სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განცხადებას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო რუსეთში საქართველოდან ცხოველური პროდუქციის გატანაზე?
რა განცხადებას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო რუსეთში საქართველოდან ცხოველური პროდუქციის გატანაზე?

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ქარ­თუ­ლი ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორტთან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ექ­სპორ­ტის ზრდის მი­მარ­თუ­ლე­ბით და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებს არა­ერთ ქვე­ყა­ნას­თან, მათ შო­რის, წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სა­უ­დის არა­ბეთ­თან, ხოლო 2020 წლი­დან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, ქარ­თუ­ლი ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტის დაშ­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

“ქარ­თუ­ლი აგ­რა­რუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მსოფ­ლიო ბაზ­რებ­ზე ექ­სპორ­ტის გაზ­რდის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მრა­ვა­ლი წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს. აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია რო­გორც შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი, ისე ცნო­ბი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მარ­კე­ტინ­გუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი. მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ქარ­თუ­ლი ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტის ზრდის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებს არა­ერთ ქვე­ყა­ნას­თან, მათ შო­რის, ერთი კვი­რის წინ წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სა­უ­დის არა­ბეთ­თან. 2020 წლი­დან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხა­რეს­თა­ნაც, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ქარ­თუ­ლი ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტის დაშ­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში.

ამავდრო­უ­ლად, ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში, ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა სტან­დარ­ტე­ბი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის და­ნერგვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რათა ქარ­თუ­ლი ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ტე­ბის ექ­სპორ­ტი შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში.

ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ცი­ის­თვის ბაზ­რე­ბის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ის მიზ­ნით, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­ტა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე 2016 წლის დე­კემ­ბრი­დან დაშ­ვე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი თაფ­ლის ექ­სპორ­ტი და შე­დე­გად, გა­სულ წელს ევ­რო­პა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბის თაფ­ლია გა­სუ­ლი”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • ცნო­ბის­თვის, რუ­სე­თის ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი და ფი­ტო­სა­ნი­ტა­რი­უ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურ­ში, "როს­სელ­ხოზ­ნად­ზორ­ში" აცხა­დე­ბენ, რომ ისი­ნი 15 ქარ­თულ სა­წარ­მოს რუ­სეთ­ში რძის პრო­დუქ­ტე­ბის შე­ტა­ნას სთა­ვა­ზო­ბენ. გა­ე­ცა­ნით ვრცლად
მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშა
1

სად გაქვთ რამე გასატანი თქვე უდღეურებო, ბატკას რომ რძე აქვს იმდენი მდინარე არ ჩამოდის აქ, ხალხს ნატურალური ყველი ენატრება, პალმის ზეთის და ფხვნილის ყველითაა გაჯერებული მთელი საქართველო და ვის რა უნდა გაუგზავნოთ თქვე პატხლიმებო.

jaagazz
5

აზრი არა აქვს ჯობია ჩვენ მივაწოდოთ, ან სომხები და აზერბაიჯანელები იყიდიან ჩვენგან და მაინც ჩავა დანიშნულების ადგილზე. ეს გეოეკონომიკური მდებარეობის შედეგია. საწყენი რეალობა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

რა განცხადებას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო რუსეთში საქართველოდან ცხოველური პროდუქციის გატანაზე?

რა განცხადებას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო რუსეთში საქართველოდან ცხოველური პროდუქციის გატანაზე?

სურსათის ეროვნული სააგენტო ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მუშაობა მიმდინარეობს ექსპორტის ზრდის მიმართულებით და სურსათის ეროვნული სააგენტო მოლაპარაკებებს აწარმოებს არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საუდის არაბეთთან, ხოლო 2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციასთან, რომლის საფუძველზე, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

“ქართული აგრარული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად, აქტიური მუშაობა მრავალი წელია მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესში ჩართულია როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, ისე ცნობილი საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიები. მუშაობა მიმდინარეობს ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის ზრდის მიმართულებითაც.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოლაპარაკებებს აწარმოებს არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ერთი კვირის წინ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საუდის არაბეთთან. 2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში.

ამავდროულად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა სტანდარტებისა და რეგულაციების დანერგვასთან დაკავშირებით, რათა ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტი შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის ქვეყნებში.

ცხოველური წარმოშობის პროდუქციისთვის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გატარებული პოლიტიკისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ევროკავშირის ბაზარზე 2016 წლის დეკემბრიდან დაშვებულია ქართული თაფლის ექსპორტი და შედეგად, გასულ წელს ევროპაში უპრეცედენტო რაოდენობის თაფლია გასული”, - აღნიშნულია განცხადებაში.

  • ცნობისთვის, რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურში, "როსსელხოზნადზორში" აცხადებენ, რომ ისინი 15 ქართულ საწარმოს რუსეთში რძის პროდუქტების შეტანას სთავაზობენ. გაეცანით ვრცლად