსით ქმნის სოციალურ, ეკონომიკურ, საინფლაციო, ადამიანურ პრობლემებს. ამ ადამიანებს წარმოიდგინეთ ბანკომატიდან ფული ვერ გამოაქვთ, რაღაცით ხომ უნდა იარსებონ, ამიტომ უნდა იყოს პირდაპირი საუბარი ამათ სტატუსზე ვინ არიან ესენი, მათ შორის გაეროს ლტოლვილთა კომისიასთან, ძალიან აქტიური მუშაობა უნდა მიდიოდეს. ამ 25 000 ადამიანში, წარმოუდგენელია, 1 აგენტიც ვერ აღმოაჩინეს? და ასე მარტივად შემოვიდა ყველა? ესენი ხომ არ არიან „ქართული ოცნების“ ბანაკებში განლაგებულები, მოსახლეობაში არიან გავრცელებულები და ადამიანებსაც აინტერესებთ, რომ 1 თვე იქირავებს, 2 თვე იქირავებს და მესამე თვეს, რომ ვერ გადაიხდის მერე რას ვშვებით? ტურისტი გაგიგიათ 1 წლით ჩამოსული? ანუ გადმოვიდა, როგორც დევნილი - გამოექცა რეჟიმს, რასაც ყველა ამბობს.

ჩვენი ოფიციალური უწყება გადასულია ჩვენს მოსმენაზე. ჩვენ ხომ კარგად გვისმენენ? ემსახურებიან ამ რეჟიმს. სიცრუეა, რომ თურმე ამ 20-25 ათასში არ შეიმჩნევა ტენდენცია რაღაც აგენტურის - ეს ხომ წარმოუდგენელია, ეს ჩვენი მოტყუებაა იმიტომ, რომ ორ დღეში სად გაარკვიეს ეს ყველაფერი? ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ამერიკელებთან ერთად, ევროპელებთან ერთად ამ აგენტურის გამოვლენის. მიყურადების გაათმაგება მოუწევთ, თუ რა საქმიანობით არიან დაკავებულები და ამის შემდეგ თქვან შეიმჩნევა თუ არა რაიმე ტენდენცია. ეს არის მტრული სახელმწიფოს მოსახლეობის ნაწილი, რომლის ნაწილიც გამოექცა რეჟიმს, მაგრამ ამ ნაწილში აუცილებლად არის რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები, ჩვენ ეს გვინდა თუ არ გვინდა“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

პოლიტოლოგი ასევე, გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი არის უცხო ადამიანი და აკეთებს განცხადებებს, რომლებიც არ ჯდება საერთო ქართული სახელმწიფოს განვითარების გეგმაში.

„მე ადრეც ვთქვი, რომ პარიზში ჩასვლა დასჭირდა მას, რომ დაენახა, თურმე საქართველო უკრაინის გვერდით უნდა იდგეს, მაგრამ როგორც კი შენიშვნა მისცეს და „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მკაცრად გააკრიტიკა, სულელური განცხადებები შეახსენა და ა.შ., კიდევ ერთხელ დაადასტურა ინტერვიუში, რომ თურმე საქართველომ დაიწყო ომი. 2008 წლის ანალიზი, რომ გაკეთდა მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით, რასაც ახლა უკრაინელები აკეთებენ, რატომ არ ელოდებიან ისინი კიევთან? ყველგან ხვდებიან სადაც საშუალება არის.

ანალიზი გაკეთებულია, რომ ცხინვალში ჩვენმა გმირი მებრძოლების მიერ შეკავება რუსების შენაერთების ის დრო მოაგებინა ქართულ სახელმწიფოს, რომ ისინი თბილისში არ შემოვიდნენ და ამას ყველა ამბობდა. ანუ საკუთარ ჯარს აკრიტიკებ, რომ რუსეთის ჯარი შეაჩერა ცხინვალის რეგიონში, რომ არ შემოსულიყო არც გორში და მაქსიმალურად დრო მოეგო, რომ თბილისამდეც არ შესულიყო და საერთაშორისო მექანიზმები ამუშავებულიყო და საფრანგეთის პრეზიდენტს საზრკოზის მისცემოდა შესაძლებლობა, რომ უარი ეთქვა რუსებს თბილისში შემოსავლაზე - ეს არის რეალობა. ქალბატონი პრეზიდენტი ნუთუ არ იცნობს ამ ინფორმაციას, რატომ გვატყუებს ან რატომ იტყუებს თავს.

მისი გამოსვლა პარლამენტში - უბრალოდ მე ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, ვინც იმედებს აგებს ამ ქალზე. მე ის არ მიმაჩნია ქართველ პოლიტიკოსად, ის არის უცხო ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოინდომა და დაგვინიშნა პრეზიდენტად. ის არ არის ქართველი პოლიტიკოსი და ამიტომ ის აკეთებს რაღაც განცხადებებს, რომელიც არ ჯდება საერთო ქართული სახელმწიფოს განვითარების გეგმაში. დააბრალო საკუთარ ქვეყანას, რომ თავის ტერიტორიაზე შეაკავა ჯარი, რადგან რუსეთს არ დაეპყრო საქართველო და თბილისი - უბრალოდ ეს ძალიან დიდი დანაშაულია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.