პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო რუსული "ომის მანქანის" წინააღმდეგ - სად აეკრძალა კრემლის პროპაგანდისტულ მედიას მაუწყებლობა და რა ხდება საქართველოში: პეტიცია, რომელიც რუსული დეზინფორმაციის აკრძალვას ითხოვს
მსოფლიო რუსული "ომის მანქანის" წინააღმდეგ - სად აეკრძალა კრემლის პროპაგანდისტულ მედიას მაუწყებლობა და რა ხდება საქართველოში: პეტიცია, რომელიც რუსული დეზინფორმაციის აკრძალვას ითხოვს

რუ­სულ პრო­პა­გან­დას­თან ბრძო­ლა ახლა, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს. რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი რე­ა­ლო­ბას­თან და­უ­ჯე­რებ­ლად აც­დე­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ებს ავ­რცე­ლე­ბენ და სამ­წუ­ხა­როდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილ­ზე, აზ­რის ფორ­მი­რე­ბა­ზე ამა თუ იმ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, დიდი გავ­ლე­ნა აქვთ.

ამი­ტო­მაც, რუ­სე­თის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა მკაც­რი სან­ქცი­ე­ბის გარ­და, ევ­რო­პამ გა­და­წყვი­ტა ერ­ბძო­ლოს რუ­სულ პრო­პა­გან­და­საც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ბრძო­ლა ახლა არ და­წყე­ბუ­ლა და ევ­რო­პის ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი აქამ­დეც აკ­რძა­ლუ­ლი იყო, ზო­გან კი გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

  • სა­უ­ბა­რია რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ Russia Today-სა (RT) და Sputnik-ზე.

RT არის რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მთა­ვა­რი ინ­სტრუ­მენ­ტი და შედ­გე­ბა ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბის­გან, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში მა­უ­წყებ­ლობს. ასე­ვე აქვთ არხი, RT Documentary - ინ­გლი­სურ და რუ­სულ ენებ­ზე.

სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ RT-ისა და Sputnik-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან და რუ­სე­თის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვას­თან.

მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი

RT-ის ყვე­ლა გა­მო­ცე­მის სა­ერ­თო ნა­რა­ტი­ვი არის სამ­ყა­როს ისე წარ­მო­ჩე­ნა თით­ქოს, ყვე­ლა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა ქა­ოს­შია ჩაფ­ლუ­ლი, ხოლო მმარ­თვე­ლო­ბის რუ­სეთ­ში არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მა სტა­ბი­ლუ­რია და მას კრი­ზი­სი არ ემუქ­რე­ბა. ეს არის მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის­თვის, რათა შე­იქ­მნას თა­ნა­მო­აზ­რე მა­ყუ­რე­ბელ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, შე­დე­გად კი, ხელი შე­ე­წყოს რუ­სე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ნა­რა­ტი­ვის ფარ­თო მა­სა­ში გავ­რცე­ლე­ბას. მათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა აქვთ ადა­მი­ა­ნე­ბის მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე.

  • რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ პირ­ვე­ლი მკაც­რი ნა­ბი­ჯი უკვე გა­და­იდ­გა. ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დი­ე­ბი აიკ­რძა­ლე­ბა.

"რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი Russia Today და Sputnik-ი და მათი შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ თა­ვი­ან­თი სიც­რუ­ის გავ­რცე­ლე­ბას პუ­ტი­ნის ომის გა­სა­მარ­თლებ­ლად. ჩვენ ვა­მუ­შა­ვებთ ინ­სტრუ­მენ­ტებს მათი ტოქ­სი­კუ­რი და მავ­ნე დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის აკ­რძალ­ვის მიზ­ნით ევ­რო­პა­ში“, - გა­ნა­ცხა­და მან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ RT-ის მა­უ­წყებ­ლო­ბა უკვე აკ­რძა­ლუ­ლია ბალ­ტი­ის­პი­რა ორ ქვე­ყა­ნა­ში - ლი­ე­ტუ­ვა­სა და ლატ­ვი­ა­ში, ასე­ვე, 2021 წლის აგ­ვის­ტო­ში ლუქ­სემ­ბურ­მა მას მა­უ­წყებ­ლო­ბის ლი­ცენ­ზია შე­უ­ჩე­რა.

