პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინისთვის ჯობია არანაირი პაუზაზე ან ჰუმანიტარულ კორიდორზე არ შეუთანხმდეს რუსეთს, დრო უკვე რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს" - სამხედრო ექსპერტი
"უკრაინისთვის ჯობია არანაირი პაუზაზე ან ჰუმანიტარულ კორიდორზე არ შეუთანხმდეს რუსეთს, დრო უკვე რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს" - სამხედრო ექსპერტი

სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი გი­ორ­გი თავ­დგი­რი­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას აფა­სებს.

"შე­ვა­ჯა­მოთ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი და ოპე­რა­ტი­უ­ლი ვი­თა­რე­ბა ამ მო­მენ­ტი­სათ­ვის: რუ­სე­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის და­კარ­გვის ზღვარ­ზეა, არც ერთი სამ­ხედ­რო მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლი არ არის, რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი არ (ვერ) იყე­ნე­ბენ ოპე­რა­ტი­ულ სიღ­რმე­ებს და ძი­რი­თა­დად ტაქ­ტი­კურ მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბი­ან, თუმ­ცა ტაქ­ტი­კურ დო­ნე­ზე უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ხში­რად ახერ­ხე­ბენ ძა­ლე­ბის სწრაფ გა­დაჯ­გუ­ფე­ბას და მოკ­ლე დრო­ში იბ­რუ­ნე­ბენ და­კარ­გულ პო­ზი­ცი­ებს, თუმ­ცა არ ატა­რე­ბენ ისეთ ოპე­რა­ცი­ებს, რომ­ლებ­საც დიდი ძა­ლე­ბი ჭირ­დე­ბა და ასეთ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე თავ­დაც­ვით ბრძო­ლებ­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გის გა­მო­ფიტ­ვი­სა და მის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რი ზა­რა­ლის მი­ყე­ნე­ბას ცდი­ლო­ბენ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი კარ­გად არი­ან სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი და ეფექ­ტურ წერ­ტი­ლო­ვან დარ­ტყმეს აყე­ნე­ბენ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის კო­ლო­ნებსა და მცი­რე დაჯ­გუ­ფე­ბებს. რუ­სე­თის დაჯ­გუ­ფე­ბის მოქ­მე­დე­ბა­ში არ იგ­რძნო­ბა ერ­თი­ა­ნი მარ­თვა და შე­ტე­ვის რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე მოქ­მე­დე­ბა არ აი­ო­ლებს რო­მე­ლი­მე სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე შე­ტე­ვას ან არ ასუს­ტებს უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის თავ­დაც­ვას.

ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ბრძო­ლით და­კა­ვე­ბა უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის გა­აფრ­თე­ბუ­ლი და ეფექ­ტუ­რი დაც­ვის ფონ­ზე კიდე უფრო ანე­ლებს რუ­სე­თის შე­ტე­ვის ტემპს და სა­ერ­თოდ გა­ურ­კვე­ველს ხდის ოპე­რა­ტი­უ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

უკ­რა­ი­ნა, მცი­რე და­ნა­კარ­გე­ბის ფონ­ზე, ხელთ არ­სე­ბუ­ლი არც თუ მცი­რე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, აყა­ლი­ბებს და­მა­ტე­ბით ძა­ლებს, რომ­ლი­თაც ჩა­ა­ნაც­ვლებს ბრძო­ლა­ში ჩარ­თულ ქვე­და­ნა­ყო­ფებს, გა­ნა­ახ­ლებს და შე­ავ­სებს მათ და გა­მო­ი­ყე­ნებს, რო­გორც ოპე­რა­ტი­ულ რე­ზერვს დათ­ქმულ დროს ფრონ­ტის მთელ ან გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე ძლი­ე­რი და­არ­ტყმე­ბი­სა და ღრმა შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

დიდი ალ­ბა­თო­ბით, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში რუ­სე­თი შე­ეც­დე­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლი პა­უ­ზის მიღ­წე­ვას ძა­ლე­ბის გა­და­საჯ­გუ­ფებ­ლად, ეს მის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სხვა შემ­თხვე­ვა­ში მისი შე­ტე­ვე­ბი სულ უფრო სწორ­ხა­ზო­ვა­ნი და არა­ე­ფექ­ტუ­რი გახ­დე­ბა და რამ­დე­ნი­მე დღე­ში ჩა­ი­ფუ­შე­ბა.

