სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინელები იმაზე მეტად ევროპელები არიან, ვიდრე ბევრი ჩვენგანი... მათ დაუყოვნებლივ უნდა მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი - ბატონო პუტინ, თქვენ წააგეთ" - კუბილიუსი
"უკრაინელები იმაზე მეტად ევროპელები არიან, ვიდრე ბევრი ჩვენგანი... მათ დაუყოვნებლივ უნდა მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი - ბატონო პუტინ, თქვენ წააგეთ" - კუბილიუსი

ევ­რო­პის კონ­ტი­ნენტზე სტა­ბი­ლუ­რი მშვი­დო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ რუ­სე­თის დე­პუ­ტი­ნი­ზა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მე­ლიც თან­და­თან ახ­ლოვ­დე­ბა. ბა­ტო­ნო პუ­ტინ, თქვენ წა­ა­გეთ ეს კრი­მი­ნა­ლუ­რი ომი. ჰა­ა­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრი­ბუ­ნა­ლი გე­ლო­დე­ბა, რათა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­სრულ­დეს, აღ­სრულ­დეს პირ­ველ რიგ­ში უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ან­დრი­უს კუ­ბი­ლი­უს­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში გა­მარ­თუ­ლი დე­ბა­ტე­ბის დროს გა­ნა­ცხა­და.

მან ხაზი გა­უს­ვა, რომ სა­ჭი­როა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ნი­ჭე­ბა.

"მსურს მი­ვე­სალ­მო უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის, ჯა­რის­კა­ცე­ბი­სა და პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის გმი­რო­ბას. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი თავს იცა­ვენ კრემ­ლის ნა­ცის­ტუ­რი რე­ჟი­მის მიერ და­წყე­ბუ­ლი ომის­გან. პუ­ტი­ნი ნამ­დვი­ლი კრი­მი­ნა­ლია. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი იმა­ზე მე­ტად ევ­რო­პე­ლე­ბი არი­ან, ვიდ­რე ბევ­რი ჩვენ­გა­ნი. ამი­ტომ ჩვენ მათ უნდა მი­ვა­ნი­ჭოთ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ, შემ­დეგ კი შევ­ქმნათ დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი უკ­რა­ი­ნის­თვის, რათა კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­დნენ.

მოდი, შე­ვი­მუ­შა­ოთ სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ცე­დუ­რა უკ­რა­ი­ნის ევ­რო­პას­თან სწრა­ფი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­თვის.

მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნას ია­რა­ღი მი­ვა­წო­დეთ და სწრა­ფი სან­ქცი­ე­ბი და­წეს­და, გვჭირ­დე­ბა შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი.

პირ­ველ რიგ­ში, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა შევ­წყვი­ტოთ რუ­სუ­ლი გა­ზის იმ­პორ­ტი. ყო­ველ დღე ჩვენ ვიხ­დით პუ­ტინს 100 ტან­კის შე­სა­ძე­ნად საკ­მა­რის თან­ხას, ორ­ჯერ მე­ტის, რისი გა­ნად­გუ­რე­ბაც უკ­რა­ი­ნე­ლებს ბრძო­ლის ველ­ზე შე­უძ­ლი­ათ ერთ დღე­ში.

მე­ო­რე: შევ­ქმნათ მრა­ვალ მი­ლი­არ­დი­ა­ნი ფონ­დი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის, რათა ხელი შე­ვუ­წყოთ უკ­რა­ი­ნის ეკო­ნო­მი­კის რე­კონ­სტრუქ­ცი­ას, მდგრა­დო­ბა­სა და მო­დერ­ნი­ზა­ცი­ას.

მე­სა­მე: და­ვა­წე­სოთ სან­ქცი­ე­ბი ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კოს რე­ჟი­მის მი­მართ.

ევ­რო­პის კონ­ტი­ნენტზე სტა­ბი­ლუ­რი მშვი­დო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ რუ­სე­თის დე­პუ­ტი­ნი­ზა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მე­ლიც თან­და­თან ახ­ლოვ­დე­ბა. ბა­ტო­ნო პუ­ტინ, თქვენ წა­ა­გეთ ეს კრი­მი­ნა­ლუ­რი ომი. ჰა­ა­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრი­ბუ­ნა­ლი გე­ლო­დე­ბა, რათა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­სრულ­დეს, აღ­სრულ­დეს პირ­ველ რიგ­ში უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამირანი
5

რა გახდა ეს ,,ევროპელობაა,,?

gio
13

აწი იმას ეცადეთ თქვენც რო არ წამოგჭიმოთ პუტინმა

ავტორი:

"უკრაინელები იმაზე მეტად ევროპელები არიან, ვიდრე ბევრი ჩვენგანი... მათ დაუყოვნებლივ უნდა მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი - ბატონო პუტინ, თქვენ წააგეთ" - კუბილიუსი

"უკრაინელები იმაზე მეტად ევროპელები არიან, ვიდრე ბევრი ჩვენგანი... მათ დაუყოვნებლივ უნდა მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი - ბატონო პუტინ, თქვენ წააგეთ" - კუბილიუსი

ევროპის კონტინენტზე სტაბილური მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის დეპუტინიზაციის შემთხვევაში, რომელიც თანდათან ახლოვდება. ბატონო პუტინ, თქვენ წააგეთ ეს კრიმინალური ომი. ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი გელოდება, რათა სამართლიანობა აღსრულდეს, აღსრულდეს პირველ რიგში უკრაინელებისთვის, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა უკრაინელებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭება.

"მსურს მივესალმო უკრაინელი ხალხის, ჯარისკაცებისა და პრეზიდენტ ზელენსკის გმირობას. უკრაინელები თავს იცავენ კრემლის ნაცისტური რეჟიმის მიერ დაწყებული ომისგან. პუტინი ნამდვილი კრიმინალია. უკრაინელები იმაზე მეტად ევროპელები არიან, ვიდრე ბევრი ჩვენგანი. ამიტომ ჩვენ მათ უნდა მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი დაუყოვნებლივ, შემდეგ კი შევქმნათ დაჩქარებული პროცედურები უკრაინისთვის, რათა კავშირში გაწევრიანდნენ.

მოდი, შევიმუშაოთ სპეციალური პროცედურა უკრაინის ევროპასთან სწრაფი გაერთიანებისთვის.

მას შემდეგ, რაც უკრაინას იარაღი მივაწოდეთ და სწრაფი სანქციები დაწესდა, გვჭირდება შემდგომი ნაბიჯები.

პირველ რიგში, დაუყოვნებლივ უნდა შევწყვიტოთ რუსული გაზის იმპორტი. ყოველ დღე ჩვენ ვიხდით პუტინს 100 ტანკის შესაძენად საკმარის თანხას, ორჯერ მეტის, რისი განადგურებაც უკრაინელებს ბრძოლის ველზე შეუძლიათ ერთ დღეში.

მეორე: შევქმნათ მრავალ მილიარდიანი ფონდი უკრაინელებისთვის, რათა ხელი შევუწყოთ უკრაინის ეკონომიკის რეკონსტრუქციას, მდგრადობასა და მოდერნიზაციას.

მესამე: დავაწესოთ სანქციები ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის მიმართ.

ევროპის კონტინენტზე სტაბილური მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის დეპუტინიზაციის შემთხვევაში, რომელიც თანდათან ახლოვდება. ბატონო პუტინ, თქვენ წააგეთ ეს კრიმინალური ომი. ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი გელოდება, რათა სამართლიანობა აღსრულდეს, აღსრულდეს პირველ რიგში უკრაინელებისთვის“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.