ჯერ კი­დევ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბამ­დე მე­დი­ის გერ­მა­ნულ­მა მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა RT DE-ს მა­უ­წყებ­ლო­ბა აუკ­რძა­ლა. აკ­რძალ­ვა შე­ე­ხო ბერ­ლინ­ში არ­სე­ბულ RT DE Productions-ის ყვე­ლა პრო­დუქტს.

მე­დი­ის ფრან­გულ­მა მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო RT France-თან და­კავ­ში­რე­ბით. გა­მო­ძი­ე­ბა შე­ე­ხე­ბო­და სხვა­დას­ხვა სა­კი­თხის გა­შუ­ქე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ხარ­ვე­ზებს. მათ შო­რის, "ყვი­თე­ლი ჟი­ლე­ტე­ბის" პრო­ტეს­ტის გა­შუ­ქე­ბას, სი­ტუ­ა­ცი­ას სი­რი­ა­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში. ყვე­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი თემა რუ­სე­თის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის ინ­ტე­რე­სე­ბის ფარ­გლებ­შია.

RT France-ს ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ კო­ვიდ-ვაქ­ცი­ნებ­თან, პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბას­თან, "ლო­ქ­და­უნ­თან" და კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა სა­კი­თხებ­თან მი­მარ­თე­ბით დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში. არხი სა­ა­თო­ბით პირ­და­პირ ეთერ­ში ტრანსლი­რებ­და ან­ტი­ვაქ­სე­რულ საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლებს და ასე­ვე დროს უთ­მობ­და ფრანგ ან­ტი­ვაქ­სე­რებს. სხვა რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დი­ის მსგავ­სად, RT France აქ­ვეყ­ნებ­და ნე­გა­ტი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ებს "ას­ტრა­ზე­ნე­კას", "ფა­ი­ზე­რი­სა" და "მო­დერ­ნას" შე­სა­ხებ, ამავდრო­უ­ლად კი, და­დე­ბით კონ­ტექ­სტში სა­უბ­რობ­და რუ­სულ "სპუტ­ნიკ V"-ზე.

2021 წლის სექ­ტემ­ბერ­ში RT-იმ თა­ვის ეს­პა­ნუ­რე­ნო­ვან გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ დიდი ოცე­უ­ლის ქვეყ­ნე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, "სპუტ­ნიკ V"-ს კო­რო­ნა­ვირუ­სის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბად აღი­ა­რებ­დნენ, რის შემ­დე­გაც, ეს სა­კი­თხიც გა­მო­ძი­ე­ბის სა­გა­ნი გახ­და. (წყა­რო)

  • შე­ზღუდ­ვე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის­გან რუ­სულ პრო­პა­გან­დის­ტულ მე­დი­ას

გარ­და კონ­კრე­ტუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­სა, რუ­სულ პრო­პა­გან­დის­ტულ მე­დი­ას შე­ზღუდ­ვებს უწე­სებს Google-იც. რო­გორც Reuters-ი წერს, კომ­პა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ დრო­ე­ბით აუკ­რძა­ლავს რუ­სულ სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა­ზე მყოფ მე­დი­ას, გა­ნა­თავ­სოს რეკ­ლა­მა მის სერ­ვი­სებ­ზე.

მა­ნამ­დე YouTube-მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ რუ­სუ­ლი არ­ხე­ბის მო­ნე­ტი­ზა­ცია უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის გამო დაბ­ლო­კა.

აქამ­დე რუ­სუ­ლი მე­დი­ის მო­ნე­ტი­ზა­ცია დაბ­ლო­კა ასე­ვე კომ­პა­ნია Meta-მ, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი Facebook-ი და Instagram-ი ეკუთ­ვნის.

  • რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დი­ის აკ­რძალ­ვის მო­თხოვ­ნით სა­ქარ­თვე­ლო­ში პე­ტი­ცია მომ­ზად­და

მა­ნი­ფესტზე ხელ­მომ­წე­რე­ბი ითხო­ვენ, შე­წყდეს ყვე­ლა პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი რუ­სუ­ლი და პრო­რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მა­უ­წყებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი" და "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" არი­ან.

"უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის და პუ­ტი­ნის იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ინ­სტრუ­მენ­ტი რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ომის მან­ქა­ნაა.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯებს არ დგამ­და რუ­სუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი კამ­პა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. დღეს, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის პი­რო­ბებ­ში, რუ­სულ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ბრძო­ლა პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას და რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბას.

