პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრალდებულის ბოდიშს ოჯახი არ ვიღებთ" - რას აცხადებს შანაი ბრუკის ძმა, რომელიც საქართველოში დის მკვლელობაში ბრალდებულისთვის განაჩენის გამოტანის პროცესს დაესწრება
"ბრალდებულის ბოდიშს ოჯახი არ ვიღებთ" - რას აცხადებს შანაი ბრუკის ძმა, რომელიც საქართველოში დის მკვლელობაში ბრალდებულისთვის განაჩენის გამოტანის პროცესს დაესწრება

ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქის შა­ნაი ბრუ­კი ედ­ვარდსის ოჯა­ხი მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის, რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლო­ვის ბო­დიშს არ იღებს და სა­სა­მარ­თლოს­გან მის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხოვს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მოკ­ლუ­ლის ძმამ, ტა­ი­სონ ედ­ვარდსმა ექ­სკლუ­ზი­უ­რად გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ტა­ი­სონ ედ­ვარდსი აცხა­დებს, ბრალ­დე­ბულ­მა და­ნა­შა­უ­ლი მას შემ­დეგ აღი­ა­რა, რაც ის ფაქ­ტობ­რი­ვად, კუ­თხე­ში მი­იმ­წყვდი­ეს, როცა სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ ჰქონ­და და ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მის წი­ნა­აღ­მდეგ მე­ტყვე­ლებ­და.

შა­ნაი ბრუ­კი ედ­ვარდსის ძმა აცხა­დებს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის ბო­დიშს ოჯა­ხი არ იღებს. ედ­ვარდსის თქმით, ისი­ნი სა­სა­მარ­თლოს­გან რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლო­ვის უმ­კაც­რეს დას­ჯას და უვა­დო პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხო­ვენ, რათა "გა­რეთ მკვლე­ლე­ბი არ და­დი­ოდ­ნენ და შა­ნა­ის ბედი სხვებ­მაც არ გა­ი­ზი­ა­რონ“.

ტა­ი­სონ ედ­ვარდსი სპე­ცი­ა­ლუ­რად ლონ­დო­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის გა­ნა­ჩენ­ზე და­სას­წრე­ბად დღეს დი­ლით ჩა­მოფ­რინ­და.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო შა­ნაი ბრუ­კი ედ­ვარდსის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გა­ნა­ჩენს ხვალ, 9 მარტს გა­მო­ა­ცხა­დებს.

ბრალ­დე­ბულ­მა რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლოვ­მა გა­სულ სხდო­მა­ზე სა­ბო­ლოო სი­ტყვით ისარ­გებ­ლა და მოკ­ლუ­ლის ოჯახს ბო­დი­ში მო­უ­ხა­და.

"არ ვარ ასე­თი ადა­მი­ა­ნი და არ ვყო­ფილ­ვარ ასე­თი ადა­მი­ა­ნი, მე ჩემი თავი იმ დღეს ვერ გა­ვა­ჩე­რე, ალ­ბათ, იმ დღეს, ჩემ­ში, ღმერ­თზე მეტი, ეშ­მა­კი იყო, როცა ამ ქვეყ­ნის შვი­ლი ხარ, ასე არ უნდა შე­გე­შა­ლოს და მე შე­მე­შა­ლა. არ ვიცი რა მოხ­და, მაგ­რამ მოხ­და. მე ამ ქვე­ყა­ნას, ხალ­ხს ვუხ­დი ბო­დიშს, იმ ადა­მი­ა­ნის ოჯახს ვუხ­დი ბო­დიშს, ეს არის და­ნაკ­ლი­სი, რა­საც ვერ ავა­ნა­ზღა­უ­რებ. უბ­რა­ლოდ, მა­პა­ტი­ეთ. რაც არ უნდა გა­მო­ი­ტა­ნოთ გა­ნა­ჩე­ნი, ხმას არ ამო­ვი­ღებ, არ გა­ვა­სა­ჩივ­რებ“,- გა­ნა­ცხა­და მურ­სა­კუ­ლოვ­მა.

სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის გან­მარ­ტე­ბით, შა­ნაი ბრუკ ედ­ვარდს და­ნით 13 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, მათ­გან 5 ყე­ლის არე­ში, რაც მკვლე­ლო­ბის გან­ზრახ­ვას ამ­ყა­რებს. პრო­კუ­რო­რი გი­ორ­გი ქო­ბუ­ლა­ძე გან­მარ­ტავს, რომ მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის შემ­დეგ რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლოვ­მა ცხე­და­რი გა­და­მა­ლა, ფოთ­ლე­ბი და­ა­ყა­რა და მის დაწ­ვას გეგ­მავ­და. ქო­ბუ­ლა­ძის თქმით­ვე, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში ბრალ­დე­ბუ­ლი შე­რა­ცხა­დი იყო და ის სრუ­ლად აც­ნო­ბი­ე­რებ­და იმას, თუ რას სჩა­დი­ო­და.

