მეცო-სოპრანო ნატალია ქუთათელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და უკრაინის მოვლენების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებას ეხმაურება. როგორც ის ამბობს, საზოგადოების გუშინდელი პროტესტი მისთვის გასაგებია, თუმცა მიუღებელია, რომ ყველა რეაქცია, რომელსაც გულწრფელად გამოხატავენ, გადადის ვიწრო პარტიულ კმაყოფაზე.
"გადადექის ძახილით რა შეიცვლება? მართლა მაინტერესებს და იქნებ ამიხსნათ.მესმის, რომ ნაცებს რევოლუცია გინდათ და არც ერთ შანსს არ უშვებთ ხელიდან, რომ პატარა არეულობაზე ეგრევე სვავებივით გაჰკივით გადადექის, მაგრამ პრიორიტეტი რა არის დღეს? ღარიბაშვილის ჩანაცვლება იგივე მარიონეტით? თუ შიდა არეულობა?(რომელიც არ გვაკლია)თუ საქართველოს ევროკავშირში მოხვედრის მოთხოვნა?
გუშინ წნევა მქონდა და რეაქციაც ძალიან ადექვატური იყო ხალხის მხრიდან. მაგრამ, ყოველთვის ყველა ჩვენი რეაქცია, რომელსაც გამოვხატავთ გულწრფელად, გადადის ვიწრო პარტიულ კმაყოფაზე რაც აფუჭებს საქმეს. ფაქტია, რომ ვერაფერი ვერ მივიყვანეთ ბოლომდე, ე.ი რაღაცას არასწორად ვითხოვთ" - წერს ნატალია ქუთათელაძე.
მის პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის ნანუკა ჟორჟოალიანი, მარიამ გეგუჩაძე, მარინა ბერიძე და ანდრია გველესიანი. მათი თქმით, პროტესტის და მოთხოვნების მიზანი ერთია, რომ დაიცვას ქვეყნის ღირსება.
ნანუკა ჟორჟოლიანი: ნატალიკო, სად ნახე გუშინ სცენაზე ნაცების რომელიმე ლიდერი?იმედია მივიღებ პასუხს კითხვაზე გუშინ სად ნახე ნაციონალების რომელიმე ლიდერი
მარინა ბერიძე: ნატალიკო პრიორიტეტი ერთია!!!!!!შენი ქვეყნის სიყვარული!!!!!!რომელსაც აუცილებლად ღირსება უნდა ქონდეს
მარიამ გეგუჩაძე: შიდა არეულობის მოტივაციას, სად ხედავ?ბიძინაა მთავარი პრობლემა , ყველამ ვიცით- თუმცა იმას მაინც ვანახებთ ადამინებს, თუნდაც უკრაინას ან ნებისმიერ, ნორმალურ ადამიანს თუ ქვეყანას , რომ ღარიბაშვილის ამ კომენტარებზე, ჩუმად არ ვართ
რა გონიერი გოგო ყოფილა ეს ნატალია!!! იცის ვის და როდის უნდა დაუპირისპირდეს!!! რადგან ჟორჟოლიანს და ბერიძეს ვერ იტანთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრეგვაძის შვილიშვილი (მისი სხვა დამსახურება არ ვიცი) მართალია!!! არ ჩაიწერა ქულები!!! [თავისი მოკლე ჭკუით]
ეს მარიამ გეგუჩაძე რა "მოქარგული" ენის პატრონია. რა ლოგიკა აქვს, სად ესმის ასეთი სიტყვები, ხშირად რომ იყენებს და ასე გონია ავტორიტეტს მატებს ეს ტერმინები. ყოჩაღ ქალო, ვინ გაგზარდა ასეთი კდემამოსილი. მაგრამ დედამისის შვილი კიდევ კარგია.