იმის­თვის, რომ არ მოხ­დეს კრემ­ლის მხრი­დან დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზ­რზე კრემ­ლის პრო­პა­გან­დის ზე­მოქ­მე­დე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დე­მო­რა­ლი­ზა­ცია, დღის წეს­რიგ­ში დგას სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­უ­წყებ­ლო­ბის მქო­ნე ყვე­ლა რუ­სუ­ლი და პრო­რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო არ­ხის მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბა. მივ­მარ­თავთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ას და სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ ყვე­ლა ოპე­რა­ტორს, მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, უზ­რუნ­ველ­ყოს შე­სა­ბა­მი­სი არ­ხე­ბის ჩახ­სნა მა­უ­წყებ­ლო­ბი­დან", - ვკი­თხუ­ლობთ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

პე­ტი­ცი­ა­ზე ხე­ლის მო­სა­წე­რად გა­და­დით ბმულ­ზე - manifest.ge

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიმა
4

რუსული არხები აცხადებენ ამ ხელისუფლებას ჭკვაზე მოსულებს და იმ არხებს არ გათიშავენ.

%
9

თქვე ს-ო ტელევიზია რო გაშინებთ ისეთ ხალხს რა უნდა მოსთხოვო? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

მსოფლიო რუსული "ომის მანქანის" წინააღმდეგ - სად აეკრძალა კრემლის პროპაგანდისტულ მედიას მაუწყებლობა და რა ხდება საქართველოში: პეტიცია, რომელიც რუსული დეზინფორმაციის აკრძალვას ითხოვს

მსოფლიო რუსული "ომის მანქანის" წინააღმდეგ - სად აეკრძალა კრემლის პროპაგანდისტულ მედიას მაუწყებლობა და რა ხდება საქართველოში: პეტიცია, რომელიც რუსული დეზინფორმაციის აკრძალვას ითხოვს

რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა ახლა, რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. რუსული საინფორმაციო საშუალებები რეალობასთან დაუჯერებლად აცდენილ ინფორმაციებს ავრცელებენ და სამწუხაროდ, საზოგადოების დიდ ნაწილზე, აზრის ფორმირებაზე ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, დიდი გავლენა აქვთ.

ამიტომაც, რუსეთისთვის დაწესებული სხვადასხვა მკაცრი სანქციების გარდა, ევროპამ გადაწყვიტა ერბძოლოს რუსულ პროპაგანდასაც. აღსანიშნავია, რომ ეს ბრძოლა ახლა არ დაწყებულა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში რუსული სახელმწიფო მედიასაშუალებები აქამდეც აკრძალული იყო, ზოგან კი გამოძიება მიმდინარეობდა.

  • საუბარია რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Russia Today-სა (RT) და Sputnik-ზე.

RT არის რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელების მთავარი ინსტრუმენტი და შედგება ინგლისურენოვანი საინფორმაციო გამოშვებებისგან, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მაუწყებლობს. ასევე აქვთ არხი, RT Documentary - ინგლისურ და რუსულ ენებზე.

სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, კვლევები აჩვენებს, რომ RT-ისა და Sputnik-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი დაკავშირებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან.

მარგარიტა სიმონიანი

RT-ის ყველა გამოცემის საერთო ნარატივი არის სამყაროს ისე წარმოჩენა თითქოს, ყველა დემოკრატიული ქვეყანა ქაოსშია ჩაფლული, ხოლო მმართველობის რუსეთში არსებული სისტემა სტაბილურია და მას კრიზისი არ ემუქრება. ეს არის მექანიზმი, რომელიც გამოიყენება მანიპულაციისთვის, რათა შეიქმნას თანამოაზრე მაყურებელთა საზოგადოება, შედეგად კი, ხელი შეეწყოს რუსეთის საგარეო პოლიტიკის ნარატივის ფართო მასაში გავრცელებას. მათ მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ადამიანების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე.

  • რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ პირველი მკაცრი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული პროპაგანდისტული მედიები აიკრძალება.

"რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Russia Today და Sputnik-ი და მათი შვილობილი კომპანიები ვეღარ შეძლებენ თავიანთი სიცრუის გავრცელებას პუტინის ომის გასამართლებლად. ჩვენ ვამუშავებთ ინსტრუმენტებს მათი ტოქსიკური და მავნე დეზინფორმაციის აკრძალვის მიზნით ევროპაში“, - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ RT-ის მაუწყებლობა უკვე აკრძალულია ბალტიისპირა ორ ქვეყანაში - ლიეტუვასა და ლატვიაში, ასევე, 2021 წლის აგვისტოში ლუქსემბურმა მას მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერა.

ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე მედიის გერმანულმა მარეგულირებელმა RT DE-ს მაუწყებლობა აუკრძალა. აკრძალვა შეეხო ბერლინში არსებულ RT DE Productions-ის ყველა პროდუქტს.

მედიის ფრანგულმა მარეგულირებელმა გამოძიება დაიწყო RT France-თან დაკავშირებით. გამოძიება შეეხებოდა სხვადასხვა საკითხის გაშუქების მნიშვნელოვან ხარვეზებს. მათ შორის, "ყვითელი ჟილეტების" პროტესტის გაშუქებას, სიტუაციას სირიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ყველა აღნიშნული თემა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ინტერესების ფარგლებშია.

RT France-ს ადანაშაულებდნენ კოვიდ-ვაქცინებთან, პირბადეების ტარებასთან, "ლოქდაუნთან" და კორონავირუსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან მიმართებით დეზინფორმაციის გავრცელებაში. არხი საათობით პირდაპირ ეთერში ტრანსლირებდა ანტივაქსერულ საპროტესტო გამოსვლებს და ასევე დროს უთმობდა ფრანგ ანტივაქსერებს. სხვა რუსული პროპაგანდისტული მედიის მსგავსად, RT France აქვეყნებდა ნეგატიურ ინფორმაციებს "ასტრაზენეკას", "ფაიზერისა" და "მოდერნას" შესახებ, ამავდროულად კი, დადებით კონტექსტში საუბრობდა რუსულ "სპუტნიკ V"-ზე.

2021 წლის სექტემბერში RT-იმ თავის ესპანურენოვან გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ დიდი ოცეულის ქვეყნები სავარაუდოდ, "სპუტნიკ V"-ს კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალებად აღიარებდნენ, რის შემდეგაც, ეს საკითხიც გამოძიების საგანი გახდა. (წყარო)

  • შეზღუდვები სოციალური ქსელებისგან რუსულ პროპაგანდისტულ მედიას

გარდა კონკრეტული ქვეყნებისა, რუსულ პროპაგანდისტულ მედიას შეზღუდვებს უწესებს Google-იც. როგორც Reuters-ი წერს, კომპანიამ განაცხადა, რომ დროებით აუკრძალავს რუსულ სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ მედიას, განათავსოს რეკლამა მის სერვისებზე.

მანამდე YouTube-მა დაადასტურა, რომ რუსული არხების მონეტიზაცია უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციის გამო დაბლოკა.

აქამდე რუსული მედიის მონეტიზაცია დაბლოკა ასევე კომპანია Meta-მ, რომელსაც სოციალური ქსელები Facebook-ი და Instagram-ი ეკუთვნის.

  • რუსული პროპაგანდისტული მედიის აკრძალვის მოთხოვნით საქართველოში პეტიცია მომზადდა

მანიფესტზე ხელმომწერები ითხოვენ, შეწყდეს ყველა პროპაგანდისტული რუსული და პრორუსული საინფორმაციო მედიასაშუალების მაუწყებლობა საქართველოში. ინიციატორები "სტრატეგია აღმაშენებელი" და "რესპუბლიკური პარტია" არიან.

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის და პუტინის იმპერიალისტური იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი რუსული საინფორმაციო ომის მანქანაა.

წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამდა რუსული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის წინააღმდეგ. დღეს, უკრაინაში რუსული აგრესიის პირობებში, რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და რეგიონში მშვიდობას.

იმისთვის, რომ არ მოხდეს კრემლის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება, საზოგადოებრივ აზრზე კრემლის პროპაგანდის ზემოქმედება და საზოგადოების დემორალიზაცია, დღის წესრიგში დგას საქართველოში მაუწყებლობის მქონე ყველა რუსული და პრორუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო არხის მაუწყებლობის შეჩერება. მივმართავთ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და საქართველოში მოქმედ ყველა ოპერატორს, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, უზრუნველყოს შესაბამისი არხების ჩახსნა მაუწყებლობიდან", - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

პეტიციაზე ხელის მოსაწერად გადადით ბმულზე - manifest.ge