რუსეთის ეკონომიკა ახლა სერიოზული ზეწოლის ქვეშაა, სერიოზულ დარტყმას განიცდის, მაგრამ არის უსაფრთხოების ზღვარი, არის პოტენციალი, გვაქვს გეგმები. მიმდინარეობს ენერგიული მუშაობა და ჩვენ ფეხზე დავდგებით, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა.
სანქციების ფონზე რუსეთში შემოღებულ სპეციალურ ეკონომიკურ ზომებთან დაკავშირებით პესკოვმა განმარტა, რომ ისინი გამოწვეულია „მტრული ხასიათის გარკვეული ქმედებებით, რომლებიც ცდილობენ შეარყიონ ჩვენი ეკონომიკის მთლიანობა“.
"ამ პირობებში მიიღება ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს რისკებისა და შედეგების მინიმიზაციას და დაგვაზღვევს ეკონომიკის რყევისგან“, – განაცხადა მან.
პესკოვის თქმით, ვინაიდან "არამეგობრული ზომები" უპრეცედენტოა, ასეთ პირობებში რუსეთმა უნდა იმოქმედოს "მტკიცედ, გააზრებულად და ნათლად".
იქამდე მოანგრევენ თქვენს ეკონომიკას სანამ იარაღისთვის და საომრად ფული აღარ დაგრჩებათ. მერე დაისვენებს მსოფლიო თქვენგან
ეს მხოლოდ დასაწყისია რუსეთის ჩამოშლის.მკვლელ პუტინს თავისივე გარემოცვა გაკოჭავს და ჰააგის ტრიბუნალს გადასცემენ თავი რომ გადაირჩინონ.ნეტა ბიბილოვი როგორ ხასიათზეა ჰა??????