საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპა რადიაციული კატასტროფის ზღვარზე - რა სიმძლავრის არის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც რუსეთმა დაბომბა?
ევროპა რადიაციული კატასტროფის ზღვარზე - რა სიმძლავრის არის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც რუსეთმა დაბომბა?

ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა 1979 წელს და­ი­წყო. 1984-1987 წლებ­ში ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში ოთხი ენერ­გობ­ლო­კი შე­ვი­და. 1988 წელს შე­იქ­მნა პრო­ექ­ტი სად­გუ­რის გა­ფარ­თო­ე­ბის შე­სა­ხებ, რაც ანა­ლო­გი­უ­რი რე­აქ­ტო­რე­ბით კი­დევ ორი ​​ენერ­გობ­ლო­კის მშე­ნებ­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. 1989 წლის აგ­ვის­ტო­ში ქსელ­ში მე-5 ენერ­გობ­ლო­კი ჩა­ირ­თო.

1990 წელს მე-6 ენერ­გობ­ლო­კის გაშ­ვე­ბაც და­ი­გეგ­მა, რაც ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის­თვის თით­ქმის მზად იყო. თუმ­ცა უკ­რა­ი­ნა­ში ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რე­ბის ახა­ლი სიმ­ძლავ­რე­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა-ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მო­რა­ტო­რი­უ­მის გამო, მე-6 ბლო­კის მშე­ნებ­ლო­ბა 1993 წლამ­დე შე­ჩერ­და.

ამ წელს მო­რა­ტო­რი­უ­მი მო­იხ­სნა და მე­ექ­ვსე ბლო­კი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში 1996 წელს გა­ეშ­ვა, რის შემ­დე­გაც ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე დიდი, მსოფ­ლი­ო­ში კი სი­დი­დით მე­სა­მე სად­გუ­რი გახ­და.

2009 წელს ატო­მუ­რი ენერ­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტომ ის მო­თხოვ­ნებ­თან სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მყოფ სად­გუ­რად აღი­ა­რა. 2014 წლის და­სა­წყი­სის­თვის სად­გურ­ზე 11,5 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობ­და. 2015 წლის 29 მარტს ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი სად­გუ­რი პირ­ვე­ლი ელექტრო­სად­გუ­რი გახ­და მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­მაც ამოქ­მე­დე­ბი­დან 1 ტრი­ლი­ონ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტრო­ე­ნერ­გია გა­მო­ი­მუ­შა­ვა.

2021 წლის 2 დე­კემ­ბერს ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მურ­მა ელექტრო­სად­გურ­მა, პირ­ვე­ლად თა­ვის ის­ტო­რი­ა­ში, დად­გე­ნი­ლი სიმ­ძლავ­რის 100%-ის, ანუ 6040 მგვტ-ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას მი­აღ­წია, ხოლო 22 დე­კემ­ბერს ელექტრო­სად­გურ­მა 6140 მე­გა­ვა­ტით აბ­სო­ლუ­ტუ­რი სიმ­ძლავ­რის რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა..გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერაბი
0

ომზე არანაკლებ ამაზრზენია ბინძური საინფორმაციო ომი....

აკა-კა
2

თვითონ სტატიაში საფრთხეზე არაფერია ნათქვამი, ეს მყვირალა სათაური საიდან?

ავტორი:

ევროპა რადიაციული კატასტროფის ზღვარზე - რა სიმძლავრის არის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც რუსეთმა დაბომბა?

ევროპა რადიაციული კატასტროფის ზღვარზე - რა სიმძლავრის არის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც რუსეთმა დაბომბა?

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 1979 წელს დაიწყო. 1984-1987 წლებში ექსპლუატაციაში ოთხი ენერგობლოკი შევიდა. 1988 წელს შეიქმნა პროექტი სადგურის გაფართოების შესახებ, რაც ანალოგიური რეაქტორებით კიდევ ორი ​​ენერგობლოკის მშენებლობას ითვალისწინებდა. 1989 წლის აგვისტოში ქსელში მე-5 ენერგობლოკი ჩაირთო.

1990 წელს მე-6 ენერგობლოკის გაშვებაც დაიგეგმა, რაც ექსპლუატაციისთვის თითქმის მზად იყო. თუმცა უკრაინაში ატომური ელექტროსადგურების ახალი სიმძლავრეების მშენებლობა-ექსპლუატაციაზე გამოცხადებული მორატორიუმის გამო, მე-6 ბლოკის მშენებლობა 1993 წლამდე შეჩერდა.

ამ წელს მორატორიუმი მოიხსნა და მეექვსე ბლოკი ექსპლუატაციაში 1996 წელს გაეშვა, რის შემდეგაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში ყველაზე დიდი, მსოფლიოში კი სიდიდით მესამე სადგური გახდა.

2009 წელს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში მყოფ სადგურად აღიარა. 2014 წლის დასაწყისისთვის სადგურზე 11,5 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობდა. 2015 წლის 29 მარტს ზაპოროჟიეს ატომური სადგური პირველი ელექტროსადგური გახდა მსოფლიოში, რომელმაც ამოქმედებიდან 1 ტრილიონ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა.

2021 წლის 2 დეკემბერს ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა, პირველად თავის ისტორიაში, დადგენილი სიმძლავრის 100%-ის, ანუ 6040 მგვტ-ის გამომუშავებას მიაღწია, ხოლო 22 დეკემბერს ელექტროსადგურმა 6140 მეგავატით აბსოლუტური სიმძლავრის რეკორდი დაამყარა..განაგრძეთ კითხვა