ამის შემ­დეგ რამ­დე­ნად ეყო­ფა ძალა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი დიდი კი­თხვის ქვეშ იქ­ნე­ბა. რუ­სე­ბის ძალ­თა გან­ლა­გე­ბა ფრაგ­მენ­ტუ­ლია და უკ­რა­ი­ნის აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბა­ზე გა­დას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში რუ­სე­თი ვერ მო­ა­ხერ­ხებს თავ­დაც­ვის ეფექ­ტუ­რი ზღუ­დე­ე­ბის შექ­მნას, ხოლო თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან დი­დია ალ­ბა­თო­ბა რუ­სუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის მარ­თვის მოშ­ლი­სა და პა­ნი­კუ­რი უკან­და­ხე­ვის. ქა­ლა­ქე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი უბ­ნე­ბის და­ბომბვებს არას­დროს არ ჰქო­ნია სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის წარ­მა­ტე­ბის­თვის რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ბა, რუ­სე­ბის მხრი­დან ასე­თი მოქ­მე­დე­ბა დუეს დოქ­ტრი­ნის რე­ა­ლი­ზე­ბაა და ის უფრო პო­ლი­ტი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი მცდე­ლო­ბაა, ვიდ­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის­თვის სა­ჭი­რო აუ­ცი­ლებ­ლო­ბა.

სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სე­თი შე­ეც­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე ცე­ცხლის დრო­ე­ბით შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ოს, რო­მელ­საც და­არ­ღვევს ახა­ლი ძა­ლე­ბის გად­მოს­რო­ლი­სა და არ­სე­ბუ­ლის გა­დაჯ­გუ­ფე­ბის შემ­დეგ ( სა­ვა­რა­უ­დოდ 3-4 დღე­ში), ამი­ტომ უკ­რა­ი­ნის­თვის ჯო­ბია არა­ნა­ი­რი პა­უ­ზა­ზე ან ჰუ­მა­ნი­ტა­რულ კო­რი­დორ­ზე არ შე­უ­თან­ხმდეს რუ­სეთს, დრო უკვე რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ობს", - წერს თავ­დგი­რი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკა-კა
4

ასეთი „ექსპერტები“ რომ გვყავს ყველა დარგში, იმიტომ ვართ აყვავებულები!

?
3

ტიპი იმედის და მთავარი არხის მონაცემებით მსჯელობს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"უკრაინისთვის ჯობია არანაირი პაუზაზე ან ჰუმანიტარულ კორიდორზე არ შეუთანხმდეს რუსეთს, დრო უკვე რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს" - სამხედრო ექსპერტი

"უკრაინისთვის ჯობია არანაირი პაუზაზე ან ჰუმანიტარულ კორიდორზე არ შეუთანხმდეს რუსეთს, დრო უკვე რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს" - სამხედრო ექსპერტი

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე "ფეისბუქზე" რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას აფასებს.

"შევაჯამოთ სამხედრო მოქმედებები და ოპერატიული ვითარება ამ მომენტისათვის: რუსეთი სტრატეგიული ინიციატივის დაკარგვის ზღვარზეა, არც ერთი სამხედრო მიზანი მიღწეული არ არის, რუსეთის შეიარაღებული ძალები არ (ვერ) იყენებენ ოპერატიულ სიღრმეებს და ძირითადად ტაქტიკურ მიზნების მიღწევით შემოიფარგლებიან, თუმცა ტაქტიკურ დონეზე უკრაინელები ხშირად ახერხებენ ძალების სწრაფ გადაჯგუფებას და მოკლე დროში იბრუნებენ დაკარგულ პოზიციებს, თუმცა არ ატარებენ ისეთ ოპერაციებს, რომლებსაც დიდი ძალები ჭირდება და ასეთ მონაკვეთებზე თავდაცვით ბრძოლებში მოწინააღმდეგის გამოფიტვისა და მისთვის მაქსიმალური ზარალის მიყენებას ცდილობენ.