ცნო­ბის­თვის, ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე შა­ნაი ბრუ­კი ედ­ვარდსი გა­სუ­ლი წლის 30 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ცხე­და­რი მთაწ­მინ­დის ფერ­დზე 31 ივ­ლისს იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლო­ვი და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ყა­ჩა­ღო­ბა, ესე იგი თავ­დას­ხმა სხვი­სი მოძ­რა­ვი ნივ­თის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით, ჩა­დე­ნი­ლი სი­ცო­ცხლი­სათ­ვის ან ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბით ანდა ასე­თი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით), 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის "გ“ და მე­სა­მე ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი სხვა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის და მისი ჩა­დე­ნის გა­ად­ვი­ლე­ბის მიზ­ნით; ან­გა­რე­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 წლი­დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავტორი:

"ბრალდებულის ბოდიშს ოჯახი არ ვიღებთ" - რას აცხადებს შანაი ბრუკის ძმა, რომელიც საქართველოში დის მკვლელობაში ბრალდებულისთვის განაჩენის გამოტანის პროცესს დაესწრება

"ბრალდებულის ბოდიშს ოჯახი არ ვიღებთ" - რას აცხადებს შანაი ბრუკის ძმა, რომელიც საქართველოში დის მკვლელობაში ბრალდებულისთვის განაჩენის გამოტანის პროცესს დაესწრება

ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკი ედვარდსის ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულის, რაფაელ მურსაკულოვის ბოდიშს არ იღებს და სასამართლოსგან მის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ მოკლულის ძმამ, ტაისონ ედვარდსმა ექსკლუზიურად განუცხადა.

როგორც ტაისონ ედვარდსი აცხადებს, ბრალდებულმა დანაშაული მას შემდეგ აღიარა, რაც ის ფაქტობრივად, კუთხეში მიიმწყვდიეს, როცა სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ყველა მტკიცებულება მის წინააღმდეგ მეტყველებდა.

შანაი ბრუკი ედვარდსის ძმა აცხადებს, რომ ბრალდებულის ბოდიშს ოჯახი არ იღებს. ედვარდსის თქმით, ისინი სასამართლოსგან რაფაელ მურსაკულოვის უმკაცრეს დასჯას და უვადო პატიმრობის გამოყენებას ითხოვენ, რათა "გარეთ მკვლელები არ დადიოდნენ და შანაის ბედი სხვებმაც არ გაიზიარონ“.

ტაისონ ედვარდსი სპეციალურად ლონდონიდან საქართველოში დის მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენზე დასასწრებად დღეს დილით ჩამოფრინდა.

თბილისის საქალაქო სასამართლო შანაი ბრუკი ედვარდსის მკვლელობის საქმეზე განაჩენს ხვალ, 9 მარტს გამოაცხადებს.

ბრალდებულმა რაფაელ მურსაკულოვმა გასულ სხდომაზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა და მოკლულის ოჯახს ბოდიში მოუხადა.

"არ ვარ ასეთი ადამიანი და არ ვყოფილვარ ასეთი ადამიანი, მე ჩემი თავი იმ დღეს ვერ გავაჩერე, ალბათ, იმ დღეს, ჩემში, ღმერთზე მეტი, ეშმაკი იყო, როცა ამ ქვეყნის შვილი ხარ, ასე არ უნდა შეგეშალოს და მე შემეშალა. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ მოხდა. მე ამ ქვეყანას, ხალხს ვუხდი ბოდიშს, იმ ადამიანის ოჯახს ვუხდი ბოდიშს, ეს არის დანაკლისი, რასაც ვერ ავანაზღაურებ. უბრალოდ, მაპატიეთ. რაც არ უნდა გამოიტანოთ განაჩენი, ხმას არ ამოვიღებ, არ გავასაჩივრებ“,- განაცხადა მურსაკულოვმა.

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, შანაი ბრუკ ედვარდს დანით 13 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათგან 5 ყელის არეში, რაც მკვლელობის განზრახვას ამყარებს. პროკურორი გიორგი ქობულაძე განმარტავს, რომ მკვლელობის ჩადენის შემდეგ რაფაელ მურსაკულოვმა ცხედარი გადამალა, ფოთლები დააყარა და მის დაწვას გეგმავდა. ქობულაძის თქმითვე, დანაშაულის ჩადენის მომენტში ბრალდებული შერაცხადი იყო და ის სრულად აცნობიერებდა იმას, თუ რას სჩადიოდა.

ცნობისთვის, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედვარდსი გასული წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.