პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანამ ზელენსკი გამოჩნდებოდა, მე ვიყავი რეგიონში ნომერ პირველი მტერი პუტინის, ახლა ნამდვილად ვუთმობ ამ საპატიო ადგილს ჩვენს პრეზიდენტს" - მიხეილ სააკაშვილი
"სანამ ზელენსკი გამოჩნდებოდა, მე ვიყავი რეგიონში ნომერ პირველი მტერი პუტინის, ახლა ნამდვილად ვუთმობ ამ საპატიო ადგილს ჩვენს პრეზიდენტს" - მიხეილ  სააკაშვილი

"რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ომი მი­ხა­რო­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ რო­დე­საც ღირ­სე­ბა­სა და ომს შო­რის ირ­ჩევ უღირ­სო­ბას - მი­ი­ღებ უღირ­სო­ბა­საც და მი­ი­ღებ ომ­საც - სა­ნამ ზე­ლენ­სკი გა­მოჩ­ნდე­ბო­და, მე ვი­ყა­ვი რე­გი­ონ­ში ნო­მერ პირ­ვე­ლი მტე­რი პუ­ტი­ნის, ახლა ნამ­დვი­ლად ვუთ­მობ ამ სა­პა­ტიო ად­გილს ჩვენს პრე­ზი­დენტს" - ამის შე­სა­ხებ ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, მან ზუს­ტად იცის, რომ უკ­რა­ი­ნა არ და­ე­ცე­მა.

"მე მინ­და ხელი მო­ვა­წე­რო პე­ტი­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში მი­ღე­ბა­ზე. ვი­ღა­ცე­ბი იძა­ხი­ან, რომ ჩვენ გვსურს სა­ქარ­თვე­ლო­ში ომი და მე მი­ხა­რია უკ­რა­ი­ნა­ში ომი. მე მინ­და ვუ­თხრა იმ იდი­ო­ტებს, ვინც ამას ლა­პა­რა­კობს - მე თქვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ფე­რი შე­მი­ძე­ნია, თუ არ ჩავ­თვლით ყვა­რელ­ში. მე პირ­ვე­ლად კი­ევ­ში ავი­შე­ნე სახ­ლი, ჩემი გე­მოვ­ნე­ბით მო­წყო­ბი­ლი და ეს არის ჩემი სახ­ლი და რა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა მი­ხა­რო­დეს ომი, რომ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი მი­ვიდ­ნენ და ჩემს სა­წოლ­ში ჩაწ­ვნენ და ჩემს სახ­ლში ჩა­მი­სახ­ლდნენ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს ომი უხა­რო­დეს ვინ­მეს და მი­თუ­მე­ტეს მე. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ომი მი­ხა­რო­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ რო­დე­საც ღირ­სე­ბა­სა და ომს შო­რის ირ­ჩევ უღირ­სო­ბას, მი­ი­ღებ უღირ­სო­ბა­საც და მი­ი­ღებ ომს. ის, რომ მე ტყვედ ვარ აყ­ვა­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რამ­დე­ნად ზრდის სა­ქარ­თვე­ლო­ზე რუ­სე­თის მიერ დარ­ტყმის ალ­ბა­თო­ბებს, ეს კარ­გად და­ი­მახ­სოვ­რეთ, რად­გან არას­დროს შემ­შლია ჩემი პროგ­ნო­ზი. სა­ნამ ზე­ლენ­სკი გა­მოჩ­ნდე­ბო­და მე ვი­ყა­ვი ნო­მერ პირ­ვე­ლი მტე­რი პუ­ტი­ნის რე­გი­ონ­ში, ახლა ნამ­დვი­ლად ვუთ­მობ ამ სა­პა­ტიო ად­გილს ჩვენს პრე­ზი­დენტს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მე მი­ხა­რო­დეს ომი, რო­დე­საც პირ­ვე­ლი, რაც და­ი­ბომ­ბა ოდე­სის ოლ­ქში, არის ჩემს მიერ აშე­ნე­ბუ­ლი გზა რამ­დე­ნი­მე ად­გილ­ზე, სიყ­ვა­რუ­ლით და რუ­დუ­ნე­ბით აშე­ნე­ბუ­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გზა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­თან აერ­თებს უკ­რა­ი­ნას.

ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა და­ვას­რუ­ლოთ ომი უკ­რა­ი­ნა­ში და ავი­ცი­ლოთ იგი სა­ქარ­თვე­ლო­ში. მე მინ­და გი­თხრა, რომ შემ­დე­გი სა­ა­თე­ბი და დღე­ე­ბი იქ­ნე­ბა არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და­ბომბვა კი­ე­ვის, ხარ­კო­ვის და სხვა ქა­ლა­ქე­ბის, ჩვენ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად უნდა მო­ვემ­ზა­დოთ ამის­თვის, მაგ­რამ მე ზუს­ტად ვიცი, რომ უკ­რა­ი­ნა არ და­ე­ცე­მა“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
1

სად ყოფ ცხვირს შე უბადრუკო, შენ რისი გაფუჭებაც შეგეძლო უკვე გააფუჭე! მშიშარა, მატყუარა, არეული ფსიქიკის და კიდევ ჰო ჯიბის ბილიარდის პროფესიონალი!

მოქალაქე
0

რა ლიდერი, რი ლიდერი? ან ამის დასათმობი რაა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სანამ ზელენსკი გამოჩნდებოდა, მე ვიყავი რეგიონში ნომერ პირველი მტერი პუტინის, ახლა ნამდვილად ვუთმობ ამ საპატიო ადგილს ჩვენს პრეზიდენტს" - მიხეილ სააკაშვილი

"სანამ ზელენსკი გამოჩნდებოდა, მე ვიყავი რეგიონში ნომერ პირველი მტერი პუტინის, ახლა ნამდვილად ვუთმობ ამ საპატიო ადგილს ჩვენს პრეზიდენტს" - მიხეილ  სააკაშვილი

"როგორ შეიძლება ომი მიხაროდეს საქართველოში, მაგრამ როდესაც ღირსებასა და ომს შორის ირჩევ უღირსობას - მიიღებ უღირსობასაც და მიიღებ ომსაც - სანამ ზელენსკი გამოჩნდებოდა, მე ვიყავი რეგიონში ნომერ პირველი მტერი პუტინის, ახლა ნამდვილად ვუთმობ ამ საპატიო ადგილს ჩვენს პრეზიდენტს" - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, მან ზუსტად იცის, რომ უკრაინა არ დაეცემა.

"მე მინდა ხელი მოვაწერო პეტიციას საქართველოს ევროკავშირში მიღებაზე. ვიღაცები იძახიან, რომ ჩვენ გვსურს საქართველოში ომი და მე მიხარია უკრაინაში ომი. მე მინდა ვუთხრა იმ იდიოტებს, ვინც ამას ლაპარაკობს - მე თქვენგან განსხვავებით საქართველოში არაფერი შემიძენია, თუ არ ჩავთვლით ყვარელში. მე პირველად კიევში ავიშენე სახლი, ჩემი გემოვნებით მოწყობილი და ეს არის ჩემი სახლი და რანაირად შეიძლება მიხაროდეს ომი, რომ რუსი სამხედროები მივიდნენ და ჩემს საწოლში ჩაწვნენ და ჩემს სახლში ჩამისახლდნენ. როგორ შეიძლება ეს ომი უხაროდეს ვინმეს და მითუმეტეს მე. როგორ შეიძლება ომი მიხაროდეს საქართველოში, მაგრამ როდესაც ღირსებასა და ომს შორის ირჩევ უღირსობას, მიიღებ უღირსობასაც და მიიღებ ომს. ის, რომ მე ტყვედ ვარ აყვანილი საქართველოში, რამდენად ზრდის საქართველოზე რუსეთის მიერ დარტყმის ალბათობებს, ეს კარგად დაიმახსოვრეთ, რადგან არასდროს შემშლია ჩემი პროგნოზი. სანამ ზელენსკი გამოჩნდებოდა მე ვიყავი ნომერ პირველი მტერი პუტინის რეგიონში, ახლა ნამდვილად ვუთმობ ამ საპატიო ადგილს ჩვენს პრეზიდენტს. როგორ შეიძლება მე მიხაროდეს ომი, როდესაც პირველი, რაც დაიბომბა ოდესის ოლქში, არის ჩემს მიერ აშენებული გზა რამდენიმე ადგილზე, სიყვარულით და რუდუნებით აშენებული უმნიშვნელოვანესი გზა, რომელიც ევროკავშირთან აერთებს უკრაინას.

ჩვენი ამოცანაა დავასრულოთ ომი უკრაინაში და ავიცილოთ იგი საქართველოში. მე მინდა გითხრა, რომ შემდეგი საათები და დღეები იქნება არაადამიანური დაბომბვა კიევის, ხარკოვის და სხვა ქალაქების, ჩვენ ფსიქოლოგიურად უნდა მოვემზადოთ ამისთვის, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ უკრაინა არ დაეცემა“, - განაცხადა სააკაშვილმა.