საინტერესოა, რომ უკრაინელები კარგად არიან სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფილი და ეფექტურ წერტილოვან დარტყმეს აყენებენ მოწინააღმდეგის კოლონებსა და მცირე დაჯგუფებებს. რუსეთის დაჯგუფების მოქმედებაში არ იგრძნობა ერთიანი მართვა და შეტევის რამდენიმე მიმართულებაზე მოქმედება არ აიოლებს რომელიმე სხვა მიმართულებაზე შეტევას ან არ ასუსტებს უკრაინული მხარის თავდაცვას.

ნაბიჯ-ნაბიჯ ტერიტორიების ბრძოლით დაკავება უკრაინული მხარის გააფრთებული და ეფექტური დაცვის ფონზე კიდე უფრო ანელებს რუსეთის შეტევის ტემპს და საერთოდ გაურკვეველს ხდის ოპერატიული მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.

უკრაინა, მცირე დანაკარგების ფონზე, ხელთ არსებული არც თუ მცირე მატერიალური და ფინანსური რესურსების გამოყენებით, სავარაუდოდ, აყალიბებს დამატებით ძალებს, რომლითაც ჩაანაცვლებს ბრძოლაში ჩართულ ქვედანაყოფებს, განაახლებს და შეავსებს მათ და გამოიყენებს, როგორც ოპერატიულ რეზერვს დათქმულ დროს ფრონტის მთელ ან გარკვეულ მონაკვეთებზე ძლიერი დაარტყმებისა და ღრმა შეტევითი ოპერაციების განსახორციელებლად.

დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში რუსეთი შეეცდება ოპერატიული პაუზის მიღწევას ძალების გადასაჯგუფებლად, ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სხვა შემთხვევაში მისი შეტევები სულ უფრო სწორხაზოვანი და არაეფექტური გახდება და რამდენიმე დღეში ჩაიფუშება.

ამის შემდეგ რამდენად ეყოფა ძალა შეინარჩუნოს დაკავებული პოზიციები დიდი კითხვის ქვეშ იქნება. რუსების ძალთა განლაგება ფრაგმენტულია და უკრაინის აქტიური მოქმედებაზე გადასვლის შემთხვევაში რუსეთი ვერ მოახერხებს თავდაცვის ეფექტური ზღუდეების შექმნას, ხოლო თუნდაც რამდენიმე მიმართულებაზე წარუმატებლობის შემთხვევაში ძალიან დიდია ალბათობა რუსული ქვედანაყოფების მართვის მოშლისა და პანიკური უკანდახევის. ქალაქების საცხოვრებელი უბნების დაბომბვებს არასდროს არ ჰქონია სამხედრო ოპერაციის წარმატებისთვის რაიმე მნიშვნელობა, რუსების მხრიდან ასეთი მოქმედება დუეს დოქტრინის რეალიზებაა და ის უფრო პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების არაადამიანური, დანაშაულებრივი მცდელობაა, ვიდრე საბრძოლო მოქმედებებისთვის საჭირო აუცილებლობა.

სავარაუდოდ, რუსეთი შეეცდება მოლაპარაკებაზე ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიოს, რომელსაც დაარღვევს ახალი ძალების გადმოსროლისა და არსებულის გადაჯგუფების შემდეგ ( სავარაუდოდ 3-4 დღეში), ამიტომ უკრაინისთვის ჯობია არანაირი პაუზაზე ან ჰუმანიტარულ კორიდორზე არ შეუთანხმდეს რუსეთს, დრო უკვე რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს", - წერს თავდგირიძე.