პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავრცელდა პოსტი, რომ ხარკოვში 50 ბავშვია გასაშვილებელი... არ შეხვიდეთ შეცდომაში" - რას წერს უკრაინაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი?
"გავრცელდა პოსტი, რომ ხარკოვში 50 ბავშვია გასაშვილებელი... არ შეხვიდეთ შეცდომაში" - რას წერს უკრაინაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი?

უკ­რა­ი­ნა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ სა­სუ­ლი­ე­რო პირს, მამა ნექ­ტა­რი­ოს მჭედ­ლი­ძეს, მას შემ­დეგ რაც რუ­სე­თი ქვე­ყა­ნა­ში შე­იჭ­რა, უკ­რა­ი­ნა არ და­უ­ტო­ვე­ბია. სა­სუ­ლი­ე­რო პირი ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნა­ში, ქა­ლაქ ჟი­ტო­მირ­თან ახ­ლოს, ბე­ლო­რუ­სი­ის სა­ზღვარ­თან იმ­ყო­ფე­ბა.

მამა ნექ­ტა­რი­ო­სი ბოლო დღე­ებ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში და­ობ­ლე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის შვი­ლად აყ­ვა­ნის სურ­ვილს გა­მოთ­ქვა­მენ, რა­ზეც სა­სუ­ლი­ე­რო პირი წერს, რომ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია.

მამა ნექ­ტა­რი­ოს მჭედ­ლი­ძე:

- მე­გობ­რე­ბო, "ფე­ის­ბუქ­ზე" გავ­რცელ­და ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნის სტა­ტუ­სი თით­ქოს უკ­რა­ი­ნა­ში, ქა­ლაქ ხარ­კოვ­ში 50 ბავ­შვია გა­საშ­ვი­ლე­ბე­ლი და მსურ­ვე­ლებს თურ­მე აფიქ­სი­რებს სა­ქარ­თვე­ლო­დან.

უკ­რა­ი­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით აკ­რძა­ლუ­ლია სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ზე გაშ­ვი­ლე­ბა, ეს არის სი­გი­ჟე, უბ­რა­ლოდ ფაქ­ტი არც ხდე­ბა ხარ­კოვ­ში 50 ბავ­შვი იყოს უპატ­რო­ნოდ. არ შეხ­ვი­დეთ შეც­დო­მა­ში ჯერ უკ­რა­ი­ნე­ლი ერი არ აპა­ტი­ებს, რომ ვინ­მემ გა­ბე­დოს ომში ბავ­შვე­ბი გა­აშ­ვი­ლონ...

ცნო­ბის­თვის, ორი დღეა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ხარ­კოვ­ში ობ­ლად დარ­ჩე­ნი­ლი ჩვი­ლე­ბის გაშ­ვი­ლე­ბის მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ ბავ­შვე­ბი იშ­ვი­ლონ.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გუ­შინ პოს­ტი გა­ავ­რცე­ლეს მაია ასა­თი­ან­მა, ასე­ვე მომ­ღე­რალ­მა ნინი შერ­მა­დინ­მა, სა­დაც ბავ­შვე­ბის შვი­ლად აყ­ვა­ნის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვეს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
1

საიდან წამოვიდა და ვინ დადო ფეისბუქზე იბფი, უკრაინაში ბავშვებს აშვილებენო, რატომ არ წერთ? გეშინიათ? ტექსტის ავტორს

ეკა
1

წლებია ბავშვის აყვანა უნდა ჩემს ძმას, დაბერდნენ ამ ლოდინში, არ აღირსა ქვეყანამ ეს და თუ იქიდან იშვილებს რაიქნება, ვითომ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გავრცელდა პოსტი, რომ ხარკოვში 50 ბავშვია გასაშვილებელი... არ შეხვიდეთ შეცდომაში" - რას წერს უკრაინაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი?

"გავრცელდა პოსტი, რომ ხარკოვში 50 ბავშვია გასაშვილებელი... არ შეხვიდეთ შეცდომაში" - რას წერს უკრაინაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი?

უკრაინაში მოღვაწე ქართველ სასულიერო პირს, მამა ნექტარიოს მჭედლიძეს, მას შემდეგ რაც რუსეთი ქვეყანაში შეიჭრა, უკრაინა არ დაუტოვებია. სასულიერო პირი ამჟამად უკრაინაში, ქალაქ ჟიტომირთან ახლოს, ბელორუსიის საზღვართან იმყოფება.

მამა ნექტარიოსი ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ცნობილი ქართველები უკრაინაში დაობლებული ბავშვების შვილად აყვანის სურვილს გამოთქვამენ, რაზეც სასულიერო პირი წერს, რომ ეს შეუძლებელია.

მამა ნექტარიოს მჭედლიძე:

- მეგობრებო, "ფეისბუქზე" გავრცელდა ქართველი ადამიანის სტატუსი თითქოს უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში 50 ბავშვია გასაშვილებელი და მსურველებს თურმე აფიქსირებს საქართველოდან.

უკრაინის კანონმდებლობით აკრძალულია სხვა ქვეყნის მოქალაქეზე გაშვილება, ეს არის სიგიჟე, უბრალოდ ფაქტი არც ხდება ხარკოვში 50 ბავშვი იყოს უპატრონოდ. არ შეხვიდეთ შეცდომაში ჯერ უკრაინელი ერი არ აპატიებს, რომ ვინმემ გაბედოს ომში ბავშვები გააშვილონ...

ცნობისთვის, ორი დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხარკოვში ობლად დარჩენილი ჩვილების გაშვილების მსურველებს შეუძლიათ ბავშვები იშვილონ.

აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ პოსტი გაავრცელეს მაია ასათიანმა, ასევე მომღერალმა ნინი შერმადინმა, სადაც ბავშვების შვილად აყვანის სურვილი გამოთქვეს.