საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ფრთხილად, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს სანქციების თავიდან არიდება, საქართველოსაც სიფრთხილე მართებს" - გიორგი აბაშიშვილი
"საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ფრთხილად, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს სანქციების თავიდან არიდება, საქართველოსაც სიფრთხილე მართებს" - გიორგი აბაშიშვილი

რუ­სე­თი, ამ ძა­ლი­ან დიდი სან­ქცი­ე­ბის ფონ­ზე, აუ­ცი­ლებ­ლად ეც­დე­ბა, რომ არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო, არა­მედ მსოფ­ლი­ოს ძა­ლი­ან ბევ­რი ქვე­ყა­ნა სან­ქცი­ე­ბის­გან თა­ვის ასა­რი­დებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნოს - ჩვე­ნი პო­ზი­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან უკი­დუ­რე­სად კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა, "ჯე­ო­ქე­ი­სის“ მკვლე­ვარ­მა გი­ორ­გი აბა­შიშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც შე­ა­ფა­სა რუ­სე­თის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რძის პრო­დუქ­ტე­ბის ბაზ­რის გახ­სნა.

აბა­შიშ­ვი­ლის აზ­რით, რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერთი-ერ­თზე არ უნდა დარ­ჩეს და "იმე­დია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვაჩ­ვე­ნებს, რომ მისი ნა­ბი­ჯე­ბი და საფრ­თხე­ე­ბის არი­დე­ბის სურ­ვი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლია“.

"რუ­სე­თი და­ი­წყებს გზე­ბის მო­ძი­ე­ბას, რათა თა­ვი­დან აი­რი­დოს სან­ქცი­ე­ბი. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც სხვა ქვეყ­ნე­ბი, ასე­ვე ოფ­შო­რე­ბი. ერთი მხრივ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა უნდა იყოს ფრთხი­ლად, რომ რუ­სეთ­მა ვერ შეძ­ლოს ჩრდი­ლო­ვა­ნი გზე­ბით სან­ქცი­ე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბა, მე­ო­რე მხრივ, სა­ქარ­თვე­ლო­საც სიფრ­თხი­ლე მარ­თებს. რუ­სე­თი არ არის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ვინ­მეს კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუ­ნავს, რუ­სე­თი არის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ვინ­მეს გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე ფიქ­რობს მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. აქ ჩვე­ნი პო­ზი­ცია უკი­დუ­რე­სად ფრთხი­ლი, გა­მიზ­ნუ­ლი და უკი­დუ­რე­სად კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს ჩვენს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს პარტნი­ო­რებ­თან - ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან, ევ­რო­კავ­შირ­თან. ამ სა­კი­თხებ­ზე ყო­ველ­დღი­ურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში უნდა ვი­ყოთ. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პო­ზი­ცია გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ჩვე­ნი ნა­ბი­ჯე­ბი უნდა იყოს კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი, შე­თან­ხმე­ბუ­ლი და ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად უნდა იყ­ვნენ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი ჩვე­ნი რის­კე­ბის, საფრ­თხე­ე­ბი­სა და ნა­ბი­ჯე­ბის შე­სა­ხებ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე გვჭირ­დე­ბა. ზო­გა­დად კი, რუ­სე­თი არა­ერთ პრო­ვო­კა­ცი­ულ ნა­ბიჯს გა­დად­გამს სა­ქარ­თვე­ლოს და არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ჩვე­ნი დამ­ცვე­ლი მხო­ლოდ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბაა. ჩვენ არას­დროს, არ უნდა და­ვუშ­ვათ სი­ტუ­ა­ცია, რომ რუ­სეთ­თან ერთი-ერ­თზე დავ­რჩეთ ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხზე.

რა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რო­დის და სად იყო ერთი თე­მაა, მაგ­რამ მე­ო­რეა ის, რომ დღეს სხვაგ­ვა­რად მოქ­ცე­ვა გვმარ­თებს, მხო­ლოდ ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან კო­ორ­დი­ნი­რე­ბით.

აბ­სურ­დუ­ლი თე­მაა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შე­უძ­ლია იყოს იმ პრო­დუქ­ტის ექ­სპორ­ტი­ო­რი, რომ­ლის იმ­პორ­ტი­ო­რი თა­ვა­დაა. სა­უ­ბა­რია რძის პრო­დუქ­ტებ­ზე. შე­უძ­ლე­ბე­ლია ექ­სპორ­ტი­ო­რი ვი­ყოთ. კომ­პა­ნი­ებ­მა სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რეს, მაგ­რამ რუ­სე­თი პრო­ვო­კა­ცი­ებს გა­აგ­რძე­ლებს. რო­გორც მთავ­რო­ბამ, ისე მე­წარ­მე­ებ­მა და თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ უნდა გა­ვი­აზ­როთ, რომ რაც უფრო მე­ტად ვდის­ტან­ცირ­დე­ბით რუ­სე­თის­გან არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი, არა­მედ ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, მით ნაკ­ლე­ბი გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა ამ ვე­რაგ სა­ხელ­მწი­ფოს ჩვენ­ზე. რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი გავ­ლე­ნა უნდა ჰქონ­დეს ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ზე, რათა ნაკ­ლე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეს ჩვე­ნი შან­ტა­ჟის­თვის. ამი­ტომ, ნაც­ვლად რუ­სეთ­თან რა­ღაც თე­მე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად დრო­ის ხარ­ჯვი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მეტი დრო დავ­ხარ­ჯოთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რე­ბის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ნაკ­ლე­ბი წილი და­ვუ­ტო­ვოთ რუ­სეთს ჩვენს ეკო­ნო­მი­კა­სა და ცხოვ­რე­ბა­ში“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი აბა­შიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ფრთხილად, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს სანქციების თავიდან არიდება, საქართველოსაც სიფრთხილე მართებს" - გიორგი აბაშიშვილი

"საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ფრთხილად, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს სანქციების თავიდან არიდება, საქართველოსაც სიფრთხილე მართებს" - გიორგი აბაშიშვილი

რუსეთი, ამ ძალიან დიდი სანქციების ფონზე, აუცილებლად ეცდება, რომ არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა სანქციებისგან თავის ასარიდებლად გამოიყენოს - ჩვენი პოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან უკიდურესად კოორდინირებული უნდა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, "ჯეოქეისის“ მკვლევარმა გიორგი აბაშიშვილმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც შეაფასა რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის რძის პროდუქტების ბაზრის გახსნა.

აბაშიშვილის აზრით, რუსეთი საქართველოსთან ერთი-ერთზე არ უნდა დარჩეს და "იმედია ხელისუფლება გვაჩვენებს, რომ მისი ნაბიჯები და საფრთხეების არიდების სურვილი საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებულია“.

"რუსეთი დაიწყებს გზების მოძიებას, რათა თავიდან აირიდოს სანქციები. ეს შეიძლება იყოს როგორც სხვა ქვეყნები, ასევე ოფშორები. ერთი მხრივ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ფრთხილად, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს ჩრდილოვანი გზებით სანქციების თავიდან არიდება, მეორე მხრივ, საქართველოსაც სიფრთხილე მართებს. რუსეთი არ არის ქვეყანა, რომელიც ვინმეს კეთილდღეობაზე ზრუნავს, რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის ვინმეს გამოყენებაზე ფიქრობს მხოლოდ საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე. აქ ჩვენი პოზიცია უკიდურესად ფრთხილი, გამიზნული და უკიდურესად კოორდინირებული უნდა იყოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, უმნიშვნელოვანეს პარტნიორებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან. ამ საკითხებზე ყოველდღიურ კომუნიკაციაში უნდა ვიყოთ. საქართველოს მთავრობის პოზიცია გასაგებია, მაგრამ ჩვენი ნაბიჯები უნდა იყოს კოორდინირებული, შეთანხმებული და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყოველდღიურად უნდა იყვნენ ინფორმირებულები ჩვენი რისკების, საფრთხეებისა და ნაბიჯების შესახებ. განსაკუთრებული სიფრთხილე გვჭირდება. ზოგადად კი, რუსეთი არაერთ პროვოკაციულ ნაბიჯს გადადგამს საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ჩვენი დამცველი მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებაა. ჩვენ არასდროს, არ უნდა დავუშვათ სიტუაცია, რომ რუსეთთან ერთი-ერთზე დავრჩეთ ნებისმიერ საკითხზე.

რა მოლაპარაკებები, როდის და სად იყო ერთი თემაა, მაგრამ მეორეა ის, რომ დღეს სხვაგვარად მოქცევა გვმართებს, მხოლოდ ჩვენს პარტნიორებთან კოორდინირებით.

აბსურდული თემაა, რომ საქართველოს შეუძლია იყოს იმ პროდუქტის ექსპორტიორი, რომლის იმპორტიორი თავადაა. საუბარია რძის პროდუქტებზე. შეუძლებელია ექსპორტიორი ვიყოთ. კომპანიებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს, მაგრამ რუსეთი პროვოკაციებს გააგრძელებს. როგორც მთავრობამ, ისე მეწარმეებმა და თითოეულმა მოქალაქემ უნდა გავიაზროთ, რომ რაც უფრო მეტად ვდისტანცირდებით რუსეთისგან არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით, მით ნაკლები გავლენა ექნება ამ ვერაგ სახელმწიფოს ჩვენზე. რაც შეიძლება ნაკლები გავლენა უნდა ჰქონდეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რათა ნაკლები საშუალება ჰქონდეს ჩვენი შანტაჟისთვის. ამიტომ, ნაცვლად რუსეთთან რაღაც თემების განსახილველად დროის ხარჯვისა, მნიშვნელოვანია მეტი დრო დავხარჯოთ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიკაციის მიმართულებით, ნაკლები წილი დავუტოვოთ რუსეთს ჩვენს ეკონომიკასა და ცხოვრებაში“,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.